პოლიტიკა
საზოგადოება

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხელში გვაკვდებიან ადამიანები, ვისაც ვპირდებოდით, რომ ყველაფერი კარგად იქნება..." - რას წერს ექიმი მძიმე პაციენტების ჯოჯოხეთურ გზაზე, რომლის გავლაც სიკვდილის წინ უწევთ
"ხელში გვაკვდებიან ადამიანები, ვისაც ვპირდებოდით, რომ ყველაფერი კარგად იქნება..." - რას წერს ექიმი მძიმე პაციენტების ჯოჯოხეთურ გზაზე, რომლის გავლაც სიკვდილის წინ უწევთ

კო­ვიდკ­ლი­ნი­კის უმ­ცრო­სი ექი­მი დათო კო­ბე­რი­ძე იმ უმ­ძი­მე­სი წუ­თე­ბი­სა და ემო­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ წერს, რო­მელ­თა გა­და­ტა­ნაც ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ მებ­რძოლ ექი­მებ­სა და კლი­ნი­კებ­ში მოხ­ვედ­რილ კო­ვიდ­პა­ცი­ენ­ტებს სი­ცო­ცხლის ბოლო დღე­ებ­ში უწევთ.

"შე­მო­დის პა­ცი­ენ­ტი ცხე­ლე­ბით და რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ჩი­ვი­ლე­ბით, რა თქმა უნდა, დიდი ალ­ბა­თო­ბით კო­ვი­დი აქვს და ეს თვი­თო­ნაც კარ­გად იცის გუ­ლის სიღ­რმე­ში, მაგ­რამ არ უნდა და­ი­ჯე­როს, იმედს ებღა­უ­ჭე­ბა. "ოფ­ლი­ან­მა და­ვი­ძი­ნე", "გავ­ცივ­დი ალ­ბათ", "და­ბა­ნი­ლი გა­ვე­დი გა­რეთ", "კონ­დენ­ცი­ო­ნე­რის ბრა­ლი იქ­ნე­ბა", ყვე­ლა­ფერს აბ­რა­ლებს ოღონდ კო­ვი­დი არ იყოს, ოღონდ კო­ვი­დი არ იყოს...

უკე­თებ ტესტს და ავადსახ­სე­ნე­ბე­ლი მე­ო­რე ხაზი წით­ლდე­ბა და ეუბ­ნე­ბი ფრა­ზას, რომ­ლის გა­გო­ნე­ბაც ყვე­ლა­ე­ზე ნაკ­ლე­ბად უნდა: "- ბებო/ბაბუ/ბა­ტო­ნო/ქალ­ბა­ტო­ნო/უფ­რო­სო... და­გი­დას­ტურ­დათ. პირ­ვე­ლი რე­აქ­ცია ყვე­ლას თით­ქოს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, მაგ­რამ სა­ბო­ლოო ჯამ­ში ერ­თნა­ი­რი აქვს: "- უეჭ­ვე­ლი და­დე­ბი­თია?", "პი­სი­ა­რი ხო არ გა­ვი­კე­თოთ?", "- ღმერ­თო და­ვი­ღუ­პე", "- ვი­ცო­დი..."...

მერე იწყე­ბა პა­ნი­კა და ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გახ­სე­ნე­ბა და იმის გა­აზ­რე­ბა, რომ რისკ ჯგუფ­შია, მერე ახ­სენ­დე­ბათ ახ­ლობ­ლე­ბი, რომ­ლებ­თა­ნაც კონ­ტაქ­ტი ჰქონ­დათ, რო­მელ­ზე ინერ­ვო­უ­ლონ აღარ იცი­ან. იწყე­ბა რეკ­ვა მთელს სა­ნა­თე­სა­ოს­თან და იმის "მი­ხა­რე­ბა", რომ და­უ­დას­ტურ­და.

