სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოხდა სასწაული, დღეს მე ჩავაბარე და ძალიან ბედნიერი ვარ..." - აზერბაიჯანელი გოგონა, რომელიც იძულებით გათხოვებაზე უარის გამო, ოჯახს დაუპირისპირდა, სტუდენტი გახდა
"მოხდა სასწაული, დღეს მე ჩავაბარე და ძალიან ბედნიერი ვარ..." - აზერბაიჯანელი გოგონა, რომელიც იძულებით გათხოვებაზე უარის გამო, ოჯახს დაუპირისპირდა, სტუდენტი გახდა

აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი გო­გო­ნა, ჩი­ნა­რა კო­ჯა­ე­ვა, რო­მე­ლიც იძუ­ლე­ბით ად­რე­ულ ქორ­წი­ნე­ბას ორ­ჯერ გა­და­ურ­ჩა და რო­მე­ლიც უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და, დღეს სტუ­დენ­ტი გახ­და. ჩი­ნა­რამ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ა­ბა­რა, სა­დაც სა­მარ­თლის ფა­კულ­ტეტ­ზე ის­წავ­ლის. გო­გო­ნა სა­კუ­თარ ემო­ცი­ებს "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე გვი­ზი­ა­რებს და ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც რთუ­ლი გზის გავ­ლი­სას გვერ­დით ედგა, მად­ლო­ბას უხ­დის:

"ისე­თი ბედ­ნი­ე­რი ვარ დღეს, მინ­და გა­გი­ზი­ა­როთ... დღეს ჩა­ვა­ბა­რე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­მარ­თლის ფა­კულ­ტეტ­ზე, რო­მელ­ზეც დიდი ხნის წინ ვოც­ნე­ბობ­დი. ჯე­რაც არ მჯე­რა, ისე­თი გა­ხა­რე­ბუ­ლი ვარ. ამის­თვის ძა­ლი­ან რთუ­ლი გზე­ბი გა­ვი­ა­რე, გა­ვი­და წლე­ბი, დღე­ე­ბი, მაგ­რამ ბო­ლოს მე შევ­ძე­ლი.

ჯერ პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, რომ წა­მო­მიყ­ვა­ნეს იქი­დან, სა­დაც მხო­ლოდ ოც­ნე­ბებ­ში ვცხოვ­რობ­დი და გა­მო­რი­ცხუ­ლი იყო სწავ­ლა და გა­ნათ­ლე­ბა. ერთ დღეს მოხ­და სას­წა­უ­ლი. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი და­მეხ­მარ­ნენ - გოგა ხა­ტი­აშ­ვი­ლი, გოგა რაზ­მა­ძე და ბელა ფი­ფია და სა­ჭი­რო დროს გა­მოჩ­ნდნენ, არ დამ­ტო­ვეს მარ­ტო, ყო­ველ­დღე მაძ­ლი­ე­რებ­დნენ, ყო­ველ­დღე იყ­ვნენ ჩემ­თან და სულ სჯე­რო­დათ ჩემი, რად­გან ჩვენ უკვე ერთი ოჯა­ხი გავ­ხვდით.

გა­მოც­დებ­ზე რომ გავ­დი­ო­დი, დი­ლის 7-სა­ათ­ზე მო­ვიდ­ნენ ჩემ­თან ლონ­და თო­ლო­რა­ია და ინ­დი­რა რო­ბა­ქი­ძე და წა­მიყ­ვა­ნეს გა­მოც­და­ზე. არ მინ­დო­და მა­გა­თი შე­წუ­ხე­ბა, მაგ­რამ არც ერთი წუთი მარ­ტო არ დამ­ტო­ვეს, რო­გორც მშო­ბე­ლი. გა­მოც­და­ზე რომ გა­ვე­დი, არც ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, ვი­ცო­დი, რომ ჩემ­თან ერ­თად იყ­ვნენ და ჩემი იმე­დი ჰქონ­დათ, უნდა ჩა­ვა­ბა­რო და უნდა გა­ვა­ხა­რო-თქო. მოხ­და სას­წა­უ­ლი, დღეს მე ჩა­ვა­ბა­რე და ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ...

