სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურორი არ გამორიცხავს, რომ "ისლამური სახელმწიფოს" წევრობის ბრალდებით დაკავებულები ტერორისტული აქტის განხორციელებას საქართველოში გეგმავდნენ
პროკურორი არ გამორიცხავს, რომ "ისლამური სახელმწიფოს" წევრობის ბრალდებით დაკავებულები ტერორისტული აქტის განხორციელებას საქართველოში გეგმავდნენ

გეგ­მავ­დნენ თუ არა „ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს“ წევ­რო­ბის­თვის ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აფეთ­ქე­ბას, ვერც და­ვა­დას­ტუ­რებ და ვერც უარ­ვყოფ, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა. ამ ეტაპ­ზე, ვე­რა­ფერს გა­მოვ­რი­ცხავთ, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს „ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს“ წევ­რო­ბის­თვის ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის საქ­მის პრო­კუ­რორ­მა გი­ორ­გი ხა­ჩი­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, მათ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს, ხუ­თი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე მი­მარ­თეს.

„ჩვენს მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქნა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რაც ადას­ტუ­რებს ამ ბრალ­დე­ბებს. ეს არის ვი­დეო, აუ­დიო და ფო­ტომ­ტკი­ცე­ბუ­ლე­ბა. მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ნა­წი­ლი გა­მოქ­ვეყ­ნდა სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ, თუმ­ცა, არის სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბიც. ამას­თა­ნა­ვე, მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა და ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­პო­ვე­ბა. ეს მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ბრალ­დე­ბის წა­ყე­ნე­ბის სტან­დარ­ტით საკ­მა­რი­სია და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი ვა­რა­უ­დის­თვის, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა ჩა­ი­დი­ნეს ის და­ნა­შა­უ­ლი, რაც ჩვენ მათ ბრა­ლად წა­ვუ­ყე­ნეთ.

კონ­კრე­ტუ­ლად თუ სად გეგ­მავ­დნენ აფეთ­ქე­ბას, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი და და­კონ­კრე­ტე­ბის­გან გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თავს შე­ვი­კა­ვებ. რაც შე­ე­ხე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან ამო­ღე­ბულ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას, ეს არის ფა­რუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა. ამ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­ში ჩა­წე­რი­ლია ფი­ცის მი­ღე­ბის ტექ­სტი ელექტრო­ნუ­ლად და ეს სა­ჯა­რო არ იყო“, - გა­ნა­ცხა­და საქ­მის პრო­კუ­რორ­მა.

ცნო­ბის­თვის, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში, ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია „ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს“ წევ­რო­ბის ბრალ­დე­ბით პან­კის­ში და­კა­ვე­ბუ­ლი 5 პი­რის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი ამ წუ­თებ­ში იწყე­ბა. სა­სა­მარ­თლო მათ­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე იმ­სჯე­ლებს.

ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რო­ბის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბულ ხუ­თი­ვე პირს: უ.ც.-ს, მ.მ.-ს, რ.ქ.-ს, ჰ.ბ.-ს და რ.მ.-ს ბრალ­დე­ბა გუ­შინ წა­რედ­გი­ნა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
5

... გამოვიდეს ახლა მაჩალიკაშვილი და გააკეთოს კომენტარი!!! ბევრ ,,ბლატაობს" ყოველთვის და საინტერესოა რას იტყვის!!!

მარიამი
6

პოლიტიკის გულისთვის მოეშვით ცეცხლთან თამაშს, თქვე კი არა და ამერიკა გამობუნძულდა კუდამოძუებული.

ავტორი:

პროკურორი არ გამორიცხავს, რომ "ისლამური სახელმწიფოს" წევრობის ბრალდებით დაკავებულები ტერორისტული აქტის განხორციელებას საქართველოში გეგმავდნენ

პროკურორი არ გამორიცხავს, რომ "ისლამური სახელმწიფოს" წევრობის ბრალდებით დაკავებულები ტერორისტული აქტის განხორციელებას საქართველოში გეგმავდნენ

გეგმავდნენ თუ არა „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის ბრალდებულები საქართველოს ტერიტორიაზე აფეთქებას, ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ, იქიდან გამომდინარე, რომ მიმდინარეობს გამოძიება. ამ ეტაპზე, ვერაფერს გამოვრიცხავთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის ბრალდებულების საქმის პროკურორმა გიორგი ხაჩიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, მათ თბილისის საქალაქო სასამართლოს, ხუთივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე მიმართეს.

„ჩვენს მიერ წარმოდგენილი იქნა მტკიცებულებები, რაც ადასტურებს ამ ბრალდებებს. ეს არის ვიდეო, აუდიო და ფოტომტკიცებულება. მტკიცებულებების ნაწილი გამოქვეყნდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, თუმცა, არის სხვა მტკიცებულებებიც. ამასთანავე, მიმდინარეობს გამოძიება და ინტენსიურ რეჟიმში მტკიცებულებების მოპოვება. ეს მოპოვებული მტკიცებულებები ბრალდების წაყენების სტანდარტით საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ ბრალდებულებმა ჩაიდინეს ის დანაშაული, რაც ჩვენ მათ ბრალად წავუყენეთ.

კონკრეტულად თუ სად გეგმავდნენ აფეთქებას, ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და დაკონკრეტებისგან გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, თავს შევიკავებ. რაც შეეხება სოციალური ქსელიდან ამოღებულ მტკიცებულებას, ეს არის ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მიღებული მტკიცებულება. ამ მტკიცებულებაში ჩაწერილია ფიცის მიღების ტექსტი ელექტრონულად და ეს საჯარო არ იყო“, - განაცხადა საქმის პროკურორმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობის ბრალდებით პანკისში დაკავებული 5 პირის სასამართლო პროცესი ამ წუთებში იწყება. სასამართლო მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ფაქტზე დაკავებულ ხუთივე პირს: უ.ც.-ს, მ.მ.-ს, რ.ქ.-ს, ჰ.ბ.-ს და რ.მ.-ს ბრალდება გუშინ წარედგინა.