პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ ისეთი მაგრები ვართ, რომ თურმე კორონაც არ გვეკარება. თურმე, გვეკარება..." - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
"ჩვენ ისეთი მაგრები ვართ, რომ თურმე კორონაც არ გვეკარება. თურმე, გვეკარება..." - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

"ჩვენ ისე­თი მაგ­რე­ბი ვართ, რომ თურ­მე კო­რო­ნაც არ გვე­კა­რე­ბა. თურ­მე, გვე­კა­რე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ჯვარ­თა­მაღ­ლე­ბის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის წი­ნამ­ძღვარ­მა, დე­კა­ნოზ­მა თე­ო­დო­რე გიგ­ნა­ძემ დღე­ვან­დე­ლი ქა­და­გე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და. მო­ძღვარ­მა საღ­მრთო ლი­ტურ­გია თბი­ლი­სის მა­ხა­თის მთის ივე­რი­ის ყოვ­ლად­წ­მი­და ღმრთის­მშობ­ლის ხა­ტის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარ­ში აღავ­ლი­ნა. ამო­ნა­რიდს მამა თე­ო­დო­რეს ქა­და­გე­ბი­დან "მსოფ­ლიო სა­ეკ­ლე­სიო სი­ახ­ლე­ნი" ავ­რცე­ლებს:

"რას გვე­უბ­ნე­ბა ღმერ­თი?! ნუთუ, იმას, რომ მუშ­ტი ვიბ­რა­გუ­ნოთ გულ­ში და ვთქვათ, რომ აი, ჩვენ ყოვ­ლად­წ­მი­და ღვთის­მშობ­ლის წილ­ხვედ­რი ვართ და ამი­ტომ ჩვენ მაგ­რე­ბი ვართ, ჩვენ ერ­თა­დერ­თი ვართ, ჩვენ გა­ნუ­მე­ო­რებ­ლე­ბი ვართ, ჩვენ არა­ფე­რი გვე­კა­რე­ბა, არაფ­რის შიში გვაქვს, ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რე­ბი, ყვე­ლა­ზე მაგ­რე­ბი, გე­ნე­ტი­კუ­რად ყვე­ლა­ზე სრულ­ყო­ფი­ლე­ბი ვართ და ა.შ. ნუთუ, ამის­თვის?! რო­გორც კი ჩვენს ის­ტო­რი­ას გა­დავ­ხე­დავთ წარ­სულ­ში, უახ­ლო­ეს წარ­სულ­სა და აწ­მყო­ში, თუნ­დაც სულ ახ­ლა­ხან, ჩვენ ისე­თი მაგ­რე­ბი ვართ, რომ კო­რო­ნაც არ გვე­კა­რე­ბა - თურ­მე, გვე­კა­რე­ბა! რა უნდა ვის­წავ­ლოთ ამი­სა­გან?! ამა­ზე პა­სუ­ხი წმი­და წე­რილ­შია, მას­შიც, რა­ზეც ჩვენ ვსა­უბ­რობ­დით და ასე­ვე, პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლის ცნო­ბილ სი­ტყვებ­ში, რაც ყვე­ლამ ვი­ცით: "მო­ბა­ძავ ჩემ­და იქ­მნე­ნით, ვი­თარ­ცა მე ქრის­ტე­სა" (კორ I. 11,1). წმი­და­ნო­ბის ინ­სტი­ტუ­ტი არ­სე­ბობს იმი­ტომ, რომ ჩვენ მათი მი­ბაძ­ვით ქრის­ტეს ვბა­ძავთ. ღვთის­მშობ­ლი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სწო­რია მა­შინ, რო­დე­საც ჩვენ ღვთის­მშო­ბელს ვბა­ძავთ, იმი­ტომ, რომ მან მი­ბა­ძა სამ­ყა­როს შე­მოქ­მედს სიმ­დაბ­ლე­ში, ე.ი. ღვთის­მშობ­ლის წილ­ხვედ­რო­ბა ნიშ­ნავს იმას, რომ უფ­ლის კურ­თხე­ვი­თა და ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბის შრო­მით მე ვგე­ბუ­ლობ, რომ ჩემი მთა­ვა­რი საქ­მე არის სიმ­დაბ­ლე­ში ვარ­ჯი­ში", - აღ­ნიშ­ნა დე­კა­ნოზ­მა თე­ო­დო­რემ.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იმედა
0

გამოდით და თქვით სიმართლე რომ საქართველო იღუპება.გაუმარჯოს ღმერთმა ყველა მართლის მთქმელ მამაოს.

იმედა
0

ყველა მართლის მთქმელი მამაო უნდა გართიანდეს და გადაარჩინოს საქართველო ყველანაირი ჭირისგან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ჩვენ ისეთი მაგრები ვართ, რომ თურმე კორონაც არ გვეკარება. თურმე, გვეკარება..." - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

"ჩვენ ისეთი მაგრები ვართ, რომ თურმე კორონაც არ გვეკარება. თურმე, გვეკარება..." - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

"ჩვენ ისეთი მაგრები ვართ, რომ თურმე კორონაც არ გვეკარება. თურმე, გვეკარება, - ამის შესახებ ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ დღევანდელი ქადაგებისას განაცხადა. მოძღვარმა საღმრთო ლიტურგია თბილისის მახათის მთის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში აღავლინა. ამონარიდს მამა თეოდორეს ქადაგებიდან "მსოფლიო საეკლესიო სიახლენი" ავრცელებს:

"რას გვეუბნება ღმერთი?! ნუთუ, იმას, რომ მუშტი ვიბრაგუნოთ გულში და ვთქვათ, რომ აი, ჩვენ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი ვართ და ამიტომ ჩვენ მაგრები ვართ, ჩვენ ერთადერთი ვართ, ჩვენ განუმეორებლები ვართ, ჩვენ არაფერი გვეკარება, არაფრის შიში გვაქვს, ყველაზე ძლიერები, ყველაზე მაგრები, გენეტიკურად ყველაზე სრულყოფილები ვართ და ა.შ. ნუთუ, ამისთვის?! როგორც კი ჩვენს ისტორიას გადავხედავთ წარსულში, უახლოეს წარსულსა და აწმყოში, თუნდაც სულ ახლახან, ჩვენ ისეთი მაგრები ვართ, რომ კორონაც არ გვეკარება - თურმე, გვეკარება! რა უნდა ვისწავლოთ ამისაგან?! ამაზე პასუხი წმიდა წერილშია, მასშიც, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით და ასევე, პავლე მოციქულის ცნობილ სიტყვებში, რაც ყველამ ვიცით: "მობაძავ ჩემდა იქმნენით, ვითარცა მე ქრისტესა" (კორ I. 11,1). წმიდანობის ინსტიტუტი არსებობს იმიტომ, რომ ჩვენ მათი მიბაძვით ქრისტეს ვბაძავთ. ღვთისმშობლისადმი დამოკიდებულება სწორია მაშინ, როდესაც ჩვენ ღვთისმშობელს ვბაძავთ, იმიტომ, რომ მან მიბაძა სამყაროს შემოქმედს სიმდაბლეში, ე.ი. ღვთისმშობლის წილხვედრობა ნიშნავს იმას, რომ უფლის კურთხევითა და ჩვენი წინაპრების შრომით მე ვგებულობ, რომ ჩემი მთავარი საქმე არის სიმდაბლეში ვარჯიში", - აღნიშნა დეკანოზმა თეოდორემ.