სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გვსაყვედურობენ, რომ ჯანდაცვის სისტემა გადატვირთულია, აბა როგორ გინდათ, დღეში 6 ათასი პაციენტი იყოს და კიდევ არ გადავიტვირთოთ?" - თენგიზ ცერცვაძე
"გვსაყვედურობენ, რომ ჯანდაცვის სისტემა გადატვირთულია, აბა როგორ გინდათ, დღეში 6 ათასი პაციენტი იყოს და კიდევ არ გადავიტვირთოთ?" - თენგიზ ცერცვაძე

ამ დიდ­მა გან­საც­დელ­მა უჩ­ვე­ნა პო­ზი­ტი­ვიც, ის, რომ ჩვე­ნი ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა არ ყო­ფი­ლა ხელ­წა­მო­საკ­რა­ვი - გვსაყ­ვე­დუ­რო­ბენ, რომ ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა გა­დატ­ვირ­თუ­ლია, აბა რო­გორ გინ­დათ, დღე­ში 6 ათა­სი ახა­ლი პა­ცი­ენ­ტი იყოს და კი­დევ არ გა­და­ვიტ­ვირ­თოთ, ისე ვი­მუ­შა­ვოთ? გა­და­ვიტ­ვირ­თეთ და გა­ვუ­ძე­ლით, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტორ­მა თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც კო­ვიდ­ვი­თა­რე­ბის მარ­თვას­თან და­კავ­ში­რე­ბით კრი­ტი­კულ შე­ფა­სე­ბებს გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

რო­გორც ცერ­ცვა­ძემ აღ­ნიშ­ნა, კრი­ტი­კა გარ­დაც­ვა­ლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელ­თან და­კავ­ში­რე­ბით „უმა­დუ­რო­ბის გარ­და მავ­ნებ­ლო­ბა და უსინ­დი­სო­ბაა“.

მი­სი­ვე თქმით, ჯან­დაც­ვის სის­ტე­მამ უმ­კაც­რეს გა­მო­ცადს გა­უძ­ლო და არ­ცერ­თი ადა­მი­ა­ნი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე არ დარ­ჩე­ნი­ლა.

„მსოფ­ლი­ო­ში 4.5 მლნ-ზე მეტი გარ­და­იც­ვა­ლა. ბე­რად მეტი ჰყავთ სა­შუ­ა­ლოდ გარ­დაც­ვლი­ლი მთელ მსოფ­ლი­ო­ში ქვეყ­ნებს, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლო­ში. ყვე­ლა ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლის 2.07%-ია მსოფ­ლი­ო­ში გარ­დაც­ვლი­ლი, მა­შინ, რო­დე­საც ჩვენ­თან ასე­თია 1.38%. თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის და­კარ­გვა ჩვენ­თვის ტრა­გე­დი­აა, მაგ­რამ უფრო მეტი ტრა­გე­დია ხდე­ბა უმე­ტეს ქვეყ­ნებ­ში და ნიშ­ნის მო­გე­ბით, ჩა­საფ­რე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ით სა­უ­ბა­რი არ შე­იძ­ლე­ბა. ყო­ვე­ლი 100 კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი­დან, მი­ნი­მუმ 10-15 არის მძი­მე, ვისი გა­დარ­ჩე­ნის­თვი­საც ხდე­ბა ბრძო­ლა და მხო­ლოდ 1 ავად­მყო­ფის გა­დარ­ჩე­ნა ვერ ხერ­ხდე­ბა, ასე რომ ყოვ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია ის პო­ზი­ცია, რო­მელ­საც ზო­გი­ერ­თი ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი, ჩა­საფ­რე­ბუ­ლი და ქარ­თველთმო­ძუ­ლე ადა­მი­ა­ნი ჩა­დის. ცდი­ლო­ბენ, ეს არა­კე­თი­ლის­მსურ­ვე­ლე­ბი და ჩა­საფ­რე­ბუ­ლე­ბი ნიშ­ნის მო­გე­ბით ისა­უბ­რონ იმა­ზე, რომ კლი­ნი­კუ­რი სექ­ტო­რი გა­და­იტ­ვირ­თა, ის ჩა­მო­იშ­ლე­ბა, კო­ლაფ­სი მოხ­დე­ბა. არა­ფე­რი მსგავ­სი არ მომ­ხდა­რა. არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც გული დას­წყდა, იმე­დი გა­უც­რუვ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის სის­ტე­მამ გა­უძ­ლო უმ­კაც­რეს გა­მოც­დას. ზოგი ჭირი მარ­გე­ბე­ლია - ამ დიდ­მა გან­საც­დელ­მა უჩ­ვე­ნა პო­ზი­ტი­ვიც. ის, რომ ჩვე­ნი ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა არ ყო­ფი­ლა ხელ­წა­მო­საკ­რა­ვი.

