სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხშირად ანტივაქსერების შეხედულება დაინფიცირების შემდეგაც არ იცვლება" - ჯანდაცვის ექსპერტი განმარტავს, რატომ აღმოვჩნდით ეპიდკრიზისში და რაშია გამოსავალი
"ხშირად ანტივაქსერების შეხედულება დაინფიცირების შემდეგაც არ იცვლება" - ჯანდაცვის ექსპერტი განმარტავს, რატომ აღმოვჩნდით ეპიდკრიზისში და რაშია გამოსავალი

ქვე­ყა­ნა­ში უმ­ძი­მე­სი ეპიდსი­ტუ­ა­ცი­აა. ყო­ველ­დღი­უ­რად ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი ინ­ფი­ცირ­დე­ბა, გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბაც არ არის ცოტა, რის გა­მოც ხალ­ხი მძი­მე, ტრა­გი­კუ­ლი რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შეა... ამის პა­რა­ლე­ლუ­რად მო­სახ­ლე­ო­ბის ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სი არც ისე ნელი ტემ­პით მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუმ­ცა ამ ყვე­ლა­ფერს მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბიც ჰყავს, ე.წ. ან­ტი­ვაქ­სე­რე­ბი, რომ­ლებ­საც რო­გორც ამ­ბო­ბენ, ამ ჩი­ხურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გარ­ვე­უ­ლი წვლი­ლი მი­უ­ძღვით. რე­ა­ლუ­რად რამ მი­იყ­ვა­ნა მდგო­მა­რე­ო­ბა ასეთ კრი­ზი­სამ­დე და აქე­დან რა არის გა­მო­სა­ვა­ლი - ჩვენს კი­თხვებს ექ­სპერ­ტი ჯან­დაც­ვის სა­კი­თხებ­ში, კლი­ნი­კუ­რი ექ­სპერ­ტი, პრო­ფე­სო­რი მაკა ბუ­ლე­იშ­ვი­ლი პა­სუ­ხობს:

- ფაქ­ტია, რომ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სი უპ­რე­ცე­დენ­ტოდ სწრა­ფად მიმ­დი­ნა­რე­ობს. დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 30 000 ადა­მი­ა­ნი იც­რე­ბა. ამას ჩემი დაკ­ვირ­ვე­ბით, თა­ვის მი­ზე­ზი აქვს - რო­გორც კი და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა და გარ­დაც­ვლილ­თა რი­ცხვი მა­ტუ­ლობს, მო­სახ­ლე­ო­ბის ის ნა­წი­ლი, თუ მა­ნამ­დე ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ზე ჭოჭ­მა­ნობ­და, ყო­ვე­ლი ახა­ლი მძი­მე ინ­ფორ­მა­ცი­ის მოს­მე­ნის შემ­დეგ ასაც­რე­ლად მი­დის. მათი ეს აქ­ტი­ვო­ბა უმე­ტე­სად ამი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი, თო­რემ უმე­ტე­სო­ბას გა­აზ­რე­ბუ­ლი კი არ აქვს, აცრა რა­ო­დენ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია (რა თქმა უნდა, ეს ყვე­ლას არ ეხე­ბა). ამას­თან, არც ის პე­რი­ო­დი უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, როცა დღე­ში 1000-1500 ადა­მი­ა­ნი იც­რე­ბო­და და ეს არც ისე შო­რე­ულ წარ­სულ­ში იყო. ასე­ვე არის კა­ტე­გო­რია, ვინც ფიქ­რობს, რომ დღეს და­ვის­ვე­ნებ და ხვალ, ზეგ ავიც­რე­ბი, მაგ­რამ ამა­სო­ბა­ში არას­წო­რად და­ცუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ის ფონ­ზე ინ­ფი­ცირ­დე­ბა. არა­და, სულ იმას ვამ­ბობთ, რომ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის დაც­ვა ვაქ­ცი­ნა­ცი­ამ­დეც და მე­რეც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

- სამ­წუ­ხა­როა, ზო­გი­ერთს მარ­თლაც არ აქვს გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი, რომ რე­კო­მენ­და­ცია ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დე­გაც ყვე­ლამ უნდა და­იც­ვას.

- და ამი­ტო­მაც გვაქვს ბევ­რი შემ­თხვე­ვა, როცა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პირ­ვე­ლი დო­ზის შემ­დეგ დას­ნე­ბოვ­დნენ და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის და­უც­ვე­ლო­ბა სა­კუ­თარ თავ­ზე გა­მოს­ცა­დეს. რა­ტომ შე­ვი­და სი­ტუ­ა­ცია ჩიხ­ში? - მე­კი­თხე­ბით. შარ­შან ამ დროს, კარ­გად მახ­სოვს, გუ­ლის ფან­ცქა­ლით ვე­ლო­დე­ბო­დით ვაქ­ცი­ნა, ან რა­ი­მე სა­წამ­ლო სა­შუ­ა­ლე­ბა რო­დის გა­მოჩ­ნდე­ბო­და. ახლა გვაქვს ვაქ­ცი­ნა და ჩვენ­ვე უგუ­ლე­ბელ­ვყოფთ. აქ ყვე­ლა­ფერ­მა ერ­თდრო­უ­ლად იმუ­შა­ვა... რო­დე­საც 15 მარ­ტი­დან ქვე­ყა­ნა­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სი და­ი­წყო, მა­შინ­ვე ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვა მოხ­და, სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. ეს ამ პრო­ცე­სის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად სე­რი­ო­ზუ­ლი მუხ­რუ­ჭი აღ­მოჩ­ნდა. მო­სახ­ლე­ო­ბის დიდ ნა­წილ­ში ში­შის ფაქ­ტორ­მა და­ი­სად­გუ­რა და სწო­რედ იმ პე­რი­ოდ­ში აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თნენ და ზედ­მი­წევ­ნით იმუ­შა­ვეს ან­ტი­ვაქ­სე­რებ­მა. ეს მა­შინ, როცა, გან­სა­კუთ­რე­ბით რე­გი­ო­ნებ­ში, ვაქ­ცი­ნა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია არ არ­სე­ბობ­და... მარ­ტი, აპ­რი­ლი, მა­ი­სი - ამ თვე­ებ­ში რე­გი­ო­ნებ­ში პრაქ­ტი­კუ­ლად ან­ტი­ვაქ­სე­რუ­ლად მო­აზ­როვ­ნე­ებ­მა მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ბო­ჭეს ვაქ­ცი­ნა­ცია. სა­ზო­გა­დო­ე­ბა ორ ბა­ნა­კად და­ი­ყო - ვაქ­ცი­ნის მომ­ხრე­ე­ბად და მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბად, რაც ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი და სა­ჭირ­ბო­რო­ტო თე­მაა... ბევრ წე­რილს ვი­ღებ, სა­დაც ჩემი მი­სა­მარ­თით არის გაფრ­თხი­ლე­ბა, - შე­ვეშ­ვა ვაქ­ცი­ნა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­უ­ბარს, რომ მე­დი­კო­სე­ბი თუ არ გავ­ჩერ­დე­ბით, გან­მე­ორ­დე­ბა „ნი­უნ­ბერ­გის პრო­ცე­სი,“ სა­დაც მე და ჩემი კო­ლე­გე­ბი წარვდგე­ბით და გაგ­ვა­სა­მარ­თლე­ბენ. ამი­ტომ, მირ­ჩე­ვენ, დრო­ზე ვუშ­ვე­ლო თავს და გავ­ჩუმ­დე! მოკ­ლედ, არის ასე­თი თავ­დას­ხმე­ბი და მათ შო­რის, არა­კო­რექ­ტუ­ლიც... მოკ­ლედ, ან­ტი­ვაქ­სე­რუ­ლი მოძ­რა­ო­ბა ჩვენ­თან სე­რი­ო­ზულ დო­ნე­ზე ჩა­მო­ყა­ლიბ­და. ამ ყვე­ლაფ­რის ერ­თობ­ლი­ო­ბამ კი შექ­მნა ის მძი­მე სუ­რა­თი, რის წი­ნა­შეც დღეს ვართ.

