სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა არის შარიათი, როგორ ხსნიან მას მეცნიერები, რას უკრძალავს ის რეალურად ქალებს და როგორ იყენებენ მას მსოფლიოში?
რა არის შარიათი, როგორ ხსნიან მას მეცნიერები, რას უკრძალავს ის რეალურად ქალებს და როგორ იყენებენ მას მსოფლიოში?

თა­ლი­ბე­ბის დაბ­რუ­ნე­ბამ ავ­ღა­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში კვლავ აქ­ტუ­ა­ლუ­რი გა­ხა­და შა­რი­ა­თუ­ლი კა­ნო­ნე­ბის სა­კი­თხი, რომ­ლის შე­მო­ღე­ბა­საც "თა­ლი­ბა­ნი“ აპი­რებს. ავ­ღა­ნუ­რი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო Pajhwok-ის ცნო­ბით, "თა­ლი­ბან­მა“ ყან­და­ა­რის პრო­ვინ­ცი­ა­ში მუ­სი­კი­სა და ქა­ლე­ბის ხმე­ბის ტრანსლა­ცია აკ­რძა­ლა. ამას­თა­ნა­ვე, ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ღა­ნე­თის უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში ბი­ჭე­ბი და გო­გო­ნე­ბი ერ­თად აღარ ის­წავ­ლი­ან. ამის შე­სა­ხებ თა­ლი­ბე­ბის მიერ ახ­ლად და­ნიშ­ნულ­მა უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა აბ­დულ ბაკი ჰა­კან­მა გა­ნა­ცხა­და.

"გო­გო­ნე­ბი და ბი­ჭე­ბი ვე­ღარ შეძ­ლე­ბენ ერ­თად სწავ­ლას უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში და გა­აგ­რძე­ლე­ბენ სწავ­ლას ცალ-ცალ­კე კლა­სებ­ში, შა­რი­ა­თის კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად“, - აღ­ნიშ­ნა მი­ნის­ტრის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა.

რა არის შა­რი­ა­თი, რო­გო­რია მისი, რო­გორც რე­ლი­გი­უ­რი სა­მარ­თლის მნიშ­ვნე­ლო­ბა მუ­სულ­მა­ნურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, თა­ნა­მედ­რო­ვე ის­ლა­მურ ქვეყ­ნებ­ში? მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ავ­ღა­ნე­თი არც პირ­ვე­ლი და არც უკა­ნას­კნე­ლი ქვე­ყა­ნაა მსოფ­ლი­ო­ში, სა­დაც შა­რი­ა­თუ­ლი კა­ნო­ნე­ბი მოქ­მე­დებს.

  • რა არის შა­რი­ა­თი?

შა­რი­ა­თი იმ წე­სე­ბი­სა და ადა­თე­ბის სის­ტე­მაა, რო­მე­ლიც ის­ლა­მუ­რი სა­მარ­თლის სა­ფუძ­ველს წარ­მო­ად­გენს. შა­რი­ა­თი ეფუძ­ნე­ბა მუ­სულ­მან­თა წმინ­და წიგნს - ყუ­რანს, აგ­რეთ­ვე სუ­ნებს და ჰა­დი­სებს, ანუ ტექ­სტებს, რომ­ლებ­შიც წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლი მუ­ჰა­მე­დის მიერ გან­ვლი­ლი გზაა აღ­წე­რი­ლი, მო­ცე­მუ­ლია მისი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი და ქცე­ვის წე­სე­ბი.

"შა­რი­ა­თი“ არა­ბუ­ლი სი­ტყვაა და ხში­რად ითარ­გმნე­ბა რო­გორც "სწო­რი გზა“ ან "გზა წყლი­სა­კენ“, რაც არა­ბე­თის უდაბ­ნოს კონ­ტექ­სტში ღვთის­ნი­ერ, სა­მარ­თლი­ან გზას უნდა ნიშ­ნავ­დეს. შე­საძ­ლოა იმი­ტო­მაც სარ­გებ­ლობ­დნენ ამ სი­ტყვით არა მარ­ტო მუ­სულ­მა­ნე­ბი, არა­მედ ქრის­ტი­ა­ნი არა­ბე­ბიც, ასე­ვე ზო­რო­ას­ტრე­ლე­ბი.

შა­რი­ა­თი კა­ნონ­თა კრე­ბუ­ლი კი არ არის, არა­მედ მი­წე­რი­ლო­ბე­ბის, მი­თი­თე­ბე­ბის კომ­პლექ­სი, რო­მე­ლიც გან­სა­ზღვრავს ყო­ვე­ლი მუ­სულ­მა­ნის ცხოვ­რე­ბას - მათ შო­რის ლოც­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბულს, მარ­ხვას, მომ­ლოც­ვე­ლო­ბას, ასე­ვე ურ­თი­ერ­თო­ბას მე­ზობ­ლებ­თან და, მთლი­ა­ნო­ბა­ში, გა­რე­სამ­ყა­როს­თან.

იდე­ა­ში შა­რი­ა­თის და­ნიშ­ნუ­ლე­ბაა გა­ა­გე­ბი­ნოს, ას­წავ­ლოს მუ­სულ­მანს ის, თუ რო­გორ იცხოვ­როს ყო­ველ­დღი­უ­რად მუ­ჰა­მე­დის მსგავ­სად, რო­გორ უნდა აქ­ცი­ოს თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის ყო­ვე­ლი დღე ღვთის­ნი­ე­რად - მას­ში იგუ­ლის­ხმე­ბა რწმე­ნა და ქველ­მოქ­მე­დე­ბა, ქორ­წი­ნე­ბა და ოჯა­ხუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა, საქ­მი­ა­ნი კავ­ში­რე­ბი, მემ­კვიდ­რე­ო­ბი­თი და­ვე­ბის გა­და­წყვე­ტა და ა.შ.

თუ სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ამ წმინ­და საღვთო წე­რი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ვერ იქ­ნე­ბა გა­მო­ტა­ნი­ლი, მა­შინ მუ­სულ­მან სა­მარ­თალმცოდ­ნე­ებს შე­უძ­ლი­ათ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის მი­ცე­მა ამა თუ იმ სა­კი­თხზე, რო­მე­ლიც ზოგ­ჯერ რე­ლი­გი­უ­რი ედიქ­ტის - ფეტ­ვას სა­ხით არის გა­მო­ხა­ტუ­ლი.

