პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არჩევნების გადადება, აცრის მოწმობა და ზოგადი ეპიდვითარება - რა თემებზე ისაუბრა დღეს თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან
არჩევნების გადადება, აცრის მოწმობა და ზოგადი ეპიდვითარება - რა თემებზე ისაუბრა დღეს თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან

ვსა­უბ­რობთ ჩვე­ულ და რე­გუ­ლი­რე­ბად გა­რე­მო­ში არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა­ზე, რაც შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­კონ­ტროლ­დეს და ეს თა­ვის­თა­ვად მა­ღალ რის­კებს არ უკავ­შირ­დე­ბა, ამ რის­კე­ბის გა­და­ზღვე­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია - წინა არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ იყო ძა­ლი­ან მა­ღა­ლი მო­ბი­ლო­ბა, რაც უკავ­შირ­დე­ბო­და ქუ­ჩის აქ­ცი­ებს და ეს იყო ეპი­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბის მკვე­ბა­ვი, - ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

ამას­თან, რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ცეს­კო-სთან ერ­თად მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა, რათა არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე პი­რებ­ში ვაქ­ცი­ნა­ცია აქ­ტი­უ­რი იყოს და ასე­ვე, არ­სე­ბობ­დეს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის დაც­ვის გა­რან­ტია. მი­სი­ვე თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხე­ბის გარ­და არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი ჯან­დაც­ვის სექ­ტორს ჯერ­ჯე­რო­ბით არ გა­უ­ცია.

„ჯან­დაც­ვის სექ­ტორ­ში არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ორი ძი­რი­თა­დი ფაქ­ტო­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა - ერთი ის, რომ არ­ჩევ­ნე­ბი ბუ­ნებ­რი­ვად უკავ­შირ­დე­ბა მეტ მო­ბი­ლო­ბას და ამას, რა თქმა უნდა, რის­კე­ბის ზრდაც მოჰ­ყვე­ბა; მე­ო­რე ის, რომ ჩვენ ზედ­მი­წევ­ნით ზუს­ტად და­ვიც­ვათ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რაც სპე­ცი­ა­ლუ­რად არ­ჩევ­ნე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის არის შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი. დღეს ვმუ­შა­ობთ ცენ­ტრა­ლურ სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ას­თან იმის­თვის, რომ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სი იყოს აქ­ტი­უ­რი არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბის­თვის და ასე­ვე, რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის დაც­ვის გა­რან­ტია გვქონ­დეს. ამის იქით არ­ჩევ­ნებ­თან მი­მარ­თე­ბით რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რე­კო­მენ­და­ცია ჯან­დაც­ვის სექ­ტორს არ გა­უ­კე­თე­ბია. რა თქმა უნდა, ეს მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სია და გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რა სა­ჭი­რო­ე­ბა დად­გე­ბა, შე­საძ­ლე­ბე­ლია ამა­ზე და­მა­ტე­ბით ვიმ­სჯე­ლოთ“, - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, გა­სულ წელს არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ რე­კო­მენ­და­ცი­ებს მხო­ლოდ ვაქ­ცი­ნა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი და­ე­მა­ტა.

„უსაფრ­თხო არ­ჩევ­ნე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი გა­სულ წელ­საც გვქონ­და. წელს რამ­დე­ნად­მე შე­იც­ვა­ლა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი იმგვა­რად, რომ და­ე­მა­ტა ვაქ­ცი­ნა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და ჯან­დაც­ვის სექ­ტო­რის მხრი­დან ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რომ სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე პი­რებს ხელი შე­ვუ­წყოთ ორ­გა­ნი­ზე­ბულ აც­რა­ში. ასე­ვე და­ე­მა­ტა სა­ვალ­დე­ბუ­ლო ტეს­ტი­რე­ბა ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბის­თვის კვი­რა­ში ერთხელ. სხვა და­ნარ­ჩე­ნი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი რაც აქამ­დე იყო, ბუ­ნებ­რი­ვია, უნდა აღ­სრულ­დეს“, - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

გარ­და ამი­სა, მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მო­ბი­ლო­ბა, რომ­ლის კონ­ტრო­ლიც შე­საძ­ლე­ბე­ლია, ნაკ­ლე­ბად სა­ში­შია.

