პოლიტიკა
საზოგადოება

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჯიბეში საცოლის ფოტო აღმოუჩინეს, რომელსაც აწერია: "დამიბრუნდი, დაგელოდები..." - იმ ჯარისკაცების ახალი სია, ვინც მე-2 მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულებად მიიჩნეოდნენ
"ჯიბეში საცოლის ფოტო აღმოუჩინეს, რომელსაც აწერია: "დამიბრუნდი, დაგელოდები..." - იმ ჯარისკაცების ახალი სია, ვინც მე-2 მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულებად მიიჩნეოდნენ

AMBEBI.GE, მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გა­ნაგ­რძობს მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბას. რამ­დე­ნი­მე ხნის წინ, ქერ­ჩის კო­მი­სი­ამ მოგ­ვა­წო­და ქერ­ჩის ბრძო­ლებ­ში უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლი ერთ-ერთი ქარ­თვე­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია, რო­მელ­საც ოჯა­ხის წევ­რი და ახ­ლო­ბე­ლი არ გა­მო­უჩ­ნდა.

"2018 წელს მო­გა­წო­დეთ ინ­ფორ­მა­ცია ქერჩში ნა­პოვნ ბიჭ­ზე, კლი­მენ­ტი გიგ­ლას ძე თავ­ბე­რი­ძე­ზე, რო­მე­ლიც წარ­მო­შო­ბით ჩო­ხა­ტა­უ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ხი­დის­თა­ვი­დან იყო. მის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას არა­ვინ გა­მო­ეხ­მა­უ­რა... ახლა გა­ვარ­კვი­ეთ, რომ დე­დი­სერ­თა ყო­ფი­ლა - ჯი­ბე­ში სა­ცო­ლის ფოტო აღ­მო­უ­ჩი­ნეს, რო­მელ­საც აწე­რია, "და­მიბ­რუნ­დი, და­გე­ლო­დე­ბი..." ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა­ზე გვი­მუ­შა­ვია და ასე არა­ვის­ზე მტკე­ნია გული. დე­დი­სერ­თა, უწ­ვე­რულ­ვა­შო ბიჭი გა­უშ­ვეს ომში და მას­თან ერ­თად და­იქ­ცა მისი ოჯა­ხიც..." - ამ­ბობს ქერ­ჩის კო­მი­სი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სუ­სა­ნა კი­რა­კო­ზი­ა­ნი.

აქვე გა­გაც­ნობთ, იმ ქარ­თვე­ლე­ბის გვარ-სა­ხე­ლებს, რომ­ლე­ბიც ტყვედ ჩა­ვარ­დნის შემ­დეგ, ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე სას­ტიკ ტყვე­თა ბა­ნაკ­ში, აუშ­ვიც­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­ი­და­ნაც უკან თით­ქმის ვე­რა­ვინ ბრუნ­დე­ბო­და.

ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი მეგი სტემ­პენ-გი­უნ­ტე­რი რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და აუშ­ვი­ცი­სა და ბო­ხოლ­თის არ­ქი­ვებ­ში, რათა ათა­სო­ბით და­ღუ­პულ ტყვე­თა შო­რის, ქარ­თუ­ლი გვარ-სა­ხე­ლე­ბიც ეპოვ­ნა.

გთა­ვა­ზობთ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის სიას, რომ­ლე­ბიც დღემ­დე უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბოდ­ნენ:

ვლა­დი­მერ თა­დე­ო­ზის ძე გი­ორ­გა­ძე, და­ბა­დე­ბუ­ლი 1922 წლის 20 აპ­რილს, ტყი­ბუ­ლის რა­ი­ო­ნი სო­ფელ ჯვა­რი­სა­ში. დე­დის სა­ხე­ლი - ლი­დია. ტყვედ ჩა­ვარ­და 1941 წლის 24 ივ­ლისს. ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი VIII (308); ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 8231; გარ­და­იც­ვა­ლა 1941 წლის 7 ნო­ემ­ბერს, გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზად მი­თი­თე­ბუ­ლია გუ­ლის სი­სუს­ტე. პირ­ვე­ლა­დი დაკ­რძალ­ვის ად­გი­ლი: აუშ­ვი­ცი.

პავ­ლე გი­ორ­გის ძე ბა­გა­უ­რი, და­ბა­დე­ბუ­ლი 1921 წლის 8 სექ­ტემ­ბერს, სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ო­ნის სო­ფელ რუ­სი­ან­ში. დის სა­ხე­ლია ეკა­ტე­რი­ნე, დე­დის - ბარ­ბა­ლე. ტყვედ ჩა­ვარ­და 1942 წლის 26 ივ­ლისს. ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი VIII (318); ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 8055; გარ­და­იც­ვა­ლა ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბით, 1941 წლის 3 ნო­ემ­ბერს. პირ­ვე­ლა­დი დაკ­რძალ­ვის ად­გი­ლი: აუშ­ვი­ცი.

