მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიმდინარეობს გამოძიება, სად აპირებდნენ კორპუსის აფეთქებას" - "ისლამური სახელმწიფოს" წევრობის ბრალდებით დაკავებულ 5 პირს პატიმრობა შეეფარდა
"მიმდინარეობს გამოძიება, სად აპირებდნენ კორპუსის აფეთქებას" - "ისლამური სახელმწიფოს" წევრობის ბრალდებით დაკავებულ 5 პირს პატიმრობა შეეფარდა

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია „ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს“ წევ­რო­ბის ბრალ­დე­ბით პან­კის­ში და­კა­ვე­ბულ 5 პირს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. მო­სა­მარ­თლემ გა­ი­ზი­ა­რა პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და ხუ­თი­ვე ბრალ­დე­ბულს პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. პრო­ცესს თვი­თონ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბიც ეს­წრე­ბოდ­ნენ.

სა­სა­მარ­თლოს სხდო­მის და­ხურ­ვის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მი­მარ­თა ბრალ­დე­ბის მხა­რემ, რა­საც არ იზი­ა­რებ­და დაც­ვის მხა­რე. პრო­ცე­სის ღია რე­ჟიმ­ში წარ­მარ­თვის მომ­ხრე იყ­ვნენ თვი­თონ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბიც. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მო­სა­მარ­თლე ლაშა კლდი­აშ­ვილ­მა გა­ი­ზი­ა­რა პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და სხდო­მა და­ი­ხუ­რა. მო­ტი­ვად კი საქ­მის მა­სა­ლე­ბი და ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი და­სა­ხელ­და.

პრო­კუ­რორ გი­ორ­გი ხა­ჩი­ძის გან­ცხა­დე­ბით, მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა, სად აპი­რებ­დნენ კორ­პუ­სის აფეთ­ქე­ბას ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია „ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს“ წევ­რო­ბის ბრალ­დე­ბით პან­კის­ში და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბი, თუმ­ცა არ გა­მო­რი­ცხავს, რომ ისი­ნი კორ­პუ­სის აფეთ­ქე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში აპი­რებ­დნენ. ამის შე­სა­ხებ პრო­კუ­რორ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ნუ­ცხა­და, სა­დაც აღ­ნიშ­ნულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის პრო­ცე­სი და­ხუ­რულ რე­ჟიმ­ში გა­ი­მარ­თა. რო­გორც სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ პრო­კუ­რორ­მა გი­ორ­გი ხა­ჩი­ძემ გან­მარ­ტა, მო­სა­მარ­თლემ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა ბრალ­დე­ბის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და ხუ­თი­ვე ბრალ­დე­ბულს პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

ამას­თან, რო­გორც პრო­კუ­რორ­მა გან­მარ­ტა, გა­მო­ძი­ე­ბა ტარ­დე­ბა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ბა­თუმ­ში ყოფ­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

“არ­სე­ბობ­და მი­მალ­ვის და ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის საფრ­თხე­ე­ბი, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყვე­ლა ბრალ­დე­ბულს პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. რაც შე­ე­ხე­ბა სხდო­მის და­ხურ­ვის მო­ტივს, საქ­მე სპე­ცი­ფი­უ­რო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე საკ­მა­ოდ მო­ცუ­ლო­ბი­თია, ბევ­რი მოწ­მეა და­კი­თხუ­ლი მო­ცე­მულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე და მათი გა­სა­ჯა­რო­ვე­ბა, მათი ვი­ნა­ო­ბის გა­სა­ჯა­რო­ვე­ბა ამ ეტაპ­ზე მი­ზან­შე­წო­ნი­ლი არ იქ­ნე­ბო­და. ამ ეტაპ­ზე, ასე­ვე მიმ­დი­ნა­რე­ობს სხვა­დას­ხვა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, ბუ­ნებ­რი­ვია, შე­საძ­ლოა გა­მო­იკ­ვე­თონ სხვა, პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­სა­ცე­მი პი­რე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის პო­ზი­ცი­ას, მათ და­ა­ფიქ­სი­რეს პო­ზი­ცია, რომ ისი­ნი გი­რა­ოს ითხოვ­დნენ, რაც სა­სა­მარ­თლოს მიერ არ იქნა გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი”,- გა­ნა­ცხა­და ხა­ჩი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მხრი­დან გა­მო­ძი­ე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას, პრო­კუ­რო­რი გან­მარ­ტავს, რომ ამ ეტაპ­ზე, ისი­ნი დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნე­ბენ.

გარ­და ამი­სა, პრო­კუ­რორ­მა უპა­სუ­ხა ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვას, რა­ტომ დევს აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ში “მთა­ვა­რი არ­ხის” დი­რექ­ტო­რის ნიკა გვა­რა­მი­ას ბრი­ფინ­გი ჟურ­ნა­ლისტ გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას ლიკ­ვი­და­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

“ეს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბად არ დევს მო­ცე­მულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ში. რამ­დე­ნა­დაც ჩემ­თვის ცნო­ბი­ლია, ეს ინ­ფორ­მა­ცია სუს-ს არ გა­და­უ­ცია ად­ვო­კა­ტის­თვის. დაც­ვის მხა­რეს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა გა­მო­ძი­ე­ბამ გა­დას­ცა”, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ხა­ჩი­ძემ.

ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რო­ბის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბულ ხუ­თი­ვე პირს: უ.ც.-ს, მ.მ.-ს, რ.ქ.-ს, ჰ.ბ.-ს და რ.მ.-ს ბრალ­დე­ბა გუ­შინ წა­რედ­გი­ნა.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ უ.ც.-მ, რო­მე­ლიც იყო გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი უცხო­ურ ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში „ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო“, ამა­ვე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში გა­ა­წევ­რი­ა­ნა მ.მ., რ.ქ., ჰ.ბ., რ.მ. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი სი­რი­ა­ში წას­ვლას და „ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს“ რი­გებ­ში საბ­რძოლ­ვე­ლად მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბას გეგ­მავ­დნენ.

„სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ხუ­თი­ვე პირი 24 აგ­ვის­ტოს და­ა­კა­ვეს. მ.მ.-ს, რ.ქ.-ს, ჰ.ბ.-ს და რ.მ.-ს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 327-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რო­ბა) წა­რედ­გი­ნათ, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 10-დან 12 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. უ.ც.-ს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 328-ე მუხ­ლით (უცხო ქვეყ­ნის ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბა და ტე­რო­რის­ტულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში მისი დახ­მა­რე­ბა) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 10-დან 17 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ივანე
2

ღმერთო,დაიფარე საქართველო!არის საკითხები,სადაც მტკიცე ერთიანობაა საჭირო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"მიმდინარეობს გამოძიება, სად აპირებდნენ კორპუსის აფეთქებას" - "ისლამური სახელმწიფოს" წევრობის ბრალდებით დაკავებულ 5 პირს პატიმრობა შეეფარდა

"მიმდინარეობს გამოძიება, სად აპირებდნენ კორპუსის აფეთქებას" - "ისლამური სახელმწიფოს" წევრობის ბრალდებით დაკავებულ 5 პირს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობის ბრალდებით პანკისში დაკავებულ 5 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და ხუთივე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა. პროცესს თვითონ ბრალდებულებიც ესწრებოდნენ.

სასამართლოს სხდომის დახურვის შუამდგომლობით მიმართა ბრალდების მხარემ, რასაც არ იზიარებდა დაცვის მხარე. პროცესის ღია რეჟიმში წარმართვის მომხრე იყვნენ თვითონ ბრალდებულებიც. საბოლოო ჯამში, მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და სხდომა დაიხურა. მოტივად კი საქმის მასალები და ქვეყნის ინტერესები დასახელდა.

პროკურორ გიორგი ხაჩიძის განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება, სად აპირებდნენ კორპუსის აფეთქებას ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობის ბრალდებით პანკისში დაკავებული პირები, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ისინი კორპუსის აფეთქებას საქართველოში აპირებდნენ. ამის შესახებ პროკურორმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულების პროცესი დახურულ რეჟიმში გაიმართა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ პროკურორმა გიორგი ხაჩიძემ განმარტა, მოსამართლემ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ხუთივე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა.

ამასთან, როგორც პროკურორმა განმარტა, გამოძიება ტარდება ბრალდებულების ბათუმში ყოფნასთან დაკავშირებით.

“არსებობდა მიმალვის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები, აქედან გამომდინარე, ყველა ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა. რაც შეეხება სხდომის დახურვის მოტივს, საქმე სპეციფიურობიდან გამომდინარე საკმაოდ მოცულობითია, ბევრი მოწმეა დაკითხული მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე და მათი გასაჯაროვება, მათი ვინაობის გასაჯაროვება ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არ იქნებოდა. ამ ეტაპზე, ასევე მიმდინარეობს სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები, ბუნებრივია, შესაძლოა გამოიკვეთონ სხვა, პასუხისგებაში მისაცემი პირები. რაც შეეხება ბრალდებულების პოზიციას, მათ დააფიქსირეს პოზიცია, რომ ისინი გირაოს ითხოვდნენ, რაც სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული”,- განაცხადა ხაჩიძემ.

რაც შეეხება ბრალდებულების მხრიდან გამოძიებასთან თანამშრომლობას, პროკურორი განმარტავს, რომ ამ ეტაპზე, ისინი დუმილის უფლებას იყენებენ.

გარდა ამისა, პროკურორმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რატომ დევს აღნიშნულ საქმეში “მთავარი არხის” დირექტორის ნიკა გვარამიას ბრიფინგი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციასთან დაკავშირებით.

“ეს მტკიცებულებად არ დევს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს ინფორმაცია სუს-ს არ გადაუცია ადვოკატისთვის. დაცვის მხარეს მტკიცებულება გამოძიებამ გადასცა”, - განაცხადა გიორგი ხაჩიძემ.

ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ფაქტზე დაკავებულ ხუთივე პირს: უ.ც.-ს, მ.მ.-ს, რ.ქ.-ს, ჰ.ბ.-ს და რ.მ.-ს ბრალდება გუშინ წარედგინა.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უ.ც.-მ, რომელიც იყო გაერთიანებული უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციაში „ისლამური სახელმწიფო“, ამავე ორგანიზაციაში გააწევრიანა მ.მ., რ.ქ., ჰ.ბ., რ.მ. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული პირები სირიაში წასვლას და „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში საბრძოლველად მონაწილეობის მიღებას გეგმავდნენ.

„სამართალდამცველებმა ხუთივე პირი 24 აგვისტოს დააკავეს. მ.მ.-ს, რ.ქ.-ს, ჰ.ბ.-ს და რ.მ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უ.ც.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.