სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თინა კანდელაკი "გაზპრომ-მედია ჰოლდინგის" დირექტორის მოადგილედ დაინიშნა - რუსეთში მომუშავე ქართველი ჟურნალისტის შთამბეჭდავი შემოსავლები
თინა კანდელაკი "გაზპრომ-მედია ჰოლდინგის" დირექტორის მოადგილედ დაინიშნა - რუსეთში მომუშავე ქართველი ჟურნალისტის შთამბეჭდავი შემოსავლები

რუ­სეთ­ში მო­მუ­შა­ვე ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი თინა კან­დე­ლა­კი "გა­ზპ­რომ-მე­დია ჰოლ­დინ­გის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ი­ნიშ­ნა. ინ­ფორ­მა­ცი­ას gazprom-media.com ავ­რცე­ლებს.

რო­გორ გა­ზპ­რომ-მე­დი­ას ოფი­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზე წე­რია, კან­დე­ლა­კი კვლა­ვაც იქ­ნე­ბა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ГПМ Матч ქვეჰოლ­დინ­გის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე და ასე­ვე გა­ა­კონ­ტრო­ლებს გა­სარ­თო­ბი ტე­ლე­არ­ხე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბას (ТНТ, ТВ-3, Пятница! და ა.შ.). ამას­თან, პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი იქ­ნე­ბა სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო Матч-ის გაშ­ვე­ბა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.

რუ­სე­თის უმ­სხვი­ლე­სი მე­დი­აჰოლ­დინ­გი თინა კან­დე­ლაკს ახა­სი­ა­თებს, რო­გორც წარ­მა­ტე­ბულ მე­დი­ა­მე­ნე­ჯერს ფარ­თო გა­მოც­დი­ლე­ბით, აუ­ცი­ლე­ბე­ლი უნა­რე­ბი­თა და კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბით.

გა­ზპ­რომ-მე­დია ჰოლ­დინ­გის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, ალექ­სან­დრ ჟა­რო­ვის თქმით, ის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვით შე­ას­რუ­ლე­ბენ იმ ამო­ცა­ნებს, რო­მელ­თაც აქ­ცი­ო­ნე­რე­ბი და დრო უყე­ნე­ბენ.

ვებ­სა­ი­ტის მი­ხედ­ვით, 46 წლის თინა კან­დე­ლა­კი სხვა­დას­ხვა დროს იყო წამ­ყვა­ნი და პრო­დი­უ­სე­რი წამ­ყვან რუ­სულ მე­დი­ა­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში: მიჰ­ყავ­და ტოქ­შოუ „დე­ტა­ლე­ბი“ ტე­ლე­არხ СТС-ზე; „არა­რე­ა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კა“ НТВ-სა და РЕН ТВ-ზე; იყო სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სა­ა­გენ­ტო Апостол-ის თა­ნამ­ფლო­ბე­ლი და ფე­დე­რა­ლუ­რი არ­ხის Матч ТВ-ის გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­დი­უ­სე­რი.

სა­ხელ­მწი­ფო კორ­პო­რა­ცია Ростех-ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ქო­ნე­ბი­სა და შე­მო­სავ­ლე­ბის დეკ­ლა­რა­ცი­ის თა­ნახ­მად, 2020 წელს თინა კან­დე­ლაკ­მა 258,55 მლნ რუბ­ლი (3,533 მლნ დო­ლა­რი) გა­მო­ი­მუ­შა­ვა. კან­დე­ლა­კი Ростех-ის გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დი­რექ­ტორ ვა­სი­ლი ბროვ­კოს მე­უღ­ლეა და სწო­რედ მის ქო­ნებ­რივ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში იყო მი­თი­თე­ბუ­ლი თინა კან­დე­ლა­კის შე­მო­სავ­ლე­ბიც.

კან­დე­ლა­კის შარ­შან­დე­ლი შე­მო­სავ­ლე­ბი, 2019 წელ­თან შე­და­რე­ბით, 100 მლნ რუბ­ლით (1,369,386 მლნ დო­ლა­რით) გა­ი­ზარ­და. 2019 წელს თინა კან­დე­ლა­კის დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი 158,99 მლნ რუბლს (2,163,634 მლნ დო­ლარს) შე­ად­გენ­და. გა­სულ წელს მის სა­კუთ­რე­ბა­ში 72,2 კვ.მ-ის ფარ­თო­ბის ახა­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა გაჩ­ნდა, რაც შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბის გრა­ფა­შია მი­თი­თე­ბუ­ლი. მის სა­კუთ­რე­ბა­შია 312,8 კვ.მ-ის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბინა, 18,1 და 17,2 კვ.მ-ის ორი ავ­ტო­ფა­რე­ხი. ის, ასე­ვე, ფლობს Ducati Monster 797 ბრენ­დის მო­ტო­ციკლს.

Forbes-სთან სა­უბ­რის დროს თინა კან­დე­ლა­კი გან­მარ­ტავ­და, რომ მისი შე­მო­სავ­ლე­ბი, ძი­რი­თა­დად, შედ­გე­ბო­და Матч ТВ-ის ხელ­ფა­სის­გან, დი­ვი­დენ­დე­ბის­გან, რო­მელ­საც ბრენდ Ansaligy-ისა და „Школа Красоты“-ის კოს­მე­ტი­კურ ბიზ­ნეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით იღებს, აგ­რეთ­ვე, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნი­ე­ბის­გან და ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბის­გან.