რო­გორც გლაზ­გოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის ის­ლა­მუ­რი კვლე­ვე­ბის პრო­ფე­სო­რი მონა სი­დი­ყი ამ­ბობს, სუ­რებ­ში (ყუ­რა­ნის ცალ­კე­ულ თა­ვებ­ში) გან­სა­ზღვრუ­ლია მარ­თლმორ­წმუ­ნე­თა (მუ­სულ­მან­თა) პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის წე­სე­ბი. "ყუ­რა­ნის სუ­რე­ბი კა­ნო­ნე­ბი არ არის, მაგ­რამ მათ­ში მო­ცე­მუ­ლია, თუ რო­გორ უნდა ექ­ცე­ო­დე მე­უღ­ლეს, რო­გორ უნდა აღ­ზარ­დო შვი­ლე­ბი, რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა უნდა ჰქონ­დეთ შვი­ლებს მშობ­ლებ­თან... ყუ­რა­ნი­დან ბევ­რი რამ შე­ვი­და ის­ლა­მურ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში“, - გან­მარ­ტავს ის.

მა­გა­ლი­თად, თუ კო­ლე­გე­ბი მუ­სულ­მანს სა­მუ­შაო დღის ბო­ლოს პაბ­ში (ლუდ­ხა­ნა­ში) მი­იწ­ვე­ვენ, მას შე­უძ­ლია რჩე­ვა ჰკი­თხოს ღვთის­მე­ტყველს, რათა რე­კო­მენ­და­ცია მი­ი­ღოს მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი­სათ­ვის. ასე­თი­ვე­ნა­ი­რად გან­სა­ზღვრავს შა­რი­ა­თი მუ­სულ­მა­ნე­ბი­სათ­ვის ოჯა­ხურ სა­მარ­თალს, ფი­ნან­სურ და საქ­მი­ან ურ­თი­ერ­თო­ბებს.

  • შე­იძ­ლე­ბა თუ არა შა­რი­ა­თის ინ­ტერპრე­ტი­რე­ბა?

არ­სე­ბობს ის­ლა­მუ­რი სა­მარ­თლის ხუთი სხვა­დას­ხვა სკო­ლა, მათ შო­რის ოთხი სუ­ნი­ტუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბი­საა - ჰან­ბა­ლი, მა­ლი­ქი, შაფი და ჰა­ნა­ფი, ერ­თიც ში­ი­ტუ­რი - ჯა­ფა­რი.

სუ­ნიზ­მი და ში­იზ­მი ის­ლა­მის ყვე­ლა­ზე დიდ გან­შტო­ე­ბებს წარ­მო­ად­გე­ნენ, რაც წი­ნას­წარ­მე­ტყველ მუ­ჰა­მე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ გაჩ­ნდა. გან­სხვა­ვე­ბა ში­ი­ტე­ბი­სა და სუ­ნი­ტე­ბის ხედ­ვებ­ში ვლინ­დე­ბა სხვა­დას­ხვა სა­კი­თხებ­ში - მა­გა­ლი­თად, თუ ვინ უნდა იყოს ის­ლა­მუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის - უმის ლი­დე­რი. მსოფ­ლი­ო­ში სუ­ნი­ტე­ბი უფრო მე­ტია, ვიდ­რე ში­ი­ტე­ბი. სუ­ნი­ტე­ბი ცხოვ­რო­ბენ სა­უ­დის არა­ბეთ­ში, პა­კის­ტან­ში, თურ­ქეთ­ში. ში­ი­ტე­ბი კი ძი­რი­თა­დად ირან­ში, აზერ­ბა­ი­ჯან­ში, ერაყ­ში.

შა­რი­ა­თის სკო­ლებ­ში გან­სხვა­ვე­ბა იმა­შია, თუ რო­გორ უდ­გე­ბი­ან ისი­ნი იმ ტექ­სტებს და მი­თი­თე­ბებს, რომ­ლე­ბიც შა­რი­ა­თის სა­ფუძ­ველს წარ­მო­ად­გე­ნენ.

"ჰან­ბა­ლი“ მი­იჩ­ნე­ვა ყვე­ლა­ზე მკაცრ მი­თი­თე­ბად: სწო­რედ მას მის­დე­ვენ სა­უ­დის არა­ბეთ­ში. ჰან­ბა­ლით ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბენ ავ­ღა­ნე­ლი თა­ლი­ბე­ბიც. ჰა­ნა­ფი ყვე­ლა­ზე ლი­ბე­რა­ლუ­რად მი­იჩ­ნე­ვა - ის დო­მი­ნი­რებს, მა­გა­ლი­თად, ეგ­ვიპ­ტე­ში, პა­კი­ტან­ში, თურ­ქეთ­ში.

"შა­რი­ა­თის კა­ნო­ნი ალა­ჰის სი­ტყვაა, მაგ­რამ მას ადა­მი­ა­ნე­ბი წე­რენ და ახორ­ცი­ე­ლე­ბენ. სას­ჯე­ლი გა­მო­აქვს მო­სა­მარ­თლეს - ყა­დის, ანუ ყადი კა­ნონს ახორ­ცი­ე­ლებს სა­კუ­თა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბით და გა­გე­ბით“, - ამ­ბობს ჰიუ კე­ნე­დი, ლონ­დო­ნის აღ­მო­სავ­ლეთმცოდ­ნე­ო­ბის და აფ­რი­კა­ნის­ტი­კის სკო­ლის არა­ბუ­ლი ენის პრო­ფე­სო­რი.

"შა­რი­ა­თი მო­ი­თხოვს, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა კე­თი­ლი საქ­მე­ე­ბი აკე­თონ, კრძა­ლავს ბო­რო­ტე­ბის ჩა­დე­ნას. შა­რი­ა­თი შე­იძ­ლე­ბა გარ­კვე­ულ ნი­უ­ან­სებ­ში დე­მოკ­რა­ტი­ულ უფ­ლე­ბებ­საც მო­ი­ცავ­დეს, - გა­აჩ­ნია, რო­მე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მოძ­რა­ო­ბა ახ­დენს მის ინ­ტერპრე­ტა­ცი­ას. შა­რი­ა­თი­სად­მი მიდ­გო­მე­ბი მუ­სულ­მა­ნურ სამ­ყა­რო­ში არ­სე­ბუ­ლი თით­ქმის ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის პროგ­რა­მე­ბის სა­ფუძ­ველს შე­ად­გენს.