მად­ლო­ბა, რომ მყავ­ხართ. სი­ტყვე­ბი არ მყოფ­ნის... დღეს ვარ სტუ­დენ­ტი თქვე­ნი დამ­სა­ხუ­რე­ბით, დიდი მად­ლო­ბა თქვენ იმი­სათ­ვის, რომ სიყ­ვა­რუ­ლი, სით­ბო და სიძ­ლი­ე­რე - ყვე­ლა­ფე­რი თქვენ­გან ვის­წავ­ლე მიყ­ვარ­ხართ უზო­მოდ მიყ­ვარ­ხართ ყვე­ლა­ნი, ვინც მხარ­ში და­მი­დე­გით. მად­ლი­ე­რი ვარ თქვე­ნი და ამას ჩემი წარ­მა­ტე­ბით გა­და­გიხ­დით.

ცხოვ­რე­ბა­ში ხდე­ბა სას­წა­უ­ლე­ბი და უნდა იცო­დე, რომ არა­სო­დეს არ უნდა და­ნე­ბე­დე, არა­სო­დეს. მე შევ­ძე­ლი და დღეს ვარ უბედ­ნი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნი.

მაკა ფე­რა­ძე, ლელა აკი­აშ­ვი­ლი, ნა­თია მეზვრიშ­ვი­ლი, მად­ლო­ბა თქვენ მხარ­და­ჭე­რის­თვის, ნდო­ბის­თვის, სიყ­ვა­რუ­ლის­თვის, სით­ბოს­თვის, ყვე­ლაფ­რის­თვის. მიყ­ვარ­ხართ მად­ლო­ბა ღმერ­თო შენც, რომ ეს ან­გე­ლო­ზი­ვით ადა­მი­ა­ნე­ბი გა­მო­უშ­ვი ჩემ­თან", - წერს ჩი­ნა­რა კო­ჯა­ე­ვა.

ეთ­ნი­კუ­რად აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი 20 წლის ჩი­ნა­რა კო­ჯა­ე­ვას ის­ტო­რია, გო­გო­ნას სი­მა­მა­ცი­სა და გამ­ბე­და­ო­ბის გამო, სა­მა­გა­ლი­თოა. ის ჯერ კი­დევ 14 წლის იყო, რო­დე­საც სა­კუ­თარ ოჯახ­სა და სო­ცი­უმ­ში დამ­კვიდ­რე­ბულ ტრა­დი­ცი­ებს და­უ­პი­რის­პირ­და, რის გა­მოც სახ­ლი­დან წა­მოს­ვლა მო­უხ­და. ჩი­ნა­რა კო­ჯა­ე­ვა თეთ­რი­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ქო­სა­ლარ­ში ცხოვ­რობ­და, სა­დაც ბევრ ოჯახ­ში, ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა, წყვი­ლე­ბის და­ქორ­წი­ნე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას კი მათი მშობ­ლე­ბი იღე­ბენ.

წა­ი­კი­თხეთ: რას ჰყვე­ბო­და ჩი­ნა­რა AMBEBI.GE-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში იმ დღის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც მის ცხოვ­რე­ბა­ში გარ­დამ­ტე­ხი აღ­მოჩ­ნდა

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გილოცავთ შვილო.
1

ჩემი შვილიც გახდა სტუდენტი, გილოცავ შვილო, სწავლა სიკვდილმდე შენია მუდამ შენთანა მყოფელი... დღეს ბევრი მშობელი გახდა ოფიციალურად სტუდენტის მშობელი. ამაზე დიდი სიხარული არ არსებობს. იწყება ცხოვრების ახალი ეტაპი. წინსვლა და წარმატებები შენ , შვილო და ყველა სტუდენტს. აშენეთ ახალი საქართველო.

დ გ
1

წარმატებები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"მოხდა სასწაული, დღეს მე ჩავაბარე და ძალიან ბედნიერი ვარ..." - აზერბაიჯანელი გოგონა, რომელიც იძულებით გათხოვებაზე უარის გამო, ოჯახს დაუპირისპირდა, სტუდენტი გახდა

"მოხდა სასწაული, დღეს მე ჩავაბარე და ძალიან ბედნიერი ვარ..." - აზერბაიჯანელი გოგონა, რომელიც იძულებით გათხოვებაზე უარის გამო, ოჯახს დაუპირისპირდა, სტუდენტი გახდა

