სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
მსოფლიო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ღარიბაშვილის განცხადებები "ოცნების" წისქვილზე არ ასხამს წყალს... ასეთი დაპირისპირება ადამიანთან, რომელიც რამდენიმე თვის წინ მათი მთავრობის პირველი პირი იყო, სიბეცეა" - ექსპერტი
"ღარიბაშვილის განცხადებები  "ოცნების" წისქვილზე არ ასხამს წყალს... ასეთი დაპირისპირება ადამიანთან, რომელიც რამდენიმე თვის წინ მათი მთავრობის პირველი პირი იყო, სიბეცეა" - ექსპერტი

ქვე­ყა­ნა­ში წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სი პა­სი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს, რა­ზეც გავ­ლე­ნას, ბუ­ნებ­რი­ვია, ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბაც ახ­დენს, თუმ­ცა, ამის მი­უ­ხე­და­ვად, ოპო­ზი­ცი­ის პა­სი­უ­რო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით უც­ნა­უ­რია... ამ თე­მა­ზე გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან' ისა­უბ­რა ექ­სპერ­ტმა სან­დრო თვა­ლჭრ­ლი­ძემ. გთა­ვა­ზობთ ნა­წყვეტს ინ­ტერ­ვი­უ­დან.

სან­დრო თვლაჭ­რე­ლი­ძე:

- ეს ბევ­რი მი­ზე­ზით შე­იძ­ლე­ბა აიხ­სნას. უპირ­ვე­ლე­სად უნდა გა­ვიხ­სე­ნო ის ბო­ი­კო­ტი, რო­მე­ლიც ოპო­ზი­ცი­ამ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ გა­მო­ა­ცხა­და, რაც, ჩემი აზ­რით, დრა­მა­ტუ­ლი შეც­დო­მა იყო. ოპო­ზი­ცი­ას ჰყავ­და და ჰყავს თა­ვი­სი ამომ­რჩე­ვე­ლი, მაგ­რამ, ვფიქ­რობ, ამ ბო­ი­კო­ტით მათ მხარ­დამ­ჭერ­თა ნა­წი­ლი და­კარ­გეს. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით ეხე­ბა პა­ტა­რა პარ­ტი­ებს, რო­მელ­თაც სრულ­ფა­სო­ვა­ნი სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის სა­წარ­მო­ებ­ლად ისე­დაც არ აქვთ საკ­მა­რი­სი რე­სურ­სი. ცალ­კე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბაც" უამ­რავ შეც­დო­მას უშ­ვებს, გან­სა­კუთ­რე­ბით - რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი რი­ტო­რი­კით და სულ ქუ­ჩის აქ­ცი­ებ­ზე ლა­პა­რა­კით. ხალ­ხს უნდა სიმ­შვი­დე, სტა­ბი­ლუ­რო­ბა. დღეს ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას ყვე­ლა­ზე მე­ტად არე­უ­ლო­ბის შიში აფრ­თხობს, "ნაც­მოძ­რა­ო­ბა" კი რა­დი­კა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბით სწო­რედ ამ შიშს ამ­ძაფ­რებს...

დღეს პო­ლი­ტი­კურ სპექტრში გა­მო­ნაკ­ლი­სია გი­ორ­გი გა­ხა­რია. ის სწო­რად იქ­ცე­ვა, რო­დე­საც პო­ლი­ტი­კურ არე­ნა­ზე დამ­კვიდ­რე­ბულ ნე­გა­ტი­ურ დღის წეს­რიგს არ უერ­თდე­ბა და ცდი­ლობს, პო­ზი­ტი­უ­რი ნა­რა­ტი­ვი შე­მო­ი­ტა­ნოს. ჩემი აზ­რით, ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ში ის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო შე­დე­გებს გვაჩ­ვე­ნებს. ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა, ვის და­ა­სა­ხე­ლებს თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­და­ტად. ცხა­დია და ყვე­ლა აღი­ა­რებს, რომ კახა კა­ლა­ძე რე­ი­ტინ­გუ­ლი ფი­გუ­რაა. მოგ­ვწონს თუ არა, მას გა­მარ­ჯვე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი შან­სი აქვს. გა­ხა­რი­ას კან­დი­დატ­მა შე­იძ­ლე­ბა ვერც გა­ი­მარ­ჯვოს, მაგ­რამ ვინ იქ­ნე­ბა ეს ადა­მი­ა­ნი, ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ეს აჩ­ვე­ნებს, რა ჰუ­მა­ნუ­რი რე­სურ­სი აქვს გა­ხა­რი­ას პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ყო­ფი­ლი ჩი­ნოს­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მას­თან გა­და­ვიდ­ნენ, ახალ კად­რე­ბად ვერ ჩა­ით­ვლე­ბი­ან. ისი­ნი მა­ინც ერთ "ქვაბ­ში მო­ხარ­შუ­ლი" ხალ­ხია. სა­ინ­ტე­რე­სოა, აქვს თუ არა გა­ხა­რი­ას ამ ქვა­ბის გა­რეთ კად­რე­ბის მო­ძი­ე­ბის რე­სურ­სი, პო­ლი­ტი­კა­ში ახა­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნე­ბის მოყ­ვა­ნის შნო.

- რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, ისე ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა ნა­წი­ლი ცდი­ლობს, გი­ორ­გი გა­ხა­რია ჩვენ­ში დამ­კვიდ­რე­ბულ ლან­ძღვა-გი­ნე­ბის კო­რი­ან­ტელ­ში ჩა­ით­რი­ონ. "რა თქმა უნდა, ჩემს თვალ­ში გა­ხა­რია არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­ღა­ლა­ტე და მეტ­საც ვი­ტყვი, გა­ხა­რია არის იშ­ვი­ა­თი მო­ღა­ლა­ტე. სა­მეგ­რე­ლო­ში ვარ და მეგ­რე­ლე­ბი გა­მი­გე­ბენ. ის არის იშ­ვი­ა­თი, მა­ზაკ­ვა­ლი მო­ღა­ლა­ტე", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა ღა­რი­ბაშ­ვილ­მა წი­ნა­მორ­ბედ­ზე მარ­ტვილ­ში ყოფ­ნი­სას...

- ნამ­დვი­ლად ძა­ლი­ან ცდი­ლო­ბენ, რაც ჯერ­ჯე­რო­ბით არ გა­მოს­დით და გა­ხა­რი­ას მხრი­დან ეს სწო­რი პო­ზი­ცი­აა, ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ამ­დაგ­ვა­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი კი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წის­ქვილ­ზე ნამ­დვი­ლად არ ას­ხამს წყალს. ასე­თი და­პი­რის­პი­რე­ბა ადა­მი­ან­თან, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე თვის წინ მათი მთავ­რო­ბის პირ­ვე­ლი პირი იყო, სი­ბე­ცეა.

ზუს­ტად ასე­ვე არას­წო­რად იქ­ცე­ვა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა", რო­დე­საც მას ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მე­ო­რე პრო­ექ­ტად მო­იხ­სე­ნი­ებს. რაც უფრო გა­ლან­ძღა­ვენ, და­მერ­წმუ­ნეთ, მით უკე­თე­სი გა­ხა­რი­ას­თვის, მით უფრო, რომ ის ამ­გვა­რი ლექ­სი­კით არა­ვის პა­სუ­ხობს. ხალ­ხი ამ ლან­ძღვა-გი­ნე­ბას, წლე­ბია, უს­მენს და ყელ­ში აქვს ამო­სუ­ლი. აღა­რა­ვის უნდა ამის მოს­მე­ნა. ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს აინ­ტე­რე­სებთ, რა ელის მათ სო­ცი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბას.

ბო­ლოს და ბო­ლოს, უნდა დას­რულ­დეს ორი პარ­ტი­ის ორ­თაბ­რძო­ლად ქცე­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი თა­მა­ში და გა­მოჩ­ნდეს ძალა, რო­მე­ლიც მე­სა­მე პო­ლი­ტი­კურ ცენ­ტრად იქ­ცე­ვა, ვნა­ხოთ, ამის პერ­სპექ­ტი­ვა გა­ხა­რი­ას ნამ­დვი­ლად აქვს. იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
?
1

არასოდეს გახარიას მომხრე არ ვყოფილვარ,თუმცა უნდა ვაღიარო,რომ ის ნამდვილად ღირსეულად იქცევა ქარაქუცა ღარიბასგან განხვავებით.

კახა
2

ახალი ადამიანები უნდა მოიზიდონ პოლიტიკაში, თუნდაც გახარიამ ინტელექტუალური წრეებიდან. პირველ რიგში ცესკოს თავჯდომარედ უნდა მოვიდეს სრულიად ნეიტრალური და პატიოსანი ადამიანი და მერე აღარ იქნება ამის ეჭვი სამართლიანი იყო თუ არა არჩევნები. მე რომ მკითხონ მაგალითად ცესკოს თავჯდომარედ დავნიშნავდი მწერალ დათო ტურაშვილს მოადგილედ აკა მორჩილაძეს, დარწმუნებული ვარ ამ ადამიანთა სანდოობა არასოდეს დაგება კიტხვისნიშნის ქვეშ. ხოდა საერთოდ რაღაცნაირად უნდა შევძლოთ კონსოლიდაცია, სადაც კი წესიერი ადამიანი გვეგულება უნდა ჩავრთოთ სახელმწიფოს შენების საქმეში.

ავტორი:

"ღარიბაშვილის განცხადებები "ოცნების" წისქვილზე არ ასხამს წყალს... ასეთი დაპირისპირება ადამიანთან, რომელიც რამდენიმე თვის წინ მათი მთავრობის პირველი პირი იყო, სიბეცეა" - ექსპერტი

"ღარიბაშვილის განცხადებები  "ოცნების" წისქვილზე არ ასხამს წყალს... ასეთი დაპირისპირება ადამიანთან, რომელიც რამდენიმე თვის წინ მათი მთავრობის პირველი პირი იყო, სიბეცეა" - ექსპერტი

ქვეყანაში წინასაარჩევნო პროცესი პასიურად მიმდინარეობს, რაზეც გავლენას, ბუნებრივია, ეპიდემიოლოგიური ვითარებაც ახდენს, თუმცა, ამის მიუხედავად, ოპოზიციის პასიურობა განსაკუთრებით უცნაურია... ამ თემაზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან' ისაუბრა ექსპერტმა სანდრო თვალჭრლიძემ. გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან.