მაგ­რამ არის კი­დევ ერთი ფაქ­ტო­რი, რომ­ლიც გავ­ლე­ნას ახ­დენს შა­რი­ა­თის ინ­ტერპრე­ტი­რე­ბა­სა და მის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე - ესაა გვა­როვ­ნულ-ტო­მობ­რი­ვი წე­სე­ბი“, - აღ­ნიშ­ნავს გუ­ტი­ე­რეს დე-ტე­რა­ნი, მად­რი­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის არა­ბის­ტი­კი­სა და ორი­ენ­ტა­ლის­ტი­კის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რი.

"შა­რი­ა­თი, რომ­ლი­თაც თა­ლი­ბე­ბი სარ­გებ­ლო­ბენ, პუშ­ტუ­ნე­ბის ტო­მობ­რივ წე­სებს ეფუძ­ნე­ბა - ერ­თობ პატ­რი­არ­ქა­ლურს. სწო­რედ ამი­ტომ არის მათ­ში ქა­ლი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ძა­ლი­ან და­მაკ­ნი­ნე­ბე­ლი და მკაც­რი“, - ამ­ბობს იგი.

ის­ლა­მუ­რი სამ­ყა­როს ულტრა­კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი რე­ჟი­მე­ბი ხში­რად სარ­გებ­ლო­ბენ შა­რი­ა­თის ინ­ტერპრე­ტი­რე­ბით, რათა თა­ვი­ან­თი პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ. მა­გა­ლი­თად, ირა­ნის თე­ოკ­რა­ტი­ულ­მა რე­ჟიმ­მა, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში 1979 წლის რე­ვო­ლუ­ცი­ის შე­დე­გად მო­ვი­და, წი­ნას­წარ­გან­ზრა­ხუ­ლად შეც­ვა­ლა შა­რი­ა­თის წე­სე­ბი სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბის მი­ხედ­ვით - შე­ამ­ცი­რა გო­გო­ნე­ბის გა­თხო­ვე­ბის (თან­ხმო­ბის მი­ცე­მის) ასა­კი 13 წლამ­დე, აუკ­რძა­ლა ქა­ლებს უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში ჰი­ჯა­ბის გა­რე­შე სწავ­ლა და ა.შ.

  • რო­მელ ქვეყ­ნებ­ში აღი­ა­რე­ბენ შა­რი­ათს?

ბევრ ქვე­ყა­ნა­ში - ძი­რი­თა­დად ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­სა და ჩრდი­ლო­ეთ აფ­რი­კა­ში - შა­რი­ა­თი ძი­რი­თად როლს ოჯა­ხურ სა­მარ­თალ­ში ას­რუ­ლებს, ის მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნის კრი­მი­ნა­ლურ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­შია შე­სუ­ლი. ასე­თი ქვეყ­ნე­ბია: პა­კის­ტა­ნი, ავ­ღა­ნე­თი, ირა­ნი, სა­უ­დის არა­ბე­თი (და სპარ­სე­თის ყუ­რის სხვა ქვეყ­ნე­ბი), ერა­ყი, იე­მე­ნი, მავ­რი­ტა­ნია, ბრუ­ნეი, სო­მა­ლი (შა­რი­ა­თუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მქო­ნე ქვეყ­ნე­ბის სრუ­ლი სია იხი­ლეთ აქ).

დიდი ბრი­ტა­ნე­თი სა­ე­რო სა­ხელ­მწი­ფოა, მაგ­რამ მუ­სულ­მა­ნებს აქვთ უფ­ლე­ბა შა­რი­ა­თის წე­სე­ბით იცხოვ­რონ, თუ ეს ბრი­ტა­ნე­თის კა­ნო­ნებს არ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. ინ­გლის­ში არი­ან "შა­რი­ა­თუ­ლი სა­სა­მარ­თლო­ე­ბი“ (ში­ი­ტუ­რი საბ­ჭო­ე­ბი), თუმ­ცა ისი­ნი სა­ზო­გა­დო­ებ­რივ სა­წყი­სებ­ზე არ­სე­ბო­ბენ და მხო­ლოდ ოჯა­ხურ სა­კი­თხებს წყვე­ტენ. მარ­თა­ლია, ში­ი­ტუ­რი საბ­ჭო­ე­ბის დად­გე­ნი­ლე­ბებს იუ­რი­დი­უ­ლი ძალა არ აქვთ, მაგ­რამ ბრი­ტა­ნულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას მათი მოქ­მე­დე­ბა მა­ინც აწუ­ხებს: 2019 წელს ეს სა­კი­თხი პარ­ლა­მენ­ტშიც გა­ნი­ხი­ლეს.

რუ­სეთ­ში, კერ­ძოდ, ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში შა­რი­ა­თუ­ლი სა­სა­მარ­თლო­ე­ბის მოქ­მე­დე­ბა ის­ლა­მის გავ­რცე­ლე­ბი­დან და­ი­წყო და ისი­ნი ახ­ლაც არ­სე­ბო­ბენ. ჩეჩ­ნეთ­ში, მა­გა­ლი­თად, ქორ­წი­ნე­ბე­ბი­სა და ქო­ნე­ბის გა­ყო­ფის სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა შა­რი­ა­თის წე­სე­ბით საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­შიც კი ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და.

თა­ნა­მედ­რო­ვე ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში შა­რი­ა­თი 1990-იანი წლე­ბის ბო­ლოს გავ­რცელ­და, ჩეჩ­ნე­თის ორი ომის შუ­ა­ლედ­ში. 1997 წელს იჩ­ქე­რი­ა­ში (ჩეჩ­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში) ყვე­ლა სა­ე­რო სა­სა­მარ­თლო გა­უქ­მდა, და­არ­სდა შა­რი­ა­თუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­მი­ნის­ტრო. მაგ­რამ 1999 წლი­დან, როცა რუ­სე­თის არ­მია ჩეჩ­ნეთ­ში შე­ვი­და, შა­რი­ა­თუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა და სტრუქ­ტუ­რე­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­უქ­მდა, თუმ­ცა არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად შა­რი­ა­თის წე­სე­ბი ჯერ კი­დევ მოქ­მე­დებს სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო სა­კი­თხე­ბის გა­და­წყვე­ტის დროს. ჩრდი­ლო­კავ­კა­სი­ის მუ­სულ­მა­ნურ ოჯა­ხებ­ში ქორ­წი­ნე­ბა და გან­ქორ­წი­ნე­ბას მხო­ლოდ მა­შინ აქვს ძალა, თუ ისი­ნი შა­რი­ა­თის მი­ხედ­ვით არის გა­ფორ­მე­ბუ­ლი.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, მმაჩ-ის (მო­ქა­ლა­ქე­თა მდგო­მა­რე­ო­ბის აქ­ტე­ბის ჩა­წე­რის) ბი­უ­რო­ებ­ში მო­მა­ვა­ლი ცოლ-ქმა­რი ქორ­წი­ნე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ი­სა და შვი­ლებ­ზე დახ­მა­რე­ბის გა­ფორ­მე­ბის­თვის მი­დის, ასე­ვე ხდე­ბა შა­რი­ა­თის წე­სე­ბით ცხოვ­რე­ბის დროს - ქორ­წინ­დე­ბი­ან, ერ­თმა­ნეთს ეყ­რე­ბი­ან, წყდე­ბა სა­დაო ქო­ნებ­რი­ვი და მემ­კვიდ­რე­ო­ბი­თი სა­კი­თხე­ბი...