„წინა არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ იყო ძა­ლი­ან მა­ღა­ლი მო­ბი­ლო­ბა, რაც უკავ­შირ­დე­ბო­და ქუ­ჩის აქ­ცი­ებს, ეს იყო მთა­ვა­რი „ბუს­ტე­რი“ იმ შემ­თხვე­ვა­ში ეპი­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბის. ეპი­დე­მი­ის შემ­თხვე­ვა­ში ის მო­ბი­ლო­ბა, რისი კონ­ტრო­ლიც შე­საძ­ლე­ბე­ლია და რა გა­რე­მო­შიც წე­სის დაც­ვა ხერ­ხდე­ბა, ნაკ­ლე­ბად სა­ში­შია, თუმ­ცა უკონ­ტრო­ლო აქ­ცი­ე­ბის პი­რო­ბებ­ში ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის რის­კი მა­ღა­ლია. ეს იყო ძი­რი­თა­დი „ბუს­ტე­რი“ და მკვე­ბა­ვი ეპი­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბის ნო­ემ­ბერ-დე­კემ­ბერ­ში. პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბი რთუ­ლია და რის­კი ყო­ველ­თვი­საა. ჩვენ ვსა­უბ­რობთ ჩვე­ულ და რე­გუ­ლი­რე­ბად გა­რე­მო­ში არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა­ზე, რაც შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­კონ­ტროლ­დეს და ეს თა­ვის­თა­ვად მა­ღალ რის­კებს არ უკავ­შირ­დე­ბა და ამ რის­კე­ბის გა­და­ზღვე­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია“, - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

  • ზო­გა­დი ეპიდ­ვი­თა­რე­ბა

თა­მარ გა­ბუ­ნი­ას შე­ფა­სე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ეპიდსი­ტუ­ა­ცია კვლავ უაღ­რე­სად სა­ყუ­რა­დღე­ბოა. რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან აღ­ნიშ­ნა, დღეს პირ­ბა­დის გა­მო­ყე­ნე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მხო­ლოდ 50%-ია, ასე­ვე მა­ღა­ლია მო­ბი­ლო­ბაც.

„ეპიდსი­ტუ­ა­ცია კვლავ უაღ­რე­სად სა­ყუ­რა­დღე­ბო რჩე­ბა. დღე­ვან­დე­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლიც აღე­მა­ტე­ბა 5 ათასს შემ­თხვე­ვას. 58 გარ­დაც­ვლი­ლია, რაც კი­დევ ერთი ნი­შა­ნია იმი­სა, რომ მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა და მძი­მე პა­ცი­ენ­ტე­ბის გა­დარ­ჩე­ნა ძა­ლი­ან რთუ­ლია. სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში ჩვენ ვგუ­ლის­ხმობთ იმას, რომ ნახ­ტო­მი­სე­ბუ­ლი მა­ტე­ბა ისე­თი, რო­გო­რიც გვქონ­და გა­სუ­ლი 2 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, ბოლო პე­რი­ოდ­ში არ აღი­ნიშ­ნე­ბა, თუმ­ცა, ეს არ გვაძ­ლევს იმის სა­ფუძ­ველს, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით სი­ტუ­ა­ცი­ის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის თა­ო­ბა­ზე ვი­ფიქ­როთ, რად­გან ამის ნიშ­ნე­ბი ჯერ ნამ­დვი­ლად არ არის. ოდ­ნავ მეტი სტა­ბი­ლი­ზა­ცია არის თბი­ლის­სა და აჭა­რა­ში, სხვა რე­გი­ო­ნებ­ში პი­რი­ქით, შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბაა. ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პირ­ბა­დის გა­მო­ყე­ნე­ბის ხელ­შე­წყო­ბა, სამ­წუ­ხა­როდ, დღეს პირ­ბა­დის გა­მო­ყე­ნე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მხო­ლოდ 50%-ია, მა­შინ, რო­დე­საც აპ­რილ-მა­ის­ში 73-75%-ზე ვი­ყა­ვით. ასე­ვე, საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია მო­ბი­ლო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლიც. ეს ორი მი­მარ­თუ­ლე­ბა კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმის­თვის, რომ სი­ტუ­ა­ცია ვაქ­ცი­ნა­ცი­ას­თან ერ­თად დას­ტა­ბი­ლურ­დეს“, - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

მისი შე­ფა­სე­ბით, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ტემ­პი გა­ი­ზარ­და, მაგ­რამ კი­დევ უფრო მე­ტად გა­აქ­ტი­უ­რე­ბაა სა­ჭი­რო.

„ჩვე­ნი მი­ზა­ნია, რომ ავი­დეთ დღე­ში 40 ათას აც­რამ­დე“, - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

  • 12 წლის ზე­მოთ მო­ზარ­დე­ბის აცრა და ვი­თა­რე­ბა პე­დი­ატ­რი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბებ­ში

პე­დი­ატ­რი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში დატ­ვირ­თვა კვლავ მა­ღა­ლია, თუმ­ცა არა ისე­თი, რო­გო­რიც ეს იყო თა­ვი­დან, - ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

თა­მარ გა­ბუ­ნი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბაა მძი­მე შემ­თხვე­ვე­ბი­სა, რო­მე­ლიც კლი­ნი­კა­ში რჩე­ბა, თუმ­ცა პრო­პორ­ცი­უ­ლი მა­ტე­ბა ბავ­შვთა ასაკ­ში აღარ შე­ი­ნიშ­ნე­ბა.

