მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სოცქსელში დაწერეს, - თუ ვინმეს ზედმეტი საწოლი აქვს, ჰოსპიტალში მიიტანოსო... რა დროს სკოლაა" - აფხაზეთში, მძიმე ეპიდვითარების ფონზე, სასწავლო პროცესის დაწყებას მწვავედ ეხმაურებიან
"სოცქსელში დაწერეს, - თუ ვინმეს ზედმეტი საწოლი აქვს, ჰოსპიტალში მიიტანოსო... რა დროს სკოლაა" - აფხაზეთში, მძიმე ეპიდვითარების ფონზე, სასწავლო პროცესის დაწყებას მწვავედ ეხმაურებიან

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში 1-ელ სექ­ტემ­ბერს სკო­ლებ­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სი იწყე­ბა. რე­გი­ონ­ში, კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის მხრივ, უმ­ძი­მე­სი ვი­თა­რე­ბაა. გუ­და­უ­თის კო­ვიდ­ჰოს­პი­ტა­ლი იმ­დე­ნად გა­დატ­ვირ­თუ­ლია, რომ რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლობ­რივ­მა, სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის თხოვ­ნით, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, რომ თუ ვინ­მეს ზედ­მე­ტი სა­წო­ლი აქვს, ჰოს­პი­ტალ­ში მი­ი­ტა­ნოს, რად­გან ექი­მებს მძი­მე პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის სკა­მე­ბი თა­ვი­ან­თი კა­ბი­ნე­ტე­ბი­დან გა­მო­აქვთ.

ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებს შო­რის არი­ან არას­რულ­წლოვ­ნე­ბიც. რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ან­ქვა­ბი-ბჟა­ნი­ას გუნ­დის თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, რუ­სეთ­მა რე­გი­ონ­ში სა­ვე­ლე ჰოს­პიტ­ლე­ბი გა­ნა­თავ­სა.

ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ერთი ნა­წი­ლი სკო­ლე­ბის გახ­სნას კა­ტე­გო­რი­უ­ლად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. მათი მო­საზ­რე­ბით, არც ერთი ბავ­შვის გა­ნათ­ლე­ბა არ ღირს სი­ცო­ცხლის გა­რის­კვად.

"სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რეს, რომ თუ ვინ­მეს ზედ­მე­ტი სა­წო­ლი აქვს, ჰოს­პი­ტალ­ში მი­ი­ტა­ნო­სო... რა დროს სკო­ლაა, ხალ­ხო, თო­რემ ერ­თბა­შად კემ­ბრი­ჯის უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თვის არ ამ­ზა­დებ­დნენ ამ ბავ­შვებს, სი­ტუ­ა­ცია ყო­ველ­დღე უა­რეს­დე­ბა. ჯან­მრთე­ლო­ბის ფასი არა­ფე­რია. მო­ვი­თხო­ვოთ, ერთი თვით მა­ინც გა­დავ­დოთ სწავ­ლა. პუ­ტი­ნის ხელ­მო­წე­რე­ბი­ან წიგ­ნებს თუ ვერ მი­ი­ტა­ნენ ბავ­შვე­ბი სახ­ლში 1-ელ სექ­ტემ­ბერს, რო­გორ­მე ავი­ტანთ", - წერს ად­გი­ლობ­რი­ვი ას­ტა­მურ ფა­ჩუ­ლია.

"კო­ვიდ­პან­დე­მი­ის საფრ­თხეს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, ტუ­რის­ტუ­ლი ქვე­ყა­ნა ვართ და უამ­რა­ვი მას­წავ­ლე­ბე­ლი თუ სკო­ლის სხვა პერ­სო­ნა­ლი ტუ­რის­ტულ ბიზ­ნე­შია და­საქ­მე­ბუ­ლი, იქ­ნებ ვა­ცა­დოთ 20 სექ­ტემ­ბრამ­დე მა­ინც მუ­შა­ო­ბა? ისე­დაც კა­პი­კებ­ზე მუ­შა­ო­ბენ სკო­ლებ­ში და ამ დრო­საც გა­მო­ი­ყე­ნებ­დნენ. ამას­თან, თვის ბო­ლომ­დე ვირუ­სის აფეთ­ქე­ბაც ჩა­ცხრე­ბო­და. სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სი გას­ჭირ­ვე­ბია, უმ­ძი­მე­სი ვი­თა­რე­ბა აქვთ, ყო­ველ­დღე რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი ეღუ­პე­ბათ. ყვე­ლა­ფერ­ზე იქით იყუ­რე­ბით", - წერს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსელ­ში ელი­ზა წუჟ­ბა.

