მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
6 პროგრამული მიმართულება, რომელზეც მერია მომდევნო 4 წელიწადში ყველაზე მეტ ფულს დახარჯავს - კახა კალაძემ თბილისის განვითარების გეგმა წარადგინა
6 პროგრამული მიმართულება, რომელზეც მერია მომდევნო 4 წელიწადში ყველაზე მეტ ფულს დახარჯავს - კახა კალაძემ თბილისის განვითარების გეგმა წარადგინა

პარ­ტია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­დატ­მა, კახა კა­ლა­ძემ მომ­დევ­ნო ოთხი წლის დე­და­ქა­ლა­ქის­თვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი პროგ­რა­მუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი და­ა­სა­ხე­ლა.

რო­გორც კახა კა­ლა­ძემ სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მის ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მან და მის­მა გუნ­დმა შეძ­ლო, რომ შე­ექ­მნა მყა­რი ფუნ­და­მენ­ტი ქა­ლა­ქის სწო­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის, რაც მომ­დევ­ნო ოთხ წელ­შიც გაგ­რძელ­დე­ბა. „ჩვე­ნი სა­არ­ჩევ­ნო სლო­გა­ნი გახ­ლავთ „მეტი სი­ცო­ცხლე ყვე­ლა უბან­ში“. ეს არ არის უბ­რა­ლოდ სი­ტყვე­ბი. ჩვენ უკვე შევ­ქმე­ნით ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ფუძ­ვე­ლი იმის­თვის, რომ მო­ვახ­დი­ნოთ ქა­ლა­ქის გან­ვი­თა­რე­ბა და წინსვლა ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით.

წარ­მო­გიდ­გენთ იმ პროგ­რა­მულ მი­მარ­თუ­ლე­ბებს, რომ­ლე­ბიც ჩვე­ნი მე­ნე­ჯმენ­ტის პი­რო­ბებ­ში, მო­მა­ვა­ლი ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ზე პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი იქ­ნე­ბა:

ურ­ბა­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კა - გა­მოვ­ყოფ თბი­ლი­სის გან­ვი­თა­რე­ბის ახა­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი გეგ­მის მი­ღე­ბა, რო­მელ­მაც ფაქ­ტობ­რი­ვად, მოგ­ვცა იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ მომ­დევ­ნო წლებ­ში მო­ვახ­დი­ნოთ ქა­ლა­ქის სწო­რი გან­ვი­თა­რე­ბა. მნიშ­ნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტე­ბი გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ თბი­ლი­სის ის­ტო­რი­ულ ნა­წილ­ში. მა­გა­ლი­თად, ორ­ბე­ლი­ა­ნის მო­ედ­ნის, და­რე­ჯა­ნის სა­სახ­ლის გა­ნახ­ლე­ბა, გუ­დი­აშ­ვი­ლის მო­ედ­ნის პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მალე დას­რულ­დე­ბა. ასე­ვე, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო ის, რომ კა­ნო­ნით ავ­კრძა­ლეთ სამ­შე­ნებ­ლო კო­ე­ფი­ცი­ენ­ტე­ბის გა­და­მე­ტე­ბა. ასე­ვე, არ­ცერ­თი ნე­ბარ­თვა არ გა­ი­ცე­მა სკვე­რის თუ სპორ­ტუ­ლი მო­ედ­ნის ხარ­ჯზე. ეს იყო ჩემი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბა და ამას ვას­რუ­ლებთ. გა­რე­მოს დაც­ვის პო­ლი­ტი­კა - მინ­და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო რა­ი­ო­ნულ გამ­გე­ო­ბებს იმი­ტომ, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი პრო­ექ­ტი იქნა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი, რო­გორც ახა­ლი სკვე­რე­ბის თუ რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი სივ­რცე­ე­ბის მო­წყო­ბით, ასე­ვე არ­სე­ბუ­ლე­ბის გა­ნახ­ლე­ბით.

ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბის სა­კი­თხი. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არა­ერ­თი პრო­ექ­ტი გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ. ეკო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში დიდი როლი შე­ი­ტა­ნა ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის გა­ნახ­ლე­ბის პრო­ექ­ტმაც, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ­შიც გაგ­რძელ­დე­ბა.