  • მარ­თა­ლია, რომ შა­რი­ათ­ში შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის სას­ჯე­ლე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა?

შა­რი­ათ­ში, თე­ო­რი­უ­ლად, ადა­მი­ა­ნის ფი­ზი­კუ­რი დას­ჯაც შე­დის - მათ შო­რის, სა­ჯა­რო გაწ­კეპვ­ლა, ქვე­ბით ჩა­ქოლ­ვა და კი­დუ­რე­ბის ამ­პუ­ტა­ცია.

სას­ჯე­ლის სიმ­კაც­რე გა­ნი­სა­ზღვრე­ბა ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის სიმ­ძი­მის მი­ხედ­ვით, რაც ორი­დან ერთ-ერთი კა­ტე­გო­რი­ის მი­ხედ­ვით ხორ­ცი­ელ­დე­ბა - "ტა­ზი­რი“ მსუ­ბუ­ქი და­ნა­შა­უ­ლია, ამ კა­ტე­გო­რი­ის დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი­სათ­ვის მო­სა­მარ­თლე თვი­თონ ად­გენს სას­ჯელს; "ჰად­დი“ კი სე­რი­ო­ზულ და­ნა­შა­ულს წარ­მო­ად­გენს და სას­ჯე­ლიც ზუს­ტა­დაა გან­სა­ზღვრუ­ლი. მას­ში იგუ­ლის­ხმე­ბა ქურ­დო­ბის ზო­გი­ერ­თი სახე, რის­თვი­საც მუ­სულ­მა­ნუ­რი ცხოვ­რე­ბის წე­სე­ბის დამ­რღვევს ხელს აჭ­რი­ან, ანდა, ვთქვათ, ქმრის ღა­ლა­ტი­სათ­ვის ქა­ლის ქვე­ბით ჩა­ქოლ­ვა.

მაგ­რამ საქ­მე ისაა, რომ "ჰადდ“-ის და­ნა­შა­უ­ლი­სათ­ვის რომ ვინ­მე და­ი­სა­ჯოს, ეს საკ­მა­ოდ რთუ­ლი პრო­ცე­სია. "იგი­ვე ქვე­ბით ჩა­ქოლ­ვის სას­ჯე­ლის გა­მო­სა­ტა­ნად მო­სა­მარ­თლი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ოთხი მოწ­მე არ­სე­ბობ­დეს - ანუ ღა­ლა­ტი ოთხმა მოწ­მემ უნდა და­ა­დას­ტუ­როს, რაც ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დო გა­რე­მო­ე­ბას წარ­მო­ად­გენს“, - ამ­ბობს ლონ­დო­ნე­ლი პრო­ფე­სო­რი რო­ბერ გლი­ვი ბი-ბი-სი -ს კო­რეს­პონ­დენ­ტთან სა­უ­ბარ­ში.

"თა­ნა­მედ­რო­ვე ვუ­ა­ი­ე­რიზ­მის ეპო­ქა­შიც კი, როცა სექ­სუ­ა­ლუ­რი უპი­რა­ტე­სო­ბა შე­და­რე­ბით გა­ფერ­მკრთა­ლე­ბუ­ლია, ღა­ლა­ტის დამ­ტკი­ცე­ბა, ქვე­ბით ჩა­ქოლ­ვის მიზ­ნით, თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლია“, - აღ­ნიშ­ნავს ასმა აფ­სა­რუ­დი­ნი, აშშ-ის ინ­დი­ა­ნას შტა­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ის­ლა­მუ­რი კვლე­ვე­ბის პრო­ფე­სო­რი, - ამი­ტო­მაც გა­საკ­ვი­რი არაა, რომ ჩვენს დრო­ში სას­ჯე­ლის ასეთ სა­ხეს ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად თუ იყე­ნე­ბენ“.

მაგ­რამ მა­ინც რა­ტომ ხდე­ბა ამ სას­ჯე­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა ზო­გი­ერთ სა­ხელ­მწი­ფო­ში? სას­ჯე­ლი­სა, რო­მე­ლიც გა­ე­როს მიერ არის აკ­რძა­ლუ­ლი? მა­გა­ლი­თად, პა­კის­ტან­სა და ნი­გე­რი­ა­ში? პრო­ფე­სო­რი ასმა აფ­სა­რუ­დი­ნი მი­ი­ჩენვს, რომ შა­რი­ა­თუ­ლი მო­სა­მარ­თლე­ე­ბი, რომ­ლებ­საც ასე­თი ვერ­დიქ­ტი გა­მო­აქვთ, არ სარ­გებ­ლობ­დნენ შა­რი­ა­თუ­ლი წე­სე­ბით ან პო­ლი­ტი­კო­სე­ბის გავ­ლე­ნის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ - ისე­თი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც ამომ­რჩევ­ლებს სა­კუ­თარ თავს რწმე­ნის ერ­თგულ ადა­მი­ა­ნე­ბად წა­რუდ­გე­ნენ.

