პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართული ოცნება" ევროკავშირისგან განმარტებას ითხოვს - რა წერილს ამზადებს მმართელი გუნდი
"ქართული ოცნება" ევროკავშირისგან განმარტებას ითხოვს - რა წერილს ამზადებს მმართელი გუნდი

„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ევ­რო­კავ­შირ­ში გა­საგ­ზავ­ნად წე­რილს ამ­ზა­დებს და მის­გან გან­მარ­ტე­ბას ითხოვს. რო­გორც სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ ნი­კო­ლოზ სამ­ხა­რა­ძემ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „დღის ნი­უს­რუ­მი“ გა­ნა­ცხა­და, ბრი­უ­სელ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო უკვე აქ­ტი­უ­რა­დაა კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში ჩარ­თუ­ლი.

მისი თქმით, ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბამ არ და­ა­კონ­კრე­ტა, კერ­ძოდ, რა ვერ შე­ას­რუ­ლა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ შე­თან­ხმე­ბის ოთხი პუნ­ქტი­დან.

„ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ჩვენ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იცო­დეს, რა შე­თან­ხმე­ბა არ­სე­ბობ­და სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­შირს შო­რის იმ 150 მი­ლი­ო­ნი ევრო სეს­ხის გა­მო­ყო­ფას­თან და­კავ­ში­რე­ბით და რა იყო ის სტრუქ­ტუ­რუ­ლი რე­ფორ­მის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს უნდა გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა. ეს იყო 4 ძი­რი­თა­დი ქვეჯ­გუ­ფი: პირ­ვე­ლი, ეს იყო სა­ჯა­რო ფი­ნან­სე­ბის მარ­თვა, სა­დაც შე­დის კა­ნო­ნი სა­ხელ­მწი­ფო პენ­სი­ე­ბის შე­სა­ხებ, ასე­ვე, სა­პენ­სიო ფონ­დის სა­ინ­ვეს­ტი­ციო სტრა­ტე­გია. მე­ო­რე ნა­წი­ლი, ეს იყო ზო­გა­დად მმარ­თვე­ლო­ბის ქვეჯ­გუ­ფი, სა­დაც შე­დის კა­ნო­ნი მე­წარ­მე­ო­ბის შე­სა­ხებ და ასე­ვე სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მა. მე­სა­მე, ეს იყო სექ­ტო­რუ­ლი რე­ფორ­მე­ბი და ძი­რი­თა­დად ეხე­ბო­და ენერ­გო­ე­ფექ­ტუ­რო­ბას. მე­ო­თხე, ეს იყო შრო­მი­თი ბა­ზა­რი და აქ იყო სა­უ­ბა­რი კა­ნონ­ზე შრო­მი­თი სერ­ვი­სე­ბის შე­სა­ხებ და შრო­მი­თი ინ­სპექ­ტო­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის გაზ­რდა.

სხვა სამ სფე­როს­თან და­კავ­ში­რე­ბით ევ­რო­კავ­შირს პრე­ტენ­ზი­ე­ბი არ გა­აჩ­ნია ამი­ტომ, მე მინ­და გე­სა­უბ­როთ, თუ რა წე­რია სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით ამ დო­კუ­მენ­ტში. მე­ხუ­თე პუნ­ქტში, რო­მე­ლიც ეხე­ბა სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მას ჩა­მოთ­ვლი­ლია a,b,c და d პუნ­ქტე­ბი. ერთი შე­ე­ხე­ბა ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბას. მე­ო­რე შე­ე­ხე­ბა იმას, რომ ძვე­ლი კა­ნო­ნით არ ყო­ფი­ლიყ­ვნენ და­ნიშ­ნუ­ლი მო­სა­მარ­თლე­ე­ბი. მე­სა­მე სა­კი­თხი ეხე­ბა კა­ნო­ნის მი­ღე­ბას, რო­მე­ლიც თა­ვის მხრივ ეხე­ბა სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას და მე­ო­თხე სა­კი­თხი ეხე­ბა წე­რი­ლო­ბით დას­კვნას პირ­ველ და სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში მო­სა­მარ­თლე­ე­ბის და­ნიშ­ვნას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის გუ­შინ­დელ ბრი­ფინგზე კონ­კრე­ტუ­ლად არ იყო მი­თი­თე­ბუ­ლი, თუ რა ვერ შე­ას­რუ­ლა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ამ ოთხი პუნ­ქტი­დან. მე შე­მიძ­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვუ­თხრა, რომ პირ­ვე­ლი და ბოლო კა­ნო­ნის პრო­ექ­ტი უკვე შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია და ინი­ცი­რე­ბუ­ლია პარ­ლა­მენ­ტში, ხოლო რაც შე­ე­ხე­ბა მე­სა­მე და მე­ო­თხე პუნ­ქტებს, ესე­ნი ორი­ვე სრუ­ლა­დაა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი. ამი­ტომ ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ევ­რო­კავ­ში­რი აი ამ პუნ­ქტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ა­კე­თებს გან­ცხა­დე­ბას, რომ ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის იყოს ნა­თე­ლი, რა ჰგო­ნია ევ­რო­კავ­შირს, რომ სა­ქარ­თვე­ლომ ვერ შე­ას­რუ­ლა და რა არის ჩვე­ნი პო­ზი­ცია“, - გა­ნა­ცხა­და ნი­კო­ლოზ სამ­ხა­რა­ძემ.

