სამხედრო
სამართალი
პოლიტიკა

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმაზე საუბარი, რომ ანტიქრისტეს ბეჭედია და აცრა სულიერებას ეწინააღმდეგება, წარმოუდგენელი შეცდომაა" - მეუფე საბა
"იმაზე საუბარი, რომ ანტიქრისტეს ბეჭედია და აცრა სულიერებას ეწინააღმდეგება, წარმოუდგენელი შეცდომაა" - მეუფე საბა

სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კის ეპარ­ქი­ის წი­ნამ­ძღვა­რი მე­უ­ფე საბა (ინწკირ­ვე­ლი) "კვი­რის პა­ლიტ­რას" ესა­უბ­რა ადა­მი­ა­ნე­ბის გა­უ­ცხო­ე­ბა­სა და სი­ძულ­ვილ­ზე, 21-ე სა­უ­კუ­ნის მთა­ვა­რი საფრ­თხის, "კო­ვი­დის" შე­სა­ჩე­რე­ბელ ერ­თა­დერთ გზა­ზე, ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ზე, რო­მე­ლიც უფ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ წას­ვლას კი არა, გა­დარ­ჩე­ნას ნიშ­ნავს.

- უპირ­ვე­ლე­სად მო­ვი­კი­თხავ ჩემს ქვე­ყა­ნას და მშვი­დო­ბას ვუ­სურ­ვებ. ძა­ლი­ან რთულ გზას გავ­დი­ვართ, რო­მე­ლიც სწორ გზა­ზე დაგ­ვა­ყე­ნებს, თუ გო­ნივ­რუ­ლად მო­ვიქ­ცე­ვით. პო­ლა­რი­ზე­ბი­სა და გახ­ლე­ჩის პრობ­ლე­მა ჩვენს ის­ტო­რი­ას მუდ­მი­ვად თან სდევ­და, ახლა კი გან­სა­კუთ­რე­ბით მწვა­ვედ იგ­რძნო­ბა, ოღონდ მხო­ლოდ ქარ­თვე­ლებ­ში კი არა, მსოფ­ლი­ოს სხვა ხალ­ხებ­სა და ქვეყ­ნებ­შიც. გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რი­სა და ცხოვ­რე­ბის წე­სის მი­უ­ღებ­ლო­ბა დიდი პრობ­ლე­მაა ყვე­ლას­თვის, თუმ­ცა მცი­რე­რი­ცხო­ვან ქარ­თველ ერს ძა­ლი­ან დიდ ზი­ანს აყე­ნებს. თუ ერ­თმა­ნე­თის მეტი პა­ტი­ე­ბის, შენ­დო­ბი­სა და შემ­წყნა­რებ­ლო­ბის უნა­რი არ გვექ­ნე­ბა, არც მშვი­დო­ბა იქ­ნე­ბა, არც ერ­თო­ბა, არც კა­ცი­სა და უფ­ლის სიყ­ვა­რუ­ლი. სამ­ყა­რო­ში ხომ ღვთის ნე­ბის გა­რე­შე არა­ფე­რი ხდე­ბა, ყვე­ლა­ფერს ბუ­ნე­ბის კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბას­თან მივ­ყა­ვართ. ტრა­გე­დი­აა "კო­ვიდ­მა" ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე რომ წაგ­ვარ­თვა, მაგ­რამ დაგ­ვა­ნა­ხა, სად არის ადა­მი­ა­ნი, სამ­ყა­რო და რა არის ამ ყვე­ლაფ­რის სა­წყი­სი. ყო­ველ­დღე უნდა ვფიქ­რობ­დეთ, რა გვაჩ­ვე­ნა ამ ვირუს­მა, რო­მელ­მაც სიკ­ვდილ­თან ასე დაგ­ვა­ახ­ლო­ვა და გაგ­ვი­ში­ნა­უ­რა. მე­გო­ნა, ეს გან­საც­დე­ლი ჭეშ­მა­რი­ტი სიყ­ვა­რუ­ლის­თვის მოგ­ვამ­ზა­დებ­და... უფა­ლი ცხა­დად გვაჩ­ვე­ნებს, რომ ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ან­ში ღვთის ხა­ტე­ბაა, უფა­ლი ამ­ბობს, ამ­ქვეყ­ნად ყო­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი შექ­მნი­ლია ღვთის ხა­ტა­დო - ანუ ადა­მი­ა­ნის გაფრ­თხი­ლე­ბა, ჩვე­ნი და უფ­ლის ურ­თი­ერ­თო­ბის, მისი სიყ­ვა­რუ­ლის გაფრ­თხი­ლე­ბაა. თა­ვად იესო ქრის­ტე გა­ეკ­რა ჯვარ­ზე ადა­მი­ა­ნის­თვის, ჩვენ კი გა­ვა­უ­ფა­სუ­რეთ ეს უზე­ნა­ე­სი სი­ცო­ცხლე. სა­ნამ ასე­თი უბე­დუ­რე­ბა არ დაგ­ვა­ტყდა თავს, ვერ გა­ვი­აზ­რეთ, სად ვართ, რის­თვის მო­ვე­დით და მთა­ვა­რი, ბო­ლოს მა­ინც მა­მაღ­მერ­თთან უნდა დავ­ბრუნ­დეთ. იმ საფრ­თხე­ე­ბის წი­ნა­შე, რაც ახლა თავს დაგ­ვა­ტყდა, ერ­თო­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი მთა­ვა­რი ია­რა­ღია. "კო­ვი­დი" 21-ე სა­უ­კუ­ნის ყვე­ლა­ზე სა­ხი­ფა­თო პრობ­ლე­მაა. ადა­მი­ა­ნუ­რი და­ნა­კარ­გის კვალ­დაკ­ვალ უამ­რა­ვი ეკო­ნო­მი­კუ­რი პრობ­ლე­მაც შე­იქ­მნა, რის შე­დე­გებ­საც უკვე ვიმ­კით. ქა­ო­სი და პა­ნი­კაა მსოფ­ლი­ო­ში. ვირუს­მა დაგვზაფ­რა. ნე­ბის­მი­ე­რი ასე­თი პან­დე­მი­ის დროს მეც­ნი­ე­რე­ბი ვაქ­ცი­ნას იგო­ნებ­დნენ. ეს იყო გა­მო­სა­ვა­ლი, აც­რით ამარ­ცხებ­დნენ სენს.ახლა გვაქვს კო­ვიდ­პან­დე­მია, რო­მელ­მაც სამ­ყა­რო თავ­და­ყი­რა და­ა­ყე­ნა. უფ­ლის დიდი წყა­ლო­ბა ის არის, რომ მეც­ნი­ე­რებ­მა სიკ­ვდილ­თან ბრძო­ლის ია­რა­ღი მო­ი­ფიქ­რეს. ადა­მი­ან­თა ერ­თმა კა­ტე­გო­რი­ამ კი გან­გა­ში ატე­ხა, არ გვინ­და ვაქ­ცი­ნაო. ვწუხ­ვარ, ამის თქმა რომ მი­წევს, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნი ყვე­ლა­ზე სა­ში­ში არ­სე­ბა ყო­ფი­ლა, რო­მე­ლიც მხო­ლოდ თა­ვის თავს კი არა, გა­უ­აზ­რებ­ლად სხვა­საც უქ­მნის საფრ­თხეს.

