სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ის ინფიცირებისგან იმაზე უკეთაც იცავს, ვიდრე ვაქცინაციით ან კოვიდის გადატანით წარმოქმნილი ანტისხეულები" - რა არის ე.წ. უჯრედული იმუნიტეტი
"ის ინფიცირებისგან იმაზე უკეთაც იცავს, ვიდრე ვაქცინაციით ან კოვიდის გადატანით წარმოქმნილი ანტისხეულები" - რა არის ე.წ. უჯრედული იმუნიტეტი

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რის, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, პირი, რო­მელ­საც ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის დიდი რა­ო­დე­ნო­ბა აქვს, შე­საძ­ლოა, კო­რო­ნა­ვირუ­სის ინ­ფექ­ცი­ის­გან ნაკ­ლე­ბად და­ცუ­ლი იყოს, ვიდ­რე ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის ნაკ­ლე­ბი რა­ო­დე­ნო­ბა აქვს.

„ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას ამის მი­ზე­ზად ცერ­ცვა­ძე ე.წ. უჯრე­დულ იმუ­ნი­ტეტს ასა­ხე­ლებს და ამ­ბობს, რომ სა­ვა­რა­უ­დოდ, ნაკ­ლე­ბი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის მქო­ნე პი­რებს ე.წ. უჯრე­დუ­ლი იმუ­ნი­ტე­ტი აქვთ, რო­მე­ლიც მას და­ინ­ფი­ცი­რე­ბის­გან იცავს და იმა­ზე უკე­თაც, ვიდ­რე ვაქ­ცი­ნა­ცი­ით ან კო­ვი­დის გა­და­ტა­ნით წარ­მოქ­მნი­ლი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი.

ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი იმუ­ნი­ტე­ტის ერ­თა­დერ­თი კომ­პო­ნენ­ტი არ არის. არ­სე­ბობს კი­დევ ე.წ. უჯრე­დუ­ლი იმუ­ნი­ტე­ტი, რო­მე­ლიც ასე­ვე ძლი­ერ­დე­ბა და რჩე­ბა გა­და­ტა­ნი­ლი კო­ვი­დინ­ფექ­ცი­ის შემ­დეგ და ასე­ვე გა­მო­მუ­შავ­დე­ბა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დე­გაც

რაც შე­ე­ხე­ბა და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის მიერ რე­გი­ო­ნებ­ში ჩა­ტა­რე­ბულ კვლე­ვას, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი covid 19-ის ან­ტის­ხე­უ­ლებ­ზე შე­ა­მოწ­მეს, ცერ­ცვა­ძე ამ­ბობს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი კვლე­ვით დად­გინ­დე­ბა, რო­გორ იმუ­ნი­ტეტს ტო­ვებს ვაქ­ცი­ნა­ცია და გა­და­ტა­ნი­ლი კო­ვი­დინ­ფექ­ცია.

"ამ კვლე­ვის სა­ბო­ლოო შე­დე­გი მე არ ვიცი, თუმ­ცა, კვლე­ვით ვნა­ხავთ, რო­გორ იმუ­ნი­ტეტს ტო­ვებს გა­და­ტა­ნი­ლი კო­ვი­დინ­ფექ­ცია და რო­გორ იმუ­ნი­ტეტს ტო­ვებს ვაქ­ცი­ნა­ცია, რა დო­ნის იმუ­ნი­ტე­ტი ვი­თარ­დე­ბა ერთჯე­რა­დი ან სრუ­ლად ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დეგ, რო­გო­რია შე­და­რე­ბი­თი დონე იმუ­ნი­ტე­ტის სხვა­დას­ხვა ვაქ­ცი­ნე­ბის გა­კე­თე­ბის შემ­დეგ. მაგ­რამ მინ­და ყვე­ლამ იცო­დეს ერთი რამ, რომ აქ კეთ­დე­ბა მხო­ლოდ ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის ტეს­ტი, რო­მე­ლიც რო­გორც ბუ­ნებ­რი­ვი იმუ­ნი­ტე­ტის, ასე­ვე კო­ვიდ­გა­და­ტა­ნილ ადა­მი­ა­ნებ­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დგომ იმუ­ნი­ტე­ტის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტია, მაგ­რამ არა ერ­თა­დერ­თი კომ­პო­ნენ­ტი. ადა­მი­ანს შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს შე­და­რე­ბით მეტი რა­ო­დე­ნო­ბა ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის და ის ნაკ­ლე­ბად იყოს და­ცუ­ლი, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს ნაკ­ლე­ბი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი, რო­მე­ლიც მას მე­ტად და­ი­ცავს. ეს იმი­ტომ, რომ ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი იმუ­ნი­ტე­ტის ერ­თა­დერ­თი კომ­პო­ნენ­ტი არ არის. არ­სე­ბობს კი­დევ ე.წ. უჯრე­დუ­ლი იმუ­ნი­ტე­ტი, რო­მე­ლიც ასე­ვე ძლი­ერ­დე­ბა და რჩე­ბა გა­და­ტა­ნი­ლი კო­ვი­დინ­ფექ­ცი­ის შემ­დეგ და ასე­ვე გა­მო­მუ­შავ­დე­ბა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დე­გაც.