მან ასე­ვე ისა­უბ­რა 12 წლის ზე­მოთ ბავ­შვე­ბის აც­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე. გა­ბუ­ნი­ას თქმით, ეს არის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტი, რაც „კი­დევ ერთხელ მიგ­ვა­ახ­ლო­ებს ეპი­დე­მი­ის დას­რუ­ლე­ბას­თან“.

„ბავ­შვე­ბის ნა­წი­ლი რჩე­ბა ბი­ნა­ზე, მშობ­ლე­ბი მე­ტად თა­მა­მად არ­თმე­ვენ თავს ბავ­შვე­ბის ბი­ნა­ზე მარ­თვას. იყო მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბა მძი­მე შემ­თხვე­ვე­ბის, რო­მე­ლიც კლი­ნი­კა­ში რჩე­ბა და იმარ­თე­ბა. მა­ტე­ბა პრო­პორ­ცი­უ­ლად ბავ­შვთა ასაკ­ში აღარ აღი­ნიშ­ნე­ბა, პირ­ვე­ლი ნა­კა­დის შემ­დეგ ეს გა­ჩერ­და. 12 წლის ზე­მოთ ბავ­შვე­ბის აცრა არის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტი, რაც კი­დევ ერთხელ მიგ­ვა­ახ­ლო­ებს ეპი­დე­მი­ის დას­რუ­ლე­ბას­თან. ამა­ზე ვაქ­ცი­ნა­ცი­ის კო­მი­ტე­ტი იმ­სჯე­ლებს და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი მომ­დევ­ნო 2-3 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში. ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ამას უკვე აკე­თე­ბენ და ჩვენს შეგ­ვიძ­ლია ვიმ­სჯე­ლოთ მათი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად“, - აღ­ნიშ­ნა თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ.

  • სა­წოლ­ფონ­დი და ჟანგბა­დით მო­მა­რა­გე­ბა

გა­ბუ­ნი­ას თქმით, "ჰოს­პი­ტა­ლურ სექ­ტორ­ში მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია 8056 სა­წო­ლი, რა­მაც გა­და­ა­ჭარ­ბა იმ ზღვარს, რო­მე­ლიც ჯან­დაც­ვის სის­ტე­მას შე­ეძ­ლო მი­ე­ღო. ეს, გარ­კვე­ულ­წი­ლად, სა­ვე­ლე ჰოს­პიტ­ლე­ბის ხარ­ჯზე მოხ­და, სა­დაც 400-მდე სა­წო­ლია".

მი­სი­ვე თქმით, სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა მი­მოც­ვლის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია, რად­გან პა­ცი­ენ­ტე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის შემ­დეგ მათი გა­და­მი­სა­მარ­თე­ბა კლი­ნი­კურ სას­ტუმ­რო­ებ­ში ხდე­ბა.

მან ასე­ვე ჰოს­პი­ტა­ლურ სექ­ტორ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი უახ­ლე­სი სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი გა­აც­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

„7600-ზე მეტი პა­ცი­ენ­ტი დღეს ჰოს­პი­ტა­ლურ სექ­ტორ­ში მკურ­ნა­ლობს, 370-მდე პა­ცი­ენ­ტი რე­ა­ნი­მა­ცი­ა­შია, 1500-ზე ოდ­ნავ მეტი ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში.

მაქ­სი­მა­ლუ­რი დატ­ვირ­თვა გვაქვს, 47 000-ზე მეტი პირი მკურ­ნა­ლო­ბას ბი­ნა­ზე იტა­რებს. ჩვენ დღეს იმის­თვის ვმუ­შა­ობთ, რომ ოჯა­ხის ექი­მე­ბის ქსე­ლი კი­დევ უფრო გა­ფარ­თოვ­დეს და ბი­ნა­ზე მარ­თვის პრაქ­ტი­კა გა­უმ­ჯო­ბეს­დეს“, - გა­ნა­ცხა­და თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, ჟანგბა­დის მი­წო­დე­ბის ჯაჭ­ვი კომ­პლექ­სუ­რია და ად­გი­ლობ­რი­ვის გარ­და მათი შე­მო­ტა­ნა სა­ზღვარ­გა­რე­თი­და­ნაც ხდე­ბა.

