საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე ვარ ადამიანი, რომელიც ვერ უგებს მოდას, მაგრამ..." - რას წერს ქეთი მელუა ანუკი არეშიძის შესახებ
"მე ვარ ადამიანი, რომელიც ვერ უგებს მოდას, მაგრამ..." - რას წერს ქეთი მელუა ანუკი არეშიძის შესახებ

ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი, ქეთი მე­ლუა ჯგუფ scorpions-თან ერ­თად პრეს­ტი­ჟუ­ლი - ევ­რო­პის კულ­ტუ­რის პრი­ზით და­ა­ჯილ­დო­ვეს. და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნია გერ­მა­ნი­ა­ში, ქა­ლაქ ბონ­ში გა­ი­მარ­თა.

ქეთი მე­ლუ­ას ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ანუ­კი არე­ში­ძის დი­ზა­ი­ნით შექ­მნი­ლი სა­მო­სი ეცვა. სა­უ­ბა­რია ორ კოს­ტი­უმ­ზე. აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე და იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ ითა­ნამ­შრომ­ლა ანუ­კის­თან, ქეთი მე­ლუ­ამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

რო­გორც მომ­ღე­რა­ლი "ინ­სტაგ­რამ­ზე" წერს, იმ ფაქ­ტით, რომ მი­იწ­ვი­ეს ევ­რო­პის კულ­ტუ­რის პრი­ზის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, სა­დაც სხვა­დას­ხვა დროს სოფი ლო­რე­ნი და ვი­ვი­ენ ვესტვუ­დი და­ა­ჯილ­დო­ვეს და ამას­თან იმის გა­გე­ბით, რომ სცე­ნა­ზე ანუ­კის კა­ბით გა­მო­ვი­დო­და, აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი იყო.

"ფაქ­ტობ­რი­ვად, მთვა­რე­ზე ვი­ყა­ვი", - წერს მე­ლუა. მომ­ღე­რა­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ ის მო­დას "ყო­ველ­თვის ვერ უგებს."

"მე ვარ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის ვერ უგებს მო­დას, მაგ­რამ არ შე­მიძ­ლია იმის უარ­ყო­ფა, რაც მცმია წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, იმის, რაც შექ­მნი­ლია სიყ­ვა­რუ­ლი­თა და ხა­რის­ხით. ეს გავ­ლე­ნას ახ­დენს ჩემს თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა­ზე და რა­ღაც ში­ნა­გან სი­ნათ­ლეს ვგრძნობ, ეს ისე­ვე მოქ­მე­დებს, რო­გორც კარ­გი სიმ­ღე­რა.

მო­მე­წო­ნა კომ­ბი­ნი­ზო­ნის შექ­მნის იდეა. ანუ­კიმ გა­მო­მიგ­ზავ­ნა ნა­ხა­ტე­ბი და თვი­თონ აირ­ჩია სა­მო­სის­თვის შავი ხა­ვერ­დი პა­ტა­რა შავი ბრი­ლი­ან­ტე­ბით, რო­მე­ლიც სცე­ნის შუქს აი­რეკ­ლავ­და", - წერს მომ­ღე­რა­ლი.

ქეთი მე­ლუა აღ­ნიშ­ნავს, რომ ის უმე­ტე­სად ისეთ სა­მოსს იც­ვამს, რო­მელ­შიც შიშ­ვე­ლი მკლა­ვი არ ჩანს - "მე არ ვარ და­ბა­დე­ბუ­ლი ჯე­ნი­ფერ ენის­ტო­ნის მსგავ­სი მკლა­ვე­ბით, მაგ­რამ ანუ­კის გე­მოვ­ნე­ბის წყა­ლო­ბით, სა­მო­სი თა­ნა­მედ­რო­ვე და სრულ­ყო­ფი­ლი გა­მო­ვი­და“, - აღ­ნიშ­ნავს ქეთი მე­ლუა.

ამას­თან, რო­გორც Amebi.ge-ს ბრენდ Anouki-ს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მე­ნე­ჯერ­მა ბექა გვი­ში­ან­მა უთხრა, ქეთი მე­ლუა მათ რამ­დე­ნი­მე თვის წინ და­უ­კავ­შირ­და და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვა:

"ქეთი მე­ლუა და მისი პრო­დი­უ­სე­რე­ბი რამ­დე­ნი­მე თვის წინ დაგ­ვი­კავ­შირ­დნენ, გვი­თხრეს, რომ ქე­თის ძა­ლი­ან მოს­წონს ანუ­კის კო­ლექ­ცი­ე­ბი და თა­ვად გა­მოთ­ქვა თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სურ­ვი­ლი. ჩვენ, რა თქმა უნდა, დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით დავ­თან­ხმდით და ქე­თის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რად შე­ი­კე­რა სა­მო­სი", - ამ­ბობს ბექა გვი­ში­ა­ნი.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, ბონ­ში გა­მარ­თუ­ლი სა­ღა­მო ლუდ­ვიგ ვან ბე­თჰო­ვე­ნის 250 წლის იუ­ბი­ლეს მი­ე­ძღვნა. ევ­რო­პუ­ლი კულ­ტუ­რის პრი­ზის მფლო­ბე­ლე­ბი ხდე­ბი­ან ხე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, გა­მორ­ჩე­უ­ლი მიღ­წე­ვე­ბი აქვთ და გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან თა­ვი­ან­თი საქ­ველ­მოქ­მე­დო, ხალ­ხის­თვის გა­წე­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბით.