სატ­რან­სპორ­ტო პო­ლი­ტი­კა - ჩვენ შე­მო­ვი­ღეთ ზო­ნა­ლურ-სა­ა­თობ­რი­ვი პარ­კი­რე­ბა მთე­ლი ქა­ლა­ქის მას­შტა­ბით. ნელ-ნელა ამ პრო­ექ­ტით მო­ვი­ცავთ ყვე­ლა რა­ი­ონ­სა და ქუ­ჩას. და­ვი­წყეთ ავ­ტო­ბუ­სე­ბის გა­ნახ­ლე­ბის პრო­ცე­სი. თვალ­ში­სა­ცე­მია ის, რომ ქა­ლაქ­ში გა­და­ად­გილ­დე­ბა სხვა­დას­ხვა ზო­მის - 12, 10 და 8-მეტ­რი­ა­ნი ავ­ტო­ბუ­სე­ბი, თუმ­ცა ჩვენ მხო­ლოდ ავ­ტო­ბუ­სე­ბის პარ­კის ჩა­ნაც­ვლე­ბით არ შე­მო­ვი­ფარ­გლე­ბით. გვინ­და, და­მა­ტე­ბი­თი ავ­ტო­ბუ­სე­ბის შე­მოყ­ვა­ნა. ამას­თან, წლის ბო­ლომ­დე არ­ცერ­თი ყვი­თე­ლი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი არ იმოძ­რა­ვებს დე­და­ქა­ლაქ­ში, ყვე­ლა­ფე­რი იქ­ნე­ბა გა­ნახ­ლე­ბუ­ლი. ასე­ვე, ტაქ­სე­ბის რე­ფორ­მის მე­სა­მე ფაზა აუ­ცი­ლებ­ლად გაგ­რძელ­დე­ბა.

ჯან­დაც­ვი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კა - ქა­ლა­ქის მას­შტა­ბით, 20 ბაგა-ბაღი აშენ­და და ბა­ღე­ბის გა­ნახ­ლე­ბის პრო­ექ­ტი მო­მა­ვალ­შიც გაგ­რძელ­დე­ბა. ასე­ვე, დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, 2 000-მდე ოჯახს და­ვუ­კა­ნო­ნეთ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თე­ბი, რო­მელ­თა და­კა­ნო­ნე­ბას მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი 20-25 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ ახერ­ხებ­დნენ.

დიდი პრობ­ლე­მა იყო კო­ო­პე­რა­ტი­უ­ლი ბი­ნათმშე­ნებ­ლო­ბე­ბით და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი სა­კი­თხიც. ჩვენ ვართ ის მთავ­რო­ბა, რო­მელ­მაც მოჰ­კი­და ხელი ამ ურ­თუ­ლეს საქ­მეს. 3 000-მდე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხი დაკ­მა­ყო­ფილ­დე­ბა ბი­ნე­ბით. არის კონ­კრე­ტუ­ლი ად­გი­ლე­ბი, სა­დაც მშე­ნებ­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. ზოგ შემ­თხვე­ვა­ში სამ­შე­ნებ­ლო ნე­ბარ­თვას ელო­დე­ბი­ან. ზოგი პრო­ექ­ტი კი, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში დას­რულ­დე­ბა. ასე­თი­ვე პრობ­ლე­მუ­რი იყო და­უმ­თავ­რე­ბელ მშე­ნებ­ლო­ბე­ბი. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობთ და არ­ცერ­თი ოჯა­ხი არ დაგ­ვრჩე­ბა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი.

გა­ნათ­ლე­ბის, კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის პო­ლი­ტი­კა - 320 სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და ახალ­გაზ­რდუ­ლი პრო­ექ­ტი იქნა და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი. ასე­ვე, სპორ­ტუ­ლი ფე­დე­რა­ცი­ე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად და­ახ­ლო­ე­ბით, 44 მი­ლი­ო­ნი ლარი იქნა და­ხარ­ჯუ­ლი. ამას­თან, ჩვენ დაგ­პირ­დით 10 მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი კომ­პლექ­სის მშე­ნებ­ლო­ბას მთე­ლი ქა­ლა­ქის მას­შტა­ბით, თუმ­ცა პან­დე­მი­ის გამო, მხო­ლოდ ორის და­წყე­ბა მო­ვა­ხერ­ხეთ და და­ნარ­ჩენს სა­მო­მავ­ლოდ გა­ვა­კე­თებთ. ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მი­მარ­თუ­ლე­ბაა ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია. ყვე­ლა სკვერ­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ, შე­მო­ვი­ტა­ნოთ ფიტ­ნეს ზო­ნე­ბი, სა­დაც ყვე­ლა თა­ო­ბის ადა­მი­ანს ექ­ნე­ბა ვარ­ჯი­შის სა­შუ­ა­ლე­ბა. სა­დაც სივ­რცე გვაძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, ვა­კე­თებთ სარ­ბენ ბი­ლიკს და ვე­ლო­ბი­ლიკს.

