სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არის თუ არა ახალაცრილი ადამიანი კორონავირუსის გამავრცელებელი და ქვეითდება თუ არა იმუნიტეტი აცრიდან 1-ლი ორი კვირა - ექიმების პასუხები პოპულარულ მითებზე
არის თუ არა ახალაცრილი ადამიანი კორონავირუსის გამავრცელებელი და ქვეითდება თუ არა იმუნიტეტი აცრიდან 1-ლი ორი კვირა - ექიმების პასუხები პოპულარულ მითებზე

სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შე­სა­ხებ უამ­რა­ვი დე­ზინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბა. ბოლო პე­რი­ოდ­ში რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და. ერთი პო­პუ­ლა­რუ­ლი მი­თის მი­ხედ­ვით, ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ვაქ­ცი­ნა ახა­ლი გა­კე­თე­ბუ­ლი აქვთ, კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­მავ­რცე­ლებ­ლე­ბი არი­ან. ისი­ნი, რომ­ლე­ბიც ამ მო­საზ­რე­ბის პრო­პა­გან­დას ეწე­ვი­ან, მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ვაქ­ცი­ნა ვირუ­სის ცო­ცხალ უჯრე­დებს შე­ი­ცავს და ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში მოხ­ვედ­რის შემ­დეგ კი­დევ უფრო მრავ­ლდე­ბა. მე­ო­რე მი­თის მი­ხედ­ვით, ახ­ლად ვაქ­ცი­ნა­გა­კე­თე­ბუ­ლებს პირ­ვე­ლი ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში იმუ­ნი­ტე­ტი მკვეთ­რად უქ­ვე­ით­დე­ბათ.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი არ­ცერთ მო­საზ­რე­ბას სი­ნამ­დვი­ლეს­თან კავ­ში­რი არ აქვს.

"უკვე მე­რამ­დე­ნე პა­ცი­ენ­ტი მე­უბ­ნე­ბა, რომ ვი­ღა­ცე­ე­ბი ურ­ჩე­ვენ, ვაქ­ცი­ნის შემ­დეგ მო­ე­რი­დოს გარ­შე­მომ­ყო­ფებს. თა­ვი­დან მე­გო­ნა, რომ ეს რჩე­ვა იმით იყო ნა­კარ­ნა­ხე­ვი, რომ ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი მა­შინ­ვე არ არის და­ცუ­ლი და ინ­ფი­ცი­რე­ბის რის­კი კვლავ აქვს. თუმ­ცა ბო­ლოს გა­ვარ­კვიე, რომ ზოგს სჯე­რა, ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა სა­ში­ში იყოს გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბის­თვის, ანუ თვი­თონ და­ი­წყოს ვირუ­სის გა­მო­ყო­ფა. ზოგ­ჯერ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი იკე­თე­ბენ PCR-ს და როცა შე­დე­გი და­დე­ბი­თია, გო­ნი­ათ, რომ ეს სწო­რედ ვაქ­ცი­ნის გა­მოა. სი­ნამ­დვი­ლე­ში ეს ნიშ­ნავს, რომ ადა­მი­ა­ნი ინ­ფი­ცირ­და კო­რო­ნა­ვირუ­სით. ამ შემ­თხვე­ვა­ში ვაქ­ცი­ნა PCR-ის და­დე­ბით შე­დეგს, ცხა­დია, ვერ გა­მო­იწ­ვევს", - და­წე­რა "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტმა მაია ბუ­წაშ­ვილ­მა.

ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი და­ვით მურ­ვა­ნი­ძე გვიხ­სნის, რა­ტომ ვერ გახ­დე­ბა ვაქ­ცი­ნა­გა­კე­თე­ბუ­ლი პირი ვირუ­სის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი.

