პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სოფელში რომ დავსახლდები, საქმიანობას წამოვიწყებ, ბევრს ვიშრომებ..." - მილიონერი დეპუტატის გეგმები და ქონებრივი დეკლარაცია
"სოფელში რომ დავსახლდები, საქმიანობას წამოვიწყებ, ბევრს ვიშრომებ..." - მილიონერი დეპუტატის გეგმები და ქონებრივი დეკლარაცია

პარ­ლა­მენ­ტა­რი ნინო წი­ლო­სა­ნი "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე აქ­ვეყ­ნებს ფო­ტოს, წარ­წე­რით: "ე.ი. სო­ფელ­ში რომ დავ­სახ­ლდე­ბი, საქ­მი­ა­ნო­ბას წა­მო­ვი­წყებ, ბევ­რს ვიშ­რო­მებ, კარ­გად გავ­მარ­თავ ჩემს წა­მო­წყე­ბას, ჩემს ნაშ­რომს რე­ა­ლი­ზა­ცი­ას გა­ვუ­კე­თებ, გა­ვა­ფარ­თო­ვებ საქ­მეს, სხვა ქა­ლებ­საც ავი­ყო­ლი­ებ და ბევ­რნი გავ­ხდე­ბით... მერე კი ვი­ტყვი ნამ­დვილ წარ­მა­ტე­ბას მი­ვაღ­წიე-თქო!"

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ბიზ­ნემ­სენ ბად­რი წი­ლო­სა­ნის დე­პუ­ტატ ქა­ლიშ­ვილს მე­დია ხში­რად მო­იხ­სე­ნი­ებს მი­ლი­ო­ნე­რად და რა თქმა უნდა, სრუ­ლი­ად სა­ფუძ­ვლი­ა­ნად.

2021 წლის 29 იან­ვარს შევ­სე­ბუ­ლი ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის თა­ნახ­მად, წი­ლო­სა­ნი ფლობს თბი­ლის­ში ორი არა­სა­ცხო­რე­ბე­ლი ფარ­თის წი­ლებს; დე­და­ქა­ლაქ­ში მდე­ბა­რე ორ ბი­ნას; ავ­ტო­ფა­რეხს და მი­წის ნაკ­ვეთს ურეკ­ში. ამას­თან, მის სა­კუთ­რე­ბა­შია, მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი Toyota. მას­ვე დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის მო­მენ­ტში სა­ბან­კო ან­გა­რიშ­ზე - 2 786 ლარი, ხოლო ნაღ­დი ფუ­ლა­დი თან­ხის სა­ხით, 30 000 ლარი ჰქონ­და. მის­მა შე­მო­სა­ვალ­მა პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის პო­ზი­ცი­ა­ზე 2020 წელს - 54 871 ლარი შე­ად­გი­ნა. გარ­და ამი­სა, რო­გორც დეკ­ლა­რა­ცი­ა­შია მი­თი­თე­ბუ­ლი, წი­ლო­სა­ნი რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნი­ა­ში ფლობს წი­ლებს, თუმ­ცა, ისი­ნი მარ­თვის უფ­ლე­ბით სხვა პირ­ზე აქვს გა­და­ცე­მუ­ლი. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ამა­ვე დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში მას მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი ჰყავს აწ უკვე ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე ვლა­დი­მერ აბუ­ლა­ძე და შე­ტა­ნი­ლი აქვს მისი ასე­ვე შთამ­ბეჭ­და­ვი ქო­ნე­ბაც, თუმ­ცა დღეს დე­პუ­ტა­ტი მას უკვე მხო­ლოდ "შვი­ლე­ბის მა­მად" მო­იხ­სე­ნი­ებს. წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს და­შორ­და.

"ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს ჩემი შვი­ლე­ბის მა­მას­თან. მას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი როლი აქვს ბავ­შვე­ბის აღ­ზრდა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ში. ბავ­შვე­ბის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მა­მას­თან მე­გობ­რო­ბა და მი­ხა­რია, რომ მათი აღ­ზრდის პრო­ცეს­ში თით­ქმის თა­ნაბ­რად ვმო­ნა­წი­ლე­ობთ...“ - ამ­ბობს დე­პუ­ტა­ტი "თბი­ლი­სე­ლებ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ბიზ­ნეს­მენ ვლა­დი­მერ აბუ­ლა­ძე­სა და პო­ლი­ტი­კოს ნინო წი­ლო­სანს სამი შვი­ლი ჰყავთ.