- რო­დე­საც ან­ტი­ვაქ­სე­რე­ბი­დან ვინ­მე ინ­ფი­ცირ­დე­ბა, ვაქ­ცი­ნა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით აზრს თუ იც­ვლი­ან და თუ გყო­ლი­ათ ასე­თი პა­ცი­ენ­ტე­ბი?

- ექი­მი ვარ და ყუ­რა­დღე­ბა ყვე­ლას უნდა მო­ვაქ­ციო და ყვე­ლას ვპატ­რო­ნობ კი­დეც. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია, ჩემ­თვის არა­ვი­თა­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, ვინ არის. მას დახ­მა­რე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბა და ვალ­დე­ბუ­ლი ვარ, და­ვეხ­მა­რო. მათი შე­ხე­დუ­ლე­ბა ნამ­დვი­ლად არ იც­ვლე­ბა, მაგ­რამ დას­ნე­ბოვ­ნე­ბი­სას ოჯა­ხის ექი­მის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ, 112-შიც რე­კა­ვენ და თუ მკურ­ნა­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში და­ა­ვა­დე­ბის დი­ნა­მი­კა დამ­ძიმ­და, კლი­ნი­კა­შიც გა­ნაგ­რძო­ბენ მკურ­ნა­ლო­ბას. უბ­რა­ლოდ, არ სცნო­ბენ ვაქ­ცი­ნა­ცი­ას, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ზო­გი­ერ­თმა არც ისე მარ­ტი­ვად გა­და­ი­ტა­ნა ინ­ფექ­ცია... ან­ტი­ვაქ­სე­რულ­მა კამ­პა­ნი­ამ დიდი გავ­ლე­ნა იქო­ნია ისეთ ადა­მი­ა­ნებ­ზე, ვინც ფან­ტას­ტი­კის მოყ­ვა­რუ­ლია. ამას­თან, სა­ქარ­თვე­ლო­ში ცრურ­წმე­ნე­ბის მიმ­დევ­რე­ბიც საკ­მა­რი­სად არი­ან... ახლა ასე­თი რამ გავ­რცელ­და, რომ ნა­ნემ­სა­რის ად­გილ­ზე 20-თეთ­რი­ანს იდე­ბენ, იკ­რავ­სო... არც ის უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ვაქ­ცი­ნა ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი არ იყო. ის კამ­პა­ნია, რაც აც­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით ქვე­ყა­ნა­ში ჩა­ტარ­და, საკ­მა­რი­სი არ აღ­მოჩ­ნდა. იქ, სა­დაც ერთი კი­თხვის 9-ჯერ შე­მობ­რუ­ნე­ბა შე­უძ­ლი­ათ წი­ნა­და­დე­ბის სხვა­დას­ხვა წყო­ბით, რა­ზეც ვალ­დე­ბუ­ლე­ბი ვართ და ვპა­სუ­ხობთ კი­დეც, ცოტა მეტი სა­მუ­შაო იყო ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი. ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა­ზე, იმ პი­რებ­ზე, იმ რწმე­ნა­ზე, იმ ადა­მი­ა­ნებ­ზე, თუ ვინ და რო­გორ ესა­უბ­რე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბას. ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ზე ინ­ფორ­მა­ცია უნდა მი­ა­წო­დოს პირ­მა, ვი­საც სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბა აქვს - ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია! სა­ერ­თოდ კი, რაც არ უნდა გა­ვა­კე­თოთ, ასეა - ყო­ველ­თვის რა­ღა­ცას ვაგ­ვი­ა­ნებთ, შეგ­ვიძ­ლია, მაგ­რამ საქ­მე გა­დაგ­ვაქვს ხვა­ლის­თვის - ეს მიდ­გო­მაა ჩვე­ნი მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა. არა­და, რაც დღე­საა გა­სა­კე­თე­ბე­ლი, არას­დროს უნდა გა­და­ი­დოს ხვა­ლის­თვის, რად­გან არა­ვინ იცის, ხვალ რა იქ­ნე­ბა...

- ვიცი, რომ ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლებ­ში ოთხი­ვე ვაქ­ცი­ნის გვერ­დით ეფექ­ტებ­ზე, გარ­კვე­ულ ჯგუ­ფებ­ში, კვლე­ვას ატა­რებ­დით. კვლე­ვამ რა სუ­რა­თი აჩ­ვე­ნა?

