საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტერორისტული თავდასხმა ქაბულის აეროპორტზე: 90-მდე დაღუპული და 150-ზე მეტი დაჭრილი - ვინ აიღო პასუხისმგებლობა და რას აცხადებს "თალიბანი"?
ტერორისტული თავდასხმა ქაბულის აეროპორტზე: 90-მდე დაღუპული და 150-ზე მეტი დაჭრილი - ვინ აიღო პასუხისმგებლობა და რას აცხადებს "თალიბანი"?

26 აგ­ვის­ტოს, ქა­ბუ­ლის აე­რო­პორ­ტში ძლი­ე­რი აფეთ­ქე­ბის ხმა ორ­ჯერ გა­ის­მა. ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით და­ღუ­პუ­ლია 90 -მდე ადა­მი­ა­ნი, და­შა­ვე­ბუ­ლია 150-ზე მეტი. BBC-მ "თა­ლი­ბა­ნის“ წარ­მო­მად­გენ­ლებ­ზე დაყ­რდნო­ბით გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ და­ღუ­პულ­თა შო­რის არი­ან ქა­ლე­ბი და ბავ­შვე­ბი, ასე­ვე და­შავ­დნენ "თა­ლი­ბა­ნის“ დაც­ვის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. პენ­ტა­გო­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მსხვერ­პლია ამე­რი­კელ სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებს შო­რი­საც: და­ღუ­პუ­ლია 13 სამ­ხედ­რო, და­შა­ვე­ბუ­ლია - 18.

ქა­ბუ­ლის აე­რო­პორტთან მომ­ხდარ თავ­დას­ხმა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ტე­რო­რის­ტულ­მა დაჯ­გუ­ფე­ბა "ის­ლა­მურ­მა სა­ხელ­მწი­ფომ“ აიღო. შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა "ტე­ლეგ­რამ­ზე“ გავ­რცელ­და. დაჯ­გუ­ფე­ბის თქმით, თვით­მკვლელ­მა ტე­რო­რის­ტმა ე.წ. შა­ჰი­დის ქა­მა­რი აა­მოქ­მე­და. მა­ნამ­დე ასე­ვე გახ­მა­ურ­და ამე­რი­კის თავ­დაც­ვი­თი უწყე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის ვერ­სი­ე­ბი, რომ თავ­დას­ხმა "ის­ლა­მუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის“ რე­გი­ო­ნულ­მა "ბო­ე­ვი­კებ­მა" მო­ა­წყეს.

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, ჯო ბა­ი­დე­ნის გან­ცხა­დე­ბით, მი­აკ­ვლე­ვენ მათ, ვინც ქა­ბუ­ლის აე­რო­პორტთან მომ­ხდარ თავ­დას­ხმა­ზეა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი და პა­სუხს აგე­ბი­ნე­ბენ.

ამის შე­სა­ხებ ბა­ი­დენ­მა სპე­ცი­ა­ლურ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

"მათ, ვინც ეს თავ­დას­ხმა მო­ა­წყო, ასე­ვე ნე­ბის­მი­ერს, ვი­საც სურს ამე­რი­კას ავ­ნოს, ეს იცო­დეთ: არ გა­პა­ტი­ებთ, არ და­ვი­ვი­წყებთ, ჩვენ მო­გაგ­ნებთ და გა­ზღვე­ვი­ნებთ. მე და­ვი­ცავ ჩვენს ინ­ტე­რე­სებს და ჩვენს ხალ­ხს ჩემს გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა ზო­მით“, - გა­ნა­ცხა­და ბა­ი­დენ­მა.

მი­სი­ვე თქმით, სამ­ხედ­რო მე­თა­უ­რებს და­ა­ვა­ლა შე­ი­მუ­შა­ონ ოპე­რა­ტი­უ­ლი გეგ­მე­ბი, რათა და­არ­ტყან "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს“ ობი­ექ­ტებ­სა და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას.

"ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს“ ტე­რო­რის­ტე­ბი ვერ გა­ი­მარ­ჯვე­ბენ, ჩვენ გა­და­ვარ­ჩენთ ამე­რი­კე­ლებს. ჩვენ არ გა­ვა­ჩე­რებთ მი­სი­ას და გა­ვაგ­რძე­ლებთ ევა­კუ­ა­ცი­ას, ჩვენ გა­მო­ვიყ­ვანთ ავ­ღა­ნელ მო­კავ­ში­რე­ებს. ამე­რი­კას ვერ და­ა­ში­ნე­ბენ“, - აღ­ნიშ­ნა ჯო ბა­ი­დენ­მა.