"არც ერთი ვაქ­ცი­ნა არ შე­ი­ცავს ცო­ცხალ, აქ­ტი­ურ ვირუ­სის უჯრე­დებს. რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ვაქ­ცი­ნა­გა­კე­თე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვერ გახ­დე­ბა გა­დამ­ტა­ნი. თუ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი არ არის, არ აქვს ვირუ­სი და შე­სა­ბა­მი­სად, ვე­რა­ფერ­საც ვერ გა­მო­ყოფს. მარ­ტი­ვი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა ასე­თია : ვაქ­ცი­ნის შე­დე­გად ადა­მი­ა­ნი არ ავად­დე­ბა ამ კო­რო­ნა­ვირუ­სით, პი­რი­ქით - აცრა ადა­მი­ანს იცავს და­ინ­ფი­ცი­რე­ბის­გან. ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებ­მა თით­ზე და­იხ­ვი­ეს ის ფაქ­ტი, რომ ახა­ლაც­რილ ადა­მი­ა­ნებს კორ­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­დათ. თუმ­ცა ჩვენ უნდა ვი­ცო­დეთ, რომ ასეთ შემ­თხვე­ვა­ში საქ­მე სხვა რა­მე­შია. ვაქ­ცი­ნის გა­კე­თე­ბი­დან 4-5 დღე მა­ინც უნდა გა­ვი­დეს, რათა ორ­გა­ნიზ­მმა და­ი­წყოს ახალ კო­რო­ნა­ვირუს­ზე იმუ­ნუ­რი პა­სუ­ხის შე­მუ­შა­ვე­ბა. ამ პე­რი­ოდ­ში შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­დეს, ზუს­ტად ისე­ვე, რო­გოც აუც­რე­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც არ იცავს რე­გუ­ლა­ცი­ებს", - ეუბ­ნე­ბა Ambebi.ge-ს ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი.

ჯან­დაც­ვის სა­კი­თხე­ბის ექ­სპერ­ტის აკა­კი ზო­ი­ძის თქმით, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მი­თებს მხო­ლოდ არა­სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე პი­რე­ბი არ ავ­რცე­ლე­ბენ, ხში­რად, სიც­რუ­ის ტი­რა­ჟი­რე­ბა­ში ნებ­სით თუ უნებ­ლი­ედ, თა­ვად მე­დი­კო­სე­ბიც იღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

"არა მხო­ლოდ მი­თე­ბის ძი­რი­თად წყა­რო­ში - სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში მხვდე­ბა ასე­თი მო­საზ­რე­ბე­ბი, არა­მედ პი­რად სა­უბ­რებ­შიც. არა­ერთ ადა­მი­ანს უთ­ქვამს ჩემ­თვის, რომ მას შემ­დეგ, რაც ვაქ­ცი­ნა გა­ი­კე­თა, სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალ­მა გა­აფრ­თხი­ლა, რომ ორი კვი­რა მო­რი­დე­ბო­და ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლებს. იმ მი­ზე­ზით, თით­ქოს იმუ­ნი­ტე­ტი ამ პე­რი­ოდ­ში დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლია. ამ მო­საზ­რე­ბის ვი­თომ­და გა­სამ­ყა­რებ­ლად ისი­ნი იშ­ვე­ლი­ე­ბენ ახა­ლაც­რი­ლი პი­რე­ბის და­ინ­ფი­ცი­რე­ბის ფაქ­ტებს. მარ­თლაც არ არის იშ­ვი­ა­თი, როცა ახა­ლაც­რილ ადა­მი­ანს კო­ვი­დი უდას­ტურ­დე­ბა, მაგ­რამ ეს ძი­რი­თა­დად ორ შემ­თხვე­ვა­ში ხდე­ბა: პირ­ვე­ლი - ადა­მი­ა­ნებს ჰგო­ნი­ათ, რომ რა­ხან ვაქ­ცი­ნა გა­ი­კე­თეს 100%-ით არი­ან და­ცუ­ლე­ბი და არ იცა­ვენ წე­სებს, მე­ო­რე - თუ მათ ჰქონ­დათ ინ­ფი­ცი­რებლ ადა­მი­ან­თან კონ­ტაქ­ტი ვაქ­ცი­ნის გა­კე­თე­ბამ­დე, ან მის შემ­დეგ უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში, ისი­ნი ჩვე­უ­ლებ­რივ ინ­ფი­ცირ­დე­ბი­ან, რო­გორც სხვა აუც­რე­ლი პი­რე­ბი. ხში­რია შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბი თვი­თონ აც­რის მო­მენ­ტში, რიგ­ში დგო­მი­სას ინ­ფი­ცირ­დე­ბი­ან, სამ­წუ­ხა­როდ, არ­ცთუ იშ­ვი­ა­თად, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის რიგ­ში, მო­საც­დელ ოთა­ხებ­ში არ არის შე­სა­ბა­მი­სი დის­ტან­ცია და პი­რო­ბე­ბი და­ცუ­ლი", - ეუბ­ნე­ბა Ambebi.ge-ს აკა­კი ზო­ი­ძე.

