სამხედრო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დადასტურდა თუ არა მესამედ ინფიცირება? - პაატა იმნაძე ბოლო დროის აქტუალურ საკითხებზე - "ბევრი ანტივაქსერი სხვა ქვეყნიდან იმართება, ეს ჩვეულებრივი ბიზნესია"
დადასტურდა თუ არა მესამედ ინფიცირება? - პაატა იმნაძე ბოლო დროის აქტუალურ საკითხებზე - "ბევრი ანტივაქსერი სხვა ქვეყნიდან იმართება, ეს ჩვეულებრივი ბიზნესია"

"გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია კვლე­ვე­ბი, თუ რო­გორ ცდი­ლობს ზო­გი­ერ­თი ქვეყ­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რი ან­ტი­ვაქ­სე­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გან­ხეთ­ქი­ლე­ბის ჩა­მოგ­დე­ბას. სამ­წუ­ხა­როდ, ან­ტი­ვაქ­სე­რე­ბის ან­კეს­ზე ეგე­ბა ბევ­რი ადა­მი­ა­ნი, ვი­საც სა­თა­ნა­დო ცოდ­ნა არ გა­აჩ­ნია. ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მე­დი­ის დახ­მა­რე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად ან­ტი­ვაქ­სე­რე­ბის ის­ტე­რი­კი­სა, ჩვენ­თან მი­ლი­ო­ნამ­დე ადა­მი­ა­ნი აიც­რა..."

"კვი­რის პა­ლიტ­რის" ტრა­დი­ცი­ულ რუბ­რი­კა­ში ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ას გან­ვი­ხი­ლავთ. ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტია და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლე პა­ა­ტა იმ­ნა­ძე.

- ბა­ტო­ნო პა­ა­ტა, როცა რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი გამ­კაცრ­და, თქვით, ორ კვი­რა­ში გა­მოჩ­ნდე­ბა, რა შე­დეგს უნდა ვე­ლო­დო­თო. ორი კვი­რა გა­ვი­და და გთხოვთ, სი­ტუ­ა­ცია შე­ა­ფა­სოთ.

- ფაქ­ტია, და­ა­ვა­დე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა დღე­ში 6-5 ათა­სი ახა­ლი შემ­თხვე­ვი­დან 4 ათას შემ­თხვე­ვამ­დე შემ­ცირ­და, რაც და­მა­ი­მე­დე­ბე­ლია და, იმე­დია, ეს ტენ­დენ­ცია გაგ­რძელ­დე­ბა.

- გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა­ზე რას გვე­ტყვით?

- ეს ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა... საქ­მე ის არის, რომ გარ­დაც­ვა­ლე­ბის პიკი დგე­ბა "კო­ვი­დის" გავ­რცე­ლე­ბის პი­კი­დან 2-3 კვი­რის შემ­დეგ... თუ ახლა ყო­ველ­დღი­უ­რი შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შემ­ცირ­დე­ბა, 2-3 კვი­რის შემ­დეგ შემ­ცირ­დე­ბა გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბაც. სექ­ტემ­ბრის ბო­ლოს­თვის, ალ­ბათ, ყო­ველ­დღი­უ­რი ინ­ფი­ცი­რე­ბის რი­ცხვი ათა­სის ფარ­გლებ­ში უნდა იყოს.მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პირ­ბა­დე­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი არ გვაქვს, თით­ქმის ერ­თა­დერ­თი, რა­მაც ყო­ველ­დღი­უ­რი შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის კლე­ბა­ზე იმოქ­მე­და, არის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის გა­ჩე­რე­ბა. თბი­ლის­შიც აშ­კა­რაა კლე­ბა და აჭა­რა­შიც. სხვა­გან, სამ­წუ­ხა­როდ, ჯერ - არა. ეს იმის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია, რომ ტრან­სპორ­ტის შე­ჩე­რე­ბამ შე­დე­გი გა­მო­ი­ღო იქ, სა­დაც მა­ღა­ლი იყო მო­ბი­ლო­ბა.