- სხვა­დას­ხვა უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი ვარ, მყავს ასის­ტენ­ტე­ბი და რო­დე­საც ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სი და­ი­წყო, სურ­ვი­ლი გა­მიჩ­ნდა, მათი დახ­მა­რე­ბით, ამ პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­ზე კვლე­ვა ჩა­მე­ტა­რე­ბი­ნა. 15 მარ­ტი­დან ივ­ლი­სის ჩათ­ვლით, 50 000 ადა­მი­ა­ნი ტე­ლე­ფო­ნით გა­მო­ი­კი­თხა. ადა­მი­ა­ნებს ოთხი­ვე ვაქ­ცი­ნა­ზე (სი­ნო­ფარ­მი, სი­ნო­ვა­კი, ას­ტრა­ზე­ნე­კა, პფა­ი­ზე­რი) ვე­კი­თხე­ბო­დით, აც­რი­დან პირ­ვე­ლი 7 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში თუ რა ჩი­ვი­ლე­ბი გა­მო­უვ­ლინ­დათ. გან­სა­ზღვრუ­ლი იყო ქა­ლე­ბის, მა­მა­კა­ცე­ბის, სხვა­დას­ხვა ასა­კობ­რი ჯგუ­ფე­ბი და ჯგუ­ფე­ბი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მი­ხედ­ვი­თაც (ქრო­ნი­კულ და­ა­ვა­დე­ბებ­ში 60 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი შე­დი­ოდ­ნენ):

  • სი­ნო­ფარ­მით და სი­ნო­ვა­კით აც­რის შემ­დეგ მო­სახ­ლე­ო­ბის 85%-ს არა­ნა­ი­რი სიმპტო­მი არ აღე­ნიშ­ნე­ბო­და. 12%-ს გა­მო­უვ­ლინ­და მხრის, ნა­ნემ­სა­რის ტკი­ვი­ლი, შე­შუ­პე­ბა, ქა­ვი­ლის შეგ­რძნე­ბა, გად­მო­ცე­მი­თი ტკი­ვი­ლი მხარ­ში, 2%-მდე იყო თა­ვის ტკი­ვი­ლი და ტემ­პე­რა­ტუ­რის მო­მა­ტე­ბა (პირ­ვე­ლი 1-2 დღე), შემ­დეგ ჩი­ვი­ლი იყო - თა­ვის ტკი­ვი­ლი, ძი­ლი­ა­ნო­ბა, მოს­ვე­ნე­ბის სურ­ვი­ლი, მი­ვარ­დნი­ლო­ბა, თავ­ბრუს­ხვე­ვა და კუნ­თე­ბის ტკი­ვი­ლი. ეს სიმპტო­მე­ბი 1-დან მაქ­სი­მუმ 7 დღემ­დე გრძელ­დე­ბა და მერე აბ­სო­ლუ­ტუ­რად ლაგ­დე­ბა.
  • ას­ტრა­ზე­ნე­კას ვაქ­ცი­ნით აც­რილ­თა 75%-ს სა­ერ­თოდ არა­ნა­ი­რი ჩი­ვი­ლი არ გა­მო­უვ­ლინ­დათ. და­ნარ­ჩენ პრო­ცენ­ტებ­ში - არ­ტე­რი­უ­ლი ჰი­პერ­ტენ­ზია, თა­ვის ტკი­ვი­ლი, ნა­ნემ­სა­რის ად­გილ­ზე ტკი­ვი­ლი, გა­და­ცე­მი­თი ტკი­ვი­ლი (ყვე­ლა­ზე მეტი ეს იყო). იყო ასე­ვე ნა­ნემ­სარ­ზე შე­წით­ლე­ბა, სის­ხლნაჟ­ღენ­თი, კუნ­თე­ბის ტკი­ვი­ლი და მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა.
  • ფა­ი­ზერ­თან მი­მარ­თე­ბა­ში 77%-ს არა­ნა­ი­რი ჩი­ვი­ლი არ ჰქო­ნია, და­ნარ­ჩენ პრო­ცენ­ტებ­ში - და­სა­ხელ­და ტკი­ვი­ლი ნა­ნემ­სა­რის ად­გილ­ზე, სე­რი­ო­ზუ­ლი ძლი­ე­რი სა­ერ­თო სი­სუ­ტე (ზოგს სამი დღე, ზოგს - ერთი კვი­რა). იყო შე­შუ­პე­ბაც, სი­წით­ლე, ტკი­ვი­ლის გა­და­ცე­მა მხარ­ში და ამის გამო მოძ­რა­ო­ბის ოდ­ნავ შე­ზღუდ­ვა 2 კვი­რამ­დე. ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბა, გუ­ლის­რე­ვის შეგ­რძნე­ბა, თავ­ბრუს­ხე­ვე­ვა გა­მოვ­ლინ­და, 3%-ს კუნ­თე­ბის სა­ში­ნე­ლი ტკი­ვი­ლი, ხოლო არ­ტე­რი­უ­ლი ჰი­პერ­ტენ­ზია, ღე­ბი­ნე­ბა - ძა­ლი­ან მცი­რე პრო­ცენტს.

- ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია და ვაქ­ცი­ნას შე­სა­ბა­მი­სად პა­სუ­ხობს.

- ასეა და უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ ეს არის ვაქ­ცი­ნა, მან უნდა იმუ­შა­ოს და ორ­გა­ნიზ­მი და­იც­ვას. მისი მუ­შა­ო­ბის მე­ქა­ნიზ­მით კი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი გა­მო­მუ­შავ­დე­ბა, შემ­დეგ კი და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში და­ა­ვა­დე­ბა უსიმპტო­მოდ, ან ძა­ლი­ან მცი­რე სიმპტო­მე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. მთა­ვა­რია, ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე გა­დარ­ჩეს.

- ამ ბოლო პე­რი­ოდ­ში იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დეგ ბევ­რი ინ­ფი­ცირ­დე­ბა. ეს იმით ხომ არაა გა­მოწ­ვე­უ­ლი, რომ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ცენ­ტრებ­ში ერ­თბა­შად უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი იყ­რის თავს, სა­დაც რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის სრულ­ყო­ფი­ლი დაც­ვა ვერ ხერ­ხდე­ბა?

- გარ­კვე­ულ­წი­ლად მი­ზე­ზი ესეც არის. ფა­ი­ზე­რის შე­მოს­ვლის შემ­დეგ, პირ­ველ დღე­ებ­ში იქ ისე­თი ხალ­ხმრავ­ლო­ბა იყო, ვე­რა­ნა­ი­რი დაც­ვა მათ ვერ გა­ა­ჩე­რებ­დათ, ხალ­ხის ნა­კა­დი ერ­თმა­ნეთ­ზე გა­და­დი­ო­და. სა­დაც 600 კაცი ერთ სივ­რცე­შია თავ­მოყ­რი­ლი, იმის ალ­ბა­თო­ბა, რომ იქ ვინ­მე და­ინ­ფი­ცირ­დე­ბა, ამის რის­კი დი­დია. შე­დე­გი კი მო­აქვს ვაქ­ცი­ნა­ცი­ას, დის­ტან­ცი­ის დაც­ვას, ნიღ­ბის სწო­რად ტა­რე­ბას! მა­სობ­რი­ვად და­ი­წყეს ასე­ვე იმ სი­ცხი­ან­მა ადა­მი­ა­ნებ­მა გა­და­ად­გი­ლე­ბა, რომ­ლებ­საც ტეს­ტი არ ჰქონ­დათ გა­კე­თე­ბუ­ლი, ისი­ნი აქ­ტი­უ­რად გან­სა­კუთ­რე­ბით სა­კუ­რორ­ტო სე­ზონ­ზე და­დი­ან... რა თქმა უნდა, ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბას ხელს ესეც უწყობს...