აზერბაიჯანელი გოგონა, ჩინარა კოჯაევა, რომელიც იძულებით ადრეულ ქორწინებას ორჯერ გადაურჩა და რომელიც უმაღლესი განათლების მიღებაზე ოცნებობდა, დღეს სტუდენტი გახდა. ჩინარამ უნივერსიტეტში ჩააბარა, სადაც სამართლის ფაკულტეტზე ისწავლის. გოგონა საკუთარ ემოციებს "ფეისბუქის" პირად გვერდზე გვიზიარებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც რთული გზის გავლისას გვერდით ედგა, მადლობას უხდის:

"ისეთი ბედნიერი ვარ დღეს, მინდა გაგიზიაროთ... დღეს ჩავაბარე უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე, რომელზეც დიდი ხნის წინ ვოცნებობდი. ჯერაც არ მჯერა, ისეთი გახარებული ვარ. ამისთვის ძალიან რთული გზები გავიარე, გავიდა წლები, დღეები, მაგრამ ბოლოს მე შევძელი.

ჯერ პატარა ვიყავი, რომ წამომიყვანეს იქიდან, სადაც მხოლოდ ოცნებებში ვცხოვრობდი და გამორიცხული იყო სწავლა და განათლება. ერთ დღეს მოხდა სასწაული. ეს ადამიანები დამეხმარნენ - გოგა ხატიაშვილი, გოგა რაზმაძე და ბელა ფიფია და საჭირო დროს გამოჩნდნენ, არ დამტოვეს მარტო, ყოველდღე მაძლიერებდნენ, ყოველდღე იყვნენ ჩემთან და სულ სჯეროდათ ჩემი, რადგან ჩვენ უკვე ერთი ოჯახი გავხვდით.

გამოცდებზე რომ გავდიოდი, დილის 7-საათზე მოვიდნენ ჩემთან ლონდა თოლორაია და ინდირა რობაქიძე და წამიყვანეს გამოცდაზე. არ მინდოდა მაგათი შეწუხება, მაგრამ არც ერთი წუთი მარტო არ დამტოვეს, როგორც მშობელი. გამოცდაზე რომ გავედი, არც ვნერვიულობდი, ვიცოდი, რომ ჩემთან ერთად იყვნენ და ჩემი იმედი ჰქონდათ, უნდა ჩავაბარო და უნდა გავახარო-თქო. მოხდა სასწაული, დღეს მე ჩავაბარე და ძალიან ბედნიერი ვარ...

მადლობა, რომ მყავხართ. სიტყვები არ მყოფნის... დღეს ვარ სტუდენტი თქვენი დამსახურებით, დიდი მადლობა თქვენ იმისათვის, რომ სიყვარული, სითბო და სიძლიერე - ყველაფერი თქვენგან ვისწავლე მიყვარხართ უზომოდ მიყვარხართ ყველანი, ვინც მხარში დამიდეგით. მადლიერი ვარ თქვენი და ამას ჩემი წარმატებით გადაგიხდით.

ცხოვრებაში ხდება სასწაულები და უნდა იცოდე, რომ არასოდეს არ უნდა დანებედე, არასოდეს. მე შევძელი და დღეს ვარ უბედნიერესი ადამიანი.

მაკა ფერაძე, ლელა აკიაშვილი, ნათია მეზვრიშვილი, მადლობა თქვენ მხარდაჭერისთვის, ნდობისთვის, სიყვარულისთვის, სითბოსთვის, ყველაფრისთვის. მიყვარხართ მადლობა ღმერთო შენც, რომ ეს ანგელოზივით ადამიანები გამოუშვი ჩემთან", - წერს ჩინარა კოჯაევა.

ეთნიკურად აზერბაიჯანელი 20 წლის ჩინარა კოჯაევას ისტორია, გოგონას სიმამაცისა და გამბედაობის გამო, სამაგალითოა. ის ჯერ კიდევ 14 წლის იყო, როდესაც საკუთარ ოჯახსა და სოციუმში დამკვიდრებულ ტრადიციებს დაუპირისპირდა, რის გამოც სახლიდან წამოსვლა მოუხდა. ჩინარა კოჯაევა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქოსალარში ცხოვრობდა, სადაც ბევრ ოჯახში, ადრეული ქორწინება ჩვეულებრივი მოვლენაა, წყვილების დაქორწინების გადაწყვეტილებას კი მათი მშობლები იღებენ.

წაიკითხეთ: რას ჰყვებოდა ჩინარა AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში იმ დღის შესახებ, რომელიც მის ცხოვრებაში გარდამტეხი აღმოჩნდა