სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გმირი პილოტი, რომელმაც 180 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა...საოცარი ნეკოს მამა" - რა არის ცნობილი ადამიანზე, რომელმაც ქვეყანა ტრაგედიისგან იხსნა
"გმირი პილოტი, რომელმაც 180 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა...საოცარი ნეკოს მამა" - რა არის ცნობილი ადამიანზე, რომელმაც ქვეყანა ტრაგედიისგან იხსნა

"ნამ­დვი­ლი გმი­რი" - სწო­რედ ასე მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ მფრი­ნავს, თე­მურ თო­ლო­მაშ­ვილს, რო­მელ­მაც დღეს ქვე­ყა­ნა უდი­დე­სი ტრა­გე­დი­ის­გან იხ­სნა. თბი­ლი­სი-ვე­ნის ავი­ა­რე­ისს აფ­რე­ნი­დან მა­ლე­ვე ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მა შე­ექ­მნა, თვითმფრი­ნა­ვი და­ახ­ლო­ე­ბით ორი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში თბი­ლი­სის ცაზე დაფ­რი­ნავ­და, სა­ბედ­ნი­ე­როდ, პი­ლოტ­მა მისი უსაფრ­თხოდ დას­მა შეძ­ლო.

თე­მურ თო­ლო­მაშ­ვი­ლის გმი­რო­ბის ამ­ბავს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა და მის შე­სა­ხებ ზო­გი­ერ­თი დე­ტა­ლი გახ­და ცნო­ბი­ლი.

"პა­ტა­რა დი­რექ­ტო­რის გმი­რი მა­მი­კო! ნე­კოს მა­მი­კომ დღეს 180 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე გა­და­არ­ჩი­ნა ჩვე­ნი კა­პი­ტა­ნი!" - ვკი­თხუ­ლობთ "ფე­ის­ბუქ" გვერ­დზე - "ნე­კო­სია", აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი გვერ­დი თო­ლო­მაშ­ვი­ლის ცოლს, თა­მარ მერ­ლანს ეკუთ­ვნის, ნეკო კი წყვი­ლის პა­ტა­რა შვილს ჰქვია.

"ჩემი ძმა, რძა­ლი, წლი­ნა­ხევ­რის ძმიშ­ვი­ლი, და ასე­ვე რძლის მამა და ძმა ის­ხდნენ მაგ რე­ის­ში, მად­ლო­ბა ღმერ­თს და პი­ლოტს გა­დავ­რჩით" - წე­რენ "ნე­კო­სი­ას" გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პოს­ტის კო­მენ­ტა­რებ­ში.

  • "ფე­ის­ბუქ­ში" თო­ლო­მაშ­ვი­ლის შე­სა­ხებ წერს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის ერთ-ერთი მომ­ხმა­რე­ბე­ლი, მა­რი­ამ ჩხე­ი­ძე:

"დღე­ვან­დე­ლი დღის გმი­რი თე­მურ თო­ლო­მაშ­ვი­ლი. გმი­რი პი­ლო­ტი, რო­მელ­მაც 180 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე გა­და­არ­ჩი­ნა დღეს. შო­რი­დან ვიც­ნობ თე­მურს, რო­გორც სა­ო­ცა­რი ნე­კოს არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ მა­მას. ნე­კოს და მა­მას ურ­თი­ერ­თო­ბა არის ცალ­კე ძა­ლი­ან მა­გა­რი თემა. მკვეთ­რად "მა­მი­კოს გო­გოა." ხში­რად მით­ქვამს რომ ნე­კოს ძა­ლი­ან ძა­ლი­ან მა­გა­რი მა­მი­კო ყავს. დღეს კი ნე­კოს მამა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ასე გა­იც­ნო უფრო ახ­ლოს. რო­გორც გმი­რი რო­მელ­მაც 180 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე გა­და­არ­ჩი­ნა.

