მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მთავრობა წყვეტს, როდის აიღოს სესხი და როდის არა - ვფიქრობ, პრეზიდენტს არ აქვს საკმარისი ინფორმაცია და ჩვენ მას ავუხსნით" - პრემიერი
"მთავრობა წყვეტს, როდის აიღოს სესხი და როდის არა - ვფიქრობ, პრეზიდენტს არ აქვს საკმარისი ინფორმაცია და ჩვენ მას ავუხსნით" - პრემიერი

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა წყვეტს, რო­დის აი­ღოს სეს­ხი და რო­დის არა - ვფიქ­რობ, პრე­ზი­დენტს არ აქვს საკ­მა­რი­სი ინ­ფორ­მა­ცია და ჩვენ მას ავუხ­სნით, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბას, რომ ევ­რო­კავ­ში­რის დახ­მა­რე­ბა­ზე უა­რის თქმა მის­თვის "ძნე­ლად გა­სა­გე­ბია“.

რო­გორც პრე­მი­ერ­მა აღ­ნიშ­ნა, შე­ფა­სე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ ევ­რო­პულ ვალ­ზე თქვა უარი, გაზ­ვი­ა­დე­ბუ­ლია.

ამას­თან, ღა­რი­ბა­ში­ლი კი­დევ ერთხელ გან­მარ­ტავს, რა­ტომ თქვა სა­ქარ­თვე­ლომ უარი ევ­რო­კავ­ში­რის­გან 75 მლნ ევ­როს მი­ღე­ბა­ზე უარი და აცხა­დებს, რომ ეს ფაქ­ტი ევ­რო­კავ­შირ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­და­ხედ­ვას არ ნიშ­ნავს.

"ვფიქ­რობ, პრე­ზი­დენტს არ აქვს საკ­მა­რი­სი ინ­ფორ­მა­ცია. ჩვენ მას ავუხ­სნით, მი­ვა­წო­დებთ ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის თა­ო­ბა­ზე, რა ვალ­ზეა სა­უ­ბა­რი და რო­გორ არის დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი ეს ვა­ლე­ბი, რო­გორ მარ­თავს მთავ­რო­ბა მთელ ამ პრო­ცესს. ვფიქ­რობ, გაზ­ვი­ა­დე­ბუ­ლი შე­ფა­სე­ბაა, რომ მთავ­რო­ბამ ევ­რო­პულ ვალ­ზე თქვა უარი. ევ­რო­კავ­ში­რის სეს­ხი აღარ იყო სა­ჭი­რო. მთავ­რო­ბამ გა­და­წყვი­ტა ეტა­პობ­რი­ვად სა­გა­რეო ვა­ლის შემ­ცი­რე­ბა. ამ კონ­კრე­ტულ­მა სეს­ხმა შე­ი­ძი­ნა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­ლიტ­კუ­რი დატ­ვირ­თვა. მი­თუ­მე­ტეს, სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დროს, ჩვე­ნი ოპო­ნენ­ტე­ბი სპე­კუ­ლი­რებ­დნენ ამ სეს­ხით. სეს­ხი იყო და­კავ­შრე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მას­თან - ასე­თი წვრილ­მა­ნე­ბით რო­დე­საც ვკონ­ცენ­ტრირ­დე­ბით, ვფიქ­რობ, და­მაკ­ნი­ნე­ბე­ლი და და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლია სა­ქარ­თვე­ლო- ევ­რო­კავ­ში­რის ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის იმი­ტომ, რომ ჩვენ გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლი დო­ნის ურ­თი­ერ­თო­ბა გვა­კავ­ში­რებს ევ­რო­კავ­შირ­თან, ვიდ­რე კონ­კრე­ტუ­ლი სეს­ხის ნა­წი­ლი. 75 მლნ ევრო რა­ი­მე კრი­ტი­კულ მნიშ­ვნე­ლო­ბას არ იძენს. ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ მთავ­რო­ბა აჩე­რებს თუ გა­და­ხე­დავს ევ­რო­კავ­შირ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. ჩვენ გვაქვს ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ევ­რო­კავ­შრ­თან და სხვა სა­ფი­ნან­სო დო­ნო­რებ­თან, რომ­ლე­ბიც წლე­ბია სა­ქარ­თვე­ლოს ეხ­მა­რე­ბი­ან და გვაქვს აწყო­ბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა. ეს სეს­ხი არაფ­რით არ უკავ­შირ­დე­ბო­და არც რი­კო­თის გზე­ბის მშე­ნებ­ლო­ბას და ა.შ. მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით პრე­ზი­დენტს არ ჰქონ­და ინ­ფორ­მა­ცია, მაგ­რამ მე და­ვა­ვა­ლებ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას და ინ­ფორ­მა­ცი­ას აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვა­წო­დებთ. ზედ­მე­ტი დრა­მა­ტი­ზე­ბა სა­ჭი­რო არაა. პრე­ზი­დეტს თა­ვი­სი აზრი აქვს, მისი უფ­ლე­ბაა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი ჰქონ­დეს. ჩვენ ასე ვხედ­ვათ, სა­ა­კაშ­ვი­ლი სხვა­ნა­ი­რად ხე­დავს...“,- გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ევ­რო­კავ­ში­რის დახ­მა­რე­ბა­ზე უა­რის თქმა, მის­თვის „ძნე­ლად გა­სა­გე­ბია“. მი­სი­ვე თქმით, „ცოტა არ იყოს პა­რა­დოქ­სუ­ლა­დაც ჟღერს ერთი ხე­ლით ევ­რო­პის სეს­ხზე უა­რის თქმა და მე­ო­რე მხრივ, სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტებ­ზე, მათ შო­რის რი­კო­თის მა­გის­ტრა­ლის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე აპე­ლი­რე­ბა, მა­შინ, როცა იგი დიდ­წი­ლად ევ­რო­პი­დან წა­მო­სუ­ლი სეს­ხე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა“.