ინ­ფექ­ცი­ო­ნისტ ალექ­სან­დრე გო­გი­ნა­ვას თქმით, სტა­ტის­ტი­კუ­რად მსოფ­ლი­ო­ში არც ერთი ფაქ­ტი არ არ­სე­ბობს, რო­მე­ლიც ვაქ­ცი­ნის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბულ მი­თებს ოდ­ნავ მა­ინც გახ­დი­და სარ­წმუ­ნოს. მისი შე­ფა­სე­ბით, ზე­მოთ ხსე­ნე­ბუ­ლი ცრუ მო­საზ­რე­ბე­ბი ან­ტი­ვაქ­სე­რუ­ლი პრო­პა­გან­დის ნა­წი­ლია და სი­მარ­თლეს­თან არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვთ.

"სტა­ტის­ტი­კუ­რად, არც ერთი ასე­თი შემ­თხვე­ვა არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა მსოფ­ლი­ო­ში, რა­ზეც ეს მი­თე­ბი სა­უბ­რო­ბენ. ამი­ტომ ის არის აშ­კა­რა ტყუ­ლი. ნე­ბის­მი­ე­რი ვაქ­ცი­ნა, რაც კი არ­სე­ბობს, მი­მარ­თუ­ლია იმის­კენ, რომ ადა­მი­ა­ნის არ­სე­ბუ­ლი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა კი­დევ უფრო გა­აძ­ლი­ე­როს და მო­ამ­ზა­დოს გა­რე­დან შე­მო­სულ ინ­ფექ­ცი­ას­თან საბ­რძოლ­ვე­ლად.

მითი, რომ თით­ქოს აც­რი­დან პირ­ვე­ლი ორი კვი­რა იმუ­ნი­ტე­ტი ქვე­ით­დე­ბა, სა­თა­ვეს შე­იძ­ლე­ბა იღებ­დეს ვაქ­ცი­ნის გა­კე­თე­ბის შემ­დეგ გა­მოვ­ლე­ნი­ლი გარ­კვე­უ­ლი არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო მოვ­ლე­ნე­ბის ფაქ­ტე­ბი­დან, რო­გო­რი­ცაა ტემ­პე­რა­ტუ­რა, სახ­სრე­ბის ტკი­ვი­ლი, ზო­გა­დი სი­სუს­ტე და ა. შ., მაგ­რამ ეს არ არის იმუ­ნი­ტე­ტის დაქ­ვე­ი­თე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, ესაა ნორ­მა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნის ნორ­მა­ლუ­რი პა­სუ­ხი ვაქ­ცი­ნის ორ­გა­ნიზ­მში მოხ­ვედ­რა­ზე. ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის შემ­დეგ იმუ­ნი­ტე­ტი ძლი­ერ­დე­ბა, მუ­შავ­დე­ბა ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი და ორ­გა­ნიზ­მი უფრო კარ­გად ებ­რძვის ინ­ფექ­ცი­ას.

სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს მო­საზ­რე­ბე­ბი ან­ტი­ვაქ­სე­რუ­ლი პრო­პა­გან­დის ნა­წი­ლია, ამი­ტომ მო­სახ­ლე­ო­ბას ვურ­ჩევ, რომ მი­ი­ღონ გა­და­მოწ­მე­ბუ­ლი, მეც­ნი­ე­რუ­ლად და­მოწ­მე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი კონ­პე­ტენ­ტუ­რი პი­რე­ბის­გან", - ამ­ბობს ალექ­სან­დრე გო­გი­ნა­ვა.

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
შაკო
2

ვაქცინაციის პროცესს მიაქციეთ მეტი ყურადღება. არავინ აქცევს ყურადღებას დისტანციის დაცვას და ბევრი ადამიანი ინფიცირდება რიგში დგომისას

სუს
0

რა აბდაუბდაᲗ საუბრობᲗ....აცრილებზე საუბარი უნდა იყის ერᲗი Თვის მერე ან ორი Თვის მერე რომ ᲨეხვდეᲗ ვირუსი მაᲨინ არიან გადამტანები? ....ეს დაწერეᲗ...იმიტომ რომ მე Შევხვდი ადამიანს რომელუც ორჯერ არის აცრილი და პირბადის გარეᲨე დადიოდა,რომ ვკიᲗხე პირბადე რატო არ გიკეᲗიაᲗქო ....ასე მიპასუხა კოვიდი გადატანილი მაქვს და აცრაც გაკეᲗებულიო...არ მᲭირდება პირბადეო....ასეᲗ ადამიანს რომ Შეხვდეს ვირუსი არის Თუ არა გადამტანი.....აი ეს დაწერეᲗ ვიᲗომ პროფესორებო..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