„2019 და 2020 წლე­ბის შე­მო­სავ­ლებს შო­რის არ­სე­ბი­თი სხვა­ო­ბა ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბის­გან მი­ღე­ბუ­ლი დიდი შე­მო­სავ­ლით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი,“ - აცხა­დებ­და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი.

დეკ­ლა­რი­ა­ცი­ის თა­ნახ­მად, თინა კან­დე­ლა­კი­სა და მისი მე­უღ­ლის მთლი­ა­ნი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა რუ­სეთ­ში მდე­ბა­რე­ობს.

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giusha3232
0

მაგარი ტიაგა ჰქონია

მთაწმინდელი
6

მაგდენად დააფასა საკუთარი ქვეყანა.. ნუ ზოგიერთი 2 კილო ხახვშიც ყიდის..

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

თინა კანდელაკი "გაზპრომ-მედია ჰოლდინგის" დირექტორის მოადგილედ დაინიშნა - რუსეთში მომუშავე ქართველი ჟურნალისტის შთამბეჭდავი შემოსავლები

თინა კანდელაკი "გაზპრომ-მედია ჰოლდინგის" დირექტორის მოადგილედ დაინიშნა - რუსეთში მომუშავე ქართველი ჟურნალისტის შთამბეჭდავი შემოსავლები

რუსეთში მომუშავე ქართველი ჟურნალისტი თინა კანდელაკი "გაზპრომ-მედია ჰოლდინგის" გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნა. ინფორმაციას gazprom-media.com ავრცელებს.

როგორ გაზპრომ-მედიას ოფიციალურ ვებ-გვერდზე წერია, კანდელაკი კვლავაც იქნება პასუხისმგებელი ГПМ Матч ქვეჰოლდინგის განვითარებაზე და ასევე გააკონტროლებს გასართობი ტელეარხების საქმიანობას (ТНТ, ТВ-3, Пятница! და ა.შ.). ამასთან, პასუხისმგებელი იქნება საინფორმაციო სააგენტო Матч-ის გაშვებასა და განვითარებაზე.

რუსეთის უმსხვილესი მედიაჰოლდინგი თინა კანდელაკს ახასიათებს, როგორც წარმატებულ მედიამენეჯერს ფართო გამოცდილებით, აუცილებელი უნარებითა და კომპეტენციებით.

გაზპრომ-მედია ჰოლდინგის გენერალური დირექტორის, ალექსანდრ ჟაროვის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ერთობლივი ძალისხმევით შეასრულებენ იმ ამოცანებს, რომელთაც აქციონერები და დრო უყენებენ.

ვებსაიტის მიხედვით, 46 წლის თინა კანდელაკი სხვადასხვა დროს იყო წამყვანი და პროდიუსერი წამყვან რუსულ მედიაორგანიზაციებში: მიჰყავდა ტოქშოუ „დეტალები“ ტელეარხ СТС-ზე; „არარეალური პოლიტიკა“ НТВ-სა და РЕН ТВ-ზე; იყო საკომუნიკაციო სააგენტო Апостол-ის თანამფლობელი და ფედერალური არხის Матч ТВ-ის გენერალური პროდიუსერი.

სახელმწიფო კორპორაცია Ростех-ის თანამშრომლების ქონებისა და შემოსავლების დეკლარაციის თანახმად, 2020 წელს თინა კანდელაკმა 258,55 მლნ რუბლი (3,533 მლნ დოლარი) გამოიმუშავა. კანდელაკი Ростех-ის განსაკუთრებულ დავალებათა დირექტორ ვასილი ბროვკოს მეუღლეა და სწორედ მის ქონებრივ დეკლარაციაში იყო მითითებული თინა კანდელაკის შემოსავლებიც.

კანდელაკის შარშანდელი შემოსავლები, 2019 წელთან შედარებით, 100 მლნ რუბლით (1,369,386 მლნ დოლარით) გაიზარდა. 2019 წელს თინა კანდელაკის დეკლარირებული შემოსავალი 158,99 მლნ რუბლს (2,163,634 მლნ დოლარს) შეადგენდა. გასულ წელს მის საკუთრებაში 72,2 კვ.მ-ის ფართობის ახალი უძრავი ქონება გაჩნდა, რაც შენობა-ნაგებობის გრაფაშია მითითებული. მის საკუთრებაშია 312,8 კვ.მ-ის საცხოვრებელი ბინა, 18,1 და 17,2 კვ.მ-ის ორი ავტოფარეხი. ის, ასევე, ფლობს Ducati Monster 797 ბრენდის მოტოციკლს.

Forbes-სთან საუბრის დროს თინა კანდელაკი განმარტავდა, რომ მისი შემოსავლები, ძირითადად, შედგებოდა Матч ТВ-ის ხელფასისგან, დივიდენდებისგან, რომელსაც ბრენდ Ansaligy-ისა და „Школа Красоты“-ის კოსმეტიკურ ბიზნესში მონაწილეობით იღებს, აგრეთვე, სოციალური ქსელების სარეკლამო კამპანიებისგან და ფასიანი ქაღალდებისგან.

„2019 და 2020 წლების შემოსავლებს შორის არსებითი სხვაობა ფასიანი ქაღალდებისგან მიღებული დიდი შემოსავლით არის განპირობებული,“ - აცხადებდა ტელეწამყვანი.

დეკლარიაციის თანახმად, თინა კანდელაკისა და მისი მეუღლის მთლიანი უძრავი ქონება რუსეთში მდებარეობს.