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მადლიერი ერი
2

უღრმესი მადლობა 3.20-იანი ბენზინისათვის,ეს თქვენამდე წარმოუდეგენელი იყო,,,,,არჩევნებამდე00000000000000000000000000000

ვერა
0

ევრო-კავშირის ქალი ამბობს, ჩვენ არ გამოვუყავით სესხიო, ესენი ამბობენ ჩვენ ვთქვით უარიო. გაიგე რა ხთეფა. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მთავრობა წყვეტს, როდის აიღოს სესხი და როდის არა - ვფიქრობ, პრეზიდენტს არ აქვს საკმარისი ინფორმაცია და ჩვენ მას ავუხსნით" - პრემიერი

"მთავრობა წყვეტს, როდის აიღოს სესხი და როდის არა - ვფიქრობ, პრეზიდენტს არ აქვს საკმარისი ინფორმაცია და ჩვენ მას ავუხსნით" - პრემიერი

საქართველოს მთავრობა წყვეტს, როდის აიღოს სესხი და როდის არა - ვფიქრობ, პრეზიდენტს არ აქვს საკმარისი ინფორმაცია და ჩვენ მას ავუხსნით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას, რომ ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმა მისთვის "ძნელად გასაგებია“.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, შეფასება, რომ საქართველოს მთავრობამ ევროპულ ვალზე თქვა უარი, გაზვიადებულია.

ამასთან, ღარიბაშილი კიდევ ერთხელ განმარტავს, რატომ თქვა საქართველომ უარი ევროკავშირისგან 75 მლნ ევროს მიღებაზე უარი და აცხადებს, რომ ეს ფაქტი ევროკავშირთან ურთიერთობის გადახედვას არ ნიშნავს.

"ვფიქრობ, პრეზიდენტს არ აქვს საკმარისი ინფორმაცია. ჩვენ მას ავუხსნით, მივაწოდებთ ინფორმაციას იმის თაობაზე, რა ვალზეა საუბარი და როგორ არის დიფერენცირებული ეს ვალები, როგორ მართავს მთავრობა მთელ ამ პროცესს. ვფიქრობ, გაზვიადებული შეფასებაა, რომ მთავრობამ ევროპულ ვალზე თქვა უარი. ევროკავშირის სესხი აღარ იყო საჭირო. მთავრობამ გადაწყვიტა ეტაპობრივად საგარეო ვალის შემცირება. ამ კონკრეტულმა სესხმა შეიძინა განსაკუთრებული პოლიტკური დატვირთვა. მითუმეტეს, საარჩევნო კამპანიის დროს, ჩვენი ოპონენტები სპეკულირებდნენ ამ სესხით. სესხი იყო დაკავშრებული სასამართლო რეფორმასთან - ასეთი წვრილმანებით როდესაც ვკონცენტრირდებით, ვფიქრობ, დამაკნინებელი და დამაზიანებელია საქართველო- ევროკავშირის ურთიერთობისთვის იმიტომ, რომ ჩვენ გაცილებით მაღალი დონის ურთიერთობა გვაკავშირებს ევროკავშირთან, ვიდრე კონკრეტული სესხის ნაწილი. 75 მლნ ევრო რაიმე კრიტიკულ მნიშვნელობას არ იძენს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მთავრობა აჩერებს თუ გადახედავს ევროკავშირთან ურთიერთობას ამ მიმართულებით. ჩვენ გვაქვს ძალიან წარმატებული თანამშრომლობა ევროკავშრთან და სხვა საფინანსო დონორებთან, რომლებიც წლებია საქართველოს ეხმარებიან და გვაქვს აწყობილი ურთიერთობა. ეს სესხი არაფრით არ უკავშირდებოდა არც რიკოთის გზების მშენებლობას და ა.შ. მაღალი ალბათობით პრეზიდენტს არ ჰქონდა ინფორმაცია, მაგრამ მე დავავალებ ადმინისტრაციას და ინფორმაციას აუცილებლად მივაწოდებთ. ზედმეტი დრამატიზება საჭირო არაა. პრეზიდეტს თავისი აზრი აქვს, მისი უფლებაა განსხვავებული აზრი ჰქონდეს. ჩვენ ასე ვხედვათ, სააკაშვილი სხვანაირად ხედავს...“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმა, მისთვის „ძნელად გასაგებია“. მისივე თქმით, „ცოტა არ იყოს პარადოქსულადაც ჟღერს ერთი ხელით ევროპის სესხზე უარის თქმა და მეორე მხრივ, სხვადასხვა პროექტებზე, მათ შორის რიკოთის მაგისტრალის მშენებლობაზე აპელირება, მაშინ, როცა იგი დიდწილად ევროპიდან წამოსული სესხებით ხორციელდება“.