მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აცრილი არ იყო, ფილტვების 70 პროცენტი ჰქონდა დაზიანებული" - რას ყვებიან კლინიკაში ბათუმელ გოგოზე, რომელიც მშობიარობის შემდეგ კოვიდით გარდაიცვალა
"აცრილი არ იყო, ფილტვების 70 პროცენტი ჰქონდა დაზიანებული" - რას ყვებიან კლინიკაში ბათუმელ გოგოზე, რომელიც მშობიარობის შემდეგ კოვიდით გარდაიცვალა

ქუ­თა­ის­ში, კლი­ნი­კა „ბო­მონდში“ სა­კე­ის­რო კვე­თის შემ­დეგ, კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი 26 წლის ქალი გარ­და­იც­ვა­ლა.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ კლი­ნი­კის კო­ვიდ­გან­ყო­ფი­ლე­ბის მე­ნე­ჯერ­მა, მა­მია ყი­ფი­ან­მა გა­ნუ­ცხა­და, პა­ცი­ენ­ტი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში 20 აგ­ვის­ტოს ბა­თუ­მი­დან შე­იყ­ვა­ნეს.

გა­და­უ­დე­ბე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო 36 კვი­რის ორ­სულს სა­კე­ის­რო კვე­თა ჩა­უ­ტარ­და, რის შემ­დე­გაც რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში მო­ა­თავ­სეს. პა­ცი­ენ­ტი ოთხ დღე­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

კლი­ნი­კა­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლი იყო, მას ფილ­ტვე­ბის 70 პრო­ცენ­ტი ჰქონ­და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი.

„20 აგ­ვის­ტოს კა­ტას­ტრო­ფის ბრი­გა­დის მიერ ბა­თუ­მის სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლი­დან იქნა გად­მოყ­ვა­ნი­ლი 26 წლის გოგო, 36 კვი­რის ორ­სუ­ლო­ბის ვა­და­ზე, ორ­მხრი­ვი პნევ­მო­ნი­ით, სუნ­თქვის მწვა­ვე უკ­მა­რი­სო­ბით. ჩვენ­თან ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი­ის შე­დე­გად, ფილ­ტვის და­ზი­ა­ნე­ბის ინ­დექ­სი იყო 17 ქულა.

გა­და­უ­დე­ბე­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ჩა­ტარ­და სა­კე­ის­რო კვე­თა. და­ი­ბა­და მდედ­რო­ბი­თი სქე­სის ახალ­შო­ბი­ლი, რო­მე­ლიც მო­თავ­სდა ახალ­შო­ბილ­თა ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია. სა­კე­ის­რო კვე­თის ჩა­ტა­რე­ბის შემ­დეგ მე­ლო­გი­ნე გა­დაყ­ვა­ნი­ლი იქნა რე­ა­ნი­მა­ცია-ინ­ტენ­სი­ურ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. CPAP მხარ­და­ჭე­რით რამ­დე­ნი­მე დღე გა­დი­ო­და მკურ­ნა­ლო­ბას. მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გუ­შინ ეს ქალ­ბა­ტო­ნი გარ­და­იც­ვა­ლა.

ქალ­ბა­ტო­ნი აც­რი­ლი არ იყო, რა თქმა უნდა. რო­გორც ხე­დავთ, ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში საკ­მა­ოდ დამ­ძიმ­და სი­ტუ­ა­ცია, ორ­სუ­ლებ­სა და მე­ლო­გი­ნე­ებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მედ მიმ­დი­ნა­რე­ობს კო­ვი­დინ­ფექ­ცია. ეს კი­დევ ერთი სამ­წუ­ხა­რო მა­გა­ლი­თია იმი­სა, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად მოხ­დეს ყვე­ლა ორ­სუ­ლის აცრა“, - გა­ნა­ცხა­და მა­მია ყი­ფი­ან­მა.

ექი­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­ცი­ენტს კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აცრა არ ჰქონ­და გა­კე­თე­ბუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა ახალ­შო­ბილს, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ირაკლი
1

ვინც იცრება არ კვდება (99%) !!! რთულია გასაგებად რამე ??????

პს
0

ვაქცინირებული ისრაელის ჯგში შედით და ნახეტ რა ცოდვის ტრიალია

ავტორი:

"აცრილი არ იყო, ფილტვების 70 პროცენტი ჰქონდა დაზიანებული" - რას ყვებიან კლინიკაში ბათუმელ გოგოზე, რომელიც მშობიარობის შემდეგ კოვიდით გარდაიცვალა

"აცრილი არ იყო, ფილტვების 70 პროცენტი ჰქონდა დაზიანებული" - რას ყვებიან კლინიკაში ბათუმელ გოგოზე, რომელიც მშობიარობის შემდეგ კოვიდით გარდაიცვალა

ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ საკეისრო კვეთის შემდეგ, კორონავირუსით ინფიცირებული 26 წლის ქალი გარდაიცვალა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკის კოვიდგანყოფილების მენეჯერმა, მამია ყიფიანმა განუცხადა, პაციენტი მძიმე მდგომარეობაში 20 აგვისტოს ბათუმიდან შეიყვანეს.

გადაუდებელი მდგომარეობის გამო 36 კვირის ორსულს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, რის შემდეგაც რეანიმაციაში მოათავსეს. პაციენტი ოთხ დღეში გარდაიცვალა.

კლინიკაში განმარტავენ, რომ პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული იყო, მას ფილტვების 70 პროცენტი ჰქონდა დაზიანებული.

„20 აგვისტოს კატასტროფის ბრიგადის მიერ ბათუმის სამშობიარო სახლიდან იქნა გადმოყვანილი 26 წლის გოგო, 36 კვირის ორსულობის ვადაზე, ორმხრივი პნევმონიით, სუნთქვის მწვავე უკმარისობით. ჩვენთან ჩატარებული კომპიუტერული ტომოგრაფიის შედეგად, ფილტვის დაზიანების ინდექსი იყო 17 ქულა.

გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ჩატარდა საკეისრო კვეთა. დაიბადა მდედრობითი სქესის ახალშობილი, რომელიც მოთავსდა ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საკეისრო კვეთის ჩატარების შემდეგ მელოგინე გადაყვანილი იქნა რეანიმაცია-ინტენსიურ განყოფილებაში. CPAP მხარდაჭერით რამდენიმე დღე გადიოდა მკურნალობას. მდგომარეობის გაუარესებიდან გამომდინარე, გუშინ ეს ქალბატონი გარდაიცვალა.

ქალბატონი აცრილი არ იყო, რა თქმა უნდა. როგორც ხედავთ, ბოლო დღეების განმავლობაში საკმაოდ დამძიმდა სიტუაცია, ორსულებსა და მელოგინეებში განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს კოვიდინფექცია. ეს კიდევ ერთი სამწუხარო მაგალითია იმისა, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ყველა ორსულის აცრა“, - განაცხადა მამია ყიფიანმა.

ექიმის ინფორმაციით, პაციენტს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა არ ჰქონდა გაკეთებული. რაც შეეხება ახალშობილს, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.