- ყო­ველ 100 ათას ადა­მი­ან­ზე სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლით მსოფ­ლი­ო­ში თუ ევ­რო­პა­ში პირ­ველ ად­გილ­ზე ვართ...

- როცა 100 ათას მო­სახ­ლე­ზე ავა­დო­ბის მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გაქვს, რა თქმა უნდა, მა­ღა­ლი გექ­ნე­ბა სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბაც. არის ქვეყ­ნე­ბი, რო­მელ­თა ავა­დო­ბა ჩვენ­სას არ ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა, მაგ­რამ იქ სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა აღარ არის, იმი­ტომ, რომ აც­რი­ლე­ბი არი­ან. ბოლო კვლე­ვით, აც­რილ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში 5-ჯერ ნაკ­ლე­ბი შან­სი გაქვს, და­გე­მარ­თოს "კო­ვი­დი" და 30-ჯერ ნაკ­ლე­ბი საფრ­თხე, რომ მოხ­ვდე ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში.

- აც­რი­ლებ­ში გარ­დაც­ვა­ლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი რამ­დე­ნი პრო­ცენ­ტია?

- სამ­წუ­ხა­როდ, ამ ქვე­ყა­ნა­ზე არა­ფე­რია აბ­სო­ლუ­ტუ­რი, მაგ­რამ ეს არის ერ­თე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი. თუ 30-ჯერ ნაკ­ლე­ბია საფრ­თხე, რომ აც­რი­ლი მოხ­ვდეს ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, ამა­ზე ნაკ­ლე­ბია გარ­დაც­ვა­ლე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბა. ორ­ჯერ აც­რი­ლი და და­ა­ვა­დე­ბუ­ლი 1000 ადა­მი­ა­ნი­დან შე­იძ­ლე­ბა ერთი გარ­და­იც­ვა­ლოს.

- რე­ინ­ფი­ცი­რე­ბის და მე­სა­მედ ინ­ფი­ცი­რე­ბის ფაქ­ტე­ბი გვაქვს?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ორ­ჯერ ინ­ფი­ცი­რე­ბის რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ფაქ­ტი გვაქვს. სამ­ჯერ ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა არ გვქო­ნია. ამ­ბო­ბენ, რომ მსოფ­ლი­ო­ში იყო სამ­ჯერ ინ­ფი­ცი­რე­ბის ფაქ­ტი, თუმ­ცა ეს ჯერ ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ არის.

- უნდა გკი­თხოთ ინ­ფი­ცი­რე­ბულ ორ­სუ­ლებ­ზე... მათი გარ­დაც­ვა­ლე­ბის უკვე მე­რამ­დე­ნე შემ­თხვე­ვა გვაქვს!.. რა­ტომ ერ­ჩის მა­ინ­ცდა­მა­ინც ორ­სუ­ლებს "კო­ვი­დი"?

- შარ­შან მთე­ლი წლის მან­ძილ­ზე მხო­ლოდ ერთი ორ­სუ­ლი გარ­და­იც­ვა­ლა, წელს - 13. ეს დელ­ტა შტა­მის "დამ­სა­ხუ­რე­ბაა", რო­მე­ლიც, სამ­წუ­ხა­როდ, ორ­სუ­ლე­ბის მი­მართ გა­ცი­ლე­ბით აგ­რე­სი­უ­ლი აღ­მოჩ­ნდა. ის თით­ქმის წი­თე­ლა­სა­ვით გა­დამ­დე­ბია. თა­ვი­დან მხო­ლოდ მა­ღა­ლი რის­კის ორ­სუ­ლებს, მა­გა­ლი­თად, ექი­მებ­სა და ექთა­ნებს ურ­ჩევ­დნენ აც­რას, ახლა კი ყვე­ლა ორ­სულს ემუქ­რე­ბა საფრ­თხე, ამი­ტომ ისი­ნი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აიც­რან.