ნი­კო­ლოზ ივა­ნეს ძე გლუნ­ჩა­ძე, და­ბა­დე­ბუ­ლი 1917 წლის 20 ივ­ლისს, ხა­შუ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ სა­თი­ვე­ში. დედა ევა შა­ვი­ძე, მე­უღ­ლე ანა ხე­თა­გუ­რო­ვა. ტყვედ ჩა­ვარ­და 1941 წლის 5 ივ­ლისს. ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი VIII (308), ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 30140. გარ­და­იც­ვა­ლა 1941 წლის 20 დე­კემ­ბერს. პირ­ვე­ლა­დი დაკ­რძალ­ვის ად­გი­ლი: აუშ­ვი­ცი. მის დო­კუ­მენ­ტა­ცი­ა­ში აღ­წე­რი­ლია მისი გა­რეგ­ნო­ბაც - სი­მაღ­ლე: 171 სმ, შავი თმა, ყა­ვის­ფე­რი თვა­ლე­ბი. სა­უბ­რობ­და ქარ­თულ და რუ­სულ ენებ­ზე.

ალექს სი­მო­ნის ძე კურ­ტა­ნი­ძე, და­ბა­დე­ბუ­ლი 1919 წლის 15 აგ­ვის­ტოს, ხა­შუ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ალი­ში. ტყვედ ჩა­ვარ­და 1941 წლის 6 ივ­ლისს. ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი VIII (318); ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 7495; გარ­და­იც­ვა­ლა 1941 წლის 13 ნო­ემ­ბერს. პირ­ვე­ლა­დი დაკ­რძალ­ვის ად­გი­ლი: აუშ­ვი­ცი.

გი­ორ­გი ვარ­ლა­მის ძე ქა­თა­მა­ძე, და­ბა­დე­ბუ­ლი 1920 წლის 20 იან­ვარს, თერ­ჯო­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ გო­დო­გან­ში. ტყვედ ჩა­ვარ­და, 1941 წლის 29 ივ­ნისს. ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი VIII (318); ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 7958; გარ­და­იც­ვა­ლა 1942 წლის 10 თე­ბერ­ვალს. პირ­ვე­ლა­დი დაკ­რძალ­ვის სა­ვა­რა­უ­დო ად­გი­ლი: აუშ­ვი­ცი.

ნი­კო­ლოზ მი­ხე­ი­ლის ძე ყიფ­ში­ძე, და­ბა­დე­ბუ­ლი 1914 წელს, ჭი­ა­თუ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ნა­ვარ­ძეთ­ში. მე­უღ­ლე - გუ­გუ­ლა ყიფ­ში­ძე. ტყვედ ჩა­ვარ­და 1942 წლის 14 ივ­ლისს სე­ვას­ტო­პოლ­ში. ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი VI კ (326); ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 70264 გარ­და­იც­ვა­ლა 1942 წლის 12 დე­კემ­ბერს. დაკ­რძალ­ვის სა­ვა­რა­უ­დო ად­გი­ლი: ბო­ხოლ­თი, გერ­მა­ნია;

ნიკა ფი­ლი­მო­ნის ძე კუბ­ლაშ­ვი­ლი, და­ბა­დე­ბუ­ლი 1909 წელს ტყი­ბუ­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ახალ­და­ბა­ში. მე­უღ­ლე - კუბ­ლაშ­ვი­ლი თა­მა­რა. ტყვედ ჩა­ვარ­და 1942 წლის 12 სექ­ტემ­ბერს. ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი 367; ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 12275. გარ­და­იც­ვა­ლა 1942 წლის 30 დე­კემ­ბერს. პირ­ვე­ლა­დი დაკ­რძალ­ვის სა­ვა­რა­უ­დო ად­გი­ლი: ბო­ხოლ­თი.

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Бондо квиа
0

Ведзебт бондо одишариас сенаки

ნინო
0

ღმერთო ჯანმრთელობა მიეცი და ხელი მოუმართე ამ საქმეზე მომუშავე ხალხს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ჯიბეში საცოლის ფოტო აღმოუჩინეს, რომელსაც აწერია: "დამიბრუნდი, დაგელოდები..." - იმ ჯარისკაცების ახალი სია, ვინც მე-2 მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულებად მიიჩნეოდნენ

"ჯიბეში საცოლის ფოტო აღმოუჩინეს, რომელსაც აწერია: "დამიბრუნდი, დაგელოდები..." - იმ ჯარისკაცების ახალი სია, ვინც მე-2 მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულებად მიიჩნეოდნენ

AMBEBI.GE, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, განაგრძობს მეორე მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველების შესახებ ინფორმაციის მოძიებას. რამდენიმე ხნის წინ, ქერჩის კომისიამ მოგვაწოდა ქერჩის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგული ერთ-ერთი ქართველის შესახებ ინფორმაცია, რომელსაც ოჯახის წევრი და ახლობელი არ გამოუჩნდა.