ბა­ი­დე­ნის გან­ცხა­დე­ბით, ავ­ღა­ნე­თი­დან ევა­კუ­ა­ცია გაგ­რძელ­დე­ბა, აფეთ­ქე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად.

ტე­რაქ­ტის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა პა­ტივ­სა­ცე­მად აშშ-ში თეთ­რი სახ­ლსა და სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბის სხვა შე­ნო­ბებ­ზე სა­ხელ­მწი­ფო დრო­შას და­უშ­ვე­ბენ.

"პა­ტი­ვის­ცე­მის ნიშ­ნად, დღე­ი­დან თეთრ სახლზე, ყვე­ლა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ შე­ნო­ბა­ზე, ყვე­ლა სამ­ხედ­რო პოსტზე, სა­ზღვაო სად­გურ­სა და ხო­მალ­დზე შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის დრო­შებს და­უშ­ვე­ბენ,“- გა­ნა­ცხა­და თეთ­რი სახ­ლის პრესს­პი­კერ­მა ჯენ ფსა­კიმ.

მი­სი­ვე თქმით, დრო­შე­ბი 30 აგ­ვის­ტომ­დე იქ­ნე­ბა დაშ­ვე­ბუ­ლი.

ქა­ბუ­ლის აე­რო­პორტზე მომ­ხდა­რი თავ­დას­ხმის შე­დე­გად "თა­ლი­ბა­ნის“ სულ მცი­რე 28 მებ­რძო­ლი და­ი­ღუ­პა, - Reuters-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ "თა­ლი­ბე­ბის“ ოფი­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გა­ნა­ცხა­და.

"აე­რო­პორ­ტში მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად ამე­რი­კე­ლებ­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი დავ­კარ­გეთ", - გა­ნა­ცხა­და "თა­ლი­ბა­ნის“ წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, რო­მელ­მაც ვი­ნა­ო­ბის გა­სა­ჯა­რო­ვე­ბა არ ისურ­ვა.

მი­სი­ვე თქმით, "თა­ლი­ბა­ნი“ არ არის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი უცხო ქვეყ­ნე­ბის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბულ "ქა­ო­ტურ სა­ე­ვა­კუ­ა­ციო გეგ­მა­ზე“.

მა­ნამ­დე "თა­ლი­ბა­ნის“ პრესს­პი­კერ­მა ზა­ბიჰუ­ლა მუ­ჯა­ჰიდ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ქა­ბუ­ლის აე­რო­პორტთან თავ­დას­ხმა ამე­რი­კე­ლე­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბულ ზო­ნა­ში მოხ­და. "ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო მკაც­რად გმობს ქა­ბუ­ლის აე­რო­პორ­ტში სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რე­ბის­კენ მი­მარ­თულ აფეთ­ქე­ბას. ეს მოხ­და იმ ზო­ნა­ში, რომ­ლის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზეც ამე­რი­კუ­ლი სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბი არი­ან პა­სუ­ხის­მგე­ბელ­ნი“, - გა­ნა­ცხა­და ზა­ბიჰუ­ლა მუ­ჯა­ჰიდ­მა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პონტიაკი
0

ახალი შარი

???????????????
3

ამ საშინელი სპექტაკლის მხსნელი რუსეთი რომ "აღმოჩნდება" ვინმეს ეჭვი ეპარება ????????????????

ავტორი:

ტერორისტული თავდასხმა ქაბულის აეროპორტზე: 90-მდე დაღუპული და 150-ზე მეტი დაჭრილი - ვინ აიღო პასუხისმგებლობა და რას აცხადებს "თალიბანი"?

ტერორისტული თავდასხმა ქაბულის აეროპორტზე: 90-მდე დაღუპული და 150-ზე მეტი დაჭრილი - ვინ აიღო პასუხისმგებლობა და რას აცხადებს "თალიბანი"?