გა­მო­კი­თხვე­ბის მი­ხედ­ვით, მუ­სულ­მა­ნუ­რი ქვეყ­ნე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ამ­გვა­რი სას­ჯე­ლე­ბი­სად­მი სხვა­დას­ხვა სა­ხელ­მწი­ფო­ში სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რია. შე­სა­ბა­მი­სად, ბევრ ის­ლა­მურ ქვე­ყა­ნა­ში მოქ­მედ შა­რი­ა­თულ სა­სა­მარ­თლო­ებს მსგავ­სი სას­ჯე­ლი არ გა­მო­აქვთ. მაგ­რამ იმ პე­რი­ოდ­ში, როცა თა­ლი­ბე­ბი ავ­ღა­ნეთს პირ­ვე­ლად მარ­თავ­დნენ (1996-2001 წლებ­ში), დრო­დად­რო ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი, რომ მსგავ­სად, კერ­ძოდ, ქვე­ბით ჩა­ქოლ­ვით სას­ჯე­ლის აღ­სრუ­ლე­ბა ხდე­ბო­და. ამი­ტო­მაც, თა­ლი­ბე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა ავ­ღა­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მსოფ­ლი­ოს ქვეყ­ნე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეშ­ფო­თე­ბას იწ­ვევს, გან­სა­კუთ­რე­ბით ქა­ლებ­თან მი­მარ­თე­ბით.

  • მა­ინც რას უკ­რძა­ლავს შა­რი­ა­თი ქა­ლებს სი­ნამ­დვი­ლე­ში?

"ყუ­რა­ნი აღი­ა­რებს ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის აბ­სო­ლუ­ტურ თა­ნას­წო­რო­ბას, - ამ­ბობს ასმა აფ­სა­რუ­დი­ნი, - ბევ­რი უფ­ლე­ბა, რომ­ლე­ბიც ქა­ლებს ყუ­რა­ნის მი­ხედ­ვით აქვთ, თა­ვის დრო­ზე პრაქ­ტი­კუ­ლად რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი იყო: გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იყო ქა­ლის სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბა მა­მა­კაც­თან ერ­თად, ქალს შე­ეძ­ლო ქმრის არ­ჩე­ვა, ჰქონ­და ქმრის­გან მემ­კვიდ­რე­ო­ბის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბა (მზი­თე­ვიც მას რჩე­ბო­და), ქალს შე­ეძ­ლო გან­ქორ­წი­ნე­ბის (გაყ­რის) ინი­ცი­ა­ტი­ვის წა­მო­წყე­ბა (გარ­კვე­უ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის დროს). ის­ლა­მუ­რი ღვთის­მე­ტყვე­ლე­ბი ქა­ლებს აბორ­ტის გა­კე­თე­ბის ნე­ბა­საც კი რთავ­დნენ (ორ­სუ­ლო­ბის მე­სა­მე თვემ­დე), თუ დე­დის სი­ცო­ცხლეს რა­ი­მე საფრ­თხე ელო­და“.

სხვა­თა შო­რის, ვი­სა­უბ­როთ გაყ­რის (გან­ქორ­წი­ნე­ბის) შე­სა­ხებ: რო­გორც მონა სი­დი­ყი ამ­ბობს, კლა­სი­კუ­რი ფორ­მუ­ლი­რე­ბის მი­ხედ­ვით, ქმარ­მა სამ­ჯერ უნდა წარ­მოთ­ქვას გაყ­რის სურ­ვი­ლი, მაგ­რამ ამ სამ გან­ცხა­დე­ბას შო­რის გარ­კვე­ულ­მა დრომ უნდა გა­ი­ა­როს, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად, ერ­თმა თვემ. ეს ნიშ­ნავს, რომ ყუ­რა­ნი ოჯა­ხურ წყვილს სამი თვის ვა­დას აძ­ლევ­და ურ­თი­ერ­თო­ბის სა­ვა­რა­უ­დო აღ­დგე­ნი­სათ­ვის, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ღვთის­მე­ტყვე­ლებ­მა წმინ­და წიგ­ნის ამ ფრაგ­მენ­ტის ინ­ტერპრე­ტი­რე­ბა თა­ვი­სე­ბუ­რად მო­ახ­დი­ნეს: მა­მა­კა­ცის­თვის საკ­მა­რი­სია სამ­ჯერ გა­მო­ხა­ტოს (თქვას) ზე­დი­ზედ გაყ­რის სურ­ვი­ლი, ამის შემ­დეგ მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ძა­ლა­ში შე­დის.

უფრო გვი­ან­დელ ეპო­ქა­ში შა­რი­ა­თის დე­ბუ­ლე­ბებ­ში შე­ტა­ნი­ლი იქნა ცვლი­ლე­ბე­ბი, რაც სხვა­დას­ხვა ხალ­ხე­ბის ტო­მობ­რივ­მა ადა­თებ­მა გა­ნა­პი­რო­ბა. კაც­მა რომ თქვას, სწო­რედ იმ დრო­ი­დან მო­დის შა­რი­ა­თის ზო­გი­ერ­თი წესი, რომ­ლებ­საც დღეს ბევ­რი ჩა­მორ­ჩე­ნი­ლად და ბარ­ბა­რო­სუ­ლა­დაც კი მი­იჩ­ნევს. მა­გა­ლი­თად, შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბი­დან მომ­დი­ნა­რე­ობს ქა­ლის კუთ­ვნი­ლე­ბის სტა­ტუ­სი, რომ­ლის მი­ხედ­ვით, ქალი მა­მის (მშობ­ლის) ან მარ­ჩე­ნა­ლი მა­მა­კა­ცის კუთ­ვნი­ლე­ბაა, ხოლო ისეთ მოვ­ლე­ნებს, რო­გო­რე­ბი­ცაა "ღირ­სე­ბის აყრა“ და ქა­ლის წი­ნა­დაც­ვე­თა, ის­ლა­მურ პრაქ­ტი­კას­თან არა­ვი­თა­რი კავ­ში­რი არ აქვს და შა­რი­ათ­ზე არ არის და­ფუძ­ნე­ბუ­ლი, - ამ­ბო­ბენ თა­ნა­მედ­რო­ვე ღვთის­მე­ტყვე­ლე­ბი.

წყა­რო

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
:))
0

ბაია პატარაია უნდა მანდ ავტომატით.

ქრისტიანი
1

რაში მაინტერესებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

რა არის შარიათი, როგორ ხსნიან მას მეცნიერები, რას უკრძალავს ის რეალურად ქალებს და როგორ იყენებენ მას მსოფლიოში?

რა არის შარიათი, როგორ ხსნიან მას მეცნიერები, რას უკრძალავს ის რეალურად ქალებს და როგორ იყენებენ მას მსოფლიოში?