- სამ­წუ­ხა­როა, რომ ამა­ში სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის წვლი­ლიც არის...- წმინ­და სი­ნოდ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ვაქ­ცი­ნა­ცია უნდა იყოს ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი და არ შე­იძ­ლე­ბა და­ძა­ლე­ბა, ერ­თმა­ნე­თის გან­კი­თხვა-შე­უ­რა­ცხყო­ფა; რომ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დაც­ვა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. იმა­ზე სა­უ­ბა­რი, რომ ან­ტიქ­რის­ტეს ბე­ჭე­დია და აცრა სუ­ლი­ე­რე­ბას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი შეც­დო­მაა. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ციცინო
1

 საბასნაირი მეუფეების დეფიციტია საქართველოში,იმიტომაცა ვართ ამ დღეში. აბა ევროპაში კი აქვთ წარმატებულად საქმე,რადგან არც პაპის მხრიდან და არც მეუფეების მხრიდან ჩამორჩენილი აზროვნება მეცნიერულ კვლევებსა და რჩევებზე არ შეინიშნება.მათ ვაქცინაციის პროპაგანდით და აგიტაციით უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს! სალომე ზურაბიშვილის თხოვნის გათვალისწინება, რომ მომხდარიყო,დღეს ბევრად ნაკლები მსხვერპლი იქნებოდა.

beso
0

ეს სახეა ჩვენი ყოფისა და ამ კოვიდპოლიტიკისა. ეს სახეა საქრესტომატიო სახე ჩვენი ქრისტიანობისა და ამ უნარებისა, ამ კოვიდპოლიტიკისა. დიდება უფალს! რაც ხდება, რასაც წარმოადგენს ეს ქვეყანა, თუ საზოგადოება, მისი უნარები ეს სახეა ამ ქრისტიანობისა, ხოლო კოვიდი და კოვიდპოლიტიკა მას შიფრავს და ასამარებს. რჩებით მასში, ამ სახის ქრისტიანობაში, ამ ინტერვიუს ქრისტიანობაში ღმერთმა მოგცეთ შვება. რჩებით იმ ქრისტიანობაში, სადაც ქრისტეს, ანუ მეუფეს კოვიდთან, ტრაწიან ვირუსთან შეხების მერეც არ მიეცემა გაგება!? რას წარმოადგენს თქვენთან ქრისტეს გაგება!? დიდება უფალს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"იმაზე საუბარი, რომ ანტიქრისტეს ბეჭედია და აცრა სულიერებას ეწინააღმდეგება, წარმოუდგენელი შეცდომაა" - მეუფე საბა

"იმაზე საუბარი, რომ ანტიქრისტეს ბეჭედია და აცრა სულიერებას ეწინააღმდეგება, წარმოუდგენელი შეცდომაა" - მეუფე საბა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის წინამძღვარი მეუფე საბა (ინწკირველი) "კვირის პალიტრას" ესაუბრა ადამიანების გაუცხოებასა და სიძულვილზე, 21-ე საუკუნის მთავარი საფრთხის, "კოვიდის" შესაჩერებელ ერთადერთ გზაზე, ვაქცინაციაზე, რომელიც უფლის წინააღმდეგ წასვლას კი არა, გადარჩენას ნიშნავს.