- ორ­სუ­ლო­ბის მე­რამ­დე­ნე კვი­რი­დან შე­იძ­ლე­ბა აცრა?

- აცრა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ორ­სუ­ლო­ბის მე­ა­თე კვი­რი­დან. სამ­წუ­ხა­როდ, გვაქვს ჩვი­ლე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტე­ბიც, ერ­თე­უ­ლი, მაგ­რამ მა­ინც... გახ­შირ­და მოზ­რდილ­თა (23, 40, 33 წლის) გარ­დაც­ვა­ლე­ბაც, თუმ­ცა, ძი­რი­თა­დად, ისევ ხან­დაზ­მულ­თა სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის შემ­თხვე­ვე­ბი გვაქვს.

- ბევ­რის­გან გა­ვი­გე, ადა­მი­ა­ნი მე­ო­რე აც­რი­დან და­ახ­ლო­ე­ბით ერთი კვი­რის შემ­დეგ გუ­ლით გარ­და­იც­ვა­ლაო. ეს დამ­თხვე­ვაა?

- გუ­ლით გარ­დაც­ვა­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ველ ად­გილ­ზეა. ახლა, სამ­წუ­ხა­როდ, მას "კო­ვი­დით" გარ­დაც­ვა­ლე­ბამ გა­და­უს­წრო, თუმ­ცა იმის თქმა, რომ ადა­მი­ა­ნი აიც­რა და ერთი კვი­რის შემ­დეგ აგუ­რი და­ე­ცა, არას­წო­რია. სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, პირ­ველ ად­გილ­ზე ყო­ველ­თვის იყო გულ­სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბით გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი, მე­ო­რე­ზე - ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბით გარ­დაც­ვა­ლე­ბა, მაგ­რამ კო­რო­ნა­ვირუს­მა ორი­ვეს გა­და­ას­წრო. ბოლო წლებ­ში ყო­ველ­წლი­უ­რად და­ახ­ლო­ე­ბით 46 ათა­სი ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბო­და, გა­სულ წელს კი 50 ათას­ზე მეტი გარ­და­იც­ვა­ლა. "კო­ვი­დის" არ­სე­ბო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ ვირუ­სით სულ 7000 ადა­მი­ა­ნია გარ­დაც­ვლი­ლი.

- "ჯონ­სო­ნი და ჯონ­სო­ნის" ვაქ­ცი­ნის შე­მო­ტა­ნა იგეგ­მე­ბა?

- ამ ვაქ­ცი­ნას ის უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს, რომ ერთი ინი­ექ­ცი­აა საკ­მა­რი­სი. ის "ას­ტრა­ზე­ნე­კას" ტი­პის ვაქ­ცი­ნაა, იმა­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ით დამ­ზა­დე­ბუ­ლი და შე­საძ­ლოა ზო­გი­ერ­თი კა­ტე­გო­რი­ის ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის უფრო მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი იყოს, ამი­ტომ, ალ­ბათ, სექ­ტემ­ბრის ბო­ლო­დან გვექ­ნე­ბა.

- აც­რე­ბის იძუ­ლე­ბა­ზე ხომ არ მსჯე­ლობთ?