"ვის იმედ­ზე იწყებთ სას­წავ­ლო პრო­ცესს? რა მოხ­დე­ბა ინ­ფი­ცი­რე­ბი­სა და სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა ბავ­შვებ­შიც რომ მო­ი­მა­ტოს?!" - კი­თხუ­ლობს ია­მზე კვეკ­ვეს­კი­რი.

სხვე­ბის თქმით, არა­ვინ იცის, კო­ვიდ­პან­დე­მია რამ­დენ ხანს გას­ტანს.

"ისე­დაც მხო­ლოდ სკო­ლის გა­ნათ­ლე­ბა­ზე ვართ და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რომ­ლის ხა­რის­ხის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლიც ნულს ქვე­მოთ არის და ისიც არ მივ­ცეთ? წერა-კი­თხვის უცო­დი­ნა­რი თა­ო­ბა გინ­დათ, რომ მერე უფრო მარ­ტი­ვად მარ­თოთ, თქვე­ნი კო­ვიდ­შირ­მე­ბით და სა­ხი­ფა­თო აც­რე­ბით? რა გაქვთ ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი ყვე­ლას ერ­თად, ერის სრუ­ლი გა­და­შე­ნე­ბა?!" - კი­თხუ­ლობს ად­გი­ლობ­რი­ვი ან­ჟე­ლა გო­გო­ხია.

"ტუ­რიზ­მის სე­ზო­ნი დუღს. ყო­ველ­დღი­უ­რად ასო­ბით აუც­რე­ლი რუსი ტუ­რის­ტი შე­მო­დის და არა­ვინ იცის, რა შტა­მე­ბი შე­მო­აქვთ. ახლა ამ­ბო­ბენ, რომ ვირუ­სის უწყვე­ტი მუ­ტა­ცია ხდე­ბა და ეს აც­რე­ბი მისი პრე­ვენ­ცი­ის­თვის უძ­ლუ­რია. თუმ­ცა, ტუ­რის­ტულ ქა­ლა­ქებ­ში არა­ნა­ირ რე­გუ­ლა­ცი­ას არ იცა­ვენ და სკო­ლა გახ­და პრობ­ლე­მა? სა­დაც მეტ-ნაკ­ლე­ბად კონ­ტროლ­დე­ბა ვი­თა­რე­ბა... ბავ­შვე­ბი ისე­დაც მუდ­მი­ვად ერ­თმა­ნეთს ეკონ­ტაქ­ტე­ბი­ან, ვინ­მეს ჰგო­ნია, რომ მშობ­ლებს ისი­ნი სახ­ლში ჰყავთ დამ­წყვდე­უ­ლი?" - წერს ალი­ას ხა­ხუ­ბია.

"გა­სა­გე­ბია, სკო­ლის და­წყე­ბის თემა რა­ტო­მაც შე­მო­აგ­დეს, მშობ­ლებს აი­ძუ­ლე­ბენ აიც­რან, არა­და, ყვე­ლას სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი ორ­გა­ნიზ­მი გვაქვს და არა­ვინ იცის, ნე­ბის­მი­ერ ჩვენ­გან­ზე რო­გორ აი­სა­ხე­ბა. კონ­ტრო­ლი და­ა­წე­სეთ და რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი გა­ამ­კაც­რეთ, თო­რემ ცუ­დად გვაქვს საქ­მე, ხალ­ხი არ იც­რე­ბა, ეში­ნი­ათ. რუ­ხის, ქუ­თა­ი­სის, თბი­ლი­სის­კენ იყუ­რე­ბი­ან და ამო­უ­წუ­რა­ვი რე­სურ­სი არა­ვის აქვს", - მი­აჩ­ნია ნელი კუჩ­ბას.