თალიბების დაბრუნებამ ავღანეთის ხელისუფლებაში კვლავ აქტუალური გახადა შარიათული კანონების საკითხი, რომლის შემოღებასაც "თალიბანი“ აპირებს. ავღანური საინფორმაციო სააგენტო Pajhwok-ის ცნობით, "თალიბანმა“ ყანდაარის პროვინციაში მუსიკისა და ქალების ხმების ტრანსლაცია აკრძალა. ამასთანავე, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ავღანეთის უნივერსიტეტებში ბიჭები და გოგონები ერთად აღარ ისწავლიან. ამის შესახებ თალიბების მიერ ახლად დანიშნულმა უმაღლესი განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა აბდულ ბაკი ჰაკანმა განაცხადა.

"გოგონები და ბიჭები ვეღარ შეძლებენ ერთად სწავლას უნივერსიტეტებში და გააგრძელებენ სწავლას ცალ-ცალკე კლასებში, შარიათის კანონის შესაბამისად“, - აღნიშნა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა.

რა არის შარიათი, როგორია მისი, როგორც რელიგიური სამართლის მნიშვნელობა მუსულმანურ საზოგადოებაში, თანამედროვე ისლამურ ქვეყნებში? მოგეხსენებათ, ავღანეთი არც პირველი და არც უკანასკნელი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც შარიათული კანონები მოქმედებს.

  • რა არის შარიათი?

შარიათი იმ წესებისა და ადათების სისტემაა, რომელიც ისლამური სამართლის საფუძველს წარმოადგენს. შარიათი ეფუძნება მუსულმანთა წმინდა წიგნს - ყურანს, აგრეთვე სუნებს და ჰადისებს, ანუ ტექსტებს, რომლებშიც წინასწარმეტყველი მუჰამედის მიერ განვლილი გზაა აღწერილი, მოცემულია მისი გამონათქვამები და ქცევის წესები.

"შარიათი“ არაბული სიტყვაა და ხშირად ითარგმნება როგორც "სწორი გზა“ ან "გზა წყლისაკენ“, რაც არაბეთის უდაბნოს კონტექსტში ღვთისნიერ, სამართლიან გზას უნდა ნიშნავდეს. შესაძლოა იმიტომაც სარგებლობდნენ ამ სიტყვით არა მარტო მუსულმანები, არამედ ქრისტიანი არაბებიც, ასევე ზოროასტრელები.

შარიათი კანონთა კრებული კი არ არის, არამედ მიწერილობების, მითითებების კომპლექსი, რომელიც განსაზღვრავს ყოველი მუსულმანის ცხოვრებას - მათ შორის ლოცვებთან დაკავშირებულს, მარხვას, მომლოცველობას, ასევე ურთიერთობას მეზობლებთან და, მთლიანობაში, გარესამყაროსთან.

იდეაში შარიათის დანიშნულებაა გააგებინოს, ასწავლოს მუსულმანს ის, თუ როგორ იცხოვროს ყოველდღიურად მუჰამედის მსგავსად, როგორ უნდა აქციოს თავისი ცხოვრების ყოველი დღე ღვთისნიერად - მასში იგულისხმება რწმენა და ქველმოქმედება, ქორწინება და ოჯახური ურთიერთობა, საქმიანი კავშირები, მემკვიდრეობითი დავების გადაწყვეტა და ა.შ.

თუ სასამართლო გადაწყვეტილება ამ წმინდა საღვთო წერილების საფუძველზე ვერ იქნება გამოტანილი, მაშინ მუსულმან სამართალმცოდნეებს შეუძლიათ რეკომენდაციების მიცემა ამა თუ იმ საკითხზე, რომელიც ზოგჯერ რელიგიური ედიქტის - ფეტვას სახით არის გამოხატული.

როგორც გლაზგოს უნივერსიტეტის ისლამური კვლევების პროფესორი მონა სიდიყი ამბობს, სურებში (ყურანის ცალკეულ თავებში) განსაზღვრულია მართლმორწმუნეთა (მუსულმანთა) პირადი ცხოვრების წესები. "ყურანის სურები კანონები არ არის, მაგრამ მათში მოცემულია, თუ როგორ უნდა ექცეოდე მეუღლეს, როგორ უნდა აღზარდო შვილები, როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ შვილებს მშობლებთან... ყურანიდან ბევრი რამ შევიდა ისლამურ კანონმდებლობაში“, - განმარტავს ის.

მაგალითად, თუ კოლეგები მუსულმანს სამუშაო დღის ბოლოს პაბში (ლუდხანაში) მიიწვევენ, მას შეუძლია რჩევა ჰკითხოს ღვთისმეტყველს, რათა რეკომენდაცია მიიღოს მსგავსი შემთხვევებისათვის. ასეთივენაირად განსაზღვრავს შარიათი მუსულმანებისათვის ოჯახურ სამართალს, ფინანსურ და საქმიან ურთიერთობებს.

  • შეიძლება თუ არა შარიათის ინტერპრეტირება?

არსებობს ისლამური სამართლის ხუთი სხვადასხვა სკოლა, მათ შორის ოთხი სუნიტური მიმართულებისაა - ჰანბალი, მალიქი, შაფი და ჰანაფი, ერთიც შიიტური - ჯაფარი.

სუნიზმი და შიიზმი ისლამის ყველაზე დიდ განშტოებებს წარმოადგენენ, რაც წინასწარმეტყველ მუჰამედის გარდაცვალების შემდეგ გაჩნდა. განსხვავება შიიტებისა და სუნიტების ხედვებში ვლინდება სხვადასხვა საკითხებში - მაგალითად, თუ ვინ უნდა იყოს ისლამური საზოგადოების - უმის ლიდერი. მსოფლიოში სუნიტები უფრო მეტია, ვიდრე შიიტები. სუნიტები ცხოვრობენ საუდის არაბეთში, პაკისტანში, თურქეთში. შიიტები კი ძირითადად ირანში, აზერბაიჯანში, ერაყში.

შარიათის სკოლებში განსხვავება იმაშია, თუ როგორ უდგებიან ისინი იმ ტექსტებს და მითითებებს, რომლებიც შარიათის საფუძველს წარმოადგენენ.

"ჰანბალი“ მიიჩნევა ყველაზე მკაცრ მითითებად: სწორედ მას მისდევენ საუდის არაბეთში. ჰანბალით ხელმძღვანელობენ ავღანელი თალიბებიც. ჰანაფი ყველაზე ლიბერალურად მიიჩნევა - ის დომინირებს, მაგალითად, ეგვიპტეში, პაკიტანში, თურქეთში.