„ჟანგბა­დით მო­მა­რა­გე­ბის პრობ­ლე­მა დგას ჯერ კი­დევ ნო­ემ­ბერ-დე­კემ­ბრის თვი­დან და მთე­ლი ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო და სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი იმა­ში, რომ კლი­ნი­კებ­მა დრო­უ­ლად მი­ი­ღონ ჟანგბა­დის სა­ჭი­რო რა­ო­დე­ნო­ბა. მო­წო­დე­ბის ჯაჭ­ვი არის ძა­ლი­ან კომ­პლექ­სუ­რი, სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან შე­მო­დის ნა­წი­ლი, ნა­წი­ლი ად­გილ­ზე არ­სე­ბუ­ლი ქარ­ხნე­ბი­დან გა­მო­მუ­შავ­დე­ბა. რიგ შემ­თხვე­ვა­ში, შე­იძ­ლე­ბა მოგ­ვიხ­დეს კლი­ნი­კებს შო­რის გა­და­ნა­წი­ლე­ბა, ანუ კლი­ნი­კამ, რო­მელ­საც აქვს მა­რა­გი და­ეხ­მა­როს მე­ო­რე კლი­ნი­კას. ეს არის ძა­ლი­ან რთუ­ლი ლო­ჯის­ტი­კა, რო­მე­ლიც იმარ­თე­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით. იმის პრობ­ლე­მა, რომ რო­მე­ლი­მე კლი­ნი­კა კრი­ტი­კუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბის წი­ნა­შე დად­გეს, დღეს ნამ­დვი­ლად არ არის, თუმ­ცა ლო­ჯის­ტი­კუ­რი მარ­თვის მე­ქა­ნიზ­მი არის ძა­ლი­ან რთუ­ლი,“ - გა­ნა­ცხა­და თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ.

  • პე­და­გო­გე­ბის ვაქ­ცი­ნა­ცია

თა­მარ გა­ბუ­ნი­ას თქმით, ტექ­ნი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით რე­ა­ლუ­რია, რომ პე­და­გო­გე­ბის 80 პრო­ცენ­ტი აიც­რას, რათა ბავ­შვებ­მა უსაფრ­თხო გა­რე­მო­ში, საკ­ლა­სო სივ­რცე­ში სწავ­ლე­ბა შეძ­ლონ.

„პე­და­გო­გე­ბის ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სი აქ­ტი­უ­რად მი­დის. გა­სუ­ლი კვი­რის მო­ნა­ცე­მე­ბით, 40%-მდე პე­და­გო­გია ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი ერთი დო­ზით, ბუ­ნებ­რი­ვია, 2 დო­ზით ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც იმა­ტებს. 80%-ის მიღ­წე­ვა რე­ა­ლუ­რია ტექ­ნი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით. რა თქმა უნდა, აქ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პე­და­გო­გე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბა და ჩარ­თუ­ლო­ბა“, - აღ­ნიშ­ნავს გა­ბუ­ნია.

  • აც­რის სა­ბუ­თი

თა­მარ გა­ბუ­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, ბიზ­ნეს და სო­ცი­ა­ლურ აქ­ტი­ვო­ბებ­ში ჩარ­თვის­თვის ვაქ­ცი­ნა­ცი­ის სტა­ტუ­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მათი პო­ზი­ცია სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის მო­საზ­რე­ბას სრუ­ლად ემ­თხვე­ვა. რო­გორც თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და, ეპი­დუ­საფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის დაც­ვა დის­კრი­მი­ნა­ცი­ად ვერ ჩა­ით­ვლე­ბა. მისი თქმით, მო­ქა­ლა­ქეს რჩე­ბა არ­ჩე­ვა­ნი, წა­რად­გი­ნოს აც­რის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მოწ­მო­ბა, ტეს­ტი­რე­ბის პა­სუ­ხი ან ცნო­ბა გა­და­ტა­ნი­ლი და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ხებ.