26 აგვისტოს, ქაბულის აეროპორტში ძლიერი აფეთქების ხმა ორჯერ გაისმა. ბოლო ინფორმაციით დაღუპულია 90 -მდე ადამიანი, დაშავებულია 150-ზე მეტი. BBC-მ "თალიბანის“ წარმომადგენლებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაღუპულთა შორის არიან ქალები და ბავშვები, ასევე დაშავდნენ "თალიბანის“ დაცვის წარმომადგენლები. პენტაგონის ინფორმაციით, მსხვერპლია ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს შორისაც: დაღუპულია 13 სამხედრო, დაშავებულია - 18.

ქაბულის აეროპორტთან მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. შესაბამისი განცხადება "ტელეგრამზე“ გავრცელდა. დაჯგუფების თქმით, თვითმკვლელმა ტერორისტმა ე.წ. შაჰიდის ქამარი აამოქმედა. მანამდე ასევე გახმაურდა ამერიკის თავდაცვითი უწყების ოფიციალური პირების ვერსიები, რომ თავდასხმა "ისლამური დაჯგუფების“ რეგიონულმა "ბოევიკებმა" მოაწყეს.

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მიაკვლევენ მათ, ვინც ქაბულის აეროპორტთან მომხდარ თავდასხმაზეა პასუხისმგებელი და პასუხს აგებინებენ.

ამის შესახებ ბაიდენმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"მათ, ვინც ეს თავდასხმა მოაწყო, ასევე ნებისმიერს, ვისაც სურს ამერიკას ავნოს, ეს იცოდეთ: არ გაპატიებთ, არ დავივიწყებთ, ჩვენ მოგაგნებთ და გაზღვევინებთ. მე დავიცავ ჩვენს ინტერესებს და ჩვენს ხალხს ჩემს განკარგულებაში არსებული ყველა ზომით“, - განაცხადა ბაიდენმა.

მისივე თქმით, სამხედრო მეთაურებს დაავალა შეიმუშაონ ოპერატიული გეგმები, რათა დაარტყან "ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტებსა და ხელმძღვანელობას.

"ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტები ვერ გაიმარჯვებენ, ჩვენ გადავარჩენთ ამერიკელებს. ჩვენ არ გავაჩერებთ მისიას და გავაგრძელებთ ევაკუაციას, ჩვენ გამოვიყვანთ ავღანელ მოკავშირეებს. ამერიკას ვერ დააშინებენ“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

ბაიდენის განცხადებით, ავღანეთიდან ევაკუაცია გაგრძელდება, აფეთქებების მიუხედავად.

ტერაქტის შედეგად დაღუპულთა პატივსაცემად აშშ-ში თეთრი სახლსა და სახელმწიფო უწყებების სხვა შენობებზე სახელმწიფო დროშას დაუშვებენ.

"პატივისცემის ნიშნად, დღეიდან თეთრ სახლზე, ყველა საზოგადოებრივ შენობაზე, ყველა სამხედრო პოსტზე, საზღვაო სადგურსა და ხომალდზე შეერთებული შტატების დროშებს დაუშვებენ,“- განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ.

მისივე თქმით, დროშები 30 აგვისტომდე იქნება დაშვებული.

ქაბულის აეროპორტზე მომხდარი თავდასხმის შედეგად "თალიბანის“ სულ მცირე 28 მებრძოლი დაიღუპა, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ "თალიბების“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

"აეროპორტში მომხდარი აფეთქების შედეგად ამერიკელებზე მეტი ადამიანი დავკარგეთ", - განაცხადა "თალიბანის“ წარმომადგენელმა, რომელმაც ვინაობის გასაჯაროვება არ ისურვა.

მისივე თქმით, "თალიბანი“ არ არის პასუხისმგებელი უცხო ქვეყნების მიერ შემუშავებულ "ქაოტურ საევაკუაციო გეგმაზე“.

მანამდე "თალიბანის“ პრესსპიკერმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განაცხადა, რომ ქაბულის აეროპორტთან თავდასხმა ამერიკელების მიერ კონტროლირებულ ზონაში მოხდა. "ჩვენი სახელმწიფო მკაცრად გმობს ქაბულის აეროპორტში სამოქალაქო პირებისკენ მიმართულ აფეთქებას. ეს მოხდა იმ ზონაში, რომლის უსაფრთხოებაზეც ამერიკული სამხედრო ძალები არიან პასუხისმგებელნი“, - განაცხადა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა.