მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს ადამიანი თავის დროზე "ნაცმოძრაობის" აქტიური მხარდამჭერიც იყო" - გივი მიქანაძე შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულზე
"გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს ადამიანი თავის დროზე "ნაცმოძრაობის" აქტიური მხარდამჭერიც იყო" - გივი მიქანაძე შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულზე

დღეს გავ­რცელ­და კონ­კრე­ტუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში, რომ ეს ადა­მი­ა­ნი ასე­ვე თა­ვის დრო­ზე „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ აქ­ტი­უ­რი მხარ­დამ­ჭე­რიც იყო, - ასე უპა­სუ­ხა უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა გივი მი­ქა­ნა­ძემ თბი­ლის­ში ავ­სტრა­ლი­ის მო­ქა­ლა­ქის, შა­ნაი ბრუ­კის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე რა­ფა­ელ მურ­სა­კუ­ლოვ­თან და­კავ­ში­რე­ბით დას­მულ კი­თხვას.

ამას­თა­ნა­ვე, რო­გორც მი­ქა­ნა­ძემ აღ­ნიშ­ნა, არის იმგვა­რი კამ­პა­ნი­ის წარ­მარ­თვის მცდე­ლო­ბა, თით­ქოს მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სახე იყო, რაც სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. რო­გორც მი­ქა­ნა­ძემ გა­ნა­ცხა­და, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მო­ახ­დი­ნა მყი­სი­ე­რი რე­ა­გი­რე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, თუ რო­მე­ლი პარ­ტი­ის აქ­ტი­ვის­ტი იყო ბრალ­დე­ბუ­ლი.

„არას­წო­რი გან­ცხა­დე­ბაა, რომ მხო­ლოდ „ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ზე“ კეთ­დე­ბა აქ­ცენ­ტე­ბი, დღეს გავ­რცელ­და კონ­კრე­ტუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ინ­ტერ­ნეტ­სა და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში, რომ ეს ადა­მი­ა­ნი ასე­ვე თა­ვის დრო­ზე „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ აქ­ტი­უ­რი მხარ­დამ­ჭე­რიც იყო, მე მგო­ნი ამის შე­სა­ხებ ხართ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თვის, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მა­ღალპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით გა­მო­ირ­ჩე­ვა, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა თუ ვისი აქ­ტი­ვის­ტია ეს ადა­მი­ა­ნი, კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნი რომ სჩა­დის და­ნა­შა­ულს, ამ ადა­მი­ა­ნის მი­მართ დად­გე­ბა შე­სა­ბა­მი­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. ჩვენ გვყავს ათი ათა­სო­ბით მხარ­დამ­ჭე­რი, ჩვენ­თვის რთუ­ლია გან­ვსა­ზღვროთ, ვის რა ფიქ­რი აქვს და ვის რა ზრახ­ვა აქვს, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნის მიერ ასე­თი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბის ჩა­დე­ნა­ზე ვე­რა­ნა­ირ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვერ აი­ღებს. კი­დევ ერთხელ გე­უბ­ნე­ბით, რომ ეს ადა­მი­ა­ნი ამ წუ­თას იკ­ვე­თე­ბა, რომ „ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან“ აქ­ტი­ვის­ტო­ბის კუ­თხით იყო რა­ღაც კონ­ტექ­სტში და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და ამ კუ­თხით არის მცდე­ლო­ბა აი­წი­ოს კამ­პა­ნია, თი­თო­ქოს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სახე იყო ეს ადა­მი­ა­ნი. ეს ადა­მი­ა­ნი იყო აქ­ტი­ვის­ტი, რომ­ლის ფიქ­რე­ბი და ზრახ­ვე­ბი ჩვენ­თვის არ იყო ცნო­ბი­ლი და ეს ვერც გვე­ცო­დი­ნე­ბო­და. გა­მო­ძი­ე­ბამ მყი­სი­ე­რად მო­ახ­დი­ნა რე­ა­გი­რე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა თუ რო­მე­ლი პარ­ტი­ის აქ­ტი­ვის­ტი იყო ეს ადა­მი­ა­ნი,“- გა­ნა­ცხა­და მი­ქა­ნა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ თბი­ლის­ში ავ­სტრა­ლი­ის მო­ქა­ლა­ქის, შა­ნაი ბრუ­კის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით ერთი პირი და­ა­კა­ვა.