- რე­ინ­ფი­ცი­რე­ბის ფაქ­ტე­ბი შე­იძ­ლე­ბა არ არის ხში­რი, თუმ­ცა ის მა­ინც არ­სე­ბობს, ხომ?

- დელ­ტა შტამ­ზე, სამ­წუ­ხა­როდ, ორ თვე­ში ჩემი პა­ცი­ენ­ტე­ბი­დან არა­ერ­თი და­ინ­ფი­ცირ­და და საკ­მა­ოდ რთულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყ­ვნენ, მაგ­რამ ახლა ყვე­ლა კარ­გად არის. ეს ხდე­ბა უმე­ტე­სად იმის გამო, რომ ორ­გა­ნიზ­მი და­უძ­ლურ­და ძა­ლე­ბის აღ­დგე­ნა ვერ შეძ­ლო და ამა­სო­ბა­ში მისი მე­ო­რედ და­ინ­ფი­ცი­რე­ბაც მოხ­და.

- ძალ­ზე სამ­წუ­ხა­რო ამ­ბა­ვია ისიც, რომ ორ­სუ­ლე­ბი დელ­ტა შტა­მით აქ­ტი­უ­რად ინ­ფი­ცირ­დე­ბი­ან... ზო­გი­ერ­თის ავა­დო­ბა ლე­ტა­ლუ­რი შე­დე­გით დას­რულ­და. წინა ტალ­ღე­ბის დროს ასე­თი ფაქ­ტე­ბი თით­ქმის არ ყო­ფი­ლა...

- მათი და­ინ­ფი­ცი­რე­ბა, ვფიქ­რობ, ოჯა­ხის წევ­რე­ბის და­უ­დევ­რო­ბით აიხ­სნე­ბა. როცა იცი, რა მდგო­მა­რე­ო­ბაა, რა­ნა­ი­რად არ უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნო და ორ­სულ ქალ­თან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფრ­თხი­ლე არ გა­მო­ი­ჩი­ნო იმის­თვის, რომ არ და­ინ­ფი­ცირ­დეს?! მე­ო­რე­ცაა - ქუ­ჩა­ში ბევრ ორ­სულს ვხე­დავ, რომ­ლე­ბიც გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან. მოძ­რა­ო­ბას ვერ შე­უ­ზღუ­დავ, მაგ­რამ რო­დე­საც მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­აა, როცა დელ­ტა შტამ­მა ასე­თი ამ­ბა­ვი და­ატ­რი­ა­ლა, უნდა გაფრ­თხილ­დნენ. წინა შტა­მე­ბი­სას დას­ნე­ბოვ­ნე­ბუ­ლი კი იყ­ვნენ, მაგ­რამ მათი სი­ცო­ცხლე ტრა­გი­კუ­ლად არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა. ორ­სუ­ლი, რო­მე­ლიც ნა­ყოფს ატა­რებს, ორ ადა­მი­ან­ზეა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი. მისი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მაც ფა­ქი­ზია, ნა­ყოფს დე­დის ორ­გა­ნიზ­მის­გან დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ელექტრო­ლი­ტე­ბი, მი­ნე­რა­ლე­ბი, ვი­ტა­მი­ნე­ბი მი­აქვს. ასეთ დროს ად­ვი­ლად ხდე­ბა მათი დას­ნე­ბოვ­ნე­ბა. ეს პრობ­ლე­მა იმა­ნაც გა­მო­იწ­ვია, რომ ორ­სუ­ლებ­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სი აქამ­დე დაშ­ვე­ბუ­ლი არ იყო, თუმ­ცა თემა გა­ნი­ხი­ლე­ბო­და. კვლე­ვე­ბის გა­რე­შე ვერ აც­რი­დი. მას მერე, რაც კვლე­ვე­ბი და­ი­დო, მი­ი­ღეს სარ­წმუ­ნო ინ­ფორ­მა­ცია, რომ ვაქ­ცი­ნა მათ­თვის უსაფრ­თხოა, ორ­სუ­ლე­ბის ვაქ­ცი­ნა­ცია და­ი­წყო და ისი­ნი აქ­ტი­უ­რად არი­ან ამ პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი.

- სა­ვე­ლე ჰოს­პიტ­ლე­ბის თე­მა­საც შე­ვე­ხოთ. ჩვენს რე­ა­ლო­ბა­ში ეს ახა­ლია. ამას­თან, მგო­ნი, იქ მო­თავ­სე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი შირ­მი­თაც არ არი­ან გა­მო­ყო­ფი­ლი. არა­და, რო­გორც იტყვი­ან, პა­ცი­ენტს ღირ­სე­ბა აქვს.