სამ­წუ­ხა­როდ, ამ უჯრე­დუ­ლი იმუ­ნი­ტე­ტის სიძ­ლი­ე­რის გან­სა­ზღვრა დღე­ვან­დე­ლი ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით, ჩვე­უ­ლებ­რივ კლი­ნი­კებ­ში შე­უძ­ლე­ბე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­შიც და უცხო­ეთ­შიც. ჩვენ ვერ ვა­ფა­სებთ, რა დო­ნე­ზეა უჯრე­დუ­ლი იმუ­ნი­ტე­ტი. უჯრე­დუ­ლი იმუ­ნი­ტე­ტის შე­ფა­სე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ ცალ­კე­ულ კვლე­ვით ცენ­ტრებ­ში და მას პა­ცი­ენ­ტებს არა­ვინ უკე­თებს, მი­თუ­მე­ტეს, მა­სი­უ­რად. ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის იმუ­ნი­ტე­ტის შე­ფა­სე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, გარ­კვე­ულ წარ­მოდ­გე­ნას გვაძ­ლევს, მაგ­რამ ვი­ცო­დეთ, რომ არა აბ­სო­ლუ­ტურ წარ­მოდ­გე­ნას. თუ ვინ­მეს ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი და­ბა­ლი აქვს, მან არ უნდა ჩათ­ვა­ლოს, რომ ის ავ­ტო­მა­ტუ­რად და­უც­ვე­ლია და ვაქ­ცი­ნამ არ იმუ­შა­ვა. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ მას ძლი­ე­რი უჯრე­დუ­ლი იმუ­ნი­ტე­ტი გა­მო­უ­მუ­შავ­და, რო­მე­ლიც და­ი­ცავს და შე­იძ­ლე­ბა უკე­თე­სა­დაც, ვიდ­რე ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი. მე ვარ ცო­ცხა­ლი მა­გა­ლი­თი, ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც კო­ვი­დის გა­და­ტა­ნის შემ­დე­გაც და ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დე­გაც და­ბა­ლი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მაქვს, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, მე უჯრე­დუ­ლი იმუ­ნი­ტე­ტი მი­ცავს, რად­გან ძა­ლი­ან ფარ­თო შე­ხე­ბა მაქვს კო­ვი­დი­ა­ნებ­თან და ერთხელ რომ გა­და­ვი­ტა­ნე ინ­ფექ­ცია, მას შემ­დეგ არ მე­მარ­თე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა ცერ­ცვა­ძემ „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას.

თუ ვინ­მეს ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი და­ბა­ლი აქვს, მან არ უნდა ჩათ­ვა­ლოს, რომ ის ავ­ტო­მა­ტუ­რად და­უც­ვე­ლია და ვაქ­ცი­ნამ არ იმუ­შა­ვა

მი­სი­ვე თქმით, სა­ბო­ლოო დას­კვნას იმი­სას, თუ რო­გორ მუ­შა­ობს უჯრე­დუ­ლი იმუ­ნი­ტე­ტი და ან­ტის­ხე­უ­ლე­ბით გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი იმუ­ნი­ტე­ტი ერ­თდრო­უ­ლად, სტა­ტის­ტი­კა მოგ­ვცემს, რო­მე­ლიც თვე­ე­ბის და წლე­ბის შემ­დეგ და­ი­დე­ბა.