"ის ხალ­ხია სას­წავ­ლო პრო­ცე­სის გა­და­დე­ბის მომ­ხრე, ვისი სას­ტუმ­რო­ე­ბიც და კა­ფე­ე­ბიც ხალ­ხით სავ­სეა. რო­გორ­მე ბო­ლომ­დე გა­რის­კეთ, რომ რუ­სებს არ შე­ე­შინ­დეთ და აფხა­ზეთ­ში დას­ვე­ნე­ბის­გან თავი არ შე­ი­კა­ვონ. ფა­შის­ტე­ბი­ვით იქ­ცე­ვით, თა­ვად არ­ღვევთ ყვე­ლა­ნა­ირ რე­გუ­ლა­ცი­ას და სხვებს მო­უ­წო­დებთ შვი­ლე­ბი სკო­ლა­ში არ გა­უშ­ვა­თო. თა­ვად რა­ტომ არ ხუ­რავთ სას­ტუმ­რო­ებს და კა­ფე­ებს? რა სამ­წუ­ხა­როა, რომ ფულ­მა ადა­მი­ა­ნის სახე დაგ­ვი­კარ­გა", - წერს იაგო ქეც­ბა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სერგო
0

მეცოდებიან, მაგრამ.....................................................ღმერთო მაპატიე.

Lasha
19

ჩვენთან ხომ არის იდეალური

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"სოცქსელში დაწერეს, - თუ ვინმეს ზედმეტი საწოლი აქვს, ჰოსპიტალში მიიტანოსო... რა დროს სკოლაა" - აფხაზეთში, მძიმე ეპიდვითარების ფონზე, სასწავლო პროცესის დაწყებას მწვავედ ეხმაურებიან

"სოცქსელში დაწერეს, - თუ ვინმეს ზედმეტი საწოლი აქვს, ჰოსპიტალში მიიტანოსო... რა დროს სკოლაა" - აფხაზეთში, მძიმე ეპიდვითარების ფონზე, სასწავლო პროცესის დაწყებას მწვავედ ეხმაურებიან

ოკუპირებულ აფხაზეთში 1-ელ სექტემბერს სკოლებში სასწავლო პროცესი იწყება. რეგიონში, კორონავირუსის გავრცელების მხრივ, უმძიმესი ვითარებაა. გუდაუთის კოვიდჰოსპიტალი იმდენად გადატვირთულია, რომ რამდენიმე ადგილობრივმა, სამედიცინო პერსონალის თხოვნით, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თუ ვინმეს ზედმეტი საწოლი აქვს, ჰოსპიტალში მიიტანოს, რადგან ექიმებს მძიმე პაციენტებისთვის სკამები თავიანთი კაბინეტებიდან გამოაქვთ.

ინფიცირებულებს შორის არიან არასრულწლოვნებიც. რამდენიმე დღის წინ, ანქვაბი-ბჟანიას გუნდის თხოვნის საფუძველზე, რუსეთმა რეგიონში საველე ჰოსპიტლები განათავსა.

ადგილობრივი მოსახლეობის ერთი ნაწილი სკოლების გახსნას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. მათი მოსაზრებით, არც ერთი ბავშვის განათლება არ ღირს სიცოცხლის გარისკვად.

"სოციალურ ქსელში დაწერეს, რომ თუ ვინმეს ზედმეტი საწოლი აქვს, ჰოსპიტალში მიიტანოსო... რა დროს სკოლაა, ხალხო, თორემ ერთბაშად კემბრიჯის უნივერსიტეტისთვის არ ამზადებდნენ ამ ბავშვებს, სიტუაცია ყოველდღე უარესდება. ჯანმრთელობის ფასი არაფერია. მოვითხოვოთ, ერთი თვით მაინც გადავდოთ სწავლა. პუტინის ხელმოწერებიან წიგნებს თუ ვერ მიიტანენ ბავშვები სახლში 1-ელ სექტემბერს, როგორმე ავიტანთ", - წერს ადგილობრივი ასტამურ ფაჩულია.