ღო­ნის­ძი­ე­ბა ყო­ველ წელს ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში იმარ­თე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამთა
4

მიყვარს და პატივს ვცემ ორივეს როგორც დიზაინერს ასევე მომღერალს, მაგრამ არ ც კაბით ავღფრთოვანდი და არც ამ შავი ფეხსაცმლით, რომელიც სრულიად ამოვარდნილია კონტექსტიდან....

მოდა, მოდა
5

კაით ახლა, არცერთი კაბა არ ვარგა. სხვა საქმეა რო მელუას მოსწონს, ეს მისი საქმეა. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მე ვარ ადამიანი, რომელიც ვერ უგებს მოდას, მაგრამ..." - რას წერს ქეთი მელუა ანუკი არეშიძის შესახებ

"მე ვარ ადამიანი, რომელიც ვერ უგებს მოდას, მაგრამ..." - რას წერს ქეთი მელუა ანუკი არეშიძის შესახებ

ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი მომღერალი, ქეთი მელუა ჯგუფ scorpions-თან ერთად პრესტიჟული - ევროპის კულტურის პრიზით დააჯილდოვეს. დაჯილდოების ცერემონია გერმანიაში, ქალაქ ბონში გაიმართა.

ქეთი მელუას ღონისძიებაზე ანუკი არეშიძის დიზაინით შექმნილი სამოსი ეცვა. საუბარია ორ კოსტიუმზე. აღნიშნულ თემაზე და იმის შესახებ, თუ როგორ ითანამშრომლა ანუკისთან, ქეთი მელუამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

როგორც მომღერალი "ინსტაგრამზე" წერს, იმ ფაქტით, რომ მიიწვიეს ევროპის კულტურის პრიზის ღონისძიებაზე, სადაც სხვადასხვა დროს სოფი ლორენი და ვივიენ ვესტვუდი დააჯილდოვეს და ამასთან იმის გაგებით, რომ სცენაზე ანუკის კაბით გამოვიდოდა, აღფრთოვანებული იყო.

"ფაქტობრივად, მთვარეზე ვიყავი", - წერს მელუა. მომღერალი აღნიშნავს, რომ ის მოდას "ყოველთვის ვერ უგებს."

"მე ვარ ადამიანი, რომელიც ყოველთვის ვერ უგებს მოდას, მაგრამ არ შემიძლია იმის უარყოფა, რაც მცმია წლების განმავლობაში, იმის, რაც შექმნილია სიყვარულითა და ხარისხით. ეს გავლენას ახდენს ჩემს თავდაჯერებულობაზე და რაღაც შინაგან სინათლეს ვგრძნობ, ეს ისევე მოქმედებს, როგორც კარგი სიმღერა.

მომეწონა კომბინიზონის შექმნის იდეა. ანუკიმ გამომიგზავნა ნახატები და თვითონ აირჩია სამოსისთვის შავი ხავერდი პატარა შავი ბრილიანტებით, რომელიც სცენის შუქს აირეკლავდა", - წერს მომღერალი.

ქეთი მელუა აღნიშნავს, რომ ის უმეტესად ისეთ სამოსს იცვამს, რომელშიც შიშველი მკლავი არ ჩანს - "მე არ ვარ დაბადებული ჯენიფერ ენისტონის მსგავსი მკლავებით, მაგრამ ანუკის გემოვნების წყალობით, სამოსი თანამედროვე და სრულყოფილი გამოვიდა“, - აღნიშნავს ქეთი მელუა.

ამასთან, როგორც Amebi.ge-ს ბრენდ Anouki-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ბექა გვიშიანმა უთხრა, ქეთი მელუა მათ რამდენიმე თვის წინ დაუკავშირდა და თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა:

"ქეთი მელუა და მისი პროდიუსერები რამდენიმე თვის წინ დაგვიკავშირდნენ, გვითხრეს, რომ ქეთის ძალიან მოსწონს ანუკის კოლექციები და თავად გამოთქვა თანამშრომლობის სურვილი. ჩვენ, რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით დავთანხმდით და ქეთისთვის სპეციალურად შეიკერა სამოსი", - ამბობს ბექა გვიშიანი.

ინფორმაციისთვის, ბონში გამართული საღამო ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის 250 წლის იუბილეს მიეძღვნა. ევროპული კულტურის პრიზის მფლობელები ხდებიან ხელოვანი ადამიანები, რომლებსაც განსაკუთრებული, გამორჩეული მიღწევები აქვთ და გამოირჩევიან თავიანთი საქველმოქმედო, ხალხისთვის გაწეული საქმიანობით.

ღონისძიება ყოველ წელს ევროპის სხვადასხვა ქალაქში იმართება.