„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტის თქმით, მმარ­თველ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას სურს გა­ი­გოს, 22 სექ­ტემ­ბრის შე­თან­ხმე­ბი­დან, რო­მე­ლი პუნ­ქტი ვერ შე­ას­რუ­ლა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ.

„ბრი­უ­სელ­ში ჩვე­ნი სა­ელ­ჩო უკვე აქ­ტი­უ­რა­დაა კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში, ჩვენ მომ­ზა­დე­ბუ­ლი გვაქვს უკვე დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც ნათ­ლად ასა­ხავს თი­თო­ე­უ­ლი ამ პუნ­ქტის შეს­რუ­ლე­ბის პრო­ცესს და ეს დო­კუ­მენ­ტი და­ეგ­ზავ­ნე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვეყ­ნე­ბის ყვე­ლა სა­ელ­ჩოს და იქ­ნე­ბა ამა­ზე კო­მუ­ნი­კა­ცია უშუ­ა­ლოდ ბრი­უ­სელ­ში. ამის შემ­დეგ გვინ­და მო­ვის­მი­ნოთ პა­სუ­ხე­ბი, კონ­კრე­ტუ­ლად რა არ შეს­რულ­და. არ შე­იძ­ლე­ბა ზე­და­პი­რუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბა, ყვე­ლა­ფერ­ში უნდა იყოს კონ­კრე­ტი­კა, რო­დე­საც საქ­მე ეხე­ბა კრი­ტე­რი­უ­მებს, რო­მე­ლიც უნდა შეს­რულ­დეს. ეს არის ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი, რო­დე­საც არის სა­მოქ­მე­დო გეგ­მა, იქ რა­ღა­ცა ან შეს­რულ­და, ან არ შეს­რულ­და. ჩვენ გვა­ინ­ტე­რე­სებს რო­მე­ლი პუნ­ქტი არ შე­ვას­რუ­ლეთ 22 სექ­ტემ­ბრის შე­თან­ხმე­ბის ევ­რო­კავ­შირ­თან“, - გა­ნა­ცხა­და ნი­კო­ლოზ სამ­ხა­რა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახო
6

სად გიპოვათ ხიხომ საად?

!!!
12

აიჭრნენ ქოცბიჭები!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ქართული ოცნება" ევროკავშირისგან განმარტებას ითხოვს - რა წერილს ამზადებს მმართელი გუნდი

"ქართული ოცნება" ევროკავშირისგან განმარტებას ითხოვს - რა წერილს ამზადებს მმართელი გუნდი

„ქართული ოცნება“ ევროკავშირში გასაგზავნად წერილს ამზადებს და მისგან განმარტებას ითხოვს. როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, ბრიუსელში საქართველოს საელჩო უკვე აქტიურადაა კომუნიკაციაში ჩართული.

