საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახალგაზრდა გოგო დავკრძალეთ, ორსულად იყო, ბავშვი გადარჩა, თვითონ ვერ...“ - რას წერს რეჟისორი კორონავირუსით გარდაცვლილ ორსულზე
"ახალგაზრდა გოგო დავკრძალეთ, ორსულად იყო, ბავშვი გადარჩა, თვითონ ვერ...“ - რას წერს რეჟისორი კორონავირუსით გარდაცვლილ ორსულზე

სამ­წუ­ხა­როდ ქვე­ყა­ნა­ში ეპიდმდგო­მა­რე­ო­ბის გარ­თუ­ლე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვლილ­თა რი­ცხვმა ყო­ველ­დღი­უ­რად 60-70 ადა­მი­ანს მი­აღ­წია. გა­ა­ხალ­გაზ­რდავ­და გარ­დაც­ვლილ­თა ასა­კი, სამ­წუ­ხა­როდ, მათ შო­რის არი­ან ორ­სუ­ლე­ბიც.

მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის რე­ჟი­სო­რი სან­დრო ელოშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სტა­ტუსს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­შიც წერს, რომ მე­გობ­რის ცო­ლის გას­ვე­ნე­ბას და­ეს­წრო, გარ­დაც­ვლი­ლი კი ორ­სუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი იყო, რო­მე­ლიც კო­რო­ნა­ვირუ­სით იყო ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი. ბავ­შვი გა­დარ­ჩა, დედა - გარ­და­იც­ვა­ლა...

სან­დრო ელოშ­ვი­ლი:

- დღეს ეკ­ლე­სი­ა­ში ვი­ყა­ვი. დიდი ხა­ნია არ ვყო­ფილ­ვარ, სი­ონ­ში... გას­ვე­ნე­ბა­ში... ახალ­გაზ­რდა გოგო დავ­კრძა­ლეთ, ორ­სუ­ლად იყო, ბავ­შვი გა­დარ­ჩა, თვი­თონ ვერ... ცრემ­ლე­ბი, ქვი­თი­ნი, ყვა­ვი­ლე­ბი, მიწა. უფრო მე­ტად ახ­ლობ­ლე­ბის გას­ვე­ნე­ბე­ბიც გა­მო­მი­ტო­ვე­ბია, ვიდ­რე ჩემი მე­გობ­რის მე­გობ­რის მე­უღ­ლე, მაგ­რამ გულ­მა არ გა­მიძ­ლო, და­ნა­შა­უ­ლის გრძნო­ბის გან­ცდა მქონ­და.

ამი­ტო­მაც წა­ვე­დი... თა­ნა­მო­ნა­წი­ლედ ვთვლი თავს მის მკვლე­ლო­ბა­ში, მისი ოჯა­ხის, მისი ახ­ლობ­ლე­ბის, მისი შვი­ლე­ბის გა­უ­ბე­დუ­რე­ბა­ში. სა­მო­ქა­ლა­ქო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მა­გა­რი რა­მეა. ზრუნ­ვაა, სიყ­ვა­რუ­ლია. ვუ­ყუ­რებ­დი იმ ად­გილს, სა­დაც ბო­ლოს სულ ჩემს მე­გობ­რებს ვუ­ყუ­რებ­დი. გო­გოს და ბიჭს, გვერ­დშიც გო­გო­ნე­ბი და ბი­ჭე­ბი, ნიშ­ნო­ბის ბეჭ­დე­ბი, გვირ­გვი­ნე­ბი. ახლა კი სა­სახ­ლე, სა­სახ­ლეც რა­ღაც­ნა­ი­რად აღ­მა­ტე­ბუ­ლად ჟღერს. კუბო... ოთხი ფი­ცა­რი... გია და­ნე­ლი­ას "არ და­ი­დარ­დო" მახ­სენ­დე­ბო­და, იქაა ასე­თი ფრა­ზა а ребёнок будет жить...

