სამხედრო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გულსისხლძარღვთა პრობლემები, რომელსაც  COVID-19  იწვევს და მათი მართვა - ინტერვიუ კარდიოლოგ ნანა გოთონელიასთან
გულსისხლძარღვთა პრობლემები, რომელსაც  COVID-19  იწვევს და მათი მართვა - ინტერვიუ კარდიოლოგ ნანა გოთონელიასთან

საქსტა­ტის მო­ნა­ცე­მე­ბით, 2020 წელს ყვე­ლა­ზე მეტი 22, 126 ადა­მი­ა­ნი გულ­სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბის გამო და­ი­ღუ­პა. გულ­სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბი ლე­ტა­ლო­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლით პირ­ველ ად­გილ­ზეა არა­გა­დამ­დებ და­ა­ვა­დე­ბებს შო­რის.

COVID-19-ის პან­დე­მი­ამ კიდე უფრო გა­ამ­ძაფ­რა მდგო­მა­რე­ო­ბა, რად­გან მის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის გარ­თუ­ლე­ბებ­ში გულ-ფილ­ტვის უკ­მა­რი­სო­ბამ და ტორმ­ბორმ­ბო­ლი­ამ ერ­თერ­თი ძი­რი­ღა­დი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა . შე­სა­ბა­მი­სად, კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბულ პა­ცი­ენ­ტებ­ში აუ­ცი­ლებ­ლო­ბა გახ­და კარ­დი­ო­ლო­გი­უ­რი პრო­ფი­ლის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა და კონ­ტრო­ლი.

კლი­ნი­კა "ჰელ­სი­კო­რის“ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლი სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის, კარ­დი­ო­ლოგ ნანა გო­თო­ნე­ლი­ას გან­მარ­ტე­ბით, დღეს, რო­გორც ქარ­თუ­ლი, ისე მსოფ­ლიო მე­დი­ცი­ნის გა­მოწ­ვე­ვას სწო­რედ კო­ვიდ­გა­ტა­ნი­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო­სერ­ვი­სე­ბის მი­წო­დე­ბა წარ­მო­ად­გენს. მარ­თა­ლია ამ­ჟა­მად კო­ვიდ­შემ­დგო­მი მდგო­მა­რე­ო­ბა ჯერ კიდე კვლე­ვის ეტაპ­ზეა, მაგ­რამ უკვე ნა­თე­ლია რომ პა­ცი­ენ­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბას ესა­ჭი­რე­ე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა.

- "ჰელ­სი­კო­რის“ ამ­ბულ­ტა­რი­უ­ლი სერ­ვი­სე­ბის ძი­რი­თად მი­მარ­თუ­ლე­ბას კარ­დი­ო­ლო­გია წარ­მო­ად­გენს. რამ­დე­ნად მა­ღა­ლია გულ­სის­ხლძარ­ღვთაპ­რობ­ლე­მე­ბით მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა და რო­გო­რია თქვე­ნი ჩარ­თუ­ლო­ბა?

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვე­ნი ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ის ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბა კარ­დი­ო­ლო­გი­აა, ჩვენ გვყავს თით­ქმის ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბის მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სპე­ცი­ა­ლის­ტი და გვაქვს შე­სა­ბა­მი­სი კვლე­ვე­ბის ახ­ჭურ­ვი­ლო­ბა, რაც პა­ცი­ენტს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს ყვე­ლა სა­ჭი­რო სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სი ერთ სივ­რცე­ში მი­ი­ღოს. ვფიქ­რობ, ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კომ­ფორ­ტია პა­ცი­ენ­ტის­თვის, რად­გან სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სის მი­სა­ღე­ბად სხვა­დას­ხვა კლი­ნი­კა­ში სი­ა­რუ­ლი არ უწევს და იცის, რომ ყვე­ლა ექი­მი, რო­მე­ლიც მის მკურ­ნა­ლო­ბა­შია ჩარ­თუ­ლი, კვა­ლი­ფი­ცი­უ­რია. სწო­რედ ეს არის მი­ზე­ზი, რის გა­მოც ბოლო პე­რი­ოდ­ში ჩვე­ნი ამ­ბუ­ლა­ტო­რია მნიშ­ვნლოვ­ნად გა­ფარ­თოვ­და. ამან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა შე­ი­ძი­ნა COVID-19-ის­პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­შიც, როცა გარ­კვე­ულ­წი­ლად გაზ­რდი­ლია იმ პა­ცი­ენ­ტე­ბის მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა, რო­მელ­თაც ვირუ­სი გა­და­ი­ტა­ნეს.