  • თა­მარ მერ­ლა­ნი და თე­მურ თო­ლო­მაშ­ვი­ლი შვილს ათი წელი ელოდ­ნენ. ამის შე­სა­ხებ თა­მა­რი ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­უბ­რობს:

"10 წელი ვე­ლო­დე­ბო­დით ნე­კოს. შე­მოდ­გო­მის წვი­მი­ან დღეს და­ი­ბა­და ჩემი გა­ზა­ფხუ­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გო­გოა. თავ­ზე ნიშ­ნით და­ი­ბა­და და ვხუმ­რობთ ხოლ­მე, რომ უფალ­მა ვარ­სკვლა­ვი მო­წყვი­ტა და ჩვენ­თან გა­მო­უშ­ვა. ნეკო ნამ­დვი­ლად არის უფ­ლის სა­ჩუ­ქა­რი. სი­კე­თით სავ­სე გო­გოა, თვა­ლებ­ში ციმ­ცი­მა ვარ­სკვლა­ვე­ბით", - ამ­ბობს თა­მარ მერ­ლა­ნი.

  • "ჯორ­ჯი­ან ეარ­ვე­ი­სის" გან­ცხა­დე­ბა

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით მოგ­ვი­ა­ნე­ბით "ჯორ­ჯი­ან ეარ­ვე­ის­მა" გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა:

"დღე­ვან­დე­ლი რე­ი­სი - A9 681 თბი­ლი­სი-ვენა - შეს­რულ­და მოგ­ვი­ა­ნე­ბით. მი­ზე­ზი გახ­და ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მა, რის გა­მოც პი­ლო­ტი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და 2 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ეფ­რი­ნა თბი­ლი­სის თავ­ზე, რათა და­ეწ­ვა გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის საწ­ვა­ვი, სა­ნამ და­ეშ­ვე­ბო­და. მად­ლო­ბას ვუხ­დით ჩვენს მფრი­ნა­ვებს, თე­მურ თო­ლო­მაშ­ვილს და გი­ორ­გი გი­უ­ნაშ­ვილს, რომ­ლებ­მაც მო­ა­ხერ­ხეს 180 მგზავ­რით სავ­სე ხო­მალ­დის უსაფრ­თხოდ დას­მა თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე!

ტექ­ნი­კუ­რი შე­მოწ­მე­ბის შემ­დეგ, თვითმფრი­ნავ­მა მი­ი­ღო მწვა­ნე შუქი და შეძ­ლო გაფ­რე­ნა ვე­ნა­ში, მხო­ლოდ 45 წუ­თის შემ­დეგ!კი­დევ ერთხელ მად­ლო­ბას ვუხ­დით ჩვენს პი­ლო­ტებს და ტექ­ნი­კურ გუნდს, გა­წე­უ­ლი სამ­სა­ხუ­რი­სა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის­თვის", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 49 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Hi
0

ქედს ვიხრი! ყოჩაღ და მადლობა ადამიანების გადასარჩენის გამო. იხარე და ამრავლე უფალმა შენისთანა პროფესიონალი ადამიანები!

ლიკა
0

მართლაც კარგი ფრინავია. მაგრამ მე კიდევ ერთხელ დავწმუნდი რო თქვენ ჟურნალიცტები ნამდვილად არაფროფესიონალები ხარ და დაგარქმევდით ჭორის გამავრცელებლებს. რა აფეთქება რა უნდა აფეთქებულიყო, რაც არ გესმით რას საუბრობთ და აგიჯებთ ამ ხალხს. ჩვეულებრივი არა სტანდარტული მდგომარეობაა იყო და მეტო არაფერი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"გმირი პილოტი, რომელმაც 180 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა...საოცარი ნეკოს მამა" - რა არის ცნობილი ადამიანზე, რომელმაც ქვეყანა ტრაგედიისგან იხსნა

"გმირი პილოტი, რომელმაც 180 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა...საოცარი ნეკოს მამა" - რა არის ცნობილი ადამიანზე, რომელმაც ქვეყანა ტრაგედიისგან იხსნა

"ნამდვილი გმირი" - სწორედ ასე მოიხსენიებენ მფრინავს, თემურ თოლომაშვილს, რომელმაც დღეს ქვეყანა უდიდესი ტრაგედიისგან იხსნა. თბილისი-ვენის ავიარეისს აფრენიდან მალევე ტექნიკური პრობლემა შეექმნა, თვითმფრინავი დაახლოებით ორი საათის განმავლობაში თბილისის ცაზე დაფრინავდა, საბედნიეროდ, პილოტმა მისი უსაფრთხოდ დასმა შეძლო.