ავ­სტრა­ლი­ის მო­ქა­ლა­ქე შა­ნაი ბრუ­კი 30 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­და. ავტრა­ლი­ის მო­ქა­ლა­ქის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მის­მა მე­გო­ბარ­მა გა­ავ­რცე­ლა. მისი გან­ცხა­დე­ბით, როცა შა­ნაი ბრუკს ტე­ლე­ფო­ნით ელა­პა­რა­კე­ბო­და, ის მთაწ­მინ­და­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, რა დრო­საც, სა­ვა­რა­უ­დოდ, თავს და­ესხნენ. ახალ­გაზ­რდა ქა­ლის ცხე­და­რი მთაწ­მინ­დის ფერ­დზე 31 ივ­ლისს იპო­ვეს.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიო
2
რა სულმდაბლები ხართ ეს პოლიტიკოსები.
irma
0

ახა,ესეც ისტორია წარსულიდან,,,საკუთარზე კი არ ამბობენ არაფერს,,,(და მისი ბაბუა უეჭველაც კომპარტისს ცეკას აქტივისტი იქნებოდა)

ავტორი:

"გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს ადამიანი თავის დროზე "ნაცმოძრაობის" აქტიური მხარდამჭერიც იყო" - გივი მიქანაძე შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულზე

"გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს ადამიანი თავის დროზე "ნაცმოძრაობის" აქტიური მხარდამჭერიც იყო" - გივი მიქანაძე შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულზე

დღეს გავრცელდა კონკრეტული ინფორმაცია სოციალურ ქსელებში, რომ ეს ადამიანი ასევე თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერიც იყო, - ასე უპასუხა უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ თბილისში ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ საქართველოს მოქალაქე რაფაელ მურსაკულოვთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

ამასთანავე, როგორც მიქანაძემ აღნიშნა, არის იმგვარი კამპანიის წარმართვის მცდელობა, თითქოს მკვლელობაში ბრალდებული „ქართული ოცნების“ სახე იყო, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც მიქანაძემ განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოახდინა მყისიერი რეაგირება, მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტიის აქტივისტი იყო ბრალდებული.

„არასწორი განცხადებაა, რომ მხოლოდ „ქართულ ოცნებაზე“ კეთდება აქცენტები, დღეს გავრცელდა კონკრეტული ინფორმაცია ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებში, რომ ეს ადამიანი ასევე თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერიც იყო, მე მგონი ამის შესახებ ხართ ინფორმირებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, რომელიც ძალიან მაღალპროფესიონალიზმით გამოირჩევა, არ აქვს მნიშვნელობა თუ ვისი აქტივისტია ეს ადამიანი, კონკრეტული ადამიანი რომ სჩადის დანაშაულს, ამ ადამიანის მიმართ დადგება შესაბამისი პასუხისმგებლობა. ჩვენ გვყავს ათი ათასობით მხარდამჭერი, ჩვენთვის რთულია განვსაზღვროთ, ვის რა ფიქრი აქვს და ვის რა ზრახვა აქვს, აქედან გამომდინარე, „ქართული ოცნება“ კონკრეტული ადამიანის მიერ ასეთი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაზე ვერანაირ პასუხისმგებლობას ვერ აიღებს. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ეს ადამიანი ამ წუთას იკვეთება, რომ „ქართულ ოცნებასთან“ აქტივისტობის კუთხით იყო რაღაც კონტექსტში დაკავშირებული და ამ კუთხით არის მცდელობა აიწიოს კამპანია, თითოქოს „ქართული ოცნების“ სახე იყო ეს ადამიანი. ეს ადამიანი იყო აქტივისტი, რომლის ფიქრები და ზრახვები ჩვენთვის არ იყო ცნობილი და ეს ვერც გვეცოდინებოდა. გამოძიებამ მყისიერად მოახდინა რეაგირება, მიუხედავად იმისა თუ რომელი პარტიის აქტივისტი იყო ეს ადამიანი,“- განაცხადა მიქანაძემ.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი 30 ივლისს გაუჩინარდა. ავტრალიის მოქალაქის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა მეგობარმა გაავრცელა. მისი განცხადებით, როცა შანაი ბრუკს ტელეფონით ელაპარაკებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, თავს დაესხნენ. ახალგაზრდა ქალის ცხედარი მთაწმინდის ფერდზე 31 ივლისს იპოვეს.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"