პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობები - პოტენციური რისკი თუ სარგებელი?
თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობები - პოტენციური რისკი თუ სარგებელი?

თამ­ბა­ქოს გა­სა­ხუ­რე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი არ­სე­ბობს. 2019 წელს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­კი­თხვის თა­ნახ­მად, რეს­პო­დენ­ტთა და­ახ­ლო­ე­ბით 50% მი­იჩ­ნევ­და, რომ თამ­ბა­ქოს ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის ისე­თი­ვე ზი­ა­ნის შემ­ცვე­ლია, რო­გო­რიც ტრა­დი­ცი­უ­ლი სი­გა­რე­ტე­ბი.

არ­სე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, აშშ-ს მეც­ნი­ე­რე­ბის, ინ­ჟი­ნე­რი­ი­სა და მე­დი­ცი­ნის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი აკა­დე­მი­ი­სა და ბრი­ტა­ნე­თის ექი­მე­ბის სა­მე­ფო კო­ლე­ჯის მკვლე­ვა­რე­ბის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის თა­ნახ­მად, თამ­ბა­ქოს უკ­ვამ­ლო მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი, ტრა­დი­ცი­ულ სი­გა­რეტ­თან შე­და­რე­ბით, ნაკ­ლე­ბი რის­კის შემ­ცვე­ლია, რად­გან ის არ იყე­ნებს თამ­ბა­ქოს წვის ტექ­ნო­ლო­გი­ას. შე­დე­გად, არ გა­მო­ყოფს კვამლს, არა­მედ წარ­მოქ­მნის აე­რო­ზოლს. შე­სა­ბა­მი­სად, ამ­ცი­რებს ორ­გა­ნიზ­მის მავ­ნე, ტოქ­სი­კუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი­სად­მი დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბას.

უკ­ვამ­ლო მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის შე­სა­ხებ ცრურ­წმე­ნის გავ­რცე­ლე­ბას ხელს უწყობს ინ­ფორ­მა­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბა. ერთ-ერთი გა­მო­კი­თხვის თა­ნახ­მად, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ არ­სე­ბობს სწო­რი აღ­ქმა ნი­კო­ტი­ნი­სა და მისი შე­საძ­ლო ზი­ა­ნის შე­სა­ხებ. კვლე­ვის მი­ხედ­ვით, რეს­პო­დენ­ტთა 57% მი­იჩ­ნევს, რომ “ნი­კო­ტი­ნი არის ნივ­თი­ე­რე­ბა, რო­მე­ლიც ხელს უწყობს მო­წე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი­სა და კი­ბოს გან­ვი­თა­რე­ბას”, ხოლო, მხო­ლოდ 18.9% მი­იჩ­ნევს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი დე­ბუ­ლე­ბა მცდა­რია.

მსგავ­სი შე­ხე­დუ­ლე­ბა არ­სე­ბობს სა­მეც­ნი­ე­რო სფე­როს წარ­მო­მად­გე­ნელ­თა შო­რის. გა­მო­კი­თხვის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს წარ­მო­მად­გე­ნელ­თა 80% ნი­კო­ტინს კი­ბოს, გულ­სის­ხლძარ­ღვთა და ფილ­ტვის ქრო­ნი­კულ ობსტრუქ­ცი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზად მი­იჩ­ნევს.

ამის მი­უ­ხე­და­ვად, სა­მეც­ნი­ე­რო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ადას­ტუ­რებს, რომ ნი­კო­ტი­ნი არ წარ­მო­ად­გენს მო­წე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გა­მომ­წვევ მთა­ვარ მი­ზეზს. სა­მეც­ნი­ე­რო და კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბის თა­ნახ­მად, და­ა­ვა­დე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ძი­რი­თად მი­ზეზს თამ­ბა­ქოს კვამლში არ­სე­ბუ­ლი 7000-მდე ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა წარ­მო­ად­გენს, რო­მელ­თა­გან და­ახ­ლო­ე­ბით 70 კან­ცე­რო­გე­ნულ ნივ­თი­ე­რე­ბად ით­ვლე­ბა. თუმ­ცა, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ნი­კო­ტი­ნი არ არის სრუ­ლი­ად უსაფრ­თხო, რად­გან ის იწ­ვევს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას.

ნი­კო­ტი­ნის შე­სა­ხებ არ­სე­ბუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ჯან­დაც­ვის ექ­სპერტთა ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ თამ­ბა­ქოს ალ­ტერ­ნა­ტი­ულ მო­წყო­ბი­ლო­ბებს აქვთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, შე­ამ­ცი­რონ მო­წე­ვის უარ­ყო­ფი­თი ზე­გავ­ლე­ნა და გა­და­არ­ჩი­ნონ მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე.

უდა­ვოა, რომ მწე­ველ­თათ­ვის სა­უ­კე­თე­სო არ­ჩე­ვანს მო­წე­ვის­თვის თა­ვის და­ნე­ბე­ბა წარ­მო­ად­გენს. თუმ­ცა, თამ­ბა­ქოს მომ­ხმა­რე­ბელ­თა 70% ვერ ან არ ანე­ბებს თავს ნი­კო­ტი­ნის მოხ­მა­რე­ბას. ამი­ტომ, ისი­ნი სა­ჭი­რო­ე­ბენ გო­ნივ­რუ­ლი არ­ჩე­ვა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. ამ პრო­ცეს­ში კი დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა თამ­ბა­ქოს უკ­ვამ­ლო მო­წყო­ბი­ლო­ბებს ენი­ჭე­ბათ.