ინფრას­ტრუქ­ტუ­რის, ეკო­ნო­მი­კი­სა და მარ­თვის პო­ლი­ტი­კა - 2014-2017 წლებ­ში 282 მლნ ლარი იხარ­ჯე­ბო­და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ჩვენ, მი­უ­ხე­და­ვად ამ რთუ­ლი ვი­თა­რე­ბი­სა, დავ­ხარ­ჯეთ 403 მლნ ლარ­ზე მეტი. 1 000-მდე ქუ­ჩის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია მო­ვა­ხერ­ხეთ მთე­ლი ქა­ლა­ქის მას­შტა­ბით, ყვე­ლა რა­ი­ონ­ში. თუმ­ცა ჯერ კი­დევ არ­სე­ბობს პრობ­ლე­მე­ბი და გა­მოწ­ვე­ვე­ბი. ჩვე­ნი მიდ­გო­მა ასე­თია, ჯერ მაქ­სი­მა­ლუ­რად ვა­წეს­რი­გებთ კო­მუ­ნი­კა­ცი­ებს: წყლის სის­ტე­მა, წყა­ლა­რი­ნე­ბის ქსე­ლი, სა­ნი­აღ­ვრე ქსე­ლი და ამის შემ­დეგ ხდე­ბა საგ­ზაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­წყო­ბა.

მარ­თვის პო­ლი­ტი­კას რაც შე­ე­ხე­ბა, ეს ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტია. 2017 წელს ჩემი და­პი­რე­ბა იყო, რომ დე­და­ქა­ლა­ქის ბი­უ­ჯე­ტი 1 მლრდ-მდე გა­იზ­რდე­ბო­და. ბი­უ­ჯე­ტი გახ­და 1 მლრდ 200 მლნ ლარი. ჩვენ გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სეთ მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი სერ­ვი­სე­ბი. ყვე­ლა რა­ი­ონ­ში მო­ვა­წყვეთ შე­სა­ბა­მი­სი სივ­რცე­ე­ბი, სა­დაც მო­ქა­ლა­ქე­ებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ, ნე­ბის­მი­ერ თე­მა­ზე მი­ი­ღონ პა­სუ­ხე­ბი და ამის­თვის არ დას­ჭირ­დეთ დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ა­ში მის­ვლა“, - აღ­ნიშ­ნა კახა კა­ლა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარიტა
1

ბურნუთა! :))) კალაძე და პროგრამა:D მაგისი განათლების მზემ!

ვერნისაჟი
0

არ იქნება ეგ 4 წელი, არა წლები კი იქნება, მაგრამ შენი მერობის გარეშე. . 

ავტორი:

6 პროგრამული მიმართულება, რომელზეც მერია მომდევნო 4 წელიწადში ყველაზე მეტ ფულს დახარჯავს - კახა კალაძემ თბილისის განვითარების გეგმა წარადგინა

6 პროგრამული მიმართულება, რომელზეც მერია მომდევნო 4 წელიწადში ყველაზე მეტ ფულს დახარჯავს - კახა კალაძემ თბილისის განვითარების გეგმა წარადგინა

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ მომდევნო ოთხი წლის დედაქალაქისთვის პრიორიტეტული პროგრამული მიმართულებები დაასახელა.

როგორც კახა კალაძემ საარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებების პრეზენტაციაზე განაცხადა, ოთხი წლის განმავლობაში, მან და მისმა გუნდმა შეძლო, რომ შეექმნა მყარი ფუნდამენტი ქალაქის სწორი განვითარებისთვის, რაც მომდევნო ოთხ წელშიც გაგრძელდება. „ჩვენი საარჩევნო სლოგანი გახლავთ „მეტი სიცოცხლე ყველა უბანში“. ეს არ არის უბრალოდ სიტყვები. ჩვენ უკვე შევქმენით ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი იმისთვის, რომ მოვახდინოთ ქალაქის განვითარება და წინსვლა ყველა მიმართულებით.

წარმოგიდგენთ იმ პროგრამულ მიმართულებებს, რომლებიც ჩვენი მენეჯმენტის პირობებში, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე პრიორიტეტული იქნება:

ურბანული პოლიტიკა - გამოვყოფ თბილისის განვითარების ახალი გენერალური გეგმის მიღება, რომელმაც ფაქტობრივად, მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ მომდევნო წლებში მოვახდინოთ ქალაქის სწორი განვითარება. მნიშნელოვანი პროექტები განვახორციელეთ თბილისის ისტორიულ ნაწილში. მაგალითად, ორბელიანის მოედნის, დარეჯანის სასახლის განახლება, გუდიაშვილის მოედნის პროექტი, რომელიც ძალიან მალე დასრულდება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო ის, რომ კანონით ავკრძალეთ სამშენებლო კოეფიციენტების გადამეტება. ასევე, არცერთი ნებართვა არ გაიცემა სკვერის თუ სპორტული მოედნის ხარჯზე. ეს იყო ჩემი წინასაარჩევნო დაპირება და ამას ვასრულებთ. გარემოს დაცვის პოლიტიკა - მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო რაიონულ გამგეობებს იმიტომ, რომ ძალიან ბევრი პროექტი იქნა განხორციელებული, როგორც ახალი სკვერების თუ რეკრეაციული სივრცეების მოწყობით, ასევე არსებულების განახლებით.

