მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ისლამური სახელმწიფოს" წევრობის ბრალდებით დაკავებული 5 პირის სასამართლო პროცესი დაიხურა - პროცესს ბრალდებულებიც ესწრებიან
"ისლამური სახელმწიფოს" წევრობის ბრალდებით დაკავებული 5 პირის სასამართლო პროცესი დაიხურა - პროცესს ბრალდებულებიც ესწრებიან

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში, ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია „ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს“ წევ­რო­ბის ბრალ­დე­ბით პან­კის­ში და­კა­ვე­ბუ­ლი 5 პი­რის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს, სა­დაც სა­სა­მარ­თლო მათ­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე მსჯე­ლობს. პრო­ცესს ბრალ­დე­ბუ­ლე­ბიც ეს­წრე­ბი­ან.

სა­სა­მარ­თლოს სხდო­მის და­ხურ­ვის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მი­მარ­თა ბრალ­დე­ბის მხა­რემ, რა­საც არ იზი­ა­რებ­და დაც­ვის მხა­რე და მი­იჩ­ნევ­და, რომ პრო­ცე­სი ღია რე­ჟიმ­ში უნდა წარ­მარ­თუ­ლი­ყო. პრო­ცე­სის გახ­სნის მომ­ხრე იყ­ვნენ თვი­თონ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბიც. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მო­სა­მარ­თლე ლაშა კლდი­აშ­ვილ­მა გა­ი­ზი­ა­რა პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგიმ­ლო­ბა და სხდო­მა და­ი­ხუ­რა.

ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რო­ბის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბულ ხუ­თი­ვე პირს: უ.ც.-ს, მ.მ.-ს, რ.ქ.-ს, ჰ.ბ.-ს და რ.მ.-ს ბრალ­დე­ბა გუ­შინ წა­რედ­გი­ნა.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ უ.ც.-მ, რო­მე­ლიც იყო გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი უცხო­ურ ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში „ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო“, ამა­ვე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში გა­ა­წევ­რი­ა­ნა მ.მ., რ.ქ., ჰ.ბ. რ.მ. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი სი­რი­ა­ში წას­ვლას და „ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს“ რი­გებ­ში საბ­რძოლ­ვე­ლად მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბას გეგ­მავ­დე­ნენ.

„სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ხუ­თი­ვე პირი 24 აგ­ვის­ტოს და­ა­კა­ვეს. მ.მ.-ს, რ.ქ.-ს, ჰ.ბ.-ს და რ.მ.-ს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 327-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რო­ბა) წა­რედ­გი­ნათ, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 10-დან 12 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. უ.ც.-ს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 328-ე მუხ­ლით (უცხო ქვეყ­ნის ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბა და ტე­რო­რის­ტულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში მისი დახ­მა­რე­ბა) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 10-დან 17 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ისლამური სახელმწიფოს" წევრობის ბრალდებით დაკავებული 5 პირის სასამართლო პროცესი დაიხურა - პროცესს ბრალდებულებიც ესწრებიან

"ისლამური სახელმწიფოს" წევრობის ბრალდებით დაკავებული 5 პირის სასამართლო პროცესი დაიხურა - პროცესს ბრალდებულებიც ესწრებიან

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობის ბრალდებით პანკისში დაკავებული 5 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც სასამართლო მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. პროცესს ბრალდებულებიც ესწრებიან.

სასამართლოს სხდომის დახურვის შუამდგომლობით მიმართა ბრალდების მხარემ, რასაც არ იზიარებდა დაცვის მხარე და მიიჩნევდა, რომ პროცესი ღია რეჟიმში უნდა წარმართულიყო. პროცესის გახსნის მომხრე იყვნენ თვითონ ბრალდებულებიც. საბოლოო ჯამში, მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა გაიზიარა პროკურატურის შუამდგიმლობა და სხდომა დაიხურა.

ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ფაქტზე დაკავებულ ხუთივე პირს: უ.ც.-ს, მ.მ.-ს, რ.ქ.-ს, ჰ.ბ.-ს და რ.მ.-ს ბრალდება გუშინ წარედგინა.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უ.ც.-მ, რომელიც იყო გაერთიანებული უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციაში „ისლამური სახელმწიფო“, ამავე ორგანიზაციაში გააწევრიანა მ.მ., რ.ქ., ჰ.ბ. რ.მ. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული პირები სირიაში წასვლას და „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში საბრძოლველად მონაწილეობის მიღებას გეგმავდენენ.

„სამართალდამცველებმა ხუთივე პირი 24 აგვისტოს დააკავეს. მ.მ.-ს, რ.ქ.-ს, ჰ.ბ.-ს და რ.მ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უ.ც.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.