- გან­ვი­თა­რე­ბის რა ეტაპ­ზეა სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბა და რა გა­მოწ­ვე­ვე­ბი არ­სე­ბობს?

- ახლა მე მი­მაჩ­ნია, რომ ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა, რაც რო­გორც მსოფ­ლი­ო­ში,ისე რა თქმა უნდა, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში უნდა და­იხ­ვე­წოს, ეს არის პოს­ტკო­ვი­დუ­რი სინ­დრო­მის მარ­თვა. გარ­და კარ­დი­ო­ლო­გე­ბი­სა, პოს­ტკო­ვი­დუ­რი სინ­დრო­მის მარ­თვა­ში უნდა ჩა­ერ­თონ ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გე­ბიც, ნევ­რო­ლო­გე­ბიც, რით­მო­ლო­გე­ბიც, რად­გან ძა­ლი­ან ხში­რია პოს­ტკო­ვი­დუ­რი არით­მია, აუ­ტო­ი­მუ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი და ნევ­რო­ლო­გი­უ­რი მოშ­ლი­ლო­ბა. პა­ცი­ენ­ტის­თვის უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს მას­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა­სა და მის სწო­რად მარ­თვას პოს­ტკო­ვი­დურ პე­რი­ოდ­ში.

არ შე­მიძ­ლია არ ვახ­სე­ნო არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გავ­რცე­ლე­ბის სიხ­ში­რის და მო­ცუ­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით-ონ­კო­და­ა­ვა­დე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის დროს კარ­დი­ო­ლო­გი­უ­რი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა, რა­საც დიდი ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ვა ჩვენს ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ა­ში.

COVID-19-მა და ვაქ­ცი­ნა­ცი­ამ შე­იძ­ლე­ბა და­ტო­ვოს სხვა­დას­ხვა სიმმ­ძი­მის გარ­თუ­ლე­ბა, იქ­ნე­ბა ეს თრომ­ბო­ემ­ბო­ლია, მი­ო­კარ­დის ინ­ფარ­ქტი, გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბა თუ სხვა. ჩემს პრაქ­ტი­კა­ში გან­სა­კუთ­რე­ბით ქა­ლებს, მათ შო­რის ახალ­გაზ­რდებ­საც უჩ­ნდე­ბათ წნე­ვის პრობ­ლე­მე­ბი. მარ­თა­ლია, უმე­ტე­სო­ბის შემ­თხვე­ვა­ში ეს ყვე­ლა­ფე­რი ორ-სამ თვე­ში ლაგ­დე­ბა, თუმ­ცა არის ხოლ­მე შემ­თხვე­ვე­ბი, როცა წნე­ვა ძა­ლი­ან "ჯი­უტ­დე­ბა“. ასე­ვე, ხში­რია არით­მი­ე­ბის შემ­თხვე­ვე­ბიც.

- რამ­დე­ნად ამ­სუ­ბუ­ქებს COVID-19-ის შემ­დგო­მი გარ­თუ­ლე­ბე­ბის რის­კებს ვაქ­ცი­ნა­ცია?

- მთელ­მა მსოფ­ლი­ომ აღი­ა­რა რომ ვაქ­ცი­ნა ნამ­დვი­ლად ამ­ცი­რებს სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბას და გარ­თუ­ლე­ბებს, მაგ­რამ აცრა არ ნიშ­ნავს იმას, რომ COVID-19 აღარ და­ინ­ფი­ცირ­დე­ბი ან აღარ გა­გირ­თულ­დე­ბა. ამ ეტაპ­ზე, ჩვენ­თვის სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არ არის, რად­გან COVID-19-ის შე­ჩე­რე­ბა მხო­ლოდ ვაქ­ცი­ნა­ცი­ით შეგ­ვიძ­ლია. მე­მი­მაჩ­ნია, რომ ვაქ­ცი­ნა ამ­სუ­ბუ­ქებს მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას, გარ­თუ­ლე­ბებს და შე­სა­ბა­მი­სად სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა­საც ამ­ცი­რებს.

მინ­და ავღ­ნიშ­ნო, რომ მო­სახ­ლე­ო­ბას ნამ­დვი­ლად სწო­რად ეს­მის ეს სა­კი­თხი და შეგ­ნე­ბით უდ­გე­ბი­ან ამ საქ­მეს. ისიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რომ არ­ჩე­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა აქვს ყვე­ლას მაგ­რამ სწო­რი ქცე­ვის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაც აქვთ, რა­ზეც მკაც­რი კონ­ტრო­ლია სა­ჭი­რო.

- გულ­სის­ხძარ­ღვთა პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს უწევთ თუ არა რე­კო­მენ­და­ცი­ას, რომ ვაქ­ცი­ნა გა­ი­კე­თონ?

- ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მსურ­ველ­თათ­ვის გულ­სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბი­დან ერ­თა­დერ­თი და­სა­ფიქ­რე­ბე­ლი არის ანამ­ნეზ­ში ფილ­ტვის არ­ტე­რი­ის თრომ­ბო­ემ­ბო­ლი­ის არ­სე­ბო­ბა,ქვე­და კი­დუ­რე­ბის თრომ­ბო­ზე­ბი და წი­თელ სის­ხლში თრომ­ბო­ცი­ტე­ბის პრობ­ლე­მა.სწო­რედ ამი­ტომ ექიმ­მა უნდა გან­სა­ზღვროს რის­კე­ბი და ისე უნდა ურ­ჩი­ოს პა­ცი­ენტს ვაქ­ცი­ნა­ცია. რა თქმა უნდა არის კიდე გარ­კვე­უ­ლი ნი­უ­ან­სე­ბი, რაც ექიმ­თან ერ­თად არის გა­და­სა­წყვე­ტი. თუ პა­ცი­ენტს ანამ­ნეზ­ში აქვს აღ­ნიშ­ნუ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბი, უნდა უამ­ბოს ექიმს, რო­მე­ლიც­შემ­დეგ ურ­ჩევს, რო­გორ მო­იქ­ცეს. აქვე მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ვაქ­ცი­ნა­ცი­ამ­დე ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და D- დი­მე­რის ანა­ლი­ზის გა­კე­თე­ბა, რაც შე­საძ­ლო თრომ­ბო­ემ­ბო­ლი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ იძ­ლე­ვა პროგ­ნოზს, ამი­ტომ აქ უფრო მთა­ვა­რია, ექიმ­მა შე­ა­ფა­სოს სა­თა­ნა­დო შე­სა­ბა­მი­სი რის­კე­ბი.

- ზო­გა­დად, რა იწ­ვევს გულ­სის­ხლძარ­ღვთა პრობ­ლე­მებს? არა­გა­დამ­დებ­და­ა­ვა­დე­ბებს შო­რის ისი­ნი სიკ­ვდი­ლი­ა­ო­ნო­ბით პირ­ველ ად­გილ­ზეა..

- მე ვფიქ­რობ, რომ გულ­სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბის ასე­თი რა­ო­დე­ნო­ბით არ­სე­ბო­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი გან­მა­პი­რო­ბე­ბე­ლი ფაქ­ტო­რი არის არა­ჯან­სა­ღი ეკო­ლო­გია, თა­ნა­მედ­რო­ვე ცხოვ­რე­ბის ტემ­პი და არა­ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესი და მემ­კვიდ­რუ­ლი გან­წყო­ბა. თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნას საკ­მა­ოდ დიდი მიღ­წე­ვე­ბი აქვს გულ­სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბის და მის გარ­თუ­ლე­ბე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა­ში. სხვა­თა­შო­რის ამით აიხ­სნე­ბა ზო­გა­დად მო­სახ­ლე­ო­ბის სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბის გაზ­რდა , რად­გან ეს და­ა­ვა­დე­ბე­ბი ვი­თარ­დე­ბა შე­და­რე­ბით ასა­კო­ვან ადა­მი­ა­ნებ­ში. და ამ­ჟა­მად მე­დი­ცი­ნა­ში დიდი აქ­ცენ­ტი კეთ­დე­ბა ამ და­ა­ვა­დე­ბე­ბის პრე­ვენ­ცი­ა­ზე, რა­ზეც ჩვენ ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ულ სამ­სა­ხურ­შიც წარ­მო­ად­გენს პრი­ო­რი­ტეტს.

- რამ­დე­ნად არის შე­საძ­ლე­ბე­ლი გულ­სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბის პრე­ვენ­ცია?

- პრე­ვენ­ცია შე­საძ­ლე­ბე­ლია და აუ­ცი­ლე­ბე­ლია და ეს არის პა­ცი­ენ­ტის და ექი­მის ურ­თი­ერ­თო­ბის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი.ახალს ვე­რა­ფერს ვი­ტყვი, რაც უფრო მარ­ტი­ვი რჩე­ვაა მით უფრო ძნე­ლად შე­სას­რუ­ლე­ბე­ლია: არ მო­წიო, ბევ­რი იმოძ­რა­ვე, დრო­ზე და­ი­ძი­ნე და სწო­რედ იკ­ვე­ბე. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ზო­მი­ე­რე­ბა ყვე­ლა­ფერ­ში. ყვე­ლა და­ა­ვა­დე­ბა "გა­ა­ხალ­გაზ­რდავ­და“ და მათ შო­რის კარ­დი­ო­ლო­გი­უ­რიც , შე­სა­ბა­მი­სად, გეგ­მუ­რი ვი­ზი­ტე­ბი ექი­მებ­თან და ჯან­მრთე­ლო­ბის შე­მოწ­მე­ბა სა­სურ­ვე­ლია კა­ცებ­ში 40წლის ასა­კი­დან და ქა­ლებ­ში 45-50წ. და ასა­კის მი­უ­ხე­და­ვად როცა რამე შე­მა­წუ­ხე­ბე­ლი ნი­შა­ნი გაჩ­ნდე­ბა.

beso
2

გეშველათ ხომ, წინ წყალი, უკან მეწყერი, უუნარობა და მერე კიდევ ერთხელაც შეხება(რამ უნდა შეაჩეროს, ან ვის უცდია, ფაუჩისტი ხომ არა ხარ, სეზონური ვირუსია ასობითობაში) და უყურეთ სიმპტომებს როდის აღმოაჩენთ ტვინში!? გიხაროდეთ!

ავტორი:

გულსისხლძარღვთა პრობლემები, რომელსაც  COVID-19  იწვევს და მათი მართვა - ინტერვიუ კარდიოლოგ ნანა გოთონელიასთან

გულსისხლძარღვთა პრობლემები, რომელსაც  COVID-19  იწვევს და მათი მართვა - ინტერვიუ კარდიოლოგ ნანა გოთონელიასთან

საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს ყველაზე მეტი 22, 126 ადამიანი გულსისხლძარღვთა დაავადებების გამო დაიღუპა. გულსისხლძარღვთა დაავადებები ლეტალობის მაჩვენებლით პირველ ადგილზეა არაგადამდებ დაავადებებს შორის.

COVID-19-ის პანდემიამ კიდე უფრო გაამძაფრა მდგომარეობა, რადგან მის მიმდინარეობის გართულებებში გულ-ფილტვის უკმარისობამ და ტორმბორმბოლიამ ერთერთი ძირიღადი ადგილი დაიკავა . შესაბამისად, კოვიდინფიცირებულ პაციენტებში აუცილებლობა გახდა კარდიოლოგიური პროფილის მეთვალყურეობა და კონტროლი.

კლინიკა "ჰელსიკორის“ ამბულატორიული სამსახურის ხელმძღვანელის, კარდიოლოგ ნანა გოთონელიას განმარტებით, დღეს, როგორც ქართული, ისე მსოფლიო მედიცინის გამოწვევას სწორედ კოვიდგატანილი პაციენტებისთვის შესაბამისი სამედიცინოსერვისების მიწოდება წარმოადგენს. მართალია ამჟამად კოვიდშემდგომი მდგომარეობა ჯერ კიდე კვლევის ეტაპზეა, მაგრამ უკვე ნათელია რომ პაციენტების უმეტესობას ესაჭირეება სამედიცინო დახმარება.