ჯან­დაც­ვის ექ­სპერტთა ნა­წი­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის სა­კა­ნონ­მდებ­ლო სის­ტე­მის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ისე­თი სა­ხის რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა უნდა იყოს, რომ­ლე­ბიც ერთი მხრივ, შე­ამ­ცი­რებს ახალ­გაზ­რდებ­ში თამ­ბა­ქოს უკ­ვამ­ლო მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის მოხ­მა­რე­ბის ინი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვებს, მე­ო­რე მხრივ კი ხელს შე­უ­წყობს ზრდას­რულ­თა მიერ თამ­ბა­ქოს ტრა­დი­ცი­უ­ლი სი­გა­რე­ტის მოხ­მა­რე­ბის­თვის თა­ვის და­ნე­ბე­ბას და თამ­ბა­ქოს კვამ­ლის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი მო­მავ­ლის შექ­მნას.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობები - პოტენციური რისკი თუ სარგებელი?

თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობები - პოტენციური რისკი თუ სარგებელი?

თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობების შესახებ საზოგადოებაში განსხვავებული შეხედულებები არსებობს. 2019 წელს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რესპოდენტთა დაახლოებით 50% მიიჩნევდა, რომ თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობების ისეთივე ზიანის შემცველია, როგორიც ტრადიციული სიგარეტები.

არსებული შეხედულებისგან განსხვავებით, აშშ-ს მეცნიერების, ინჟინერიისა და მედიცინის ნაციონალური აკადემიისა და ბრიტანეთის ექიმების სამეფო კოლეჯის მკვლევარების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები, ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით, ნაკლები რისკის შემცველია, რადგან ის არ იყენებს თამბაქოს წვის ტექნოლოგიას. შედეგად, არ გამოყოფს კვამლს, არამედ წარმოქმნის აეროზოლს. შესაბამისად, ამცირებს ორგანიზმის მავნე, ტოქსიკური ნივთიერებებისადმი დაქვემდებარებას.

უკვამლო მოწყობილობების შესახებ ცრურწმენის გავრცელებას ხელს უწყობს ინფორმაციის ნაკლებობა. ერთ-ერთი გამოკითხვის თანახმად, საზოგადოებაში არ არსებობს სწორი აღქმა ნიკოტინისა და მისი შესაძლო ზიანის შესახებ. კვლევის მიხედვით, რესპოდენტთა 57% მიიჩნევს, რომ “ნიკოტინი არის ნივთიერება, რომელიც ხელს უწყობს მოწევასთან დაკავშირებული დაავადებებისა და კიბოს განვითარებას”, ხოლო, მხოლოდ 18.9% მიიჩნევს, რომ აღნიშნული დებულება მცდარია.

მსგავსი შეხედულება არსებობს სამეცნიერო სფეროს წარმომადგენელთა შორის. გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა 80% ნიკოტინს კიბოს, გულსისხლძარღვთა და ფილტვის ქრონიკულ ობსტრუქციული დაავადებების გამომწვევ მიზეზად მიიჩნევს.

ამის მიუხედავად, სამეცნიერო მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ნიკოტინი არ წარმოადგენს მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების გამომწვევ მთავარ მიზეზს. სამეცნიერო და კლინიკური კვლევების თანახმად, დაავადებების განვითარების ძირითად მიზეზს თამბაქოს კვამლში არსებული 7000-მდე ქიმიური ნივთიერება წარმოადგენს, რომელთაგან დაახლოებით 70 კანცეროგენულ ნივთიერებად ითვლება. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ ნიკოტინი არ არის სრულიად უსაფრთხო, რადგან ის იწვევს დამოკიდებულებას.

ნიკოტინის შესახებ არსებული სამეცნიერო მტკიცებულებების გათვალისწინებით, ჯანდაცვის ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ თამბაქოს ალტერნატიულ მოწყობილობებს აქვთ შესაძლებლობა, შეამცირონ მოწევის უარყოფითი ზეგავლენა და გადაარჩინონ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე.

უდავოა, რომ მწეველთათვის საუკეთესო არჩევანს მოწევისთვის თავის დანებება წარმოადგენს. თუმცა, თამბაქოს მომხმარებელთა 70% ვერ ან არ ანებებს თავს ნიკოტინის მოხმარებას. ამიტომ, ისინი საჭიროებენ გონივრული არჩევანის შესაძლებლობას. ამ პროცესში კი დიდი მნიშვნელობა თამბაქოს უკვამლო მოწყობილობებს ენიჭებათ.

ჯანდაცვის ექსპერტთა ნაწილი აღნიშნავს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის საკანონმდებლო სისტემის მთავარი მიზანი ისეთი სახის რეგულაციების შემუშავება უნდა იყოს, რომლებიც ერთი მხრივ, შეამცირებს ახალგაზრდებში თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების მოხმარების ინიცირების შემთხვევებს, მეორე მხრივ კი ხელს შეუწყობს ზრდასრულთა მიერ თამბაქოს ტრადიციული სიგარეტის მოხმარებისთვის თავის დანებებას და თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი მომავლის შექმნას.

R