მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველა, ვინც უკიდურესად მძიმეა, ჩვენთან გადმოჰყავთ" - ციციშვილის კლინიკაში განმარტავენ, რატომ არის მათთან კოვიდინფიცირებული ბავშვების გარდაცვალების ბევრი შემთხვევა
"ყველა, ვინც უკიდურესად მძიმეა, ჩვენთან გადმოჰყავთ" - ციციშვილის კლინიკაში განმარტავენ, რატომ არის მათთან კოვიდინფიცირებული ბავშვების გარდაცვალების ბევრი შემთხვევა

ცი­ციშ­ვი­ლის ბავ­შვთა ახა­ლი კლი­ნი­კის სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რი მაია ჩხა­ი­ძე ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გან­მარ­ტავს, თუ რა­ტომ არის მათ კლი­ნი­კა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ბევ­რი შემ­თხვე­ვა. რო­გორც ის აღ­ნიშ­ნავს, ცი­ციშ­ვი­ლის კლი­ნი­კის რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში სხვა­დას­ხვა კო­ვიდკ­ლი­ნი­კე­ბი­დან გა­დაჰ­ყავთ უკი­დუ­რე­სად მძი­მე პა­ცი­ენ­ტე­ბი.

„და­ახ­ლო­ე­ბით 4-5 დღე­ში ეწე­რე­ბი­ან ისე­თი პა­ცი­ენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც სხვა გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში წვა­ნან და არ არი­ან მძი­მე პა­ცი­ენ­ტე­ბი. რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში მყო­ფი პა­ცი­ენ­ტე­ბი, ყვე­ლა, ვინც მძი­მეა, უკი­დუ­რე­სად მძი­მეა ან ესა­ჭი­რო­ე­ბა სხვა დახ­მა­რე­ბა, რო­გო­რიც არის ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა, შე­იძ­ლე­ბა იყოს ტრავ­მა კო­რო­ნა­ვირუ­სულ ინ­ფექ­ცი­ას­თან ერ­თად, ან დი­ა­ბე­ტი ჰქონ­დეს, სხვა ნევ­რო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მა, ასე ხდე­ბა რომ სხვა კო­ვიდ მიმ­ღე­ბი კლი­ნი­კე­ბი­დან ჩვენ­თან ხდე­ბა მათი რე­ფე­რი­რე­ბა. გა­მო­დის ისე, რომ ჩვენს რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში თავ­სდე­ბა ყვე­ლა მძი­მე პა­ცი­ენ­ტი, სწო­რედ ამი­ტომ არის ჩვენ­თან სიკ­ვდი­ლო­ბა. რამ­დე­ნა­დაც მე ვიცი, სხვა კლი­ნი­კა­ში მარ­თვით სუნ­თქვა­ზეც არ ჰყავთ პა­ცი­ენ­ტი“, - აღ­ნიშ­ნავს ჩხა­ი­ძე.

მი­სი­ვე თქმით, მა­ღა­ლია გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის პრო­ცენ­ტიც, ამას­თან, დი­დია სა­წოლბ­რუნ­ვაც, რო­გორც ის აღ­ნიშ­ნავს, კლი­ნი­კა­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი ად­გი­ლე­ბი სწრა­ფად ივ­სე­ბა.

ცნო­ბის­თვის, ცი­ციშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში დღეს კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი კი­დევ ერთი ახალ­შო­ბი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დგ
1

ანუ ვერ მართავენ სიტუაციას

მშობელი
0

და ამ ფონზე გვინდა სწავლის დაწყება? საწოლების გადავსება მერე ნახეთ, ბავშვები ერთმანეთს რომ გადასდებენ კოვიდს. ახლა ვინც სოციალიზაციაზე და ონლაინ სწავლის ხარისხზე წუწუნებთ, თქცენი შვილი რომ აღმოჩნდეს მართვით სუნთქვაზე, რა იტყვით? წყალს არ წაუღია ყველანაირი სწავლა, როცა საქმე ბავშვების სიცოცხლეს ეხება?

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ყველა, ვინც უკიდურესად მძიმეა, ჩვენთან გადმოჰყავთ" - ციციშვილის კლინიკაში განმარტავენ, რატომ არის მათთან კოვიდინფიცირებული ბავშვების გარდაცვალების ბევრი შემთხვევა

"ყველა, ვინც უკიდურესად მძიმეა, ჩვენთან გადმოჰყავთ" - ციციშვილის კლინიკაში განმარტავენ, რატომ არის მათთან კოვიდინფიცირებული ბავშვების გარდაცვალების ბევრი შემთხვევა

ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე ჟურნალისტებთან განმარტავს, თუ რატომ არის მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების გარდაცვალების ბევრი შემთხვევა. როგორც ის აღნიშნავს, ციციშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში სხვადასხვა კოვიდკლინიკებიდან გადაჰყავთ უკიდურესად მძიმე პაციენტები.

„დაახლოებით 4-5 დღეში ეწერებიან ისეთი პაციენტები, რომლებიც სხვა განყოფილებაში წვანან და არ არიან მძიმე პაციენტები. რეანიმაციაში მყოფი პაციენტები, ყველა, ვინც მძიმეა, უკიდურესად მძიმეა ან ესაჭიროება სხვა დახმარება, როგორიც არის ქირურგიული ჩარევა, შეიძლება იყოს ტრავმა კორონავირუსულ ინფექციასთან ერთად, ან დიაბეტი ჰქონდეს, სხვა ნევროლოგიური პრობლემა, ასე ხდება რომ სხვა კოვიდ მიმღები კლინიკებიდან ჩვენთან ხდება მათი რეფერირება. გამოდის ისე, რომ ჩვენს რეანიმაციაში თავსდება ყველა მძიმე პაციენტი, სწორედ ამიტომ არის ჩვენთან სიკვდილობა. რამდენადაც მე ვიცი, სხვა კლინიკაში მართვით სუნთქვაზეც არ ჰყავთ პაციენტი“, - აღნიშნავს ჩხაიძე.

მისივე თქმით, მაღალია გამოჯანმრთელების პროცენტიც, ამასთან, დიდია საწოლბრუნვაც, როგორც ის აღნიშნავს, კლინიკაში თავისუფალი ადგილები სწრაფად ივსება.

ცნობისთვის, ციციშვილის კლინიკაში დღეს კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი ახალშობილი გარდაიცვალა.