სამხედრო
სამართალი
პოლიტიკა

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბრაზილიელმა ოფიცერმა აღიარა, რომ კაცი საყვარელი ქალის დაკვეთით მოკლა - ქმრის მკვლელობის ორგანიზებისთვის საბერძნეთის ელჩის ცოლს 31-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ბრაზილიელმა ოფიცერმა აღიარა, რომ კაცი საყვარელი ქალის დაკვეთით მოკლა - ქმრის მკვლელობის ორგანიზებისთვის საბერძნეთის ელჩის ცოლს 31-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ბრა­ზი­ლი­ის სა­სა­მარ­თლომ ფრან­სუ­ა­ზა ამი­რი­დისს 31 წლით პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა მისი ქმრის - ბრა­ზი­ლი­ა­ში სა­ბერ­ძნე­თის ელ­ჩის მკვლე­ლო­ბის საქ­მის გან­ხილ­ვის შემ­დეგ. 2016 წელს რიო-დე-ჟა­ნე­ი­რო­ში კი­რა­კოს ამი­რი­დი­სის გვა­მი დამ­წვარ ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს. მა­ლე­ვე გა­ირ­კვა, რომ მის ცოლს ფრან­სუ­ა­ზა დე სო­უ­ზა ოლი­ვე­ი­რას ქმრის სიკ­ვდი­ლამ­დე რო­მა­ნი ჰქონ­და გა­ჩა­ღე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის ოფი­ცერ­თან სერ­ხიო გო­მეშ­თან.

სა­ბო­ლო­ოდ თვი­თონ სერ­ხიო გო­მეშ­მა აღი­ა­რა, რომ ელჩი საყ­ვა­რე­ლი ქა­ლის დაკ­ვე­თით მოკ­ლა. პო­ლი­ცი­ის ოფი­ცერს 22 წლით პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს.

სამდღი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო სხდო­მის და­სას­რულს მო­სა­მარ­თლემ საყ­ვარ­ლე­ბის მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი "მხე­ცურ მკვლე­ლო­ბად“ შე­ა­ფა­სა.

კი­დევ ერთი ბრალ­დე­ბუ­ლი - ედუ­არ­დო მო­რე­ი­რა დი-მალო - სერ­ხიო გო­მე­შის ნა­თე­სა­ვი სა­სა­მარ­თლომ უშუ­ა­ლოდ მკვლე­ლო­ბის ნა­წილ­ში გა­ა­მარ­თლა, მაგ­რამ მა­საც პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯა, რად­გან ის სერ­ხიო გო­მეშს გვა­მის და­მალ­ვა­ში მი­ეხ­მა­რა.

სერ­ხიო გო­მე­ში

59 წლის კი­რა­კოს ამი­რი­დი­სი 2001-2004 წლებ­ში, რიო-დე-ჟა­ნე­ი­რო­ში, ჯერ სა­ბერ­ძნე­თის კონ­სუ­ლად მუ­შა­ობ­და, შემ­დეგ კი, 2016 წელს, ანუ მკვლე­ლო­ბის წინ, ბრა­ზი­ლი­ა­ში ელ­ჩად და­ი­ნიშ­ნა. 2004 წელს ბერ­ძენ­მა დიპ­ლო­მატ­მა ცო­ლად მო­იყ­ვა­ნა ფრან­სუ­ა­ზა, რო­მე­ლიც მას­ზე 20 წლით უმ­ცრო­სი იყო. წყვილს გო­გო­ნა შე­ე­ძი­ნა.

სიკ­ვდი­ლის წინ კი­რა­კოს ამი­რი­დი­სი ქვეყ­ნის დე­და­ქა­ლაქ ბრა­ზი­ლი­ი­დან რიო-დე-ჟა­ნე­ი­რო­ში გა­ემ­გზავ­რა, გა­რე­უ­ბან ნოვა იგუ­ა­სუ­ში, რათა სა­შო­ბაო დღე­სას­წა­უ­ლი ცოლ­თან და სი­დედრ-სი­მამ­რთან ერ­თად გა­ე­ტა­რე­ბი­ნა. სწო­რედ მა­შინ ჩა­ი­ფიქ­რა ფრან­სუ­ა­ზამ კი­რა­კო­სის თა­ვი­დან მო­შო­რე­ბა.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ფრან­სუ­ა­ზამ თვი­თონ შე­ა­ტყო­ბი­ნა პო­ლი­ცი­ას ქმრის და­კარ­გვის თა­ო­ბა­ზე და ამ­ტკი­ცებ­და, - კი­რა­კოს­მა ისე მიგ­ვა­ტო­ვა, წას­ვლის წინ მი­ზე­ზიც კი არ უთ­ქვამ­სო. "იგი სა­დღაც გა­ემ­გზავ­რა და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნით“, - ამ­ბობ­და ის.

დამ­წვა­რი ავ­ტო­მან­ქა­ნა, სა­ბერ­ძნე­თის ელ­ჩის დამ­წვა­რი ცხედ­რით, მე­ო­რე დღეს ეს­ტა­კა­დის ქვეშ აღ­მო­ა­ჩი­ნეს. სხე­უ­ლი იმ­დე­ნად იყო და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი და სა­ხე­შეც­ვლი­ლი, რომ ბრა­ზი­ლი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, ვიდ­რე ექ­სპერ­ტი­ზა არ ჩა­ტარ­დე­ბო­და, ვერ გა­ნა­ცხა­და და­მა­ჯე­რებ­ლად, რომ და­ღუ­პუ­ლი ადა­მი­ა­ნი სა­ბერ­ძნე­თის ელჩი იყო და ყვე­ლას მო­უ­წო­დებ­და ექ­სპერ­ტი­ზის შე­დე­გებს და­ლო­დე­ბოდ­ნენ.

გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა სის­ხლის ლა­ქე­ბი იმ ბი­ნა­ში არ­სე­ბულ დი­ვან­ზე იპო­ვეს, სა­დაც წყვი­ლი ცხოვ­რობ­და. სა­ვა­რა­უ­დოდ, ფრან­სუ­ა­ზას საყ­ვა­რელ­მა სერ­ხიო გო­მეშ­მა ელჩი და­ნით მოკ­ლა, რის შემ­დე­გაც გვა­მი და­ქი­რა­ვე­ბულ ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში გა­და­ი­ტა­ნეს და დაწ­ვეს.

წყა­რო

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

ავტორი:

ბრაზილიელმა ოფიცერმა აღიარა, რომ კაცი საყვარელი ქალის დაკვეთით მოკლა - ქმრის მკვლელობის ორგანიზებისთვის საბერძნეთის ელჩის ცოლს 31-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ბრაზილიელმა ოფიცერმა აღიარა, რომ კაცი საყვარელი ქალის დაკვეთით მოკლა - ქმრის მკვლელობის ორგანიზებისთვის საბერძნეთის ელჩის ცოლს 31-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ბრაზილიის სასამართლომ ფრანსუაზა ამირიდისს 31 წლით პატიმრობა მიუსაჯა მისი ქმრის - ბრაზილიაში საბერძნეთის ელჩის მკვლელობის საქმის განხილვის შემდეგ. 2016 წელს რიო-დე-ჟანეიროში კირაკოს ამირიდისის გვამი დამწვარ ავტომანქანაში აღმოაჩინეს. მალევე გაირკვა, რომ მის ცოლს ფრანსუაზა დე სოუზა ოლივეირას ქმრის სიკვდილამდე რომანი ჰქონდა გაჩაღებული სამხედრო პოლიციის ოფიცერთან სერხიო გომეშთან.

საბოლოოდ თვითონ სერხიო გომეშმა აღიარა, რომ ელჩი საყვარელი ქალის დაკვეთით მოკლა. პოლიციის ოფიცერს 22 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

სამდღიანი სასამართლო სხდომის დასასრულს მოსამართლემ საყვარლების მიერ ჩადენილი დანაშაული "მხეცურ მკვლელობად“ შეაფასა.

კიდევ ერთი ბრალდებული - ედუარდო მორეირა დი-მალო - სერხიო გომეშის ნათესავი სასამართლომ უშუალოდ მკვლელობის ნაწილში გაამართლა, მაგრამ მასაც პატიმრობა მიესაჯა, რადგან ის სერხიო გომეშს გვამის დამალვაში მიეხმარა.

სერხიო გომეში

59 წლის კირაკოს ამირიდისი 2001-2004 წლებში, რიო-დე-ჟანეიროში, ჯერ საბერძნეთის კონსულად მუშაობდა, შემდეგ კი, 2016 წელს, ანუ მკვლელობის წინ, ბრაზილიაში ელჩად დაინიშნა. 2004 წელს ბერძენმა დიპლომატმა ცოლად მოიყვანა ფრანსუაზა, რომელიც მასზე 20 წლით უმცროსი იყო. წყვილს გოგონა შეეძინა.

სიკვდილის წინ კირაკოს ამირიდისი ქვეყნის დედაქალაქ ბრაზილიიდან რიო-დე-ჟანეიროში გაემგზავრა, გარეუბან ნოვა იგუასუში, რათა საშობაო დღესასწაული ცოლთან და სიდედრ-სიმამრთან ერთად გაეტარებინა. სწორედ მაშინ ჩაიფიქრა ფრანსუაზამ კირაკოსის თავიდან მოშორება.

საინტერესოა, რომ ფრანსუაზამ თვითონ შეატყობინა პოლიციას ქმრის დაკარგვის თაობაზე და ამტკიცებდა, - კირაკოსმა ისე მიგვატოვა, წასვლის წინ მიზეზიც კი არ უთქვამსო. "იგი სადღაც გაემგზავრა დაქირავებული ავტომანქანით“, - ამბობდა ის.

დამწვარი ავტომანქანა, საბერძნეთის ელჩის დამწვარი ცხედრით, მეორე დღეს ესტაკადის ქვეშ აღმოაჩინეს. სხეული იმდენად იყო დამახინჯებული და სახეშეცვლილი, რომ ბრაზილიის ხელისუფლებამ, ვიდრე ექსპერტიზა არ ჩატარდებოდა, ვერ განაცხადა დამაჯერებლად, რომ დაღუპული ადამიანი საბერძნეთის ელჩი იყო და ყველას მოუწოდებდა ექსპერტიზის შედეგებს დალოდებოდნენ.

გამომძიებლებმა სისხლის ლაქები იმ ბინაში არსებულ დივანზე იპოვეს, სადაც წყვილი ცხოვრობდა. სავარაუდოდ, ფრანსუაზას საყვარელმა სერხიო გომეშმა ელჩი დანით მოკლა, რის შემდეგაც გვამი დაქირავებულ ავტომანქანაში გადაიტანეს და დაწვეს.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