„რაც შე­ე­ხე­ბა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის სტა­ტუ­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბას სხვა­დას­ხვა ტი­პის ბიზ­ნეს და სო­ცი­ა­ლურ აქ­ტი­ვო­ბებ­ში ჩარ­თვის­თვის, ჩვე­ნი პო­ზი­ცი­აა და ეს გა­ზი­ა­რე­ბუ­ლია უწყე­ბა­თა­შო­რი­სი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის საბ­ჭოს­თან, სრუ­ლი­ად ემ­თხვე­ვა სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის პო­ზი­ცი­ას იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რომ ვე­რაფ­რით ჩა­ით­ვლე­ბა დის­კრი­მი­ნა­ცი­ად, როცა ადა­მი­ა­ნი იცავს ეპი­დუ­საფრ­თხო­ე­ბას­თან და­წე­სე­ბულ ნორ­მებს თა­ვად და ასე­ვე, მო­ლო­დი­ნი აქვს, რომ მის გარ­შე­მო სხვა პი­რებ­მაც იგი­ვე გა­ა­კე­თონ. ასე რომ, ბიზ­ნე­სუ­საფრ­თხო­ე­ბის­თვის, აკა­დე­მი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის, ასე­ვე სო­ცი­ა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის კა­ნო­ნი აქამ­დეც აყა­ლი­ბებს იმ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, რომ იქ, სა­დაც მე ვხდე­ბი რის­კის მა­ტა­რე­ბე­ლი სხვა პი­რე­ბის­თვის, რა თქმა უნდა, გარ­კვე­უ­ლი წე­სე­ბი უნდა და­ვიც­ვა. ეს არც ერთ შემ­თხვე­ვა­ში არ ით­ვა­ლის­წი­ნებს ვაქ­ცი­ნა­ცი­ის სა­ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, არ­ჩე­ვა­ნი რჩე­ბა - ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი ან ტეს­ტი­რე­ბუ­ლი პირი, ან ჰქონ­დეს გა­და­ტა­ნი­ლი და­ა­ვა­დე­ბა, ეს არის სამი სტა­ტუ­სი იმის აღ­მწე­რი, რომ მე არ ვარ ამ შემ­თხვე­ვა­ში რის­კის მა­ტა­რე­ბე­ლი და შე­მიძ­ლია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღო მთელ რიგ აქ­ტი­ვო­ბებ­ში,“ - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, აცრა ხდე­ბა პი­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, თუმ­ცა, დამ­საქ­მებ­ლის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა უზ­რუნ­ველ­ყოს ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რად უსაფრ­თხო გა­რე­მო.

„კომ­პა­ნია თა­ნამ­შრომ­ლის­გან ითხოვს სტა­ტუ­სის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ სა­ბუთს, სა­ბუ­თი უნდა აღ­წერ­დეს, რომ თა­ნამ­შრო­მე­ლი არის ეპი­დე­მი­უ­რად უსაფრ­თხო ანუ მე თუ ვარ რო­მე­ლი­მე კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი, მაქვს არ­ჩე­ვა­ნი, რომ წარ­ვად­გი­ნო აც­რის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სა­ბუ­თი, ტეს­ტი­რე­ბის შე­დე­გად ჩემი კო­ვიდ სტა­ტუ­სის დამ­დას­ტუ­რე­ბე­ლი სა­ბუ­თი, ან წარ­ვად­გი­ნო გა­და­ტა­ნი­ლი და­ა­ვა­დე­ბის ცნო­ბა. ეს არაფ­რით ნიშ­ნავს იმას, რომ რო­მე­ლი­მე კომ­პა­ნია თა­ვის და­ქი­რა­ვე­ბულს მო­უ­წო­დებს ან ზე­მოქ­მე­დე­ბას ახ­დენს, რომ მან ჩა­ი­ტა­როს აცრა. აცრა ხდე­ბა პი­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მაგ­რამ ის, რომ მე უნდა ვიყო ეპი­დე­მი­უ­რად უსაფრ­თხო, გარ­კვე­ულ­წი­ლად ეს არის დამ­საქ­მებ­ლის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაც, რომ უზ­რუნ­ველ­ყოს უსაფრ­თხო გა­რე­მო თა­ვის ბიზ­ნეს­და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში თუ რაც არის, იმ გა­რე­მო­ში,“ - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ გ
1

ფული ბაბაია ფულიიიი

გრიგოლი1408
0

არჩევნებზე გაუშვით მარტო აცრილები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

არჩევნების გადადება, აცრის მოწმობა და ზოგადი ეპიდვითარება - რა თემებზე ისაუბრა დღეს თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან

არჩევნების გადადება, აცრის მოწმობა და ზოგადი ეპიდვითარება - რა თემებზე ისაუბრა დღეს თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან

ვსაუბრობთ ჩვეულ და რეგულირებად გარემოში არჩევნების ჩატარებაზე, რაც შესაძლებელია გაკონტროლდეს და ეს თავისთავად მაღალ რისკებს არ უკავშირდება, ამ რისკების გადაზღვევა შესაძლებელია - წინა არჩევნების შემდეგ იყო ძალიან მაღალი მობილობა, რაც უკავშირდებოდა ქუჩის აქციებს და ეს იყო ეპიდემიის გავრცელების მკვებავი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ცესკო-სთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა, რათა არჩევნებში მონაწილე პირებში ვაქცინაცია აქტიური იყოს და ასევე, არსებობდეს რეკომენდაციების დაცვის გარანტია. მისივე თქმით, აღნიშნული საკითხების გარდა არჩევნებთან დაკავშირებით განსაკუთრებული რეკომენდაციები ჯანდაცვის სექტორს ჯერჯერობით არ გაუცია.