- "ჰელსიკორის“ ამბულტარიული სერვისების ძირითად მიმართულებას კარდიოლოგია წარმოადგენს. რამდენად მაღალია გულსისხლძარღვთაპრობლემებით მომართვიანობა და როგორია თქვენი ჩართულობა?

- მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ამბულატორიის ძირითადი მიმართულება კარდიოლოგიაა, ჩვენ გვყავს თითქმის ყველა მიმართულების მაღალკვალიფიციური სპეციალისტი და გვაქვს შესაბამისი კვლევების ახჭურვილობა, რაც პაციენტს საშუალებას აძლევს ყველა საჭირო სამედიცინო სერვისი ერთ სივრცეში მიიღოს. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი კომფორტია პაციენტისთვის, რადგან სამედიცინო სერვისის მისაღებად სხვადასხვა კლინიკაში სიარული არ უწევს და იცის, რომ ყველა ექიმი, რომელიც მის მკურნალობაშია ჩართული, კვალიფიციურია. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ბოლო პერიოდში ჩვენი ამბულატორია მნიშვნლოვნად გაფართოვდა. ამან დიდი მნიშვნელობა შეიძინა COVID-19-ისპანდემიის პერიოდშიც, როცა გარკვეულწილად გაზრდილია იმ პაციენტების მომართვიანობა, რომელთაც ვირუსი გადაიტანეს.

- განვითარების რა ეტაპზეა საქართველოში ამბულატორიული მომსახურება და რა გამოწვევები არსებობს?

- ახლა მე მიმაჩნია, რომ ყველაზე მთავარი მიმართულება, რაც როგორც მსოფლიოში,ისე რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაში უნდა დაიხვეწოს, ეს არის პოსტკოვიდური სინდრომის მართვა. გარდა კარდიოლოგებისა, პოსტკოვიდური სინდრომის მართვაში უნდა ჩაერთონ ენდოკრინოლოგებიც, ნევროლოგებიც, რითმოლოგებიც, რადგან ძალიან ხშირია პოსტკოვიდური არითმია, აუტოიმუნური დაავადებები და ნევროლოგიური მოშლილობა. პაციენტისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს მასზე დაკვირვებასა და მის სწორად მართვას პოსტკოვიდურ პერიოდში.

არ შემიძლია არ ვახსენო არანაკლებ მნიშვნელოვანი გავრცელების სიხშირის და მოცულობის გათვალისწინებით-ონკოდაავადების მკურნალობის დროს კარდიოლოგიური მეთვალყურეობის აუცილებლობა, რასაც დიდი ყურადღება ექცევა ჩვენს ამბულატორიაში.

COVID-19-მა და ვაქცინაციამ შეიძლება დატოვოს სხვადასხვა სიმმძიმის გართულება, იქნება ეს თრომბოემბოლია, მიოკარდის ინფარქტი, გულის უკმარისობა თუ სხვა. ჩემს პრაქტიკაში განსაკუთრებით ქალებს, მათ შორის ახალგაზრდებსაც უჩნდებათ წნევის პრობლემები. მართალია, უმეტესობის შემთხვევაში ეს ყველაფერი ორ-სამ თვეში ლაგდება, თუმცა არის ხოლმე შემთხვევები, როცა წნევა ძალიან "ჯიუტდება“. ასევე, ხშირია არითმიების შემთხვევებიც.

- რამდენად ამსუბუქებს COVID-19-ის შემდგომი გართულებების რისკებს ვაქცინაცია?

- მთელმა მსოფლიომ აღიარა რომ ვაქცინა ნამდვილად ამცირებს სიკვდილიანობას და გართულებებს, მაგრამ აცრა არ ნიშნავს იმას, რომ COVID-19 აღარ დაინფიცირდები ან აღარ გაგირთულდება. ამ ეტაპზე, ჩვენთვის სხვა გამოსავალი არ არის, რადგან COVID-19-ის შეჩერება მხოლოდ ვაქცინაციით შეგვიძლია. მემიმაჩნია, რომ ვაქცინა ამსუბუქებს მიმდინარეობას, გართულებებს და შესაბამისად სიკვდილიანობასაც ამცირებს.