უზო­მავ სა­ტუ­რა­ცი­ას და სა­ხე­ზე გა­ტყო­ბენ, რომ რა­ღაც ვერ არის კარ­გად. "- რო­გო­რია?" - გე­კი­თხე­ბა. ცო­ო­ტა და­ბა­ლია, ნორ­მის ქვე­და ზღვარ­ზე მაგ­რამ არ ინერ­ვო­უ­ლოთ, და­ბა­ლი წნე­ვით კა­ნუ­ლით მო­გაწ­ვდით ჟანგბადს და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. "- ხომ არ მოვ­კვდე­ბი?" - არა (პა­სუ­ხობ შენც, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უკვე ათას­ჯერ გაქვს ეს სცე­ნა­რი ნა­ნა­ხი, იმედს მა­ინც არ უკ­ლავ).

რამ­დე­ნი­მე დღის მერე ისევ ხვდე­ბი ამ პა­ცი­ენტს და ხე­დავ, რომ უკვე ნიღ­ბით მი­ე­წო­დე­ბა ჟანგბა­დი და უფრო უჭირს სუნ­თქვა, რამ­დე­ნი­მე დღე­ში ხე­დავ, რო მუ­ცელ­ზე წევს და ძლივ­სღა იჭერს სა­ტუ­რა­ცი­ას, გა­დაგ­ყავს არა­ინ­ვა­ზი­ურ მარ­თვით სუნ­თქვა­ზე ე.წ. CPAP-ზე (რაც სა­ში­ნე­ლე­ბაა, ნი­ღა­ბი ჰერ­მე­ტუ­ლად მჭირ­დოდ გეკ­ვრის სა­ხე­ზე და მა­ღა­ლი წნე­ვით გა­მუდ­მე­ბით გაწ­ვდის ჟანგბადს), ნატ­რუ­ლობ, რომ რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში ად­გი­ლი გან­თა­ვი­სუფ­ლდეს (რაც ძი­რი­თად­ში ვი­ღა­ცის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­დე­გად ხდე­ბა). წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა სა­ში­ნე­ლი გრძნო­ბაა ექი­მი რომ ფიქ­რობ, იქ­ნებ ვინ­მე ტერ­მი­ნა­ლუ­რი (უი­მე­დო პა­ცი­ენ­ტი, რო­მელ­საც შან­სი სა­ერ­თოდ არ აქვს დარ­ჩე­ნი­ლი) პა­ცი­ენ­ტი "გა­ე­წე­როს", რომ ეს ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ჯერ ისევ აქვს შან­სი, რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში და­აწ­ვი­ნო.

პე­რი­ო­დუ­ლად შე­დი­ხარ რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში და ხე­დავ ამ შენ­თვის ნაც­ნო­ბი პა­ცი­ენ­ტის შე­ში­ნე­ბულ, მში­ერ, მწყურ­ვალ და სი­ცო­ცხლე ჩამ­ქრალ თვა­ლებს, ხე­დავ, რომ ყო­ველ­დღე უყუ­რებს, რო­გორ მძიმ­დე­ბი­ან მი­სი­ვე სიმ­ძი­მის პა­ცი­ენ­ტე­ბი, რო­გორ გა­და­დი­ან მარ­თვით სუნ­თქვა­ზე, რო­გორ აჩე­რე­ბენ გულს, რო­გორ იბ­რძვი­ან ექი­მე­ბი გუ­ლის აღ­სად­გე­ნად, და რო­გორც წესი, წა­რუ­მა­ტებ­ლად, და რო­გორ გაჰ­ყავთ შავ ბრე­ზენ­ტის ჩან­თა­ში შე­ფუ­თუ­ლი, ად­გი­ლი კი გა­ცი­ე­ბა­საც ვერ ას­წრებს, ისე მალე შე­მო­დის ახა­ლი მძი­მე პა­ცი­ენ­ტი.

ამ ყვე­ლა­ფერს უყუ­რე­ბენ, თა­ვი­ანთ მო­მა­ვალს ხე­და­ვენ და აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ, რომ ეს და­სას­რუ­ლია, და დგე­ბა მო­მენ­ტი, როცა მა­თაც იმ­დე­ნად უჭირთ სუნ­თქვა, რომ აპა­რატ­ზე გა­და­დი­ან და სა­მუ­და­მოდ ხუ­ჭა­ვენ თვა­ლებს, იმი­ტომ რომ ამ ნა­კად­ზე აპა­რა­ტი­დან კო­ვიდ პა­ცი­ენ­ტი არ მოხ­სნი­ლა (მაქ­სი­მუმ 1-2 ალ­ბათ, ისიც მე­ეჭ­ვე­ბა, არ გა­მი­გია ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში)...