ასევე მნიშვნელოვანი იყო ჰაერის დაბინძურების საკითხი. ამ მიმართულებით არაერთი პროექტი განვახორციელეთ. ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დიდი როლი შეიტანა ჩვენი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების პროექტმაც, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება.

სატრანსპორტო პოლიტიკა - ჩვენ შემოვიღეთ ზონალურ-საათობრივი პარკირება მთელი ქალაქის მასშტაბით. ნელ-ნელა ამ პროექტით მოვიცავთ ყველა რაიონსა და ქუჩას. დავიწყეთ ავტობუსების განახლების პროცესი. თვალშისაცემია ის, რომ ქალაქში გადაადგილდება სხვადასხვა ზომის - 12, 10 და 8-მეტრიანი ავტობუსები, თუმცა ჩვენ მხოლოდ ავტობუსების პარკის ჩანაცვლებით არ შემოვიფარგლებით. გვინდა, დამატებითი ავტობუსების შემოყვანა. ამასთან, წლის ბოლომდე არცერთი ყვითელი მიკროავტობუსი არ იმოძრავებს დედაქალაქში, ყველაფერი იქნება განახლებული. ასევე, ტაქსების რეფორმის მესამე ფაზა აუცილებლად გაგრძელდება.

ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკა - ქალაქის მასშტაბით, 20 ბაგა-ბაღი აშენდა და ბაღების განახლების პროექტი მომავალშიც გაგრძელდება. ასევე, დღეის მდგომარეობით, 2 000-მდე ოჯახს დავუკანონეთ საცხოვრებელი ფართები, რომელთა დაკანონებას მოქალაქეები 20-25 წლის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ.

დიდი პრობლემა იყო კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულები ადამიანები საკითხიც. ჩვენ ვართ ის მთავრობა, რომელმაც მოჰკიდა ხელი ამ ურთულეს საქმეს. 3 000-მდე დაზარალებული ოჯახი დაკმაყოფილდება ბინებით. არის კონკრეტული ადგილები, სადაც მშენებლობა მიმდინარეობს. ზოგ შემთხვევაში სამშენებლო ნებართვას ელოდებიან. ზოგი პროექტი კი, უახლოეს მომავალში დასრულდება. ასეთივე პრობლემური იყო დაუმთავრებელ მშენებლობები. ამ მიმართულებითაც აქტიურად ვმუშაობთ და არცერთი ოჯახი არ დაგვრჩება დაზარალებული.

განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკა - 320 საგანმანათლებლო და ახალგაზრდული პროექტი იქნა დაფინანსებული. ასევე, სპორტული ფედერაციების დასახმარებლად დაახლოებით, 44 მილიონი ლარი იქნა დახარჯული. ამასთან, ჩვენ დაგპირდით 10 მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობას მთელი ქალაქის მასშტაბით, თუმცა პანდემიის გამო, მხოლოდ ორის დაწყება მოვახერხეთ და დანარჩენს სამომავლოდ გავაკეთებთ. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. ყველა სკვერში მაქსიმალურად ვცდილობთ, შემოვიტანოთ ფიტნეს ზონები, სადაც ყველა თაობის ადამიანს ექნება ვარჯიშის საშუალება. სადაც სივრცე გვაძლევს შესაძლებლობას, ვაკეთებთ სარბენ ბილიკს და ველობილიკს.

ინფრასტრუქტურის, ეკონომიკისა და მართვის პოლიტიკა - 2014-2017 წლებში 282 მლნ ლარი იხარჯებოდა ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ჩვენ, მიუხედავად ამ რთული ვითარებისა, დავხარჯეთ 403 მლნ ლარზე მეტი. 1 000-მდე ქუჩის რეაბილიტაცია მოვახერხეთ მთელი ქალაქის მასშტაბით, ყველა რაიონში. თუმცა ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები და გამოწვევები. ჩვენი მიდგომა ასეთია, ჯერ მაქსიმალურად ვაწესრიგებთ კომუნიკაციებს: წყლის სისტემა, წყალარინების ქსელი, სანიაღვრე ქსელი და ამის შემდეგ ხდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა.

მართვის პოლიტიკას რაც შეეხება, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. 2017 წელს ჩემი დაპირება იყო, რომ დედაქალაქის ბიუჯეტი 1 მლრდ-მდე გაიზრდებოდა. ბიუჯეტი გახდა 1 მლრდ 200 მლნ ლარი. ჩვენ გავაუმჯობესეთ მუნიციპალური სერვისები. ყველა რაიონში მოვაწყვეთ შესაბამისი სივრცეები, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, ნებისმიერ თემაზე მიიღონ პასუხები და ამისთვის არ დასჭირდეთ დედაქალაქის მერიაში მისვლა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.