სამართალი
პოლიტიკა

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:43-ზე, მთვარე სასწორში გადავა 11:07 თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთი თვის წინ მეუღლე ტრაგიკულად დამეღუპა, ვერ მოესწრო ანდრიას დაბადებას" - რას ჰყვება 45 წლის ქალი, რომელსაც ახლახან მე-13 შვილი შეეძინა
"ერთი თვის წინ მეუღლე ტრაგიკულად დამეღუპა, ვერ მოესწრო ანდრიას დაბადებას" - რას ჰყვება 45 წლის ქალი, რომელსაც ახლახან მე-13 შვილი შეეძინა

დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ ბა­თუ­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო ჰოს­პი­ტალ­ში, 45 წლის ქალ­ბა­ტონს ია­მზე დი­ა­სა­მი­ძეს მე-13 შვი­ლი - ან­დრია შე­ე­ძი­ნა. ივა­ნა­ძე­ე­ბის ოჯახს უკვე 8 ვაჟი და 5 გო­გო­ნა ჰყავთ. მათ შო­რის ყვე­ლა­ზე უფ­რო­სი 28 წლი­საა. ქალ­ბა­ტო­ნი ია­მზე 4 გზის ბე­ბი­ა­ცაა. Ambebi.ge და­ინ­ტე­რეს­და რო­გორც ცხოვ­რობს 13-შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხი, ამი­ტო­მაც ქო­ბუ­ლე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კვი­რი­კე­ში მცხოვ­რებ გმირ დე­დას ია­მზე დი­ა­სა­მი­ძეს და­ვუ­კავ­შირ­დით. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ქალ­ბა­ტონ ია­მზეს ერთი თვის წინ მე­უღ­ლე ტრა­გი­კუ­ლად და­ე­ღუ­პა.

- ქალ­ბა­ტო­ნო ია­მზე, მოგ­ვი­ყე­ვით თქვენს შე­სა­ხებ, რო­გორ ხართ, რო­გორ ცხოვ­რობთ?

- რა გი­თხრათ, ვცხოვ­რობთ სო­ფელ კვი­რი­კე­ში, ახ­ლა­ხან მე-13 ბავ­შვი გა­ვა­ჩი­ნე, პა­ტა­რა ან­დრია დრო­ე­ბით კლი­ნი­კა­ში რჩე­ბა, რად­გან დღე­ნაკ­ლუ­ლი და­ი­ბა­და. დი­დად დალ­ხე­ნი­ლი ცხოვ­რე­ბა არას­დროს გვქო­ნია, თუმ­ცა გაგ­ვქონ­და თავი.

- რო­გორც გა­ვი­გეთ, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის შე­სა­ძე­ნად ვალი აი­ღეთ, თან­ხა კი და­სა­ფა­რი გაქვთ...

- დიახ, ხუთი წლის წინ სახ­ლი შე­ვი­ძი­ნეთ, ნა­ხე­ვა­რი თან­ხა გა­დახ­დი­ლი გვაქვს, თუმ­ცა და­ახ­ლო­ე­ბით 4000 დო­ლა­რი კი­დევ გვჭირ­დე­ბა, რომ სახ­ლის ვალი სრუ­ლად დავ­ფა­როთ.

- თქვე­ნი შვი­ლე­ბი რა ასა­კის არი­ან?