"შარიათის კანონი ალაჰის სიტყვაა, მაგრამ მას ადამიანები წერენ და ახორციელებენ. სასჯელი გამოაქვს მოსამართლეს - ყადის, ანუ ყადი კანონს ახორციელებს საკუთარი შეხედულებით და გაგებით“, - ამბობს ჰიუ კენედი, ლონდონის აღმოსავლეთმცოდნეობის და აფრიკანისტიკის სკოლის არაბული ენის პროფესორი.

"შარიათი მოითხოვს, რომ ადამიანებმა კეთილი საქმეები აკეთონ, კრძალავს ბოროტების ჩადენას. შარიათი შეიძლება გარკვეულ ნიუანსებში დემოკრატიულ უფლებებსაც მოიცავდეს, - გააჩნია, რომელი პოლიტიკური მოძრაობა ახდენს მის ინტერპრეტაციას. შარიათისადმი მიდგომები მუსულმანურ სამყაროში არსებული თითქმის ყველა პოლიტიკური პარტიების პროგრამების საფუძველს შეადგენს.

მაგრამ არის კიდევ ერთი ფაქტორი, რომლიც გავლენას ახდენს შარიათის ინტერპრეტირებასა და მის გამოყენებაზე - ესაა გვაროვნულ-ტომობრივი წესები“, - აღნიშნავს გუტიერეს დე-ტერანი, მადრიდის უნივერსიტეტის არაბისტიკისა და ორიენტალისტიკის დეპარტამენტის დირექტორი.

"შარიათი, რომლითაც თალიბები სარგებლობენ, პუშტუნების ტომობრივ წესებს ეფუძნება - ერთობ პატრიარქალურს. სწორედ ამიტომ არის მათში ქალისადმი დამოკიდებულება ძალიან დამაკნინებელი და მკაცრი“, - ამბობს იგი.

ისლამური სამყაროს ულტრაკონსერვატიული რეჟიმები ხშირად სარგებლობენ შარიათის ინტერპრეტირებით, რათა თავიანთი პოლიტიკური მიზნები განახორციელონ. მაგალითად, ირანის თეოკრატიულმა რეჟიმმა, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებაში 1979 წლის რევოლუციის შედეგად მოვიდა, წინასწარგანზრახულად შეცვალა შარიათის წესები საკუთარი ინტერესების მიხედვით - შეამცირა გოგონების გათხოვების (თანხმობის მიცემის) ასაკი 13 წლამდე, აუკრძალა ქალებს უნივერსიტეტებში ჰიჯაბის გარეშე სწავლა და ა.შ.

  • რომელ ქვეყნებში აღიარებენ შარიათს?

ბევრ ქვეყანაში - ძირითადად ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში - შარიათი ძირითად როლს ოჯახურ სამართალში ასრულებს, ის მხოლოდ რამდენიმე მათგანის კრიმინალურ კანონმდებლობაშია შესული. ასეთი ქვეყნებია: პაკისტანი, ავღანეთი, ირანი, საუდის არაბეთი (და სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნები), ერაყი, იემენი, მავრიტანია, ბრუნეი, სომალი (შარიათული კანონმდებლობის მქონე ქვეყნების სრული სია იხილეთ აქ).

დიდი ბრიტანეთი საერო სახელმწიფოა, მაგრამ მუსულმანებს აქვთ უფლება შარიათის წესებით იცხოვრონ, თუ ეს ბრიტანეთის კანონებს არ ეწინააღმდეგება. ინგლისში არიან "შარიათული სასამართლოები“ (შიიტური საბჭოები), თუმცა ისინი საზოგადოებრივ საწყისებზე არსებობენ და მხოლოდ ოჯახურ საკითხებს წყვეტენ. მართალია, შიიტური საბჭოების დადგენილებებს იურიდიული ძალა არ აქვთ, მაგრამ ბრიტანულ საზოგადოებას მათი მოქმედება მაინც აწუხებს: 2019 წელს ეს საკითხი პარლამენტშიც განიხილეს.

რუსეთში, კერძოდ, ჩრდილოეთ კავკასიაში შარიათული სასამართლოების მოქმედება ისლამის გავრცელებიდან დაიწყო და ისინი ახლაც არსებობენ. ჩეჩნეთში, მაგალითად, ქორწინებებისა და ქონების გაყოფის საკითხების მოგვარება შარიათის წესებით საბჭოთა პერიოდშიც კი ხორციელდებოდა.

თანამედროვე ჩრდილოეთ კავკასიაში შარიათი 1990-იანი წლების ბოლოს გავრცელდა, ჩეჩნეთის ორი ომის შუალედში. 1997 წელს იჩქერიაში (ჩეჩნეთის რესპუბლიკაში) ყველა საერო სასამართლო გაუქმდა, დაარსდა შარიათული უსაფრთხოების სამინისტრო. მაგრამ 1999 წლიდან, როცა რუსეთის არმია ჩეჩნეთში შევიდა, შარიათული კანონმდებლობა და სტრუქტურები ოფიციალურად გაუქმდა, თუმცა არაოფიციალურად შარიათის წესები ჯერ კიდევ მოქმედებს საყოფაცხოვრებო საკითხების გადაწყვეტის დროს. ჩრდილოკავკასიის მუსულმანურ ოჯახებში ქორწინება და განქორწინებას მხოლოდ მაშინ აქვს ძალა, თუ ისინი შარიათის მიხედვით არის გაფორმებული.

როგორც ცნობილია, მმაჩ-ის (მოქალაქეთა მდგომარეობის აქტების ჩაწერის) ბიუროებში მომავალი ცოლ-ქმარი ქორწინების რეგისტრაციისა და შვილებზე დახმარების გაფორმებისთვის მიდის, ასევე ხდება შარიათის წესებით ცხოვრების დროს - ქორწინდებიან, ერთმანეთს ეყრებიან, წყდება სადაო ქონებრივი და მემკვიდრეობითი საკითხები...

  • მართალია, რომ შარიათში შუა საუკუნეების სასჯელები გამოიყენება?

შარიათში, თეორიულად, ადამიანის ფიზიკური დასჯაც შედის - მათ შორის, საჯარო გაწკეპვლა, ქვებით ჩაქოლვა და კიდურების ამპუტაცია.