- სა­ვე­ლე ჰოს­პი­ტა­ლი ჩემ­თვის ახა­ლი არ არის, პრაქ­ტი­კა­ში მი­ნა­ხავს, დიდი ხნის პრაქ­ტი­კა მაქვს. სა­ვე­ლე ჰოს­პი­ტა­ლი 2008 წლის ომის დრო­საც იყო მო­წყო­ბი­ლი, მა­ში­ნაც ურ­თუ­ლე­სი მდგო­მა­რე­ო­ბა იყო (თან, ჩემი თა­ო­ბის ექი­მებს, ყვე­ლას გავ­ლი­ლი გვაქვს სამ­ხედ­რო სა­ვალ­დე­ბუ­ლო კა­თედ­რა თა­ვის გა­დამ­ზა­დე­ბით). სა­ერ­თოდ, რო­გორც ჩემი ექ­სპერ­ტუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან ვიცი, ასეთ სა­კი­თხებ­ში სე­რი­ო­ზუ­ლად სამ­ხედ­რო ექი­მე­ბი არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ... სა­ვე­ლე ჰოს­პი­ტალ­ში პა­ცი­ენ­ტე­ბი მა­შინ გა­დაჰ­ყავთ, რო­დე­საც კლი­ნი­კა­ში ად­გი­ლი არ არის, სა­დაც მათ სა­ჭი­რო დახ­მა­რე­ბა ჩა­უ­ტარ­დე­ბათ. ის ინ­ტენ­სი­უ­რი არ არის, მაგ­რამ იქ ხვდე­ბა ადა­მი­ა­ნი, ვი­საც სუნ­თქვა უჭირს, აქვს და­ბა­ლი სა­ტუ­რა­ცია, გა­მო­ხა­ტუ­ლი აქვს ყვე­ლა სიმპტო­მი, რაც კო­ვი­დის­თვის არის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი. ამის მარ­თვა მარ­ტი­ვი არ არის. მას პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი სჭირ­დე­ბა და რაც მთა­ვა­რია, ყვე­ლა­ფე­რი სტან­დარ­ტებს უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს. რაც შე­ე­ხე­ბა შირ­მას, ბა­რი­ერს, კარ­გი იქ­ნე­ბო­და, თუ სხვა­დას­ხვა სქე­სის ადა­მი­ა­ნებს გა­ვა­ცალ­კე­ვებთ, მაგ­რამ ვფიქ­რობ, ჯერ გარ­კვე­უ­ლი ნი­უ­ან­სე­ბი და­სახ­ვე­წი გვექ­ნე­ბა. ყვე­ლა­ფე­რი შე­იქ­მნა იმის­თვის, რომ გა­ჭირ­ვე­ბა­ში მყო­ფებს სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა სწრა­ფად აღ­მო­უ­ჩი­ნონ. პა­ცი­ენ­ტის იქ მო­თავ­სე­ბა იმ მო­მენ­ტში მისი გა­დარ­ჩე­ნის წყა­რო უნდა იყოს, იქი­დან რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში არ უნდა მოხ­ვდეს. პრობ­ლე­მა კი სა­ერ­თოდ ის არის, რომ ქვე­ყა­ნა­ში ზო­გა­დად სა­ვე­ლე ჰოს­პიტ­ლის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა დად­გა, ანუ როცა კლი­ნი­კა პა­ცი­ენტს ვე­ღარ ღე­ბუ­ლობს. მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა სა­ო­ჯა­ხო მე­დი­ცი­ნაა, რო­მე­ლიც გა­და­იტ­ვირ­თა და რო­მელ­საც აღარ შე­უძ­ლია პა­ცი­ენ­ტის დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში მარ­თვა. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვა სე­რი­ო­ზუ­ლა­დაა გა­სა­აქ­ტი­უ­რე­ბე­ლი. ძა­ლი­ან კარ­გი ექი­მე­ბი მუ­შა­ო­ბენ, მაგ­რამ მთე­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს დარ­გი არ იყო პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი, მა­შინ, რო­დე­საც მსოფ­ლი­ო­ში პი­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვა და ოჯა­ხის ექი­მი პრე­ვენ­ცი­ის თვალ­საზ­რი­სით, ერთ-ერთი მთა­ვა­რია. რა და­ა­ვა­დე­ბაც არ უნდა იყოს, თუ პრე­ვენ­ცია სწო­რა­დაა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი და პირ­ვე­ლად ჯან­დაც­ვა­ში სწო­რი მე­ნე­ჯმენ­ტია, კლი­ნი­კა­ში ბევ­რი პა­ცი­ენ­ტი აღარ ხვდე­ბა.

- კი, ბოლო დროს არის შე­კი­თხვე­ბი, წუ­ხი­ლი ოჯა­ხის ექი­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

- წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, რა ხდე­ბა, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვართ და ესეც უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ. მთა­ვა­რი ის არის, რომ პა­ცი­ენ­ტი პირ­ვე­ლი­ვე დღე­ებ­ში სე­რი­ო­ზუ­ლი შე­სა­ფა­სე­ბე­ლია და ასეც ხდე­ბა, მაგ­რამ და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რი­ცხვის სა­ო­ცარ­მა მა­ტე­ბამ უცებ პრობ­ლე­მე­ბი ყვე­ლა რგოლ­ში გა­ა­ჩი­ნა, მაგ­რამ დაბ­ნე­ვის დროს არ გავ­ქვს! ყვე­ლა რგო­ლი უნდა გა­ვა­ერ­თი­ა­ნოთ, მე­ტად გა­ვამ­ყა­როთ და ვფიქ­რობ, თუკი პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის რგოლ­ში წახ­მა­რე­ბაა სა­ჭი­რო, მე­ტად წა­ვეხ­მა­როთ, რათა და­ა­ვა­დე­ბის დრო­უ­ლი პრე­ვენ­ცია მოხ­დეს. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში პა­ცი­ენ­ტი დრო­უ­ლად უნდა იქ­ნას კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნი­ლი. ყვე­ლა ადა­მი­ანს აქვს ცხა­დია, სა­კუ­თა­რი არ­ჩე­ვა­ნი. ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რო­დე­საც ამ ავ­ბე­დო­ბის ჟამს სა­ზო­გა­დო­ე­ბა ორ სხვა­დას­ხვა ბა­ნა­კა­დაა და­ყო­ფი­ლი - ვაქ­ცი­ნის მომ­ხრე და მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბად. ამ თე­მა­ზე გვე­ხარ­ჯე­ბა ის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი სა­ა­თე­ბი და დღე­ე­ბი მა­შინ, რო­დე­საც პან­დე­მია ულ­მობ­ლად გვი­ტევს. ესაა ომი და ეს ომი ისევ ყვე­ლამ მხო­ლოდ ერ­თად უნდა მო­ვი­გოთ. აი­ცე­რით!

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
beso
2

რისი პრო­ფე­სო­რი ხართ!?!

ზურა
4

ჯობია დაუჯერო, მაკა, ვინც გაფრთხილებს, აშკარად კარგი უნდათ შენთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ხშირად ანტივაქსერების შეხედულება დაინფიცირების შემდეგაც არ იცვლება" - ჯანდაცვის ექსპერტი განმარტავს, რატომ აღმოვჩნდით ეპიდკრიზისში და რაშია გამოსავალი

"ხშირად ანტივაქსერების შეხედულება დაინფიცირების შემდეგაც არ იცვლება" - ჯანდაცვის ექსპერტი განმარტავს, რატომ აღმოვჩნდით ეპიდკრიზისში და რაშია გამოსავალი

ქვეყანაში უმძიმესი ეპიდსიტუაციაა. ყოველდღიურად ათასობით ადამიანი ინფიცირდება, გარდაცვლილთა რაოდენობაც არ არის ცოტა, რის გამოც ხალხი მძიმე, ტრაგიკული რეალობის წინაშეა... ამის პარალელურად მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესი არც ისე ნელი ტემპით მიმდინარეობს, თუმცა ამ ყველაფერს მოწინააღმდეგეებიც ჰყავს, ე.წ. ანტივაქსერები, რომლებსაც როგორც ამბობენ, ამ ჩიხურ სიტუაციაში გარვეული წვლილი მიუძღვით. რეალურად რამ მიიყვანა მდგომარეობა ასეთ კრიზისამდე და აქედან რა არის გამოსავალი - ჩვენს კითხვებს ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში, კლინიკური ექსპერტი, პროფესორი მაკა ბულეიშვილი პასუხობს:

