სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ის, რომ მძიმე პაციენტები მასობრივად იღუპებიან, არის მცდარი - კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პირების გადარჩენის უამრავი მაგალითი არსებობს" - ლევან რატიანი
"ის, რომ მძიმე პაციენტები მასობრივად იღუპებიან, არის მცდარი - კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პირების გადარჩენის უამრავი მაგალითი არსებობს" - ლევან რატიანი

ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ ის პრო­ცე­სე­ბი, რო­მე­ლიც ჩვენ ქვე­ყა­ნა­ში ამ ეტაპ­ზე არის, ძა­ლი­ან მალე დას­რულ­დე­ბა. ამის სა­ფუძ­ველს გვაძ­ლევს ძა­ლი­ან ბევ­რი ფაქ­ტი. ამის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია ისიც, რომ დღეს ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ძა­ლი­ან მკვეთ­რად შემ­ცირ­და, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის დი­რექ­ტორ­მა, ლე­ვან რა­ტი­ან­მა ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს და კო­ვიდკ­ლი­ნი­კე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, მი­სა­სალ­მე­ბე­ლია ის ფაქ­ტიც, რომ ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ­თა რი­ცხვი მკვეთ­რად იზ­რდე­ბა, რაც პან­დე­მი­ის და­მარ­ცხე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა.

„ვაქ­ცი­ნა­ცი­ის სწრა­ფი ტემ­პი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში დად­გე­ბა თა­რი­ღი, რო­დე­საც მო­სახ­ლე­ო­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 70%-ს, რო­გორც ამას ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბი გვე­უბ­ნე­ბი­ან, ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დე­ბა იმუ­ნი­ტე­ტი და კო­ვიდ და­ა­ვა­დე­ბა უკან და­ი­ხევს“, - აღ­ნიშ­ნა რა­ტი­ან­მა.

მან ასე­ვე კო­ვიდკ­ლი­ნი­კებ­ში მძი­მე პა­ცი­ენ­ტე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზეც ისა­უბ­რა.

“გვყავს ძა­ლი­ან ბევ­რი კრი­ტი­კუ­ლი პა­ცი­ენ­ტი. ჩვენ­და სა­ბედ­ნი­ე­როდ, კრი­ტი­კუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ჯან­მრთელ­დე­ბა. რო­დე­საც პა­ცი­ენ­ტი რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა, ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ ის აუ­ცი­ლებ­ლად გარ­და­იც­ვლე­ბა. არ ვიცი, ვის აწყობს ამის თქმა და რა­ტომ ძა­ბა­ვენ მო­სახ­ლე­ო­ბას, მაგ­რამ მე შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ ბოლო 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვე­ნი კლი­ნი­კა ყვე­ლა­ზე მძი­მე პა­ცი­ენ­ტებს ემ­სა­ხუ­რე­ბა - რო­გორც ახალ­შო­ბი­ლებს, ისე ორ­სუ­ლებს და ლე­ტა­ლო­ბის ინ­დექ­სი, ჩვენ­და სა­ბედ­ნი­ე­როდ, მხო­ლოდ 5,1%-ს შე­ად­გენს. ეს კარ­გია, მაგ­რამ ამ ლე­ტა­ლო­ბა­ში იგუ­ლის­ხმე­ბა, რომ იმის­და მი­უ­ხე­და­ვად, რომ ექი­მებ­მა ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თეთ, რომ პა­ცი­ენ­ტე­ბი გა­დაგ­ვერ­ჩი­ნა, ისი­ნი მა­ინც გვე­ღუ­პე­ბოდ­ნენ, რად­გან ად­გი­ლი ჰქონ­და სი­ცო­ცხლეს­თან შე­უ­თავ­სე­ბელ მდგო­მა­რე­ო­ბას, რისი მარ­თვაც ექი­მებს არ შე­ეძ­ლოთ“, - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან რა­ტი­ან­მა.