თქვენ რა ვიცი... თუ გინ­დათ არ აიც­რათ, არ და­იც­ვათ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, უბ­რა­ლოდ მინ­და იცო­დეთ, რის­თვის წი­რავთ თქვენ­თვის საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებს და რო­გორ ჯო­ჯო­ხე­თად უქ­ცევთ სი­ცო­ცხლის ბოლო დღე­ებს.

ეს არის ჩემი და ჩემი კო­ლე­გე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რი რუ­ტი­ნა, ამას ვუ­ყუ­რებთ 24/7-ზე, ამათ ტკი­ვილს და ამათ თვა­ლებს ვუ­ყუ­რებთ, და ხელ­ში გვაკ­ვდე­ბი­ან პა­ცი­ენ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც ვპირ­დე­ბო­დით, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა.

უბ­რა­ლოდ და­ვი­ღა­ლე. და­ვი­ჯე­რო, მარ­ტო მე მინ­და, რომ ეს ჯო­ჯო­ხე­თი დამ­თავ­რდეს?"

მკითხველის კომენტარები / 42 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურაბ
4

ჩაიტარეთ ვაქცინაცია ადამიანებო, გთხოვთ!

!!!!!!
2

ამიტომაც არ ჩავაბარე სამედიცინოზე. 

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ხელში გვაკვდებიან ადამიანები, ვისაც ვპირდებოდით, რომ ყველაფერი კარგად იქნება..." - რას წერს ექიმი მძიმე პაციენტების ჯოჯოხეთურ გზაზე, რომლის გავლაც სიკვდილის წინ უწევთ

"ხელში გვაკვდებიან ადამიანები, ვისაც ვპირდებოდით, რომ ყველაფერი კარგად იქნება..." - რას წერს ექიმი მძიმე პაციენტების ჯოჯოხეთურ გზაზე, რომლის გავლაც სიკვდილის წინ უწევთ

კოვიდკლინიკის უმცროსი ექიმი დათო კობერიძე იმ უმძიმესი წუთებისა და ემოციების შესახებ წერს, რომელთა გადატანაც ვირუსის წინააღმდეგ მებრძოლ ექიმებსა და კლინიკებში მოხვედრილ კოვიდპაციენტებს სიცოცხლის ბოლო დღეებში უწევთ.

"შემოდის პაციენტი ცხელებით და რესპირატორული ჩივილებით, რა თქმა უნდა, დიდი ალბათობით კოვიდი აქვს და ეს თვითონაც კარგად იცის გულის სიღრმეში, მაგრამ არ უნდა დაიჯეროს, იმედს ებღაუჭება. "ოფლიანმა დავიძინე", "გავცივდი ალბათ", "დაბანილი გავედი გარეთ", "კონდენციონერის ბრალი იქნება", ყველაფერს აბრალებს ოღონდ კოვიდი არ იყოს, ოღონდ კოვიდი არ იყოს...

უკეთებ ტესტს და ავადსახსენებელი მეორე ხაზი წითლდება და ეუბნები ფრაზას, რომლის გაგონებაც ყველაეზე ნაკლებად უნდა: "- ბებო/ბაბუ/ბატონო/ქალბატონო/უფროსო... დაგიდასტურდათ. პირველი რეაქცია ყველას თითქოს განსხვავებული, მაგრამ საბოლოო ჯამში ერთნაირი აქვს: "- უეჭველი დადებითია?", "პისიარი ხო არ გავიკეთოთ?", "- ღმერთო დავიღუპე", "- ვიცოდი..."...

მერე იწყება პანიკა და ქრონიკული დაავადებების გახსენება და იმის გააზრება, რომ რისკ ჯგუფშია, მერე ახსენდებათ ახლობლები, რომლებთანაც კონტაქტი ჰქონდათ, რომელზე ინერვოულონ აღარ იციან. იწყება რეკვა მთელს სანათესაოსთან და იმის "მიხარება", რომ დაუდასტურდა.