"2018 წელს მოგაწოდეთ ინფორმაცია ქერჩში ნაპოვნ ბიჭზე, კლიმენტი გიგლას ძე თავბერიძეზე, რომელიც წარმოშობით ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავიდან იყო. მის შესახებ ინფორმაციას არავინ გამოეხმაურა... ახლა გავარკვიეთ, რომ დედისერთა ყოფილა - ჯიბეში საცოლის ფოტო აღმოუჩინეს, რომელსაც აწერია, "დამიბრუნდი, დაგელოდები..." ამდენი ადამიანის იდენტიფიცირებაზე გვიმუშავია და ასე არავისზე მტკენია გული. დედისერთა, უწვერულვაშო ბიჭი გაუშვეს ომში და მასთან ერთად დაიქცა მისი ოჯახიც..." - ამბობს ქერჩის კომისიის წარმომადგენელი სუსანა კირაკოზიანი.

აქვე გაგაცნობთ, იმ ქართველების გვარ-სახელებს, რომლებიც ტყვედ ჩავარდნის შემდეგ, ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ ტყვეთა ბანაკში, აუშვიცში გადაიყვანეს, საიდანაც უკან თითქმის ვერავინ ბრუნდებოდა.

ქართველი ემიგრანტი მეგი სტემპენ-გიუნტერი რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა აუშვიცისა და ბოხოლთის არქივებში, რათა ათასობით დაღუპულ ტყვეთა შორის, ქართული გვარ-სახელებიც ეპოვნა.

გთავაზობთ იმ ადამიანების სიას, რომლებიც დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდნენ:

ვლადიმერ თადეოზის ძე გიორგაძე, დაბადებული 1922 წლის 20 აპრილს, ტყიბულის რაიონი სოფელ ჯვარისაში. დედის სახელი - ლიდია. ტყვედ ჩავარდა 1941 წლის 24 ივლისს. ბანაკი: შტალაგი VIII (308); ბანაკის ნომერი: 8231; გარდაიცვალა 1941 წლის 7 ნოემბერს, გარდაცვალების მიზეზად მითითებულია გულის სისუსტე. პირველადი დაკრძალვის ადგილი: აუშვიცი.

პავლე გიორგის ძე ბაგაური, დაბადებული 1921 წლის 8 სექტემბერს, საგარეჯოს რაიონის სოფელ რუსიანში. დის სახელია ეკატერინე, დედის - ბარბალე. ტყვედ ჩავარდა 1942 წლის 26 ივლისს. ბანაკი: შტალაგი VIII (318); ბანაკის ნომერი: 8055; გარდაიცვალა ფილტვების ანთებით, 1941 წლის 3 ნოემბერს. პირველადი დაკრძალვის ადგილი: აუშვიცი.

ნიკოლოზ ივანეს ძე გლუნჩაძე, დაბადებული 1917 წლის 20 ივლისს, ხაშურის რაიონის სოფელ სათივეში. დედა ევა შავიძე, მეუღლე ანა ხეთაგუროვა. ტყვედ ჩავარდა 1941 წლის 5 ივლისს. ბანაკი: შტალაგი VIII (308), ბანაკის ნომერი: 30140. გარდაიცვალა 1941 წლის 20 დეკემბერს. პირველადი დაკრძალვის ადგილი: აუშვიცი. მის დოკუმენტაციაში აღწერილია მისი გარეგნობაც - სიმაღლე: 171 სმ, შავი თმა, ყავისფერი თვალები. საუბრობდა ქართულ და რუსულ ენებზე.

ალექს სიმონის ძე კურტანიძე, დაბადებული 1919 წლის 15 აგვისტოს, ხაშურის რაიონის სოფელ ალიში. ტყვედ ჩავარდა 1941 წლის 6 ივლისს. ბანაკი: შტალაგი VIII (318); ბანაკის ნომერი: 7495; გარდაიცვალა 1941 წლის 13 ნოემბერს. პირველადი დაკრძალვის ადგილი: აუშვიცი.

გიორგი ვარლამის ძე ქათამაძე, დაბადებული 1920 წლის 20 იანვარს, თერჯოლის რაიონის სოფელ გოდოგანში. ტყვედ ჩავარდა, 1941 წლის 29 ივნისს. ბანაკი: შტალაგი VIII (318); ბანაკის ნომერი: 7958; გარდაიცვალა 1942 წლის 10 თებერვალს. პირველადი დაკრძალვის სავარაუდო ადგილი: აუშვიცი.

ნიკოლოზ მიხეილის ძე ყიფშიძე, დაბადებული 1914 წელს, ჭიათურის რაიონის სოფელ ნავარძეთში. მეუღლე - გუგულა ყიფშიძე. ტყვედ ჩავარდა 1942 წლის 14 ივლისს სევასტოპოლში. ბანაკი: შტალაგი VI კ (326); ბანაკის ნომერი: 70264 გარდაიცვალა 1942 წლის 12 დეკემბერს. დაკრძალვის სავარაუდო ადგილი: ბოხოლთი, გერმანია;

ნიკა ფილიმონის ძე კუბლაშვილი, დაბადებული 1909 წელს ტყიბულის რაიონის სოფელ ახალდაბაში. მეუღლე - კუბლაშვილი თამარა. ტყვედ ჩავარდა 1942 წლის 12 სექტემბერს. ბანაკი: შტალაგი 367; ბანაკის ნომერი: 12275. გარდაიცვალა 1942 წლის 30 დეკემბერს. პირველადი დაკრძალვის სავარაუდო ადგილი: ბოხოლთი.