მი­სი­ვე თქმით, იმის თქმა, რომ კო­ვიდ-19-ის მძი­მე პა­ცი­ენ­ტე­ბი მა­სი­უ­რად იღუ­პე­ბი­ან, არის მცდა­რი, რად­გან კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი პა­ცი­ენ­ტე­ბის გა­დარ­ჩე­ნის უამ­რა­ვი მა­გა­ლი­თი არ­სე­ბობს. რა­ტი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, რომ მალე დად­გე­ბა მო­მენ­ტი, რო­დე­საც სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის ნიშ­ნუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში მკვეთ­რად და­იკ­ლებს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლია
0

მაგ სიმართლით იცოცხლე

😀😀😀
1

შარშან რა პოსტებს აცხობდი სულელური ლოზუნგებით მალე მოვა და გაზაფხული კორ ვირუსის გარეშე და ათასი სისულელე 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ის, რომ მძიმე პაციენტები მასობრივად იღუპებიან, არის მცდარი - კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პირების გადარჩენის უამრავი მაგალითი არსებობს" - ლევან რატიანი

"ის, რომ მძიმე პაციენტები მასობრივად იღუპებიან, არის მცდარი - კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პირების გადარჩენის უამრავი მაგალითი არსებობს" - ლევან რატიანი

ვიმედოვნებთ, რომ ის პროცესები, რომელიც ჩვენ ქვეყანაში ამ ეტაპზე არის, ძალიან მალე დასრულდება. ამის საფუძველს გვაძლევს ძალიან ბევრი ფაქტი. ამის მაჩვენებელია ისიც, რომ დღეს ინფიცირებულთა რაოდენობა ძალიან მკვეთრად შემცირდა, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ჯანდაცვის სამინისტროს და კოვიდკლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მისასალმებელია ის ფაქტიც, რომ ვაქცინირებულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება, რაც პანდემიის დამარცხებისთვის აუცილებელი პირობაა.

„ვაქცინაციის სწრაფი ტემპიდან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანაში დადგება თარიღი, როდესაც მოსახლეობის დაახლოებით 70%-ს, როგორც ამას ეპიდემიოლოგები გვეუბნებიან, ჩამოუყალიბდება იმუნიტეტი და კოვიდ დაავადება უკან დაიხევს“, - აღნიშნა რატიანმა.

მან ასევე კოვიდკლინიკებში მძიმე პაციენტების მდგომარეობაზეც ისაუბრა.

“გვყავს ძალიან ბევრი კრიტიკული პაციენტი. ჩვენდა საბედნიეროდ, კრიტიკული პაციენტების უმრავლესობა ჯანმრთელდება. როდესაც პაციენტი რეანიმაციაში იმყოფება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის აუცილებლად გარდაიცვლება. არ ვიცი, ვის აწყობს ამის თქმა და რატომ ძაბავენ მოსახლეობას, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩვენი კლინიკა ყველაზე მძიმე პაციენტებს ემსახურება - როგორც ახალშობილებს, ისე ორსულებს და ლეტალობის ინდექსი, ჩვენდა საბედნიეროდ, მხოლოდ 5,1%-ს შეადგენს. ეს კარგია, მაგრამ ამ ლეტალობაში იგულისხმება, რომ იმისდა მიუხედავად, რომ ექიმებმა ყველაფერი გავაკეთეთ, რომ პაციენტები გადაგვერჩინა, ისინი მაინც გვეღუპებოდნენ, რადგან ადგილი ჰქონდა სიცოცხლესთან შეუთავსებელ მდგომარეობას, რისი მართვაც ექიმებს არ შეეძლოთ“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

მისივე თქმით, იმის თქმა, რომ კოვიდ-19-ის მძიმე პაციენტები მასიურად იღუპებიან, არის მცდარი, რადგან კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების გადარჩენის უამრავი მაგალითი არსებობს. რატიანმა აღნიშნა, რომ მალე დადგება მომენტი, როდესაც სიკვდილიანობის ნიშნული საქართველოში მკვეთრად დაიკლებს.