„ჯანდაცვის სექტორში არჩევნებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ორი ძირითადი ფაქტორის გათვალისწინება - ერთი ის, რომ არჩევნები ბუნებრივად უკავშირდება მეტ მობილობას და ამას, რა თქმა უნდა, რისკების ზრდაც მოჰყვება; მეორე ის, რომ ჩვენ ზედმიწევნით ზუსტად დავიცვათ რეკომენდაციები, რაც სპეციალურად არჩევნების უსაფრთხოებისთვის არის შემუშავებული. დღეს ვმუშაობთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან იმისთვის, რომ ვაქცინაციის პროცესი იყოს აქტიური არჩევნებში მონაწილე პირებისთვის და ასევე, რეკომენდაციების დაცვის გარანტია გვქონდეს. ამის იქით არჩევნებთან მიმართებით რაიმე განსაკუთრებული რეკომენდაცია ჯანდაცვის სექტორს არ გაუკეთებია. რა თქმა უნდა, ეს მიმდინარე პროცესია და გამომდინარე იქიდან, რა საჭიროება დადგება, შესაძლებელია ამაზე დამატებით ვიმსჯელოთ“, - განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, გასულ წელს არჩევნებთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს მხოლოდ ვაქცინაციასთან დაკავშირებული საკითხები დაემატა.

„უსაფრთხო არჩევნების რეკომენდაციები გასულ წელსაც გვქონდა. წელს რამდენადმე შეიცვალა რეკომენდაციები იმგვარად, რომ დაემატა ვაქცინაციასთან დაკავშირებული რეკომენდაციები და ჯანდაცვის სექტორის მხრიდან ვალდებულება, რომ საარჩევნო პროცესში მონაწილე პირებს ხელი შევუწყოთ ორგანიზებულ აცრაში. ასევე დაემატა სავალდებულო ტესტირება ვაქცინაციაში მონაწილე პირებისთვის კვირაში ერთხელ. სხვა დანარჩენი რეკომენდაციები რაც აქამდე იყო, ბუნებრივია, უნდა აღსრულდეს“, - განაცხადა გაბუნიამ.

გარდა ამისა, მინისტრის მოადგილის განცხადებით, მობილობა, რომლის კონტროლიც შესაძლებელია, ნაკლებად საშიშია.

„წინა არჩევნების შემდეგ იყო ძალიან მაღალი მობილობა, რაც უკავშირდებოდა ქუჩის აქციებს, ეს იყო მთავარი „ბუსტერი“ იმ შემთხვევაში ეპიდემიის გავრცელების. ეპიდემიის შემთხვევაში ის მობილობა, რისი კონტროლიც შესაძლებელია და რა გარემოშიც წესის დაცვა ხერხდება, ნაკლებად საშიშია, თუმცა უკონტროლო აქციების პირობებში ინფექციის გავრცელების რისკი მაღალია. ეს იყო ძირითადი „ბუსტერი“ და მკვებავი ეპიდემიის გავრცელების ნოემბერ-დეკემბერში. პოლიტიკური პროცესები რთულია და რისკი ყოველთვისაა. ჩვენ ვსაუბრობთ ჩვეულ და რეგულირებად გარემოში არჩევნების ჩატარებაზე, რაც შესაძლებელია გაკონტროლდეს და ეს თავისთავად მაღალ რისკებს არ უკავშირდება და ამ რისკების გადაზღვევა შესაძლებელია“, - განაცხადა გაბუნიამ.

  • ზოგადი ეპიდვითარება

თამარ გაბუნიას შეფასებით, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაცია კვლავ უაღრესად საყურადღებოა. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, დღეს პირბადის გამოყენების მაჩვენებელი მხოლოდ 50%-ია, ასევე მაღალია მობილობაც.

„ეპიდსიტუაცია კვლავ უაღრესად საყურადღებო რჩება. დღევანდელი მაჩვენებელიც აღემატება 5 ათასს შემთხვევას. 58 გარდაცვლილია, რაც კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ მდგომარეობა მძიმეა და მძიმე პაციენტების გადარჩენა ძალიან რთულია. სტაბილიზაციის შემთხვევაში ჩვენ ვგულისხმობთ იმას, რომ ნახტომისებული მატება ისეთი, როგორიც გვქონდა გასული 2 კვირის განმავლობაში, ბოლო პერიოდში არ აღინიშნება, თუმცა, ეს არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ჯერჯერობით სიტუაციის გაუმჯობესების თაობაზე ვიფიქროთ, რადგან ამის ნიშნები ჯერ ნამდვილად არ არის. ოდნავ მეტი სტაბილიზაცია არის თბილისსა და აჭარაში, სხვა რეგიონებში პირიქით, შემთხვევების მატებაა. ასეთ სიტუაციაში, ძალიან მნიშვნელოვანია პირბადის გამოყენების ხელშეწყობა, სამწუხაროდ, დღეს პირბადის გამოყენების მაჩვენებელი მხოლოდ 50%-ია, მაშინ, როდესაც აპრილ-მაისში 73-75%-ზე ვიყავით. ასევე, საკმაოდ მაღალია მობილობის მაჩვენებელიც. ეს ორი მიმართულება კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სიტუაცია ვაქცინაციასთან ერთად დასტაბილურდეს“, - განაცხადა გაბუნიამ.