მისი თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლობამ არ დააკონკრეტა, კერძოდ, რა ვერ შეასრულა საქართველოს ხელისუფლებამ შეთანხმების ოთხი პუნქტიდან.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს, რა შეთანხმება არსებობდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის იმ 150 მილიონი ევრო სესხის გამოყოფასთან დაკავშირებით და რა იყო ის სტრუქტურული რეფორმის კრიტერიუმები, რომლებიც საქართველოს უნდა განეხორციელებინა. ეს იყო 4 ძირითადი ქვეჯგუფი: პირველი, ეს იყო საჯარო ფინანსების მართვა, სადაც შედის კანონი სახელმწიფო პენსიების შესახებ, ასევე, საპენსიო ფონდის საინვესტიციო სტრატეგია. მეორე ნაწილი, ეს იყო ზოგადად მმართველობის ქვეჯგუფი, სადაც შედის კანონი მეწარმეობის შესახებ და ასევე სასამართლო რეფორმა. მესამე, ეს იყო სექტორული რეფორმები და ძირითადად ეხებოდა ენერგოეფექტურობას. მეოთხე, ეს იყო შრომითი ბაზარი და აქ იყო საუბარი კანონზე შრომითი სერვისების შესახებ და შრომითი ინსპექტორების რაოდენობის გაზრდა.

სხვა სამ სფეროსთან დაკავშირებით ევროკავშირს პრეტენზიები არ გააჩნია ამიტომ, მე მინდა გესაუბროთ, თუ რა წერია სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ამ დოკუმენტში. მეხუთე პუნქტში, რომელიც ეხება სასამართლო სისტემას ჩამოთვლილია a,b,c და d პუნქტები. ერთი შეეხება ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებას. მეორე შეეხება იმას, რომ ძველი კანონით არ ყოფილიყვნენ დანიშნული მოსამართლეები. მესამე საკითხი ეხება კანონის მიღებას, რომელიც თავის მხრივ ეხება სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებების გამოქვეყნებას და მეოთხე საკითხი ეხება წერილობით დასკვნას პირველ და სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით.

ევროკავშირის წარმომადგენლობის გუშინდელ ბრიფინგზე კონკრეტულად არ იყო მითითებული, თუ რა ვერ შეასრულა საქართველოს ხელისუფლებამ ამ ოთხი პუნქტიდან. მე შემიძლია საზოგადოებას ვუთხრა, რომ პირველი და ბოლო კანონის პროექტი უკვე შემუშავებულია და ინიცირებულია პარლამენტში, ხოლო რაც შეეხება მესამე და მეოთხე პუნქტებს, ესენი ორივე სრულადაა შესრულებული. ამიტომ ძალიან კარგი იქნება, თუ ევროკავშირი აი ამ პუნქტებთან დაკავშირებით გააკეთებს განცხადებას, რომ ჩვენი საზოგადოებისთვის იყოს ნათელი, რა ჰგონია ევროკავშირს, რომ საქართველომ ვერ შეასრულა და რა არის ჩვენი პოზიცია“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

„ქართული ოცნების“ დეპუტატის თქმით, მმართველ პოლიტიკურ ძალას სურს გაიგოს, 22 სექტემბრის შეთანხმებიდან, რომელი პუნქტი ვერ შეასრულა საქართველოს მთავრობამ.

„ბრიუსელში ჩვენი საელჩო უკვე აქტიურადაა კომუნიკაციაში, ჩვენ მომზადებული გვაქვს უკვე დოკუმენტი, რომელიც ნათლად ასახავს თითოეული ამ პუნქტის შესრულების პროცესს და ეს დოკუმენტი დაეგზავნება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ყველა საელჩოს და იქნება ამაზე კომუნიკაცია უშუალოდ ბრიუსელში. ამის შემდეგ გვინდა მოვისმინოთ პასუხები, კონკრეტულად რა არ შესრულდა. არ შეიძლება ზედაპირული განცხადებების გაკეთება, ყველაფერში უნდა იყოს კონკრეტიკა, როდესაც საქმე ეხება კრიტერიუმებს, რომელიც უნდა შესრულდეს. ეს არის ძალიან მარტივი, როდესაც არის სამოქმედო გეგმა, იქ რაღაცა ან შესრულდა, ან არ შესრულდა. ჩვენ გვაინტერესებს რომელი პუნქტი არ შევასრულეთ 22 სექტემბრის შეთანხმების ევროკავშირთან“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.