- იუ­რი­დი­უ­ლად შე­იძ­ლე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო არ იყოს, მაგ­რამ აქ სიკ­ვდილ-სი­ცო­ცხლე­ზეა ლა­პა­რა­კი. არას­დროს ვე­კა­მა­თე­ბი ან­ტი­ვაქ­სე­რებს, თა­ვი­ან­თი უბე­დუ­რე­ბა ეყო­ფათ. სამ­წუ­ხა­როდ, ჩემი პრო­ფე­სი­ის ექი­მე­ბი მათ­თან უძ­ლუ­რი არი­ან, სხვა პრო­ფე­სი­ის ექი­მე­ბის დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბათ. თქვენ გგო­ნი­ათ, ან­ტი­ვაქ­სე­რო­ბა მხო­ლოდ ის არის, რომ ვი­ღა­ცას ასე სჯე­რა? ბევ­რი მათ­გა­ნი სხვა ქვეყ­ნე­ბი­დან იმარ­თე­ბა. ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბიზ­ნე­სია. გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია კვლე­ვე­ბი, თუ რო­გორ ცდი­ლობს ზო­გი­ერ­თი ქვეყ­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რი ან­ტი­ვაქ­სე­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გან­ხეთ­ქი­ლე­ბის ჩა­მოგ­დე­ბას. სამ­წუ­ხა­როდ, ან­ტი­ვაქ­სე­რე­ბის ან­კეს­ზე ეგე­ბა ბევ­რი ადა­მი­ა­ნი, ვი­საც სა­თა­ნა­დო ცოდ­ნა არ გა­აჩ­ნია. ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მე­დი­ის დახ­მა­რე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად ან­ტი­ვაქ­სე­რე­ბის ის­ტე­რი­კი­სა, მი­ლი­ო­ნამ­დე ადა­მი­ა­ნი აიც­რა. თუ და­აკ­ვირ­დე­ბით, როცა წე­რენ, მე­ზობ­ლის ბი­ძაშ­ვი­ლის ქვის­ლის ახ­ლობ­ლის მა­მი­დაშ­ვი­ლი ორ­ჯერ აიც­რა და გარ­და­იც­ვა­ლაო, არას­დროს ამ­ბო­ბენ, კონ­კრე­ტუ­ლად ვინ იყო ეს ადა­მი­ა­ნი. სულ ვთხოვ, მო­მე­ცით მო­ნა­ცე­მე­ბი, ვინ გარ­და­იც­ვა­ლა-მეთ­ქი - ჩვენ ხომ სრუ­ლი ბაზა გვაქვს აც­რი­ლე­ბი­საც, გარ­დაც­ვლი­ლე­ბი­საც - მაგ­რამ ვერ მე­უბ­ნე­ბი­ან... სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ მოკ­ლე­ბუ­ლი ვართ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ ასე­თებს მე­დი­ა­ში ვუ­პა­სუ­ხოთ.

ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვას გე­ტყვით... ყვე­ლა იც­ნობ­და ვაჟა ოთა­რაშ­ვილს. ჩემს თავს იმი­ტომ ვაძ­ლევ მას­ზე სა­უბ­რის უფ­ლე­ბას, რომ მის­მა შვილ­მა და­წე­რა, რო­გორ მო­უ­გო­ნეს ამ ადა­მი­ანს, თით­ქოს ორ­ჯერ აც­რი­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­და­იც­ვა­ლა. ის არ იყო ორ­ჯერ აც­რი­ლი, იმი­ტომ, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სი მე­ო­რე აც­რი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში და­ე­მარ­თა, ანუ ვაქ­ცი­ნა ჯერ სრულ­ყო­ფი­ლად ვერ იმოქ­მე­დებ­და. ამას შვი­ლი ამ­ბობს. ასეთ შემ­თხვე­ვებ­ში ჩვენ ვერ ვპა­სუ­ხობთ, არ გვაქვს პერ­სო­ნა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­სა­ჯა­რო­ე­ბის უფ­ლე­ბა. იმის უფ­ლე­ბაც არ გვაქვს, ვთქვათ, იყო თუ არა აც­რი­ლი, ჰქონ­და კო­რო­ნა­ვირუ­სი თუ არა, ან რით გარ­და­იც­ვა­ლა.

- გარ­კვე­უ­ლი პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნებს აი­ძუ­ლებთ აც­რას?

- კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ამის უფ­ლე­ბას იძ­ლე­ვა, მაგ­რამ ჩემი აზრი ასე­თია - ექი­მი ან ექთა­ნი არ უნდა მუ­შა­ობ­დეს, თუ არ არის აც­რი­ლი. ეს არ არის ქარ­თუ­ლი გა­მო­გო­ნე­ბა, ასეა სხვა­გა­ნაც. საფ­რან­გეთ­ში პირ­ვე­ლი სექ­ტემ­ბრი­დან ყვე­ლა მედ­მუ­შაკს, ვინც აც­რი­ლი არ იქ­ნე­ბა, კონ­ტრაქტს გა­უ­წყვე­ტენ. ეს ნე­ბის­მი­ერ დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვე­ყა­ნა­ში მი­ღე­ბუ­ლი ნორ­მაა. აშშ-იც და­ი­წყეს ჯა­რის სა­ვალ­დე­ბუ­ლო აცრა. იმე­დი გვაქვს, რომ ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა ბრძე­ნია და კარ­გად და­ი­ნა­ხავს გან­სხვა­ვე­ბას აც­რი­ლებ­სა და აუც­რე­ლებს შო­რის, ამი­ტომ, ვფიქ­რობ, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ახ­ლან­დე­ლი ტემ­პი (დღე­ში 20-25 ათა­სი ადა­მი­ა­ნი) შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა. თუ სექ­ტემ­ბერ­ში კი­დევ 1 მი­ლი­ო­ნი იქ­ნე­ბა აც­რი­ლი, დიდი იმე­დი მაქვს, რომ ზამ­თარ­ში ძვე­ლე­ბუ­რი ცხოვ­რე­ბის რიტმს და­ვუბ­რუნ­დე­ბით, ისე, რო­გორც უბ­რუნ­დე­ბა ბევ­რი ქვე­ყა­ნა, სა­დაც "კო­ვი­დი" არის, მაგ­რამ რეს­ტორ­ნებ­შიც და­დი­ან, ფეხ­ბურ­თის მატ­ჩებ­ზეც და აღარც ხალ­ხი იღუ­პე­ბა. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიმართლე.
2

თუ ანტივაქსერები არსებობენ და მისაღები არ რიან, რატომ არ ამტკიცებთ, რომ ვაქსერებია მისაღები? თქვენ უსუსურებო.

სუს
2

მერე ვის აბრალებᲗ....ᲙვირაობიᲗ რიგᲨი დგომას და ხვეწნა მუდარას აიცერიᲗო...

გაზარდეᲗ ვაქცინაციის პუნქტები რომ ნებისმიერ დროს იყოს ᲨესაᲫლებელი ვაქცინის გაკეᲗება...

ვერ ხვდებიᲗ ,რომ კვირაობიᲗ ლოდინᲨი ბევრს ხვდება ვირუსი და ხდება უმარᲗავი...

დააბრალეᲗ Თქვენს Თავს რაც ხდება....კიდევ ერᲗხელ ვამბობ გაზარდეᲗ ვაქცინაციის პუნქტები რიგები რომ არ იყოს და ასეᲗი Შედეგი აᲦარ იქნება...

იმიტომ ვარᲗ პირველ ადგილზე ,რომ Თავი ვერ მოაბიᲗ ვაქცინაციის პუნქტების გაზრდას 

ვააა.....ხალხისკენ ხარᲗ Თუ მუსონებისკენ 

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

დადასტურდა თუ არა მესამედ ინფიცირება? - პაატა იმნაძე ბოლო დროის აქტუალურ საკითხებზე - "ბევრი ანტივაქსერი სხვა ქვეყნიდან იმართება, ეს ჩვეულებრივი ბიზნესია"

დადასტურდა თუ არა მესამედ ინფიცირება? - პაატა იმნაძე ბოლო დროის აქტუალურ საკითხებზე - "ბევრი ანტივაქსერი სხვა ქვეყნიდან იმართება, ეს ჩვეულებრივი ბიზნესია"

"გამოქვეყნებულია კვლევები, თუ როგორ ცდილობს ზოგიერთი ქვეყნის სპეცსამსახური ანტივაქსერებით საზოგადოებაში განხეთქილების ჩამოგდებას. სამწუხაროდ, ანტივაქსერების ანკესზე ეგება ბევრი ადამიანი, ვისაც სათანადო ცოდნა არ გააჩნია. ამიტომ მნიშვნელოვანია მედიის დახმარება, საზოგადოების ინფორმირება. მიუხედავად ანტივაქსერების ისტერიკისა, ჩვენთან მილიონამდე ადამიანი აიცრა..."