სამ­წუ­ხა­როდ, აღარ ვარ ისე ღრმად მორ­წმუ­ნე, რომ მჯე­რო­დეს გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნა გვხე­დავ­და, გრძნობ­და რო­გორ ტკი­ო­და ხალ­ხს უმი­სო­ბა. ვერც მისი მე­უღ­ლის გა­უ­თა­ვე­ბელ კოც­ნებს გრძნობ­და, ვერც მა­მის და­უს­რუ­ლე­ბელ ფე­რე­ბას, არც მა­მი­და­მი­სის გან­წი­რუ­ლი, ჩა­მო­უ­ყა­ლი­ბე­ბე­ლი, არე­უ­ლი სი­ტყვე­ბი ეს­მო­და. მჯე­რა მხო­ლოდ იმის, რომ ციფ­რე­ბი, რომ­ლებ­საც ისე შე­ვეჩ­ვი­ეთ, რო­გორც ბინ­გო­ში ამო­სულ ციფ­რებს 40 52 73 23 39 თი­თო­ე­უ­ლის უკან ბევ­რი უბე­დუ­რად დარ­ჩე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნია. ბევ­რი ცრემ­ლია, და­ობ­ლე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბია, სა­მუ­და­მოდ შა­ვებ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი დე­დე­ბია. მკვლე­ლი კი უხი­ლა­ვი. ყვე­ლა­ზე და ყვე­ლა­ფერ­ზე პა­ტა­რა წვე­თიც კი არა, რა­ღაც არ არ­სე­ბუ­ლი ვირუ­სია. ჩვენ კი თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, ხელ­შემ­წყო­ბე­ბი მა­ინც, იმი­ტომ რომ პირ­ბა­დე­ში მცხე­ლა, იმი­ტომ რომ აცრა არ ვიცი რას მი­ზამს მო­მა­ვალ­ში, იმი­ტომ რომ მე­გობ­რე­ბი თუ არ შე­ვიკ­რი­ბეთ, ისე რა აზრი აქვს ცხოვ­რე­ბას?!

ჩვენც შე­ვიკ­რი­ბეთ დღეს, მე­გობ­რე­ბი, გას­ვე­ნე­ბა­ში, ისე რა აზრი აქვს ცხოვ­რე­ბას?!" - წერს რე­ჟი­სო­რი.

"შარ­შან სა­ქარ­თვე­ლო­ში "კო­ვიდ-19“-ით ერთი ორ­სუ­ლი გარ­და­იც­ვა­ლა, წელს რვა ასე­თი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და, გარ­დაც­ვა­ლე­ბის მე-9 ფაქ­ტი კი შეს­წავ­ლის ეტაპ­ზეა,“ – ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ 20 აგ­ვის­ტოს მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის გა­მარ­თულ ვე­ბი­ნარ­ზე გა­ნა­ცხა­და.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სალომე
4

ეჰ.. ეს რომ მარჯანიშვილის თეატრის რეჟისორი იქნება, და მის ვითომ ბრძნულ აზრებს რომ მედიები გააზიარებენ - ვაი, საქართველო.. ყველა ახლა რატომ ხდება ასეთი სათუთი..

ეკა
3

იქნებ ამ სტატიამ მაინც აუხილოს თვალი გონებადაბინდულ ანტივაქსერებსსსსსსსსსსსსსსსსს

ავტორი:

"ახალგაზრდა გოგო დავკრძალეთ, ორსულად იყო, ბავშვი გადარჩა, თვითონ ვერ...“ - რას წერს რეჟისორი კორონავირუსით გარდაცვლილ ორსულზე

"ახალგაზრდა გოგო დავკრძალეთ, ორსულად იყო, ბავშვი გადარჩა, თვითონ ვერ...“ - რას წერს რეჟისორი კორონავირუსით გარდაცვლილ ორსულზე

სამწუხაროდ ქვეყანაში ეპიდმდგომარეობის გართულების პარალელურად კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა ყოველდღიურად 60-70 ადამიანს მიაღწია. გაახალგაზრდავდა გარდაცვლილთა ასაკი, სამწუხაროდ, მათ შორის არიან ორსულებიც.