ჯან­დაც­ვის სის­ტე­მამ მო­ა­ხერ­ხა ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ექ­მნა ძლი­ე­რი პო­ტენ­ცი­ა­ლი კო­ვი­დის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სამ­სა­ხუ­რის, რო­მელ­მაც გა­უძ­ლო უმ­კაც­რეს გა­მოც­დას. შე­საძ­ლოა, მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე უფრო მძი­მე გა­მოც­დას, რო­დე­საც დღე­ში გვყავ­და 5-6 ათა­სი ავად­მყო­ფი. აქ­ტი­უ­რი შემ­თხვე­ვა გვყავ­და 6 ათა­სი და ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა არ ჩა­მო­ი­შა­ლა. არ­ცერ­თი პა­ცი­ენ­ტი არ დარ­ჩე­ნი­ლა სრულ­ფა­სო­ვა­ნი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე, სა­დღაც იგ­ვი­ა­ნებ­და სას­წრა­ფო, სა­დღაც კო­მუ­ნი­კა­ცია ძნელ­დე­ბო­და ოჯა­ხის ექიმ­თან, მაგ­რამ არც ერთი პა­ცი­ენ­ტი არ დარ­ჩე­ნი­ლა ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის გა­რე­შე, ვი­საც სჭირ­დე­ბო­და. მო­ხერ­ხდა მაქ­სი­მუმ­ზე მე­ტის გა­კე­თე­ბა. ახლა გვსაყ­ვე­დუ­რო­ბენ, რომ ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა გა­დატ­ვირ­თუ­ლია, აბა რო­გორ გინ­დათ, დღე­ში 6 ათა­სი ახა­ლი პა­ცი­ენ­ტი იყოს და კი­დევ არ გა­და­ვიტ­ვირ­თოთ, ისე ვი­მუ­შა­ვოთ? გა­და­ვიტ­ვირ­თეთ და გა­ვუ­ძე­ლით“, - გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"გვსაყვედურობენ, რომ ჯანდაცვის სისტემა გადატვირთულია, აბა როგორ გინდათ, დღეში 6 ათასი პაციენტი იყოს და კიდევ არ გადავიტვირთოთ?" - თენგიზ ცერცვაძე

"გვსაყვედურობენ, რომ ჯანდაცვის სისტემა გადატვირთულია, აბა როგორ გინდათ, დღეში 6 ათასი პაციენტი იყოს და კიდევ არ გადავიტვირთოთ?" - თენგიზ ცერცვაძე

ამ დიდმა განსაცდელმა უჩვენა პოზიტივიც, ის, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა არ ყოფილა ხელწამოსაკრავი - გვსაყვედურობენ, რომ ჯანდაცვის სისტემა გადატვირთულია, აბა როგორ გინდათ, დღეში 6 ათასი ახალი პაციენტი იყოს და კიდევ არ გადავიტვირთოთ, ისე ვიმუშავოთ? გადავიტვირთეთ და გავუძელით, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რითაც კოვიდვითარების მართვასთან დაკავშირებით კრიტიკულ შეფასებებს გამოეხმაურა.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, კრიტიკა გარდაცვალების მაჩვენებელთან დაკავშირებით „უმადურობის გარდა მავნებლობა და უსინდისობაა“.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სისტემამ უმკაცრეს გამოცადს გაუძლო და არცერთი ადამიანი სამედიცინო დახმარების გარეშე არ დარჩენილა.

„მსოფლიოში 4.5 მლნ-ზე მეტი გარდაიცვალა. ბერად მეტი ჰყავთ საშუალოდ გარდაცვლილი მთელ მსოფლიოში ქვეყნებს, ვიდრე საქართველოში. ყველა ინფიცირებულის 2.07%-ია მსოფლიოში გარდაცვლილი, მაშინ, როდესაც ჩვენთან ასეთია 1.38%. თითოეული ადამიანის დაკარგვა ჩვენთვის ტრაგედიაა, მაგრამ უფრო მეტი ტრაგედია ხდება უმეტეს ქვეყნებში და ნიშნის მოგებით, ჩასაფრებული პოზიციით საუბარი არ შეიძლება. ყოველი 100 კოვიდინფიცირებულიდან, მინიმუმ 10-15 არის მძიმე, ვისი გადარჩენისთვისაც ხდება ბრძოლა და მხოლოდ 1 ავადმყოფის გადარჩენა ვერ ხერხდება, ასე რომ ყოვლად მიუღებელია ის პოზიცია, რომელსაც ზოგიერთი ანგაჟირებული, ჩასაფრებული და ქართველთმოძულე ადამიანი ჩადის. ცდილობენ, ეს არაკეთილისმსურველები და ჩასაფრებულები ნიშნის მოგებით ისაუბრონ იმაზე, რომ კლინიკური სექტორი გადაიტვირთა, ის ჩამოიშლება, კოლაფსი მოხდება. არაფერი მსგავსი არ მომხდარა. არიან ადამიანები, ვისაც გული დასწყდა, იმედი გაუცრუვდა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ გაუძლო უმკაცრეს გამოცდას. ზოგი ჭირი მარგებელია - ამ დიდმა განსაცდელმა უჩვენა პოზიტივიც. ის, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა არ ყოფილა ხელწამოსაკრავი.

ჯანდაცვის სისტემამ მოახერხა ერთი წლის განმავლობაში შეექმნა ძლიერი პოტენციალი კოვიდის საწინააღმდეგო სამსახურის, რომელმაც გაუძლო უმკაცრეს გამოცდას. შესაძლოა, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უფრო მძიმე გამოცდას, როდესაც დღეში გვყავდა 5-6 ათასი ავადმყოფი. აქტიური შემთხვევა გვყავდა 6 ათასი და ჯანდაცვის სისტემა არ ჩამოიშალა. არცერთი პაციენტი არ დარჩენილა სრულფასოვანი სამედიცინო დახმარების გარეშე, სადღაც იგვიანებდა სასწრაფო, სადღაც კომუნიკაცია ძნელდებოდა ოჯახის ექიმთან, მაგრამ არც ერთი პაციენტი არ დარჩენილა ჰოსპიტალიზაციის გარეშე, ვისაც სჭირდებოდა. მოხერხდა მაქსიმუმზე მეტის გაკეთება. ახლა გვსაყვედურობენ, რომ ჯანდაცვის სისტემა გადატვირთულია, აბა როგორ გინდათ, დღეში 6 ათასი ახალი პაციენტი იყოს და კიდევ არ გადავიტვირთოთ, ისე ვიმუშავოთ? გადავიტვირთეთ და გავუძელით“, - განაცხადა ცერცვაძემ.