უზომავ სატურაციას და სახეზე გატყობენ, რომ რაღაც ვერ არის კარგად. "- როგორია?" - გეკითხება. ცოოტა დაბალია, ნორმის ქვედა ზღვარზე მაგრამ არ ინერვოულოთ, დაბალი წნევით კანულით მოგაწვდით ჟანგბადს და ყველაფერი კარგად იქნება. "- ხომ არ მოვკვდები?" - არა (პასუხობ შენც, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ათასჯერ გაქვს ეს სცენარი ნანახი, იმედს მაინც არ უკლავ).

რამდენიმე დღის მერე ისევ ხვდები ამ პაციენტს და ხედავ, რომ უკვე ნიღბით მიეწოდება ჟანგბადი და უფრო უჭირს სუნთქვა, რამდენიმე დღეში ხედავ, რო მუცელზე წევს და ძლივსღა იჭერს სატურაციას, გადაგყავს არაინვაზიურ მართვით სუნთქვაზე ე.წ. CPAP-ზე (რაც საშინელებაა, ნიღაბი ჰერმეტულად მჭირდოდ გეკვრის სახეზე და მაღალი წნევით გამუდმებით გაწვდის ჟანგბადს), ნატრულობ, რომ რეანიმაციაში ადგილი განთავისუფლდეს (რაც ძირითადში ვიღაცის გარდაცვალების შედეგად ხდება). წარმოიდგინეთ, რა საშინელი გრძნობაა ექიმი რომ ფიქრობ, იქნებ ვინმე ტერმინალური (უიმედო პაციენტი, რომელსაც შანსი საერთოდ არ აქვს დარჩენილი) პაციენტი "გაეწეროს", რომ ეს ადამიანი, რომელსაც ჯერ ისევ აქვს შანსი, რეანიმაციაში დააწვინო.

პერიოდულად შედიხარ რეანიმაციაში და ხედავ ამ შენთვის ნაცნობი პაციენტის შეშინებულ, მშიერ, მწყურვალ და სიცოცხლე ჩამქრალ თვალებს, ხედავ, რომ ყოველდღე უყურებს, როგორ მძიმდებიან მისივე სიმძიმის პაციენტები, როგორ გადადიან მართვით სუნთქვაზე, როგორ აჩერებენ გულს, როგორ იბრძვიან ექიმები გულის აღსადგენად, და როგორც წესი, წარუმატებლად, და როგორ გაჰყავთ შავ ბრეზენტის ჩანთაში შეფუთული, ადგილი კი გაციებასაც ვერ ასწრებს, ისე მალე შემოდის ახალი მძიმე პაციენტი.

ამ ყველაფერს უყურებენ, თავიანთ მომავალს ხედავენ და აცნობიერებენ, რომ ეს დასასრულია, და დგება მომენტი, როცა მათაც იმდენად უჭირთ სუნთქვა, რომ აპარატზე გადადიან და სამუდამოდ ხუჭავენ თვალებს, იმიტომ რომ ამ ნაკადზე აპარატიდან კოვიდ პაციენტი არ მოხსნილა (მაქსიმუმ 1-2 ალბათ, ისიც მეეჭვება, არ გამიგია ყოველ შემთხვევაში)...

თქვენ რა ვიცი... თუ გინდათ არ აიცრათ, არ დაიცვათ რეგულაციები, უბრალოდ მინდა იცოდეთ, რისთვის წირავთ თქვენთვის საყვარელ ადამიანებს და როგორ ჯოჯოხეთად უქცევთ სიცოცხლის ბოლო დღეებს.

ეს არის ჩემი და ჩემი კოლეგების ყოველდღიური რუტინა, ამას ვუყურებთ 24/7-ზე, ამათ ტკივილს და ამათ თვალებს ვუყურებთ, და ხელში გვაკვდებიან პაციენტები, რომლებსაც ვპირდებოდით, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

უბრალოდ დავიღალე. დავიჯერო, მარტო მე მინდა, რომ ეს ჯოჯოხეთი დამთავრდეს?"