- უფ­რო­სი შვი­ლი 28 წლის არის, უც­რო­სი კი სულ ახალ­ხან და­ი­ბა­და, რო­გორც იცით. ამ ეტაპ­ზე, მხო­ლოდ ხუთი შვი­ლი მყავს სკო­ლის მოს­წვა­ლე, და­ნარ­ჩე­ნე­ბი უფ­რო­სე­ბი არი­ან. მინ­და, რომ ორ ქა­ლიშ­ვილს პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლე­ბელ­ში ჩა­ვა­ბა­რე­ბი­ნო, რათა რა­ი­მე პრო­ფე­სია ჰქონ­დეთ. სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლე­ბი ვართ, დახ­მა­რე­ბას ვღე­ბუ­ლობთ, რაც ცხა­დია, საკ­მა­რი­სი არ არის. ამ­დენ ბავ­შვს მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა, გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა და სხვა ბევ­რი რამ სჭირ­დე­ბა, რის სა­შუ­ა­ლე­ბაც არ გვაქვს. ახლა კი ამ­დენ პრობ­ლე­მას­თან სულ მარ­ტო დავ­რჩი. ჩემი მე­უღ­ლე ერთი თვის წინ, მდი­ნა­რე კინ­ტრი­ში­სა და ზღვის შე­სარ­თავ­თან თევ­ზა­ობ­და, რა დრო­საც ან­კე­სი ელექტრო­სა­დენს წა­მო­ე­დო, რა­მაც ჩემი ქმა­რი იმ­სხვერ­პლა. დე­ნის დარ­ტყმის შე­დე­გად დავ­კარ­გე მე­უღ­ლე, ოჯა­ხის მარ­ჩე­ნა­ლი, ვერ მო­ეს­წრო ან­დრი­ას და­ბა­დებს.

"ენერ­გი პრო ჯორ­ჯი­ას­თან" პრე­ტენ­ზი­ე­ბი გვაქვს, რად­გან ელექტრო­სა­დე­ნე­ბი არ არის უსაფრ­თხოდ გან­თავ­სე­ბუ­ლი, იმ­დე­ნად დაბ­ლაა გა­ჭი­მუ­ლი, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხეს უქ­მნის. ჩემი ქმრის ტრა­გი­კუ­ლად და­ღუპ­ვა­ზე გა­მო­ძი­ე­ბა ამ დრომ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობს. მომ­ხდა­რის გამო ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ, ამი­ტო­მაც და­მე­წყო ნა­ად­რე­ვად მშო­ბი­ა­რო­ბა.

პა­სუხს ვი­თხოვთ "ენერ­გი პრო ჯორ­ჯი­ას­გან", გან­ცხა­დე­ბი­თაც მივ­მარ­თეთ, მაგ­რამ არა­ვინ გვყავს, ვინც ამ სა­კი­თხში იუ­რი­დი­უ­ლად დაგ­ვეხ­მა­რე­ბა.

აქვე გთა­ვა­ზობთ სა­ბან­კო რე­კი­ვი­ზი­ტებს, და­ვეხ­მა­როთ ქალ­ბა­ტონ ია­მზეს გა­უმკლავ­დეს სო­ცი­ა­ლურ პრობ­ლე­მებს:

სს "ლი­ბერ­თი ბან­კი"

ბან­კის კოდი: LBRTGE22

ან­გა­რი­შის ნო­მე­რი: GE08LB0211190690923000

მიმ­ღე­ბი: ია­მზე დი­ა­სა­მი­ძე

მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეკა
1

ხელიგულზე უნდა ატარებდნენ ამ ქალს. რა სოციალურად დაუცველი? რა სირცხვილია ღმერთო ჩემო

Zug.
1

გენაცვალეთ მე თქვენ ქობულეთელებო. რა წმინდა სახელის მატარებელ სოფლიდან ყოფილან -კვირიკე. ღმერთმა გიშველონ და მოგცეთ ჯანი და ბედნიერება. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ერთი თვის წინ მეუღლე ტრაგიკულად დამეღუპა, ვერ მოესწრო ანდრიას დაბადებას" - რას ჰყვება 45 წლის ქალი, რომელსაც ახლახან მე-13 შვილი შეეძინა

"ერთი თვის წინ მეუღლე ტრაგიკულად დამეღუპა, ვერ მოესწრო ანდრიას დაბადებას" - რას ჰყვება 45 წლის ქალი, რომელსაც ახლახან მე-13 შვილი შეეძინა