„როცა ეს სტა­ტის­ტი­კა დაგ­როვ­დე­ბა, ამის შემ­დეგ შეგ­ვეძ­ლე­ბა შე­ფა­სე­ბა, რო­გო­რი იმუ­ნი­ტე­ტი ჰქონ­და ამ ხალ­ხს და რო­მე­ლი ვაქ­ცი­ნა რო­გორ იმუ­ნი­ტეტს ტო­ვებ­და, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით ვი­ნა­ი­დან შე­ფა­სე­ბას მხო­ლოდ ან­ტის­ხე­უ­ლე­ბით გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი იმუ­ნი­ტე­ტი ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა, ამით უნდა დავ­კმა­ყო­ფილ­დეთ. კვლე­ვა, რო­მე­ლიც ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის ტიტ­რის შე­სა­ფა­სებ­ლად ტარ­დე­ბა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ ვი­ცო­დეთ, რომ ეს არ არის აბ­სო­ლუ­ტუ­რი კრი­ტე­რი­უ­მი“, - გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
((
1

ამ ქვეყანაში ერთი ამას ვენდობი და მეორე ღარიბაშვილს! იიიიშ!

დგ
1

საპენსიო ასაკი როდიდან დგება იქნებ გამომეხმაუროთ რააა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ის ინფიცირებისგან იმაზე უკეთაც იცავს, ვიდრე ვაქცინაციით ან კოვიდის გადატანით წარმოქმნილი ანტისხეულები" - რა არის ე.წ. უჯრედული იმუნიტეტი

"ის ინფიცირებისგან იმაზე უკეთაც იცავს, ვიდრე ვაქცინაციით ან კოვიდის გადატანით წარმოქმნილი ანტისხეულები" - რა არის ე.წ. უჯრედული იმუნიტეტი

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, პირი, რომელსაც ანტისხეულების დიდი რაოდენობა აქვს, შესაძლოა, კორონავირუსის ინფექციისგან ნაკლებად დაცული იყოს, ვიდრე ადამიანი, რომელსაც ანტისხეულების ნაკლები რაოდენობა აქვს.

„ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ამის მიზეზად ცერცვაძე ე.წ. უჯრედულ იმუნიტეტს ასახელებს და ამბობს, რომ სავარაუდოდ, ნაკლები ანტისხეულების მქონე პირებს ე.წ. უჯრედული იმუნიტეტი აქვთ, რომელიც მას დაინფიცირებისგან იცავს და იმაზე უკეთაც, ვიდრე ვაქცინაციით ან კოვიდის გადატანით წარმოქმნილი ანტისხეულები.

ანტისხეულები იმუნიტეტის ერთადერთი კომპონენტი არ არის. არსებობს კიდევ ე.წ. უჯრედული იმუნიტეტი, რომელიც ასევე ძლიერდება და რჩება გადატანილი კოვიდინფექციის შემდეგ და ასევე გამომუშავდება ვაქცინაციის შემდეგაც

რაც შეეხება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ რეგიონებში ჩატარებულ კვლევას, სადაც მოსახლეობის ნაწილი covid 19-ის ანტისხეულებზე შეამოწმეს, ცერცვაძე ამბობს, რომ აღნიშნული კვლევით დადგინდება, როგორ იმუნიტეტს ტოვებს ვაქცინაცია და გადატანილი კოვიდინფექცია.