არის თუ არა ახალაცრილი ადამიანი კორონავირუსის გამავრცელებელი და ქვეითდება თუ არა იმუნიტეტი აცრიდან 1-ლი ორი კვირა - ექიმების პასუხები პოპულარულ მითებზე

არის თუ არა ახალაცრილი ადამიანი კორონავირუსის გამავრცელებელი და ქვეითდება თუ არა იმუნიტეტი აცრიდან 1-ლი ორი კვირა - ექიმების პასუხები პოპულარულ მითებზე

სოციალურ მედიაში ვაქცინაციის შესახებ უამრავი დეზინფორმაცია ვრცელდება. ბოლო პერიოდში რამდენიმე მათგანი განსაკუთრებით აქტუალური გახდა. ერთი პოპულარული მითის მიხედვით, ადამიანები, რომლებსაც ვაქცინა ახალი გაკეთებული აქვთ, კორონავირუსის გამავრცელებლები არიან. ისინი, რომლებიც ამ მოსაზრების პროპაგანდას ეწევიან, მიიჩნევენ, რომ ვაქცინა ვირუსის ცოცხალ უჯრედებს შეიცავს და ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ კიდევ უფრო მრავლდება. მეორე მითის მიხედვით, ახლად ვაქცინაგაკეთებულებს პირველი ორი კვირის განმავლობაში იმუნიტეტი მკვეთრად უქვეითდებათ.

სპეციალისტების შეფასებით, ზემოთ აღნიშნული არცერთ მოსაზრებას სინამდვილესთან კავშირი არ აქვს.

"უკვე მერამდენე პაციენტი მეუბნება, რომ ვიღაცეები ურჩევენ, ვაქცინის შემდეგ მოერიდოს გარშემომყოფებს. თავიდან მეგონა, რომ ეს რჩევა იმით იყო ნაკარნახევი, რომ ვაქცინირებული ადამიანი მაშინვე არ არის დაცული და ინფიცირების რისკი კვლავ აქვს. თუმცა ბოლოს გავარკვიე, რომ ზოგს სჯერა, ვაქცინირებული ადამიანი შეიძლება საშიში იყოს გარშემომყოფებისთვის, ანუ თვითონ დაიწყოს ვირუსის გამოყოფა. ზოგჯერ ეს ადამიანები იკეთებენ PCR-ს და როცა შედეგი დადებითია, გონიათ, რომ ეს სწორედ ვაქცინის გამოა. სინამდვილეში ეს ნიშნავს, რომ ადამიანი ინფიცირდა კორონავირუსით. ამ შემთხვევაში ვაქცინა PCR-ის დადებით შედეგს, ცხადია, ვერ გამოიწვევს", - დაწერა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა.

ინფექციონისტი დავით მურვანიძე გვიხსნის, რატომ ვერ გახდება ვაქცინაგაკეთებული პირი ვირუსის გამავრცელებელი.

"არც ერთი ვაქცინა არ შეიცავს ცოცხალ, აქტიურ ვირუსის უჯრედებს. რაც იმას ნიშნავს, რომ ვაქცინაგაკეთებული ადამიანი ვერ გახდება გადამტანი. თუ ინფიცირებული არ არის, არ აქვს ვირუსი და შესაბამისად, ვერაფერსაც ვერ გამოყოფს. მარტივი ჭეშმარიტება ასეთია : ვაქცინის შედეგად ადამიანი არ ავადდება ამ კორონავირუსით, პირიქით - აცრა ადამიანს იცავს დაინფიცირებისგან. ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებმა თითზე დაიხვიეს ის ფაქტი, რომ ახალაცრილ ადამიანებს კორნავირუსი დაუდასტურდათ. თუმცა ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ასეთ შემთხვევაში საქმე სხვა რამეშია. ვაქცინის გაკეთებიდან 4-5 დღე მაინც უნდა გავიდეს, რათა ორგანიზმმა დაიწყოს ახალ კორონავირუსზე იმუნური პასუხის შემუშავება. ამ პერიოდში შეიძლება ადამიანი დაინფიცირდეს, ზუსტად ისევე, როგოც აუცრელი ადამიანი, რომელიც არ იცავს რეგულაციებს", - ეუბნება Ambebi.ge-ს ინფექციონისტი.