მისი შეფასებით, ვაქცინაციის ტემპი გაიზარდა, მაგრამ კიდევ უფრო მეტად გააქტიურებაა საჭირო.

„ჩვენი მიზანია, რომ ავიდეთ დღეში 40 ათას აცრამდე“, - განაცხადა გაბუნიამ.

  • 12 წლის ზემოთ მოზარდების აცრა და ვითარება პედიატრიულ განყოფილებებში

პედიატრიულ განყოფილებაში დატვირთვა კვლავ მაღალია, თუმცა არა ისეთი, როგორიც ეს იყო თავიდან, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

თამარ გაბუნიას ინფორმაციით, მცირე რაოდენობაა მძიმე შემთხვევებისა, რომელიც კლინიკაში რჩება, თუმცა პროპორციული მატება ბავშვთა ასაკში აღარ შეინიშნება.

მან ასევე ისაუბრა 12 წლის ზემოთ ბავშვების აცრის შესაძლებლობაზე. გაბუნიას თქმით, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რაც „კიდევ ერთხელ მიგვაახლოებს ეპიდემიის დასრულებასთან“.

„ბავშვების ნაწილი რჩება ბინაზე, მშობლები მეტად თამამად ართმევენ თავს ბავშვების ბინაზე მართვას. იყო მცირე რაოდენობა მძიმე შემთხვევების, რომელიც კლინიკაში რჩება და იმართება. მატება პროპორციულად ბავშვთა ასაკში აღარ აღინიშნება, პირველი ნაკადის შემდეგ ეს გაჩერდა. 12 წლის ზემოთ ბავშვების აცრა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რაც კიდევ ერთხელ მიგვაახლოებს ეპიდემიის დასრულებასთან. ამაზე ვაქცინაციის კომიტეტი იმსჯელებს და გადაწყვეტილება იქნება მიღებული მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში. ავტორიტეტული ორგანიზაციები ამას უკვე აკეთებენ და ჩვენს შეგვიძლია ვიმსჯელოთ მათი გადაწყვეტილების შესაბამისად“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

  • საწოლფონდი და ჟანგბადით მომარაგება

გაბუნიას თქმით, "ჰოსპიტალურ სექტორში მობილიზებულია 8056 საწოლი, რამაც გადააჭარბა იმ ზღვარს, რომელიც ჯანდაცვის სისტემას შეეძლო მიეღო. ეს, გარკვეულწილად, საველე ჰოსპიტლების ხარჯზე მოხდა, სადაც 400-მდე საწოლია".

მისივე თქმით, სამედიცინო დაწესებულებებში ინფიცირებულთა მიმოცვლის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, რადგან პაციენტების მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ მათი გადამისამართება კლინიკურ სასტუმროებში ხდება.

მან ასევე ჰოსპიტალურ სექტორთან დაკავშირებული უახლესი სტატისტიკური მონაცემები გააცნო საზოგადოებას.

„7600-ზე მეტი პაციენტი დღეს ჰოსპიტალურ სექტორში მკურნალობს, 370-მდე პაციენტი რეანიმაციაშია, 1500-ზე ოდნავ მეტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.

მაქსიმალური დატვირთვა გვაქვს, 47 000-ზე მეტი პირი მკურნალობას ბინაზე იტარებს. ჩვენ დღეს იმისთვის ვმუშაობთ, რომ ოჯახის ექიმების ქსელი კიდევ უფრო გაფართოვდეს და ბინაზე მართვის პრაქტიკა გაუმჯობესდეს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, ჟანგბადის მიწოდების ჯაჭვი კომპლექსურია და ადგილობრივის გარდა მათი შემოტანა საზღვარგარეთიდანაც ხდება.

„ჟანგბადით მომარაგების პრობლემა დგას ჯერ კიდევ ნოემბერ-დეკემბრის თვიდან და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ეკონომიკის სამინისტრო და საგარეო საქმეთა სამინისტრო არიან ჩართულები იმაში, რომ კლინიკებმა დროულად მიიღონ ჟანგბადის საჭირო რაოდენობა. მოწოდების ჯაჭვი არის ძალიან კომპლექსური, საზღვარგარეთიდან შემოდის ნაწილი, ნაწილი ადგილზე არსებული ქარხნებიდან გამომუშავდება. რიგ შემთხვევაში, შეიძლება მოგვიხდეს კლინიკებს შორის გადანაწილება, ანუ კლინიკამ, რომელსაც აქვს მარაგი დაეხმაროს მეორე კლინიკას. ეს არის ძალიან რთული ლოჯისტიკა, რომელიც იმართება ჯერჯერობით. იმის პრობლემა, რომ რომელიმე კლინიკა კრიტიკული საჭიროების წინაშე დადგეს, დღეს ნამდვილად არ არის, თუმცა ლოჯისტიკური მართვის მექანიზმი არის ძალიან რთული,“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

  • პედაგოგების ვაქცინაცია

თამარ გაბუნიას თქმით, ტექნიკური თვალსაზრისით რეალურია, რომ პედაგოგების 80 პროცენტი აიცრას, რათა ბავშვებმა უსაფრთხო გარემოში, საკლასო სივრცეში სწავლება შეძლონ.