"ამ კვლევის საბოლოო შედეგი მე არ ვიცი, თუმცა, კვლევით ვნახავთ, როგორ იმუნიტეტს ტოვებს გადატანილი კოვიდინფექცია და როგორ იმუნიტეტს ტოვებს ვაქცინაცია, რა დონის იმუნიტეტი ვითარდება ერთჯერადი ან სრულად ვაქცინაციის შემდეგ, როგორია შედარებითი დონე იმუნიტეტის სხვადასხვა ვაქცინების გაკეთების შემდეგ. მაგრამ მინდა ყველამ იცოდეს ერთი რამ, რომ აქ კეთდება მხოლოდ ანტისხეულების ტესტი, რომელიც როგორც ბუნებრივი იმუნიტეტის, ასევე კოვიდგადატანილ ადამიანებში ვაქცინაციის შემდგომ იმუნიტეტის მნიშვნელოვანი კომპონენტია, მაგრამ არა ერთადერთი კომპონენტი. ადამიანს შეიძლება ჰქონდეს შედარებით მეტი რაოდენობა ანტისხეულების და ის ნაკლებად იყოს დაცული, მაგრამ შეიძლება ჰქონდეს ნაკლები ანტისხეულები, რომელიც მას მეტად დაიცავს. ეს იმიტომ, რომ ანტისხეულები იმუნიტეტის ერთადერთი კომპონენტი არ არის. არსებობს კიდევ ე.წ. უჯრედული იმუნიტეტი, რომელიც ასევე ძლიერდება და რჩება გადატანილი კოვიდინფექციის შემდეგ და ასევე გამომუშავდება ვაქცინაციის შემდეგაც.

სამწუხაროდ, ამ უჯრედული იმუნიტეტის სიძლიერის განსაზღვრა დღევანდელი ლაბორატორიული საშუალებებით, ჩვეულებრივ კლინიკებში შეუძლებელია საქართველოშიც და უცხოეთშიც. ჩვენ ვერ ვაფასებთ, რა დონეზეა უჯრედული იმუნიტეტი. უჯრედული იმუნიტეტის შეფასება შესაძლებელია მხოლოდ ცალკეულ კვლევით ცენტრებში და მას პაციენტებს არავინ უკეთებს, მითუმეტეს, მასიურად. ანტისხეულების იმუნიტეტის შეფასება მნიშვნელოვანია, გარკვეულ წარმოდგენას გვაძლევს, მაგრამ ვიცოდეთ, რომ არა აბსოლუტურ წარმოდგენას. თუ ვინმეს ანტისხეულები დაბალი აქვს, მან არ უნდა ჩათვალოს, რომ ის ავტომატურად დაუცველია და ვაქცინამ არ იმუშავა. არ არის გამორიცხული, რომ მას ძლიერი უჯრედული იმუნიტეტი გამოუმუშავდა, რომელიც დაიცავს და შეიძლება უკეთესადაც, ვიდრე ანტისხეულები. მე ვარ ცოცხალი მაგალითი, ადამიანი, რომელსაც კოვიდის გადატანის შემდეგაც და ვაქცინაციის შემდეგაც დაბალი ანტისხეულების რაოდენობა მაქვს, მაგრამ, როგორც ჩანს, მე უჯრედული იმუნიტეტი მიცავს, რადგან ძალიან ფართო შეხება მაქვს კოვიდიანებთან და ერთხელ რომ გადავიტანე ინფექცია, მას შემდეგ არ მემართება“, - აღნიშნა ცერცვაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

თუ ვინმეს ანტისხეულები დაბალი აქვს, მან არ უნდა ჩათვალოს, რომ ის ავტომატურად დაუცველია და ვაქცინამ არ იმუშავა

მისივე თქმით, საბოლოო დასკვნას იმისას, თუ როგორ მუშაობს უჯრედული იმუნიტეტი და ანტისხეულებით განპირობებული იმუნიტეტი ერთდროულად, სტატისტიკა მოგვცემს, რომელიც თვეების და წლების შემდეგ დაიდება.

„როცა ეს სტატისტიკა დაგროვდება, ამის შემდეგ შეგვეძლება შეფასება, როგორი იმუნიტეტი ჰქონდა ამ ხალხს და რომელი ვაქცინა როგორ იმუნიტეტს ტოვებდა, მაგრამ ჯერჯერობით ვინაიდან შეფასებას მხოლოდ ანტისხეულებით განპირობებული იმუნიტეტი ექვემდებარება, ამით უნდა დავკმაყოფილდეთ. კვლევა, რომელიც ანტისხეულების ტიტრის შესაფასებლად ტარდება, მნიშვნელოვანია, მაგრამ ვიცოდეთ, რომ ეს არ არის აბსოლუტური კრიტერიუმი“, - განაცხადა ცერცვაძემ.