- უპირველესად მოვიკითხავ ჩემს ქვეყანას და მშვიდობას ვუსურვებ. ძალიან რთულ გზას გავდივართ, რომელიც სწორ გზაზე დაგვაყენებს, თუ გონივრულად მოვიქცევით. პოლარიზებისა და გახლეჩის პრობლემა ჩვენს ისტორიას მუდმივად თან სდევდა, ახლა კი განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობა, ოღონდ მხოლოდ ქართველებში კი არა, მსოფლიოს სხვა ხალხებსა და ქვეყნებშიც. განსხვავებული აზრისა და ცხოვრების წესის მიუღებლობა დიდი პრობლემაა ყველასთვის, თუმცა მცირერიცხოვან ქართველ ერს ძალიან დიდ ზიანს აყენებს. თუ ერთმანეთის მეტი პატიების, შენდობისა და შემწყნარებლობის უნარი არ გვექნება, არც მშვიდობა იქნება, არც ერთობა, არც კაცისა და უფლის სიყვარული. სამყაროში ხომ ღვთის ნების გარეშე არაფერი ხდება, ყველაფერს ბუნების კანონზომიერებასთან მივყავართ. ტრაგედიაა "კოვიდმა" ამდენი ადამიანის სიცოცხლე რომ წაგვართვა, მაგრამ დაგვანახა, სად არის ადამიანი, სამყარო და რა არის ამ ყველაფრის საწყისი. ყოველდღე უნდა ვფიქრობდეთ, რა გვაჩვენა ამ ვირუსმა, რომელმაც სიკვდილთან ასე დაგვაახლოვა და გაგვიშინაურა. მეგონა, ეს განსაცდელი ჭეშმარიტი სიყვარულისთვის მოგვამზადებდა... უფალი ცხადად გვაჩვენებს, რომ ნებისმიერ ადამიანში ღვთის ხატებაა, უფალი ამბობს, ამქვეყნად ყოველი ადამიანი შექმნილია ღვთის ხატადო - ანუ ადამიანის გაფრთხილება, ჩვენი და უფლის ურთიერთობის, მისი სიყვარულის გაფრთხილებაა. თავად იესო ქრისტე გაეკრა ჯვარზე ადამიანისთვის, ჩვენ კი გავაუფასურეთ ეს უზენაესი სიცოცხლე. სანამ ასეთი უბედურება არ დაგვატყდა თავს, ვერ გავიაზრეთ, სად ვართ, რისთვის მოვედით და მთავარი, ბოლოს მაინც მამაღმერთთან უნდა დავბრუნდეთ. იმ საფრთხეების წინაშე, რაც ახლა თავს დაგვატყდა, ერთობა და სიყვარული მთავარი იარაღია. "კოვიდი" 21-ე საუკუნის ყველაზე სახიფათო პრობლემაა. ადამიანური დანაკარგის კვალდაკვალ უამრავი ეკონომიკური პრობლემაც შეიქმნა, რის შედეგებსაც უკვე ვიმკით. ქაოსი და პანიკაა მსოფლიოში. ვირუსმა დაგვზაფრა. ნებისმიერი ასეთი პანდემიის დროს მეცნიერები ვაქცინას იგონებდნენ. ეს იყო გამოსავალი, აცრით ამარცხებდნენ სენს.ახლა გვაქვს კოვიდპანდემია, რომელმაც სამყარო თავდაყირა დააყენა. უფლის დიდი წყალობა ის არის, რომ მეცნიერებმა სიკვდილთან ბრძოლის იარაღი მოიფიქრეს. ადამიანთა ერთმა კატეგორიამ კი განგაში ატეხა, არ გვინდა ვაქცინაო. ვწუხვარ, ამის თქმა რომ მიწევს, მაგრამ ადამიანი ყველაზე საშიში არსება ყოფილა, რომელიც მხოლოდ თავის თავს კი არა, გაუაზრებლად სხვასაც უქმნის საფრთხეს.

- სამწუხაროა, რომ ამაში სასულიერო პირების წვლილიც არის...- წმინდა სინოდმა განაცხადა, რომ ვაქცინაცია უნდა იყოს ნებაყოფლობითი და არ შეიძლება დაძალება, ერთმანეთის განკითხვა-შეურაცხყოფა; რომ რეგულაციების დაცვა აუცილებელია. იმაზე საუბარი, რომ ანტიქრისტეს ბეჭედია და აცრა სულიერებას ეწინააღმდეგება, წარმოუდგენელი შეცდომაა. გააგრძელეთ კითხვა