„პედაგოგების ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიდის. გასული კვირის მონაცემებით, 40%-მდე პედაგოგია ვაქცინირებული ერთი დოზით, ბუნებრივია, 2 დოზით ვაქცინირებულების რაოდენობაც იმატებს. 80%-ის მიღწევა რეალურია ტექნიკური თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, აქ მნიშვნელოვანია პედაგოგების აქტიურობა და ჩართულობა“, - აღნიშნავს გაბუნია.

  • აცრის საბუთი

თამარ გაბუნიას განცხადებით, ბიზნეს და სოციალურ აქტივობებში ჩართვისთვის ვაქცინაციის სტატუსის გათვალისწინებასთან დაკავშირებით მათი პოზიცია სახალხო დამცველის მოსაზრებას სრულად ემთხვევა. როგორც თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, ეპიდუსაფრთხოების ნორმების დაცვა დისკრიმინაციად ვერ ჩაითვლება. მისი თქმით, მოქალაქეს რჩება არჩევანი, წარადგინოს აცრის დამადასტურებელი მოწმობა, ტესტირების პასუხი ან ცნობა გადატანილი დაავადების შესახებ.

„რაც შეეხება ვაქცინაციის სტატუსის გათვალისწინებას სხვადასხვა ტიპის ბიზნეს და სოციალურ აქტივობებში ჩართვისთვის, ჩვენი პოზიციაა და ეს გაზიარებულია უწყებათაშორისი ვაქცინაციის საბჭოსთან, სრულიად ემთხვევა სახალხო დამცველის პოზიციას იმ მიმართულებით, რომ ვერაფრით ჩაითვლება დისკრიმინაციად, როცა ადამიანი იცავს ეპიდუსაფრთხოებასთან დაწესებულ ნორმებს თავად და ასევე, მოლოდინი აქვს, რომ მის გარშემო სხვა პირებმაც იგივე გააკეთონ. ასე რომ, ბიზნესუსაფრთხოებისთვის, აკადემიური უსაფრთხოებისთვის, ასევე სოციალური უსაფრთხოებისთვის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონი აქამდეც აყალიბებს იმ ვალდებულებას, რომ იქ, სადაც მე ვხდები რისკის მატარებელი სხვა პირებისთვის, რა თქმა უნდა, გარკვეული წესები უნდა დავიცვა. ეს არც ერთ შემთხვევაში არ ითვალისწინებს ვაქცინაციის სავალდებულებას, არჩევანი რჩება - ვაქცინირებული ან ტესტირებული პირი, ან ჰქონდეს გადატანილი დაავადება, ეს არის სამი სტატუსი იმის აღმწერი, რომ მე არ ვარ ამ შემთხვევაში რისკის მატარებელი და შემიძლია მონაწილეობა მივიღო მთელ რიგ აქტივობებში,“ - განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, აცრა ხდება პირის გადაწყვეტილებით, თუმცა, დამსაქმებლის ვალდებულებაა უზრუნველყოს ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო გარემო.

„კომპანია თანამშრომლისგან ითხოვს სტატუსის დამადასტურებელ საბუთს, საბუთი უნდა აღწერდეს, რომ თანამშრომელი არის ეპიდემიურად უსაფრთხო ანუ მე თუ ვარ რომელიმე კომპანიის თანამშრომელი, მაქვს არჩევანი, რომ წარვადგინო აცრის დამადასტურებელი საბუთი, ტესტირების შედეგად ჩემი კოვიდ სტატუსის დამდასტურებელი საბუთი, ან წარვადგინო გადატანილი დაავადების ცნობა. ეს არაფრით ნიშნავს იმას, რომ რომელიმე კომპანია თავის დაქირავებულს მოუწოდებს ან ზემოქმედებას ახდენს, რომ მან ჩაიტაროს აცრა. აცრა ხდება პირის გადაწყვეტილებით, მაგრამ ის, რომ მე უნდა ვიყო ეპიდემიურად უსაფრთხო, გარკვეულწილად ეს არის დამსაქმებლის ვალდებულებაც, რომ უზრუნველყოს უსაფრთხო გარემო თავის ბიზნესდაწესებულებაში თუ რაც არის, იმ გარემოში,“ - განაცხადა გაბუნიამ.