დიდი გამოხმაურება მოჰყვა ინფორმაციას, რომ ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში, 45 წლის ქალბატონს იამზე დიასამიძეს მე-13 შვილი - ანდრია შეეძინა. ივანაძეების ოჯახს უკვე 8 ვაჟი და 5 გოგონა ჰყავთ. მათ შორის ყველაზე უფროსი 28 წლისაა. ქალბატონი იამზე 4 გზის ბებიაცაა. Ambebi.ge დაინტერესდა როგორც ცხოვრობს 13-შვილიანი ოჯახი, ამიტომაც ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეში მცხოვრებ გმირ დედას იამზე დიასამიძეს დავუკავშირდით. როგორც აღმოჩნდა, ქალბატონ იამზეს ერთი თვის წინ მეუღლე ტრაგიკულად დაეღუპა.

- ქალბატონო იამზე, მოგვიყევით თქვენს შესახებ, როგორ ხართ, როგორ ცხოვრობთ?

- რა გითხრათ, ვცხოვრობთ სოფელ კვირიკეში, ახლახან მე-13 ბავშვი გავაჩინე, პატარა ანდრია დროებით კლინიკაში რჩება, რადგან დღენაკლული დაიბადა. დიდად დალხენილი ცხოვრება არასდროს გვქონია, თუმცა გაგვქონდა თავი.

- როგორც გავიგეთ, საცხოვრებელი სახლის შესაძენად ვალი აიღეთ, თანხა კი დასაფარი გაქვთ...

- დიახ, ხუთი წლის წინ სახლი შევიძინეთ, ნახევარი თანხა გადახდილი გვაქვს, თუმცა დაახლოებით 4000 დოლარი კიდევ გვჭირდება, რომ სახლის ვალი სრულად დავფაროთ.

- თქვენი შვილები რა ასაკის არიან?

- უფროსი შვილი 28 წლის არის, უცროსი კი სულ ახალხან დაიბადა, როგორც იცით. ამ ეტაპზე, მხოლოდ ხუთი შვილი მყავს სკოლის მოსწვალე, დანარჩენები უფროსები არიან. მინდა, რომ ორ ქალიშვილს პროფესიულ სასწავლებელში ჩავაბარებინო, რათა რაიმე პროფესია ჰქონდეთ. სოციალურად დაუცველები ვართ, დახმარებას ვღებულობთ, რაც ცხადია, საკმარისი არ არის. ამდენ ბავშვს მოვლა-პატრონობა, განათლების მიღება და სხვა ბევრი რამ სჭირდება, რის საშუალებაც არ გვაქვს. ახლა კი ამდენ პრობლემასთან სულ მარტო დავრჩი. ჩემი მეუღლე ერთი თვის წინ, მდინარე კინტრიშისა და ზღვის შესართავთან თევზაობდა, რა დროსაც ანკესი ელექტროსადენს წამოედო, რამაც ჩემი ქმარი იმსხვერპლა. დენის დარტყმის შედეგად დავკარგე მეუღლე, ოჯახის მარჩენალი, ვერ მოესწრო ანდრიას დაბადებს.

"ენერგი პრო ჯორჯიასთან" პრეტენზიები გვაქვს, რადგან ელექტროსადენები არ არის უსაფრთხოდ განთავსებული, იმდენად დაბლაა გაჭიმული, რომ ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. ჩემი ქმრის ტრაგიკულად დაღუპვაზე გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს. მომხდარის გამო ძალიან ვნერვიულობ, ამიტომაც დამეწყო ნაადრევად მშობიარობა.

პასუხს ვითხოვთ "ენერგი პრო ჯორჯიასგან", განცხადებითაც მივმართეთ, მაგრამ არავინ გვყავს, ვინც ამ საკითხში იურიდიულად დაგვეხმარება.

აქვე გთავაზობთ საბანკო რეკივიზიტებს, დავეხმაროთ ქალბატონ იამზეს გაუმკლავდეს სოციალურ პრობლემებს:

სს "ლიბერთი ბანკი"

ბანკის კოდი: LBRTGE22

ანგარიშის ნომერი: GE08LB0211190690923000

მიმღები: იამზე დიასამიძე