მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრემიერის მე-3 ვაჟი - გაბრიელი პირველკლასელია - დეკლარაციის თანახმად, რა თანხას იხდის ირაკლი ღარიბაშვილი შვილების განათლებაში?
პრემიერის მე-3 ვაჟი - გაბრიელი პირველკლასელია - დეკლარაციის თანახმად, რა თანხას იხდის ირაკლი ღარიბაშვილი შვილების განათლებაში?

"გაბ­რი­ე­ლი პირ­ველ კლას­ში“ - ამ წარ­წე­რით ფო­ტო­ებს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე ნუ­ნუ­კა თა­მა­ზაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც ჩანს, რომ პრე­მი­ე­რის ორი შვი­ლი გაკ­ვე­თი­ლებს დის­ტან­ცი­უ­რად ეს­წრე­ბა.

პან­დე­მი­ის გამო უკვე მე­ო­რე წე­ლია, რაც სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს უჩ­ვე­უ­ლო გა­რე­მო­ში, დის­ტან­ცი­უ­რად უწევთ სწავ­ლა. კერ­ძო სკო­ლე­ბის ნა­წილ­ში სწავ­ლა უკვე და­ი­წყო. მათ­გან უმ­ცროსკლა­სე­ლე­ბი დის­ტან­ცი­უ­რად სწავ­ლო­ბენ, უფ­როსკლა­სე­ლე­ბი კი სკო­ლის მერ­ხებს მი­უს­ხდნენ.

პრე­მი­ერ - მი­ნისტრს ოთხი შვი­ლი ჰყავს. უფ­რო­სი ნი­კო­ლო­ზი, 16 წლის არის, ან­დრია - 11. გაბ­რი­ე­ლი მე­სა­მე შვი­ლია, რო­მე­ლიც წყვილს ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლის შემ­დეგ, 2015 წელს შე­ე­ძი­ნა. მე­ო­თხე შვი­ლი, გო­გო­ნა, ნინო კი 2016 წელს, რო­დე­საც ღა­რი­ბაშ­ვი­ლი დრო­ე­ბით პო­ლი­ტი­კას ჩა­მო­შორ­და.

გაბ­რი­ელ ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ნათ­ლი­ე­ბი არი­ან სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქი ილია მე­ო­რე და ბერა ივა­ნიშ­ვი­ლი.

რო­გორც ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, 2020 წელს ნუ­ნუ­კა თა­მა­ზაშ­ვილ­მა ნი­კო­ლოზ ღა­რი­ბაშ­ვი­ლის სწავ­ლის სა­ფა­სუ­რი 24000 ლარი გა­და­ი­ხა­და.

2019-2020 წლებ­ში ან­დრია, გაბ­რი­ელ და ნინო ღა­რი­ბაშ­ვი­ლე­ბის სწავ­ლის სა­ფა­სურ­მა 16 977 ლარს შე­ად­გი­ნა.

ღა­რი­ბაშ­ვი­ლი-თა­მა­ზაშ­ვი­ლის წყვი­ლი ხში­რად იღებს ოჯა­ხურ ფო­ტო­ებს. ასე­ვე ერ­თგვა­რი ტრა­დი­ცია აქვთ სა­ა­ხალ­წლო ფო­ტო­ე­ბის, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას ახა­ლი წლის დად­გო­მას ულო­ცა­ვენ.

მკითხველის კომენტარები / 44 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Nანა
1

გაიზარდეთ და გაიხარეთ ბავშვებო მშობლებთან ერთად!

ვოოტ
1

სანამ ყველა ჩინოვნიკის შვილი საჯარო სკოლაში არ ივლის, განათლების (გაუნათლებლობის) პრობლემა არ აღმოიფხვრება!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

პრემიერის მე-3 ვაჟი - გაბრიელი პირველკლასელია - დეკლარაციის თანახმად, რა თანხას იხდის ირაკლი ღარიბაშვილი შვილების განათლებაში?

პრემიერის მე-3 ვაჟი - გაბრიელი პირველკლასელია - დეკლარაციის თანახმად, რა თანხას იხდის ირაკლი ღარიბაშვილი შვილების განათლებაში?

"გაბრიელი პირველ კლასში“ - ამ წარწერით ფოტოებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლე ნუნუკა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ პრემიერის ორი შვილი გაკვეთილებს დისტანციურად ესწრება.

პანდემიის გამო უკვე მეორე წელია, რაც სკოლის მოსწავლეებს უჩვეულო გარემოში, დისტანციურად უწევთ სწავლა. კერძო სკოლების ნაწილში სწავლა უკვე დაიწყო. მათგან უმცროსკლასელები დისტანციურად სწავლობენ, უფროსკლასელები კი სკოლის მერხებს მიუსხდნენ.

პრემიერ - მინისტრს ოთხი შვილი ჰყავს. უფროსი ნიკოლოზი, 16 წლის არის, ანდრია - 11. გაბრიელი მესამე შვილია, რომელიც წყვილს ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ, 2015 წელს შეეძინა. მეოთხე შვილი, გოგონა, ნინო კი 2016 წელს, როდესაც ღარიბაშვილი დროებით პოლიტიკას ჩამოშორდა.

გაბრიელ ღარიბაშვილის ნათლიები არიან საქართველოს პატრიარქი ილია მეორე და ბერა ივანიშვილი.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაციაში ვკითხულობთ, 2020 წელს ნუნუკა თამაზაშვილმა ნიკოლოზ ღარიბაშვილის სწავლის საფასური 24000 ლარი გადაიხადა.

2019-2020 წლებში ანდრია, გაბრიელ და ნინო ღარიბაშვილების სწავლის საფასურმა 16 977 ლარს შეადგინა.

ღარიბაშვილი-თამაზაშვილის წყვილი ხშირად იღებს ოჯახურ ფოტოებს. ასევე ერთგვარი ტრადიცია აქვთ საახალწლო ფოტოების, რომლის საშუალებითაც ქვეყნის მოსახლეობას ახალი წლის დადგომას ულოცავენ.