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კონსტანტინე თავართქილაძე
2

აქამდე არსებული, მოქმედი და მომავალში არჩეული უმრავლესობის იქნება თუ ოპოზიციის არც ერთი დეპუტატის არც ერთი სიტყვის არ მჯეროდა არ მჯერა და არც მომავალში დავიჯერებ!!!!!!!!!!! თუმცა მიჰა მთავრობას რომ აღარ უნდა გაეკაროს ეს ზუსტად ვიცი!!!!!!!!

თენგო
1

ყველაფერი მიჩვევაა. თუ მანამდე არ გიშრომია ფიზიკურად, ნაკლები შანსია რომ ასაკში შეძლო

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"სოფელში რომ დავსახლდები, საქმიანობას წამოვიწყებ, ბევრს ვიშრომებ..." - მილიონერი დეპუტატის გეგმები და ქონებრივი დეკლარაცია

"სოფელში რომ დავსახლდები, საქმიანობას წამოვიწყებ, ბევრს ვიშრომებ..." - მილიონერი დეპუტატის გეგმები და ქონებრივი დეკლარაცია

პარლამენტარი ნინო წილოსანი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს ფოტოს, წარწერით: "ე.ი. სოფელში რომ დავსახლდები, საქმიანობას წამოვიწყებ, ბევრს ვიშრომებ, კარგად გავმართავ ჩემს წამოწყებას, ჩემს ნაშრომს რეალიზაციას გავუკეთებ, გავაფართოვებ საქმეს, სხვა ქალებსაც ავიყოლიებ და ბევრნი გავხდებით... მერე კი ვიტყვი ნამდვილ წარმატებას მივაღწიე-თქო!"

საინტერესოა, რომ ბიზნემსენ ბადრი წილოსანის დეპუტატ ქალიშვილს მედია ხშირად მოიხსენიებს მილიონერად და რა თქმა უნდა, სრულიად საფუძვლიანად.

2021 წლის 29 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, წილოსანი ფლობს თბილისში ორი არასაცხორებელი ფართის წილებს; დედაქალაქში მდებარე ორ ბინას; ავტოფარეხს და მიწის ნაკვეთს ურეკში. ამასთან, მის საკუთრებაშია, მსუბუქი ავტომობილი Toyota. მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშზე - 2 786 ლარი, ხოლო ნაღდი ფულადი თანხის სახით, 30 000 ლარი ჰქონდა. მისმა შემოსავალმა პარლამენტის წევრის პოზიციაზე 2020 წელს - 54 871 ლარი შეადგინა. გარდა ამისა, როგორც დეკლარაციაშია მითითებული, წილოსანი რამდენიმე კომპანიაში ფლობს წილებს, თუმცა, ისინი მართვის უფლებით სხვა პირზე აქვს გადაცემული. წაიკითხეთ სრულად

ამავე დეკლარაციაში მას მოხსენიებული ჰყავს აწ უკვე ყოფილი მეუღლე ვლადიმერ აბულაძე და შეტანილი აქვს მისი ასევე შთამბეჭდავი ქონებაც, თუმცა დღეს დეპუტატი მას უკვე მხოლოდ "შვილების მამად" მოიხსენიებს. წყვილი ერთმანეთს დაშორდა.

"ძალიან მეგობრული ურთიერთობა მაქვს ჩემი შვილების მამასთან. მას განსაკუთრებული როლი აქვს ბავშვების აღზრდასა და განვითარებაში. ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მამასთან მეგობრობა და მიხარია, რომ მათი აღზრდის პროცესში თითქმის თანაბრად ვმონაწილეობთ...“ - ამბობს დეპუტატი "თბილისელებთან" ინტერვიუში.

ბიზნესმენ ვლადიმერ აბულაძესა და პოლიტიკოს ნინო წილოსანს სამი შვილი ჰყავთ.