"კოვიდპანდემიის საფრთხეს რომ თავი დავანებოთ, ტურისტული ქვეყანა ვართ და უამრავი მასწავლებელი თუ სკოლის სხვა პერსონალი ტურისტულ ბიზნეშია დასაქმებული, იქნებ ვაცადოთ 20 სექტემბრამდე მაინც მუშაობა? ისედაც კაპიკებზე მუშაობენ სკოლებში და ამ დროსაც გამოიყენებდნენ. ამასთან, თვის ბოლომდე ვირუსის აფეთქებაც ჩაცხრებოდა. საქართველოს თავისი გასჭირვებია, უმძიმესი ვითარება აქვთ, ყოველდღე რამდენიმე ათეული ადამიანი ეღუპებათ. ყველაფერზე იქით იყურებით", - წერს სოციალური ქსელში ელიზა წუჟბა.

"ვის იმედზე იწყებთ სასწავლო პროცესს? რა მოხდება ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელმა ბავშვებშიც რომ მოიმატოს?!" - კითხულობს იამზე კვეკვესკირი.

სხვების თქმით, არავინ იცის, კოვიდპანდემია რამდენ ხანს გასტანს.

"ისედაც მხოლოდ სკოლის განათლებაზე ვართ დამოკიდებული, რომლის ხარისხის მაჩვენებელიც ნულს ქვემოთ არის და ისიც არ მივცეთ? წერა-კითხვის უცოდინარი თაობა გინდათ, რომ მერე უფრო მარტივად მართოთ, თქვენი კოვიდშირმებით და სახიფათო აცრებით? რა გაქვთ ჩაფიქრებული ყველას ერთად, ერის სრული გადაშენება?!" - კითხულობს ადგილობრივი ანჟელა გოგოხია.

"ტურიზმის სეზონი დუღს. ყოველდღიურად ასობით აუცრელი რუსი ტურისტი შემოდის და არავინ იცის, რა შტამები შემოაქვთ. ახლა ამბობენ, რომ ვირუსის უწყვეტი მუტაცია ხდება და ეს აცრები მისი პრევენციისთვის უძლურია. თუმცა, ტურისტულ ქალაქებში არანაირ რეგულაციას არ იცავენ და სკოლა გახდა პრობლემა? სადაც მეტ-ნაკლებად კონტროლდება ვითარება... ბავშვები ისედაც მუდმივად ერთმანეთს ეკონტაქტებიან, ვინმეს ჰგონია, რომ მშობლებს ისინი სახლში ჰყავთ დამწყვდეული?" - წერს ალიას ხახუბია.

"გასაგებია, სკოლის დაწყების თემა რატომაც შემოაგდეს, მშობლებს აიძულებენ აიცრან, არადა, ყველას სხვადასხვანაირი ორგანიზმი გვაქვს და არავინ იცის, ნებისმიერ ჩვენგანზე როგორ აისახება. კონტროლი დააწესეთ და რეგულაციები გაამკაცრეთ, თორემ ცუდად გვაქვს საქმე, ხალხი არ იცრება, ეშინიათ. რუხის, ქუთაისის, თბილისისკენ იყურებიან და ამოუწურავი რესურსი არავის აქვს", - მიაჩნია ნელი კუჩბას.

"ის ხალხია სასწავლო პროცესის გადადების მომხრე, ვისი სასტუმროებიც და კაფეებიც ხალხით სავსეა. როგორმე ბოლომდე გარისკეთ, რომ რუსებს არ შეეშინდეთ და აფხაზეთში დასვენებისგან თავი არ შეიკავონ. ფაშისტებივით იქცევით, თავად არღვევთ ყველანაირ რეგულაციას და სხვებს მოუწოდებთ შვილები სკოლაში არ გაუშვათო. თავად რატომ არ ხურავთ სასტუმროებს და კაფეებს? რა სამწუხაროა, რომ ფულმა ადამიანის სახე დაგვიკარგა", - წერს იაგო ქეცბა.