24 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჩატარებული აცრის რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა.
კერძოდ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში 1 010 096 აცრაა ჩატარებული.
მათივე ცნობით, 1 დოზით ვაქცინირებულია 703 945 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 24.6%-ს შეადგენს, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 306 151 პირი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 10.7%-ია.
ამასთან, 23 აგვისტოს აიცრა 30 067 ადამიანი.
ბლუმბერგზე დღეს განახლდა მონაცემი საქართველოზე 962 165(24,08,2021) ჩატარებული აცრა.ან საქართველოს ატყუებთ ანდა ბლუმბერგს!,სხვა შემთხვევაში გაურკვევლობაა.მეორე კიდევ,პროცენტი იანგარიშება "მთლიანი მოსახლეობიდან" და ბლუმბერგზე აქართველოს სრულად აცრილი ყავს 7,7%. თქვენ კიდევ ხსენებით "მოზრდილი მოსახლეობის"10,7% ით,არღვევთ საერთაშორისო გამოთვლის წესს და აბნევთ მოსახლეობას.გასაგებია თქვენი ინტერესი როგორმე აჩვენოთ მაღალი კოეფიციენტი.კეთილი ინებეთ და რასაც ბლუმბერგს აწვდით,ის მონაცემი მიაწოდოთ მოსახლეობას,რადგან ხალხმა შეძლოს მონაცემის გადამოწმება.მიზეზი?ნაკლები ნდობაა და იმიტომ.
"ბლუმბერგზე წვდომა, ნაკლები სანდოობა... თქვენ უნდა გენდოთ აუცილებლად, თორემ დავიქეცით და ეგაა....