სასჯელის სიმკაცრე განისაზღვრება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის მიხედვით, რაც ორიდან ერთ-ერთი კატეგორიის მიხედვით ხორციელდება - "ტაზირი“ მსუბუქი დანაშაულია, ამ კატეგორიის დამნაშავეებისათვის მოსამართლე თვითონ ადგენს სასჯელს; "ჰადდი“ კი სერიოზულ დანაშაულს წარმოადგენს და სასჯელიც ზუსტადაა განსაზღვრული. მასში იგულისხმება ქურდობის ზოგიერთი სახე, რისთვისაც მუსულმანური ცხოვრების წესების დამრღვევს ხელს აჭრიან, ანდა, ვთქვათ, ქმრის ღალატისათვის ქალის ქვებით ჩაქოლვა.

მაგრამ საქმე ისაა, რომ "ჰადდ“-ის დანაშაულისათვის რომ ვინმე დაისაჯოს, ეს საკმაოდ რთული პროცესია. "იგივე ქვებით ჩაქოლვის სასჯელის გამოსატანად მოსამართლისათვის აუცილებელია, რომ ოთხი მოწმე არსებობდეს - ანუ ღალატი ოთხმა მოწმემ უნდა დაადასტუროს, რაც ნაკლებად სავარაუდო გარემოებას წარმოადგენს“, - ამბობს ლონდონელი პროფესორი რობერ გლივი ბი-ბი-სი -ს კორესპონდენტთან საუბარში.

"თანამედროვე ვუაიერიზმის ეპოქაშიც კი, როცა სექსუალური უპირატესობა შედარებით გაფერმკრთალებულია, ღალატის დამტკიცება, ქვებით ჩაქოლვის მიზნით, თითქმის შეუძლებელია“, - აღნიშნავს ასმა აფსარუდინი, აშშ-ის ინდიანას შტატის უნივერსიტეტის ისლამური კვლევების პროფესორი, - ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ ჩვენს დროში სასჯელის ასეთ სახეს ძალიან იშვიათად თუ იყენებენ“.

მაგრამ მაინც რატომ ხდება ამ სასჯელის გამოყენება ზოგიერთ სახელმწიფოში? სასჯელისა, რომელიც გაეროს მიერ არის აკრძალული? მაგალითად, პაკისტანსა და ნიგერიაში? პროფესორი ასმა აფსარუდინი მიიჩენვს, რომ შარიათული მოსამართლეები, რომლებსაც ასეთი ვერდიქტი გამოაქვთ, არ სარგებლობდნენ შარიათული წესებით ან პოლიტიკოსების გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ - ისეთი პოლიტიკოსებისა, რომლებიც ამომრჩევლებს საკუთარ თავს რწმენის ერთგულ ადამიანებად წარუდგენენ.

გამოკითხვების მიხედვით, მუსულმანური ქვეყნების მოსახლეობის დამოკიდებულება ამგვარი სასჯელებისადმი სხვადასხვა სახელმწიფოში სხვადასხვანაირია. შესაბამისად, ბევრ ისლამურ ქვეყანაში მოქმედ შარიათულ სასამართლოებს მსგავსი სასჯელი არ გამოაქვთ. მაგრამ იმ პერიოდში, როცა თალიბები ავღანეთს პირველად მართავდნენ (1996-2001 წლებში), დროდადრო ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ მსგავსად, კერძოდ, ქვებით ჩაქოლვით სასჯელის აღსრულება ხდებოდა. ამიტომაც, თალიბების დაბრუნება ავღანეთის ხელისუფლებაში მსოფლიოს ქვეყნების საზოგადოების შეშფოთებას იწვევს, განსაკუთრებით ქალებთან მიმართებით.

  • მაინც რას უკრძალავს შარიათი ქალებს სინამდვილეში?

"ყურანი აღიარებს ქალისა და მამაკაცის აბსოლუტურ თანასწორობას, - ამბობს ასმა აფსარუდინი, - ბევრი უფლება, რომლებიც ქალებს ყურანის მიხედვით აქვთ, თავის დროზე პრაქტიკულად რევოლუციური იყო: გათვალისწინებული იყო ქალის სწავლა-განათლება მამაკაცთან ერთად, ქალს შეეძლო ქმრის არჩევა, ჰქონდა ქმრისგან მემკვიდრეობის მიღების უფლება (მზითევიც მას რჩებოდა), ქალს შეეძლო განქორწინების (გაყრის) ინიციატივის წამოწყება (გარკვეული გარემოებების დროს). ისლამური ღვთისმეტყველები ქალებს აბორტის გაკეთების ნებასაც კი რთავდნენ (ორსულობის მესამე თვემდე), თუ დედის სიცოცხლეს რაიმე საფრთხე ელოდა“.

სხვათა შორის, ვისაუბროთ გაყრის (განქორწინების) შესახებ: როგორც მონა სიდიყი ამბობს, კლასიკური ფორმულირების მიხედვით, ქმარმა სამჯერ უნდა წარმოთქვას გაყრის სურვილი, მაგრამ ამ სამ განცხადებას შორის გარკვეულმა დრომ უნდა გაიაროს, ჩვეულებრივად, ერთმა თვემ. ეს ნიშნავს, რომ ყურანი ოჯახურ წყვილს სამი თვის ვადას აძლევდა ურთიერთობის სავარაუდო აღდგენისათვის, თუმცა მოგვიანებით ღვთისმეტყველებმა წმინდა წიგნის ამ ფრაგმენტის ინტერპრეტირება თავისებურად მოახდინეს: მამაკაცისთვის საკმარისია სამჯერ გამოხატოს (თქვას) ზედიზედ გაყრის სურვილი, ამის შემდეგ მისი გადაწყვეტილება ძალაში შედის.

უფრო გვიანდელ ეპოქაში შარიათის დებულებებში შეტანილი იქნა ცვლილებები, რაც სხვადასხვა ხალხების ტომობრივმა ადათებმა განაპირობა. კაცმა რომ თქვას, სწორედ იმ დროიდან მოდის შარიათის ზოგიერთი წესი, რომლებსაც დღეს ბევრი ჩამორჩენილად და ბარბაროსულადაც კი მიიჩნევს. მაგალითად, შუა საუკუნეებიდან მომდინარეობს ქალის კუთვნილების სტატუსი, რომლის მიხედვით, ქალი მამის (მშობლის) ან მარჩენალი მამაკაცის კუთვნილებაა, ხოლო ისეთ მოვლენებს, როგორებიცაა "ღირსების აყრა“ და ქალის წინადაცვეთა, ისლამურ პრაქტიკასთან არავითარი კავშირი არ აქვს და შარიათზე არ არის დაფუძნებული, - ამბობენ თანამედროვე ღვთისმეტყველები.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