"კვირის პალიტრის" ტრადიციულ რუბრიკაში ეპიდსიტუაციას განვიხილავთ. ჩვენი რესპონდენტია დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე.

- ბატონო პაატა, როცა რეგულაციები გამკაცრდა, თქვით, ორ კვირაში გამოჩნდება, რა შედეგს უნდა ველოდოთო. ორი კვირა გავიდა და გთხოვთ, სიტუაცია შეაფასოთ.

- ფაქტია, დაავადებულთა რაოდენობა დღეში 6-5 ათასი ახალი შემთხვევიდან 4 ათას შემთხვევამდე შემცირდა, რაც დამაიმედებელია და, იმედია, ეს ტენდენცია გაგრძელდება.

- გარდაცვლილთა რაოდენობაზე რას გვეტყვით?

- ეს ძალიან სამწუხაროა... საქმე ის არის, რომ გარდაცვალების პიკი დგება "კოვიდის" გავრცელების პიკიდან 2-3 კვირის შემდეგ... თუ ახლა ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება, 2-3 კვირის შემდეგ შემცირდება გარდაცვლილთა რაოდენობაც. სექტემბრის ბოლოსთვის, ალბათ, ყოველდღიური ინფიცირების რიცხვი ათასის ფარგლებში უნდა იყოს.მიუხედავად იმისა, რომ პირბადეების გამოყენების მაღალი მაჩვენებელი არ გვაქვს, თითქმის ერთადერთი, რამაც ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობის კლებაზე იმოქმედა, არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება. თბილისშიც აშკარაა კლება და აჭარაშიც. სხვაგან, სამწუხაროდ, ჯერ - არა. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ტრანსპორტის შეჩერებამ შედეგი გამოიღო იქ, სადაც მაღალი იყო მობილობა.

- ყოველ 100 ათას ადამიანზე სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში თუ ევროპაში პირველ ადგილზე ვართ...

- როცა 100 ათას მოსახლეზე ავადობის მაღალი მაჩვენებელი გაქვს, რა თქმა უნდა, მაღალი გექნება სიკვდილიანობაც. არის ქვეყნები, რომელთა ავადობა ჩვენსას არ ჩამოუვარდება, მაგრამ იქ სიკვდილიანობა აღარ არის, იმიტომ, რომ აცრილები არიან. ბოლო კვლევით, აცრილ საზოგადოებაში 5-ჯერ ნაკლები შანსი გაქვს, დაგემართოს "კოვიდი" და 30-ჯერ ნაკლები საფრთხე, რომ მოხვდე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.

- აცრილებში გარდაცვალების მაჩვენებელი რამდენი პროცენტია?

- სამწუხაროდ, ამ ქვეყანაზე არაფერია აბსოლუტური, მაგრამ ეს არის ერთეული შემთხვევები. თუ 30-ჯერ ნაკლებია საფრთხე, რომ აცრილი მოხვდეს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, ამაზე ნაკლებია გარდაცვალების საშიშროება. ორჯერ აცრილი და დაავადებული 1000 ადამიანიდან შეიძლება ერთი გარდაიცვალოს.

- რეინფიცირების და მესამედ ინფიცირების ფაქტები გვაქვს?