მარჯანიშვილის თეატრის რეჟისორი სანდრო ელოშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელშიც წერს, რომ მეგობრის ცოლის გასვენებას დაესწრო, გარდაცვლილი კი ორსული ქალბატონი იყო, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული. ბავშვი გადარჩა, დედა - გარდაიცვალა...

სანდრო ელოშვილი:

- დღეს ეკლესიაში ვიყავი. დიდი ხანია არ ვყოფილვარ, სიონში... გასვენებაში... ახალგაზრდა გოგო დავკრძალეთ, ორსულად იყო, ბავშვი გადარჩა, თვითონ ვერ... ცრემლები, ქვითინი, ყვავილები, მიწა. უფრო მეტად ახლობლების გასვენებებიც გამომიტოვებია, ვიდრე ჩემი მეგობრის მეგობრის მეუღლე, მაგრამ გულმა არ გამიძლო, დანაშაულის გრძნობის განცდა მქონდა.

ამიტომაც წავედი... თანამონაწილედ ვთვლი თავს მის მკვლელობაში, მისი ოჯახის, მისი ახლობლების, მისი შვილების გაუბედურებაში. სამოქალაქო პასუხისმგებლობა მაგარი რამეა. ზრუნვაა, სიყვარულია. ვუყურებდი იმ ადგილს, სადაც ბოლოს სულ ჩემს მეგობრებს ვუყურებდი. გოგოს და ბიჭს, გვერდშიც გოგონები და ბიჭები, ნიშნობის ბეჭდები, გვირგვინები. ახლა კი სასახლე, სასახლეც რაღაცნაირად აღმატებულად ჟღერს. კუბო... ოთხი ფიცარი... გია დანელიას "არ დაიდარდო" მახსენდებოდა, იქაა ასეთი ფრაზა а ребёнок будет жить...

სამწუხაროდ, აღარ ვარ ისე ღრმად მორწმუნე, რომ მჯეროდეს გარდაცვლილი გოგონა გვხედავდა, გრძნობდა როგორ ტკიოდა ხალხს უმისობა. ვერც მისი მეუღლის გაუთავებელ კოცნებს გრძნობდა, ვერც მამის დაუსრულებელ ფერებას, არც მამიდამისის განწირული, ჩამოუყალიბებელი, არეული სიტყვები ესმოდა. მჯერა მხოლოდ იმის, რომ ციფრები, რომლებსაც ისე შევეჩვიეთ, როგორც ბინგოში ამოსულ ციფრებს 40 52 73 23 39 თითოეულის უკან ბევრი უბედურად დარჩენილი ადამიანია. ბევრი ცრემლია, დაობლებული ბავშვებია, სამუდამოდ შავებში გამოწყობილი დედებია. მკვლელი კი უხილავი. ყველაზე და ყველაფერზე პატარა წვეთიც კი არა, რაღაც არ არსებული ვირუსია. ჩვენ კი თანამონაწილეები, ხელშემწყობები მაინც, იმიტომ რომ პირბადეში მცხელა, იმიტომ რომ აცრა არ ვიცი რას მიზამს მომავალში, იმიტომ რომ მეგობრები თუ არ შევიკრიბეთ, ისე რა აზრი აქვს ცხოვრებას?!

ჩვენც შევიკრიბეთ დღეს, მეგობრები, გასვენებაში, ისე რა აზრი აქვს ცხოვრებას?!" - წერს რეჟისორი.

"შარშან საქართველოში "კოვიდ-19“-ით ერთი ორსული გარდაიცვალა, წელს რვა ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაცვალების მე-9 ფაქტი კი შესწავლის ეტაპზეა,“ – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ 20 აგვისტოს მედიის წარმომადგენლებისთვის გამართულ ვებინარზე განაცხადა.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"