- ფაქტია, რომ ვაქცინაციის პროცესი უპრეცედენტოდ სწრაფად მიმდინარეობს. დღის განმავლობაში 30 000 ადამიანი იცრება. ამას ჩემი დაკვირვებით, თავის მიზეზი აქვს - როგორც კი დაინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი მატულობს, მოსახლეობის ის ნაწილი, თუ მანამდე ვაქცინაციაზე ჭოჭმანობდა, ყოველი ახალი მძიმე ინფორმაციის მოსმენის შემდეგ ასაცრელად მიდის. მათი ეს აქტივობა უმეტესად ამითაა გამოწვეული, თორემ უმეტესობას გააზრებული კი არ აქვს, აცრა რაოდენ მნიშვნელოვანია (რა თქმა უნდა, ეს ყველას არ ეხება). ამასთან, არც ის პერიოდი უნდა დაგვავიწყდეს, როცა დღეში 1000-1500 ადამიანი იცრებოდა და ეს არც ისე შორეულ წარსულში იყო. ასევე არის კატეგორია, ვინც ფიქრობს, რომ დღეს დავისვენებ და ხვალ, ზეგ ავიცრები, მაგრამ ამასობაში არასწორად დაცული რეგულაციის ფონზე ინფიცირდება. არადა, სულ იმას ვამბობთ, რომ რეკომენდაციების დაცვა ვაქცინაციამდეც და მერეც მნიშვნელოვანია.

- სამწუხაროა, ზოგიერთს მართლაც არ აქვს გაცნობიერებული, რომ რეკომენდაცია ვაქცინაციის შემდეგაც ყველამ უნდა დაიცვას.

- და ამიტომაც გვაქვს ბევრი შემთხვევა, როცა ვაქცინაციის პირველი დოზის შემდეგ დასნებოვდნენ და რეკომენდაციების დაუცველობა საკუთარ თავზე გამოსცადეს. რატომ შევიდა სიტუაცია ჩიხში? - მეკითხებით. შარშან ამ დროს, კარგად მახსოვს, გულის ფანცქალით ველოდებოდით ვაქცინა, ან რაიმე საწამლო საშუალება როდის გამოჩნდებოდა. ახლა გვაქვს ვაქცინა და ჩვენვე უგულებელვყოფთ. აქ ყველაფერმა ერთდროულად იმუშავა... როდესაც 15 მარტიდან ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი დაიწყო, მაშინვე ტრაგიკული შემთხვევა მოხდა, სამედიცინო პერსონალი გარდაიცვალა. ეს ამ პროცესის განსახორციელებლად სერიოზული მუხრუჭი აღმოჩნდა. მოსახლეობის დიდ ნაწილში შიშის ფაქტორმა დაისადგურა და სწორედ იმ პერიოდში აქტიურად ჩაერთნენ და ზედმიწევნით იმუშავეს ანტივაქსერებმა. ეს მაშინ, როცა, განსაკუთრებით რეგიონებში, ვაქცინაციასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ არსებობდა... მარტი, აპრილი, მაისი - ამ თვეებში რეგიონებში პრაქტიკულად ანტივაქსერულად მოაზროვნეებმა მაქსიმალურად შებოჭეს ვაქცინაცია. საზოგადოება ორ ბანაკად დაიყო - ვაქცინის მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად, რაც ძალიან მტკივნეული და საჭირბოროტო თემაა... ბევრ წერილს ვიღებ, სადაც ჩემი მისამართით არის გაფრთხილება, - შევეშვა ვაქცინაციასთან დაკავშირებით საუბარს, რომ მედიკოსები თუ არ გავჩერდებით, განმეორდება „ნიუნბერგის პროცესი,“ სადაც მე და ჩემი კოლეგები წარვდგებით და გაგვასამართლებენ. ამიტომ, მირჩევენ, დროზე ვუშველო თავს და გავჩუმდე! მოკლედ, არის ასეთი თავდასხმები და მათ შორის, არაკორექტულიც... მოკლედ, ანტივაქსერული მოძრაობა ჩვენთან სერიოზულ დონეზე ჩამოყალიბდა. ამ ყველაფრის ერთობლიობამ კი შექმნა ის მძიმე სურათი, რის წინაშეც დღეს ვართ.

- როდესაც ანტივაქსერებიდან ვინმე ინფიცირდება, ვაქცინაციასთან დაკავშირებით აზრს თუ იცვლიან და თუ გყოლიათ ასეთი პაციენტები?

- ექიმი ვარ და ყურადღება ყველას უნდა მოვაქციო და ყველას ვპატრონობ კიდეც. როდესაც ადამიანი დაინფიცირებულია, ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის. მას დახმარება ესაჭიროება და ვალდებული ვარ, დავეხმარო. მათი შეხედულება ნამდვილად არ იცვლება, მაგრამ დასნებოვნებისას ოჯახის ექიმის რეკომენდაციებით სარგებლობენ, 112-შიც რეკავენ და თუ მკურნალობის პერიოდში დაავადების დინამიკა დამძიმდა, კლინიკაშიც განაგრძობენ მკურნალობას. უბრალოდ, არ სცნობენ ვაქცინაციას, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა არც ისე მარტივად გადაიტანა ინფექცია... ანტივაქსერულმა კამპანიამ დიდი გავლენა იქონია ისეთ ადამიანებზე, ვინც ფანტასტიკის მოყვარულია. ამასთან, საქართველოში ცრურწმენების მიმდევრებიც საკმარისად არიან... ახლა ასეთი რამ გავრცელდა, რომ ნანემსარის ადგილზე 20-თეთრიანს იდებენ, იკრავსო... არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვაქცინა ჩვენი ქვეყნისთვის ხელმისაწვდომი არ იყო. ის კამპანია, რაც აცრასთან დაკავშირებით ქვეყანაში ჩატარდა, საკმარისი არ აღმოჩნდა. იქ, სადაც ერთი კითხვის 9-ჯერ შემობრუნება შეუძლიათ წინადადების სხვადასხვა წყობით, რაზეც ვალდებულები ვართ და ვპასუხობთ კიდეც, ცოტა მეტი სამუშაო იყო ჩასატარებელი. ყველაფერი დამოკიდებულია ინფორმაციის მიღებაზე, იმ პირებზე, იმ რწმენაზე, იმ ადამიანებზე, თუ ვინ და როგორ ესაუბრება მოსახლეობას. ვაქცინაციაზე ინფორმაცია უნდა მიაწოდოს პირმა, ვისაც სამედიცინო განათლება აქვს - ეს მნიშვნელოვანია! საერთოდ კი, რაც არ უნდა გავაკეთოთ, ასეა - ყოველთვის რაღაცას ვაგვიანებთ, შეგვიძლია, მაგრამ საქმე გადაგვაქვს ხვალისთვის - ეს მიდგომაა ჩვენი მთავარი პრობლემა. არადა, რაც დღესაა გასაკეთებელი, არასდროს უნდა გადაიდოს ხვალისთვის, რადგან არავინ იცის, ხვალ რა იქნება...