- საქართველოში ორჯერ ინფიცირების რამდენიმე ათეული ფაქტი გვაქვს. სამჯერ ინფიცირების შემთხვევა არ გვქონია. ამბობენ, რომ მსოფლიოში იყო სამჯერ ინფიცირების ფაქტი, თუმცა ეს ჯერ ლაბორატორიულად დადასტურებული არ არის.

- უნდა გკითხოთ ინფიცირებულ ორსულებზე... მათი გარდაცვალების უკვე მერამდენე შემთხვევა გვაქვს!.. რატომ ერჩის მაინცდამაინც ორსულებს "კოვიდი"?

- შარშან მთელი წლის მანძილზე მხოლოდ ერთი ორსული გარდაიცვალა, წელს - 13. ეს დელტა შტამის "დამსახურებაა", რომელიც, სამწუხაროდ, ორსულების მიმართ გაცილებით აგრესიული აღმოჩნდა. ის თითქმის წითელასავით გადამდებია. თავიდან მხოლოდ მაღალი რისკის ორსულებს, მაგალითად, ექიმებსა და ექთანებს ურჩევდნენ აცრას, ახლა კი ყველა ორსულს ემუქრება საფრთხე, ამიტომ ისინი აუცილებლად უნდა აიცრან.

- ორსულობის მერამდენე კვირიდან შეიძლება აცრა?

- აცრა რეკომენდებულია ორსულობის მეათე კვირიდან. სამწუხაროდ, გვაქვს ჩვილების გარდაცვალების ფაქტებიც, ერთეული, მაგრამ მაინც... გახშირდა მოზრდილთა (23, 40, 33 წლის) გარდაცვალებაც, თუმცა, ძირითადად, ისევ ხანდაზმულთა სიკვდილიანობის შემთხვევები გვაქვს.

- ბევრისგან გავიგე, ადამიანი მეორე აცრიდან დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ გულით გარდაიცვალაო. ეს დამთხვევაა?

- გულით გარდაცვალება საქართველოში პირველ ადგილზეა. ახლა, სამწუხაროდ, მას "კოვიდით" გარდაცვალებამ გადაუსწრო, თუმცა იმის თქმა, რომ ადამიანი აიცრა და ერთი კვირის შემდეგ აგური დაეცა, არასწორია. სტატისტიკის მიხედვით, პირველ ადგილზე ყოველთვის იყო გულსისხლძარღვთა დაავადებებით გარდაცვალების შემთხვევები, მეორეზე - ონკოლოგიური დაავადებებით გარდაცვალება, მაგრამ კორონავირუსმა ორივეს გადაასწრო. ბოლო წლებში ყოველწლიურად დაახლოებით 46 ათასი ადამიანი იღუპებოდა, გასულ წელს კი 50 ათასზე მეტი გარდაიცვალა. "კოვიდის" არსებობის განმავლობაში ამ ვირუსით სულ 7000 ადამიანია გარდაცვლილი.

- "ჯონსონი და ჯონსონის" ვაქცინის შემოტანა იგეგმება?

- ამ ვაქცინას ის უპირატესობა აქვს, რომ ერთი ინიექციაა საკმარისი. ის "ასტრაზენეკას" ტიპის ვაქცინაა, იმავე ტექნოლოგიით დამზადებული და შესაძლოა ზოგიერთი კატეგორიის ადამიანებისთვის უფრო მოსახერხებელი იყოს, ამიტომ, ალბათ, სექტემბრის ბოლოდან გვექნება.

- აცრების იძულებაზე ხომ არ მსჯელობთ?

- იურიდიულად შეიძლება სავალდებულო არ იყოს, მაგრამ აქ სიკვდილ-სიცოცხლეზეა ლაპარაკი. არასდროს ვეკამათები ანტივაქსერებს, თავიანთი უბედურება ეყოფათ. სამწუხაროდ, ჩემი პროფესიის ექიმები მათთან უძლური არიან, სხვა პროფესიის ექიმების დახმარება სჭირდებათ. თქვენ გგონიათ, ანტივაქსერობა მხოლოდ ის არის, რომ ვიღაცას ასე სჯერა? ბევრი მათგანი სხვა ქვეყნებიდან იმართება. ეს ჩვეულებრივი ბიზნესია. გამოქვეყნებულია კვლევები, თუ როგორ ცდილობს ზოგიერთი ქვეყნის სპეცსამსახური ანტივაქსერებით საზოგადოებაში განხეთქილების ჩამოგდებას. სამწუხაროდ, ანტივაქსერების ანკესზე ეგება ბევრი ადამიანი, ვისაც სათანადო ცოდნა არ გააჩნია. ამიტომ მნიშვნელოვანია მედიის დახმარება, საზოგადოების ინფორმირება. მიუხედავად ანტივაქსერების ისტერიკისა, მილიონამდე ადამიანი აიცრა. თუ დააკვირდებით, როცა წერენ, მეზობლის ბიძაშვილის ქვისლის ახლობლის მამიდაშვილი ორჯერ აიცრა და გარდაიცვალაო, არასდროს ამბობენ, კონკრეტულად ვინ იყო ეს ადამიანი. სულ ვთხოვ, მომეცით მონაცემები, ვინ გარდაიცვალა-მეთქი - ჩვენ ხომ სრული ბაზა გვაქვს აცრილებისაც, გარდაცვლილებისაც - მაგრამ ვერ მეუბნებიან... სამწუხაროდ, ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას, რომ ასეთებს მედიაში ვუპასუხოთ.

ყველაზე გახმაურებული შემთხვევას გეტყვით... ყველა იცნობდა ვაჟა ოთარაშვილს. ჩემს თავს იმიტომ ვაძლევ მასზე საუბრის უფლებას, რომ მისმა შვილმა დაწერა, როგორ მოუგონეს ამ ადამიანს, თითქოს ორჯერ აცრილი კორონავირუსით გარდაიცვალა. ის არ იყო ორჯერ აცრილი, იმიტომ, რომ კორონავირუსი მეორე აცრიდან რამდენიმე დღეში დაემართა, ანუ ვაქცინა ჯერ სრულყოფილად ვერ იმოქმედებდა. ამას შვილი ამბობს. ასეთ შემთხვევებში ჩვენ ვერ ვპასუხობთ, არ გვაქვს პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროების უფლება. იმის უფლებაც არ გვაქვს, ვთქვათ, იყო თუ არა აცრილი, ჰქონდა კორონავირუსი თუ არა, ან რით გარდაიცვალა.

- გარკვეული პროფესიის ადამიანებს აიძულებთ აცრას?

- კანონმდებლობა ამის უფლებას იძლევა, მაგრამ ჩემი აზრი ასეთია - ექიმი ან ექთანი არ უნდა მუშაობდეს, თუ არ არის აცრილი. ეს არ არის ქართული გამოგონება, ასეა სხვაგანაც. საფრანგეთში პირველი სექტემბრიდან ყველა მედმუშაკს, ვინც აცრილი არ იქნება, კონტრაქტს გაუწყვეტენ. ეს ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში მიღებული ნორმაა. აშშ-იც დაიწყეს ჯარის სავალდებულო აცრა. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მოსახლეობა ბრძენია და კარგად დაინახავს განსხვავებას აცრილებსა და აუცრელებს შორის, ამიტომ, ვფიქრობ, ვაქცინაციის ახლანდელი ტემპი (დღეში 20-25 ათასი ადამიანი) შენარჩუნდება. თუ სექტემბერში კიდევ 1 მილიონი იქნება აცრილი, დიდი იმედი მაქვს, რომ ზამთარში ძველებური ცხოვრების რიტმს დავუბრუნდებით, ისე, როგორც უბრუნდება ბევრი ქვეყანა, სადაც "კოვიდი" არის, მაგრამ რესტორნებშიც დადიან, ფეხბურთის მატჩებზეც და აღარც ხალხი იღუპება. წაიკითხეთ სრულად

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"