სანდრო თვლაჭრელიძე:

- ეს ბევრი მიზეზით შეიძლება აიხსნას. უპირველესად უნდა გავიხსენო ის ბოიკოტი, რომელიც ოპოზიციამ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამოაცხადა, რაც, ჩემი აზრით, დრამატული შეცდომა იყო. ოპოზიციას ჰყავდა და ჰყავს თავისი ამომრჩეველი, მაგრამ, ვფიქრობ, ამ ბოიკოტით მათ მხარდამჭერთა ნაწილი დაკარგეს. ეს განსაკუთრებით ეხება პატარა პარტიებს, რომელთაც სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის საწარმოებლად ისედაც არ აქვთ საკმარისი რესურსი. ცალკე "ნაციონალური მოძრაობაც" უამრავ შეცდომას უშვებს, განსაკუთრებით - რევოლუციური რიტორიკით და სულ ქუჩის აქციებზე ლაპარაკით. ხალხს უნდა სიმშვიდე, სტაბილურობა. დღეს ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად არეულობის შიში აფრთხობს, "ნაცმოძრაობა" კი რადიკალური განცხადებებით სწორედ ამ შიშს ამძაფრებს...

დღეს პოლიტიკურ სპექტრში გამონაკლისია გიორგი გახარია. ის სწორად იქცევა, როდესაც პოლიტიკურ არენაზე დამკვიდრებულ ნეგატიურ დღის წესრიგს არ უერთდება და ცდილობს, პოზიტიური ნარატივი შემოიტანოს. ჩემი აზრით, ოქტომბრის არჩევნებში ის ძალიან საინტერესო შედეგებს გვაჩვენებს. ასევე საინტერესო იქნება, ვის დაასახელებს თბილისის მერობის კანდიდატად. ცხადია და ყველა აღიარებს, რომ კახა კალაძე რეიტინგული ფიგურაა. მოგვწონს თუ არა, მას გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი აქვს. გახარიას კანდიდატმა შეიძლება ვერც გაიმარჯვოს, მაგრამ ვინ იქნება ეს ადამიანი, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს აჩვენებს, რა ჰუმანური რესურსი აქვს გახარიას პოლიტიკურ ძალას. "ქართული ოცნების" ყოფილი ჩინოსნები, რომლებიც მასთან გადავიდნენ, ახალ კადრებად ვერ ჩაითვლებიან. ისინი მაინც ერთ "ქვაბში მოხარშული" ხალხია. საინტერესოა, აქვს თუ არა გახარიას ამ ქვაბის გარეთ კადრების მოძიების რესურსი, პოლიტიკაში ახალი და საინტერესო ადამიანების მოყვანის შნო.

- როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენელთა ნაწილი ცდილობს, გიორგი გახარია ჩვენში დამკვიდრებულ ლანძღვა-გინების კორიანტელში ჩაითრიონ. "რა თქმა უნდა, ჩემს თვალში გახარია არის ჩვეულებრივი მოღალატე და მეტსაც ვიტყვი, გახარია არის იშვიათი მოღალატე. სამეგრელოში ვარ და მეგრელები გამიგებენ. ის არის იშვიათი, მაზაკვალი მოღალატე", - განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა წინამორბედზე მარტვილში ყოფნისას...

- ნამდვილად ძალიან ცდილობენ, რაც ჯერჯერობით არ გამოსდით და გახარიას მხრიდან ეს სწორი პოზიციაა, ღარიბაშვილის ამდაგვარი განცხადებები კი "ქართული ოცნების" წისქვილზე ნამდვილად არ ასხამს წყალს. ასეთი დაპირისპირება ადამიანთან, რომელიც რამდენიმე თვის წინ მათი მთავრობის პირველი პირი იყო, სიბეცეა.

ზუსტად ასევე არასწორად იქცევა "ნაციონალური მოძრაობა", როდესაც მას ბიძინა ივანიშვილის მეორე პროექტად მოიხსენიებს. რაც უფრო გალანძღავენ, დამერწმუნეთ, მით უკეთესი გახარიასთვის, მით უფრო, რომ ის ამგვარი ლექსიკით არავის პასუხობს. ხალხი ამ ლანძღვა-გინებას, წლებია, უსმენს და ყელში აქვს ამოსული. აღარავის უნდა ამის მოსმენა. ჩვენს მოქალაქეებს აინტერესებთ, რა ელის მათ სოციალურ მდგომარეობას.

ბოლოს და ბოლოს, უნდა დასრულდეს ორი პარტიის ორთაბრძოლად ქცეული პოლიტიკური თამაში და გამოჩნდეს ძალა, რომელიც მესამე პოლიტიკურ ცენტრად იქცევა, ვნახოთ, ამის პერსპექტივა გახარიას ნამდვილად აქვს. იხილეთ სტატია სრულად