მინდა ავღნიშნო, რომ მოსახლეობას ნამდვილად სწორად ესმის ეს საკითხი და შეგნებით უდგებიან ამ საქმეს. ისიც მნიშვნელოვანია რომ არჩევის თავისუფლება აქვს ყველას მაგრამ სწორი ქცევის ვალდებულებაც აქვთ, რაზეც მკაცრი კონტროლია საჭირო.

- გულსისხძარღვთა პრობლემების მქონე ადამიანებს უწევთ თუ არა რეკომენდაციას, რომ ვაქცინა გაიკეთონ?

- ვაქცინაციის მსურველთათვის გულსისხლძარღვთა დაავადებებიდან ერთადერთი დასაფიქრებელი არის ანამნეზში ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის არსებობა,ქვედა კიდურების თრომბოზები და წითელ სისხლში თრომბოციტების პრობლემა.სწორედ ამიტომ ექიმმა უნდა განსაზღვროს რისკები და ისე უნდა ურჩიოს პაციენტს ვაქცინაცია. რა თქმა უნდა არის კიდე გარკვეული ნიუანსები, რაც ექიმთან ერთად არის გადასაწყვეტი. თუ პაციენტს ანამნეზში აქვს აღნიშნული გართულებები, უნდა უამბოს ექიმს, რომელიცშემდეგ ურჩევს, როგორ მოიქცეს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ვაქცინაციამდე ძალიან პოპულარული გახდა D- დიმერის ანალიზის გაკეთება, რაც შესაძლო თრომბოემბოლიასთან დაკავშირებით აბსოლუტურად არ იძლევა პროგნოზს, ამიტომ აქ უფრო მთავარია, ექიმმა შეაფასოს სათანადო შესაბამისი რისკები.

- ზოგადად, რა იწვევს გულსისხლძარღვთა პრობლემებს? არაგადამდებდაავადებებს შორის ისინი სიკვდილიაონობით პირველ ადგილზეა..

- მე ვფიქრობ, რომ გულსისხლძარღვთა დაავადებების ასეთი რაოდენობით არსებობის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი არის არაჯანსაღი ეკოლოგია, თანამედროვე ცხოვრების ტემპი და არაჯანსაღი ცხოვრების წესი და მემკვიდრული განწყობა. თანამედროვე მედიცინას საკმაოდ დიდი მიღწევები აქვს გულსისხლძარღვთა დაავადებების და მის გართულებების მკურნალობაში. სხვათაშორის ამით აიხსნება ზოგადად მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდა , რადგან ეს დაავადებები ვითარდება შედარებით ასაკოვან ადამიანებში. და ამჟამად მედიცინაში დიდი აქცენტი კეთდება ამ დაავადებების პრევენციაზე, რაზეც ჩვენ ამბულატორიულ სამსახურშიც წარმოადგენს პრიორიტეტს.

- რამდენად არის შესაძლებელი გულსისხლძარღვთა დაავადებების პრევენცია?

- პრევენცია შესაძლებელია და აუცილებელია და ეს არის პაციენტის და ექიმის ურთიერთობის მთავარი მიზანი.ახალს ვერაფერს ვიტყვი, რაც უფრო მარტივი რჩევაა მით უფრო ძნელად შესასრულებელია: არ მოწიო, ბევრი იმოძრავე, დროზე დაიძინე და სწორედ იკვებე. ძალიან მნიშვნელოვანია ზომიერება ყველაფერში. ყველა დაავადება "გაახალგაზრდავდა“ და მათ შორის კარდიოლოგიურიც , შესაბამისად, გეგმური ვიზიტები ექიმებთან და ჯანმრთელობის შემოწმება სასურველია კაცებში 40წლის ასაკიდან და ქალებში 45-50წ. და ასაკის მიუხედავად როცა რამე შემაწუხებელი ნიშანი გაჩნდება.