- ვიცი, რომ ვაქცინირებულებში ოთხივე ვაქცინის გვერდით ეფექტებზე, გარკვეულ ჯგუფებში, კვლევას ატარებდით. კვლევამ რა სურათი აჩვენა?

- სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორი ვარ, მყავს ასისტენტები და როდესაც ვაქცინაციის პროცესი დაიწყო, სურვილი გამიჩნდა, მათი დახმარებით, ამ პროცესის მიმდინარეობაზე კვლევა ჩამეტარებინა. 15 მარტიდან ივლისის ჩათვლით, 50 000 ადამიანი ტელეფონით გამოიკითხა. ადამიანებს ოთხივე ვაქცინაზე (სინოფარმი, სინოვაკი, ასტრაზენეკა, პფაიზერი) ვეკითხებოდით, აცრიდან პირველი 7 დღის განმავლობაში თუ რა ჩივილები გამოუვლინდათ. განსაზღვრული იყო ქალების, მამაკაცების, სხვადასხვა ასაკობრი ჯგუფები და ჯგუფები ქრონიკული დაავადებების მიხედვითაც (ქრონიკულ დაავადებებში 60 წელს გადაცილებული ადამიანები შედიოდნენ):

  • სინოფარმით და სინოვაკით აცრის შემდეგ მოსახლეობის 85%-ს არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებოდა. 12%-ს გამოუვლინდა მხრის, ნანემსარის ტკივილი, შეშუპება, ქავილის შეგრძნება, გადმოცემითი ტკივილი მხარში, 2%-მდე იყო თავის ტკივილი და ტემპერატურის მომატება (პირველი 1-2 დღე), შემდეგ ჩივილი იყო - თავის ტკივილი, ძილიანობა, მოსვენების სურვილი, მივარდნილობა, თავბრუსხვევა და კუნთების ტკივილი. ეს სიმპტომები 1-დან მაქსიმუმ 7 დღემდე გრძელდება და მერე აბსოლუტურად ლაგდება.
  • ასტრაზენეკას ვაქცინით აცრილთა 75%-ს საერთოდ არანაირი ჩივილი არ გამოუვლინდათ. დანარჩენ პროცენტებში - არტერიული ჰიპერტენზია, თავის ტკივილი, ნანემსარის ადგილზე ტკივილი, გადაცემითი ტკივილი (ყველაზე მეტი ეს იყო). იყო ასევე ნანემსარზე შეწითლება, სისხლნაჟღენთი, კუნთების ტკივილი და მაღალი ტემპერატურა.
  • ფაიზერთან მიმართებაში 77%-ს არანაირი ჩივილი არ ჰქონია, დანარჩენ პროცენტებში - დასახელდა ტკივილი ნანემსარის ადგილზე, სერიოზული ძლიერი საერთო სისუტე (ზოგს სამი დღე, ზოგს - ერთი კვირა). იყო შეშუპებაც, სიწითლე, ტკივილის გადაცემა მხარში და ამის გამო მოძრაობის ოდნავ შეზღუდვა 2 კვირამდე. ტემპერატურის მატება, გულისრევის შეგრძნება, თავბრუსხევევა გამოვლინდა, 3%-ს კუნთების საშინელი ტკივილი, ხოლო არტერიული ჰიპერტენზია, ღებინება - ძალიან მცირე პროცენტს.

- ყველა ადამიანის ორგანიზმი ინდივიდუალურია და ვაქცინას შესაბამისად პასუხობს.

- ასეა და უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის ვაქცინა, მან უნდა იმუშაოს და ორგანიზმი დაიცვას. მისი მუშაობის მექანიზმით კი ანტისხეულები გამომუშავდება, შემდეგ კი დაინფიცირების შემთხვევაში დაავადება უსიმპტომოდ, ან ძალიან მცირე სიმპტომებით მიმდინარეობს. მთავარია, ადამიანის სიცოცხლე გადარჩეს.

- ამ ბოლო პერიოდში იმასაც ამბობენ, რომ ვაქცინაციის შემდეგ ბევრი ინფიცირდება. ეს იმით ხომ არაა გამოწვეული, რომ ვაქცინაციის ცენტრებში ერთბაშად უამრავი ადამიანი იყრის თავს, სადაც რეგულაციების სრულყოფილი დაცვა ვერ ხერხდება?

- გარკვეულწილად მიზეზი ესეც არის. ფაიზერის შემოსვლის შემდეგ, პირველ დღეებში იქ ისეთი ხალხმრავლობა იყო, ვერანაირი დაცვა მათ ვერ გააჩერებდათ, ხალხის ნაკადი ერთმანეთზე გადადიოდა. სადაც 600 კაცი ერთ სივრცეშია თავმოყრილი, იმის ალბათობა, რომ იქ ვინმე დაინფიცირდება, ამის რისკი დიდია. შედეგი კი მოაქვს ვაქცინაციას, დისტანციის დაცვას, ნიღბის სწორად ტარებას! მასობრივად დაიწყეს ასევე იმ სიცხიანმა ადამიანებმა გადაადგილება, რომლებსაც ტესტი არ ჰქონდათ გაკეთებული, ისინი აქტიურად განსაკუთრებით საკურორტო სეზონზე დადიან... რა თქმა უნდა, ინფექციის გავრცელებას ხელს ესეც უწყობს...

- რეინფიცირების ფაქტები შეიძლება არ არის ხშირი, თუმცა ის მაინც არსებობს, ხომ?

- დელტა შტამზე, სამწუხაროდ, ორ თვეში ჩემი პაციენტებიდან არაერთი დაინფიცირდა და საკმაოდ რთულ მდგომარეობაში იყვნენ, მაგრამ ახლა ყველა კარგად არის. ეს ხდება უმეტესად იმის გამო, რომ ორგანიზმი დაუძლურდა ძალების აღდგენა ვერ შეძლო და ამასობაში მისი მეორედ დაინფიცირებაც მოხდა.

- ძალზე სამწუხარო ამბავია ისიც, რომ ორსულები დელტა შტამით აქტიურად ინფიცირდებიან... ზოგიერთის ავადობა ლეტალური შედეგით დასრულდა. წინა ტალღების დროს ასეთი ფაქტები თითქმის არ ყოფილა...