ჯანდაცვის საკითხების ექსპერტის აკაკი ზოიძის თქმით, ვაქცინაციის საწინააღმდეგო მითებს მხოლოდ არასამედიცინო განათლების მქონე პირები არ ავრცელებენ, ხშირად, სიცრუის ტირაჟირებაში ნებსით თუ უნებლიედ, თავად მედიკოსებიც იღებენ მონაწილეობას.

"არა მხოლოდ მითების ძირითად წყაროში - სოციალურ მედიაში მხვდება ასეთი მოსაზრებები, არამედ პირად საუბრებშიც. არაერთ ადამიანს უთქვამს ჩემთვის, რომ მას შემდეგ, რაც ვაქცინა გაიკეთა, სამედიცინო პერსონალმა გააფრთხილა, რომ ორი კვირა მორიდებოდა ხალხმრავალ ადგილებს. იმ მიზეზით, თითქოს იმუნიტეტი ამ პერიოდში დაქვეითებულია. ამ მოსაზრების ვითომდა გასამყარებლად ისინი იშველიებენ ახალაცრილი პირების დაინფიცირების ფაქტებს. მართლაც არ არის იშვიათი, როცა ახალაცრილ ადამიანს კოვიდი უდასტურდება, მაგრამ ეს ძირითადად ორ შემთხვევაში ხდება: პირველი - ადამიანებს ჰგონიათ, რომ რახან ვაქცინა გაიკეთეს 100%-ით არიან დაცულები და არ იცავენ წესებს, მეორე - თუ მათ ჰქონდათ ინფიცირებლ ადამიანთან კონტაქტი ვაქცინის გაკეთებამდე, ან მის შემდეგ უახლოეს პერიოდში, ისინი ჩვეულებრივ ინფიცირდებიან, როგორც სხვა აუცრელი პირები. ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანები თვითონ აცრის მომენტში, რიგში დგომისას ინფიცირდებიან, სამწუხაროდ, არცთუ იშვიათად, ვაქცინაციის რიგში, მოსაცდელ ოთახებში არ არის შესაბამისი დისტანცია და პირობები დაცული", - ეუბნება Ambebi.ge-ს აკაკი ზოიძე.

ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას თქმით, სტატისტიკურად მსოფლიოში არც ერთი ფაქტი არ არსებობს, რომელიც ვაქცინის შესახებ გავრცელებულ მითებს ოდნავ მაინც გახდიდა სარწმუნოს. მისი შეფასებით, ზემოთ ხსენებული ცრუ მოსაზრებები ანტივაქსერული პროპაგანდის ნაწილია და სიმართლესთან არანაირი კავშირი არ აქვთ.

"სტატისტიკურად, არც ერთი ასეთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა მსოფლიოში, რაზეც ეს მითები საუბრობენ. ამიტომ ის არის აშკარა ტყული. ნებისმიერი ვაქცინა, რაც კი არსებობს, მიმართულია იმისკენ, რომ ადამიანის არსებული იმუნური სისტემა კიდევ უფრო გააძლიეროს და მოამზადოს გარედან შემოსულ ინფექციასთან საბრძოლველად.

მითი, რომ თითქოს აცრიდან პირველი ორი კვირა იმუნიტეტი ქვეითდება, სათავეს შეიძლება იღებდეს ვაქცინის გაკეთების შემდეგ გამოვლენილი გარკვეული არასასიამოვნო მოვლენების ფაქტებიდან, როგორიცაა ტემპერატურა, სახსრების ტკივილი, ზოგადი სისუსტე და ა. შ., მაგრამ ეს არ არის იმუნიტეტის დაქვეითების მაჩვენებელი, ესაა ნორმალური ადამიანის ნორმალური პასუხი ვაქცინის ორგანიზმში მოხვედრაზე. ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ იმუნიტეტი ძლიერდება, მუშავდება ანტისხეულები და ორგანიზმი უფრო კარგად ებრძვის ინფექციას.

სავარაუდოდ, ეს მოსაზრებები ანტივაქსერული პროპაგანდის ნაწილია, ამიტომ მოსახლეობას ვურჩევ, რომ მიიღონ გადამოწმებული, მეცნიერულად დამოწმებული ინფორმაციები კონპეტენტური პირებისგან", - ამბობს ალექსანდრე გოგინავა.