თემურ თოლომაშვილის გმირობის ამბავს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მის შესახებ ზოგიერთი დეტალი გახდა ცნობილი.

"პატარა დირექტორის გმირი მამიკო! ნეკოს მამიკომ დღეს 180 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა ჩვენი კაპიტანი!" - ვკითხულობთ "ფეისბუქ" გვერდზე - "ნეკოსია", აღსანიშნავია, რომ აღნიშნული გვერდი თოლომაშვილის ცოლს, თამარ მერლანს ეკუთვნის, ნეკო კი წყვილის პატარა შვილს ჰქვია.

"ჩემი ძმა, რძალი, წლინახევრის ძმიშვილი, და ასევე რძლის მამა და ძმა ისხდნენ მაგ რეისში, მადლობა ღმერთს და პილოტს გადავრჩით" - წერენ "ნეკოსიას" გვერდზე გამოქვეყნებული პოსტის კომენტარებში.

  • "ფეისბუქში" თოლომაშვილის შესახებ წერს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი, მარიამ ჩხეიძე:

"დღევანდელი დღის გმირი თემურ თოლომაშვილი. გმირი პილოტი, რომელმაც 180 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა დღეს. შორიდან ვიცნობ თემურს, როგორც საოცარი ნეკოს არაჩვეულებრივ მამას. ნეკოს და მამას ურთიერთობა არის ცალკე ძალიან მაგარი თემა. მკვეთრად "მამიკოს გოგოა." ხშირად მითქვამს რომ ნეკოს ძალიან ძალიან მაგარი მამიკო ყავს. დღეს კი ნეკოს მამა საზოგადოებამ ასე გაიცნო უფრო ახლოს. როგორც გმირი რომელმაც 180 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

  • თამარ მერლანი და თემურ თოლომაშვილი შვილს ათი წელი ელოდნენ. ამის შესახებ თამარი ერთ-ერთ ინტერვიუში საუბრობს:

"10 წელი ველოდებოდით ნეკოს. შემოდგომის წვიმიან დღეს დაიბადა ჩემი გაზაფხული. განსაკუთრებული გოგოა. თავზე ნიშნით დაიბადა და ვხუმრობთ ხოლმე, რომ უფალმა ვარსკვლავი მოწყვიტა და ჩვენთან გამოუშვა. ნეკო ნამდვილად არის უფლის საჩუქარი. სიკეთით სავსე გოგოა, თვალებში ციმციმა ვარსკვლავებით", - ამბობს თამარ მერლანი.

  • "ჯორჯიან ეარვეისის" განცხადება

ინფორმაციისთვის, მომხდართან დაკავშირებით მოგვიანებით "ჯორჯიან ეარვეისმა" განცხადება გაავრცელა:

"დღევანდელი რეისი - A9 681 თბილისი-ვენა - შესრულდა მოგვიანებით. მიზეზი გახდა ტექნიკური პრობლემა, რის გამოც პილოტი იძულებული გახდა 2 საათის განმავლობაში ეფრინა თბილისის თავზე, რათა დაეწვა გარკვეული რაოდენობის საწვავი, სანამ დაეშვებოდა. მადლობას ვუხდით ჩვენს მფრინავებს, თემურ თოლომაშვილს და გიორგი გიუნაშვილს, რომლებმაც მოახერხეს 180 მგზავრით სავსე ხომალდის უსაფრთხოდ დასმა თბილისის აეროპორტის ტერიტორიაზე!

ტექნიკური შემოწმების შემდეგ, თვითმფრინავმა მიიღო მწვანე შუქი და შეძლო გაფრენა ვენაში, მხოლოდ 45 წუთის შემდეგ!კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ჩვენს პილოტებს და ტექნიკურ გუნდს, გაწეული სამსახურისა და პროფესიონალიზმისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.