- მათი დაინფიცირება, ვფიქრობ, ოჯახის წევრების დაუდევრობით აიხსნება. როცა იცი, რა მდგომარეობაა, რანაირად არ უნდა გაითვალისწინო და ორსულ ქალთან განსაკუთრებული სიფრთხილე არ გამოიჩინო იმისთვის, რომ არ დაინფიცირდეს?! მეორეცაა - ქუჩაში ბევრ ორსულს ვხედავ, რომლებიც გადაადგილდებიან. მოძრაობას ვერ შეუზღუდავ, მაგრამ როდესაც მძიმე სიტუაციაა, როცა დელტა შტამმა ასეთი ამბავი დაატრიალა, უნდა გაფრთხილდნენ. წინა შტამებისას დასნებოვნებული კი იყვნენ, მაგრამ მათი სიცოცხლე ტრაგიკულად არ დასრულებულა. ორსული, რომელიც ნაყოფს ატარებს, ორ ადამიანზეა პასუხისმგებელი. მისი იმუნური სისტემაც ფაქიზია, ნაყოფს დედის ორგანიზმისგან დიდი რაოდენობით ელექტროლიტები, მინერალები, ვიტამინები მიაქვს. ასეთ დროს ადვილად ხდება მათი დასნებოვნება. ეს პრობლემა იმანაც გამოიწვია, რომ ორსულებში ვაქცინაციის პროცესი აქამდე დაშვებული არ იყო, თუმცა თემა განიხილებოდა. კვლევების გარეშე ვერ აცრიდი. მას მერე, რაც კვლევები დაიდო, მიიღეს სარწმუნო ინფორმაცია, რომ ვაქცინა მათთვის უსაფრთხოა, ორსულების ვაქცინაცია დაიწყო და ისინი აქტიურად არიან ამ პროცესში ჩართული.

- საველე ჰოსპიტლების თემასაც შევეხოთ. ჩვენს რეალობაში ეს ახალია. ამასთან, მგონი, იქ მოთავსებული პაციენტები შირმითაც არ არიან გამოყოფილი. არადა, როგორც იტყვიან, პაციენტს ღირსება აქვს.

- საველე ჰოსპიტალი ჩემთვის ახალი არ არის, პრაქტიკაში მინახავს, დიდი ხნის პრაქტიკა მაქვს. საველე ჰოსპიტალი 2008 წლის ომის დროსაც იყო მოწყობილი, მაშინაც ურთულესი მდგომარეობა იყო (თან, ჩემი თაობის ექიმებს, ყველას გავლილი გვაქვს სამხედრო სავალდებულო კათედრა თავის გადამზადებით). საერთოდ, როგორც ჩემი ექსპერტული გამოცდილებიდან ვიცი, ასეთ საკითხებში სერიოზულად სამხედრო ექიმები არიან ჩართულები, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ... საველე ჰოსპიტალში პაციენტები მაშინ გადაჰყავთ, როდესაც კლინიკაში ადგილი არ არის, სადაც მათ საჭირო დახმარება ჩაუტარდებათ. ის ინტენსიური არ არის, მაგრამ იქ ხვდება ადამიანი, ვისაც სუნთქვა უჭირს, აქვს დაბალი სატურაცია, გამოხატული აქვს ყველა სიმპტომი, რაც კოვიდისთვის არის დამახასიათებელი. ამის მართვა მარტივი არ არის. მას პროფესიონალები სჭირდება და რაც მთავარია, ყველაფერი სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს. რაც შეეხება შირმას, ბარიერს, კარგი იქნებოდა, თუ სხვადასხვა სქესის ადამიანებს გავაცალკევებთ, მაგრამ ვფიქრობ, ჯერ გარკვეული ნიუანსები დასახვეწი გვექნება. ყველაფერი შეიქმნა იმისთვის, რომ გაჭირვებაში მყოფებს სამედიცინო დახმარება სწრაფად აღმოუჩინონ. პაციენტის იქ მოთავსება იმ მომენტში მისი გადარჩენის წყარო უნდა იყოს, იქიდან რეანიმაციაში არ უნდა მოხვდეს. პრობლემა კი საერთოდ ის არის, რომ ქვეყანაში ზოგადად საველე ჰოსპიტლის აუცილებლობა დადგა, ანუ როცა კლინიკა პაციენტს ვეღარ ღებულობს. მთავარი პრობლემა საოჯახო მედიცინაა, რომელიც გადაიტვირთა და რომელსაც აღარ შეუძლია პაციენტის დისტანციურ რეჟიმში მართვა. ჩვენს ქვეყანაში პირველადი ჯანდაცვა სერიოზულადაა გასააქტიურებელი. ძალიან კარგი ექიმები მუშაობენ, მაგრამ მთელი წლების განმავლობაში ეს დარგი არ იყო პრიორიტეტული, მაშინ, როდესაც მსოფლიოში პიველადი ჯანდაცვა და ოჯახის ექიმი პრევენციის თვალსაზრისით, ერთ-ერთი მთავარია. რა დაავადებაც არ უნდა იყოს, თუ პრევენცია სწორადაა ჩატარებული და პირველად ჯანდაცვაში სწორი მენეჯმენტია, კლინიკაში ბევრი პაციენტი აღარ ხვდება.

- კი, ბოლო დროს არის შეკითხვები, წუხილი ოჯახის ექიმებთან დაკავშირებით.

- წარმოვიდგინოთ, რა ხდება, რა მდგომარეობაში ვართ და ესეც უნდა გავითვალისწინოთ. მთავარი ის არის, რომ პაციენტი პირველივე დღეებში სერიოზული შესაფასებელია და ასეც ხდება, მაგრამ დაინფიცირებულთა რიცხვის საოცარმა მატებამ უცებ პრობლემები ყველა რგოლში გააჩინა, მაგრამ დაბნევის დროს არ გავქვს! ყველა რგოლი უნდა გავაერთიანოთ, მეტად გავამყაროთ და ვფიქრობ, თუკი პირველადი ჯანდაცვის რგოლში წახმარებაა საჭირო, მეტად წავეხმაროთ, რათა დაავადების დროული პრევენცია მოხდეს. საჭიროების შემთხვევაში პაციენტი დროულად უნდა იქნას კლინიკაში გადაყვანილი. ყველა ადამიანს აქვს ცხადია, საკუთარი არჩევანი. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ამ ავბედობის ჟამს საზოგადოება ორ სხვადასხვა ბანაკადაა დაყოფილი - ვაქცინის მომხრე და მოწინააღმდეგეებად. ამ თემაზე გვეხარჯება ის უმნიშვნელოვანესი საათები და დღეები მაშინ, როდესაც პანდემია ულმობლად გვიტევს. ესაა ომი და ეს ომი ისევ ყველამ მხოლოდ ერთად უნდა მოვიგოთ. აიცერით!