სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს არ უნდა წარმოადგენდეს პანიკის საფუძველს, მსოფლიოში მსგავსი ერთეული შემთხვევები ფიქსირდება, ეს 0.001%-ია" - რას ამბობს ტიკარაძე ორჯერ აცრილი ადამიანის გარდაცვალებაზე?
"ეს არ უნდა წარმოადგენდეს პანიკის საფუძველს, მსოფლიოში მსგავსი ერთეული შემთხვევები ფიქსირდება, ეს 0.001%-ია" - რას ამბობს ტიკარაძე ორჯერ აცრილი ადამიანის გარდაცვალებაზე?

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ორ­ჯერ აც­რი­ლი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. ამის თა­ო­ბა­ზე კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძემ. მან და­ა­დას­ტუ­რა მომ­ხდა­რი და გა­ნა­ცხა­და, - ორ­ჯერ ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბა არ უნდა წარ­მო­ად­გენ­დეს პა­ნი­კის სა­ფუძ­ველს, რად­გან ასე­თი შემ­თხვე­ვა არის 0.001%.

რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, პა­ცი­ენ­ტებს ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი ჰქონ­დათ, რა­მაც მათ სი­ცო­ცხლის­თვის შე­უ­სა­ბა­მო და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა.

'მსგა­ვი შემ­თხვე­ვა არის და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. რა თქმა უნდა, ეს არის სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტი. მსოფ­ლი­ო­ში მსგავ­სი ერ­თე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი ფიქ­სირ­დე­ბა და ასე­თი და­ფიქ­სირ­და სა­ქარ­თვე­ლო­შიც. თუმ­ცა, ეს არ უნდა წარ­მო­ად­გენ­დეს პა­ნი­კის სა­ფუძ­ველს, ვი­ნა­ი­დან ეს არის 0.001%, ძი­რი­თად­ში ვაქ­ცი­ნა გვი­ცავს ლე­ტა­ლო­ბის შემ­თხვე­ვე­ბის­გან. ამ პა­ცი­ენ­ტებ­ში იყო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სი­ცო­ცხლის­თვის შე­უ­სა­ბა­მო სხვა­დას­ხვა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, რო­მე­ლიც მათი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის­გან იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი და ამ შემ­თხვე­ვა­ში, ექი­მე­ბის ძა­ლის­ხმე­ვაც უშე­დე­გო აღ­მოჩ­ნდა“, - გა­ნა­ცხა­და ტი­კა­რა­ძემ.

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, თუ რო­მე­ლი ვაქ­ცი­ნით იყ­ვნენ აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი აც­რი­ლი, ტი­კა­რა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ "ეს არის პა­ცი­ენ­ტის პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცია“.

22 აგ­ვის­ტოს ჟურ­ნა­ლის­ტმა ია თი­ნი­კაშ­ვილ­მა "ფე­ის­ბუქ­ზე" და­წე­რა:

"სა­ში­ნე­ლე­ბაა თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა, აუ­ტა­ნე­ლია ეს ყო­ველ­დღი­უ­რი სიკ­ვდი­ლის ქრო­ნი­კა, ერთ დიდ ნეკ­რო­ლო­გად იქცა სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბიც, კი­დევ უფრო მძი­მეა, როცა გარ­დაც­ვლილს იც­ნობ­დი, წლე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბა გა­კავ­ში­რებ­და - ასე­თი იყო გო­რე­ლი მწე­რა­ლი, 63 წლის ვაჟა შა­ქა­რაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ერთ-ერ­თია კო­ვი­დით გარ­დაც­ვლილ­თა დღე­ვან­დელ სტა­ტის­ტი­კა­ში.უზო­მოდ ვწუხ­ვარ, რომ აჯო­ბა კო­რო­ნა­ვირუს­მა. კლი­ნი­კა­ში შეს­ვლი­სას ფილ­ტვე­ბის უკვე მა­ღა­ლი ხა­რის­ხის და­ზი­ა­ნე­ბა ჰქონ­და - 50%-ზე მეტი, მერე კი­დევ უფრო დამ­ძიმ­და...

შა­ქა­რაშ­ვი­ლი ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი იყო, რაც ან­ტი­ვაქ­სე­რებ­მა ისე­თი აღ­ტკი­ნე­ბით აი­ტა­ცეს, რომ ღმერ­თო, მა­პა­ტიე თუ ვცდე­ბი და რამ­დე­ნი­მე კო­მენ­ტარ­ზე მო­მეჩ­ვე­ნა, რომ ამ უწყი­ნა­რი კა­ცის გარ­დაც­ვა­ლე­ბა ისე არ ეწყი­ნათ, რო­გორც ის ფაქ­ტი გა­ე­ხარ­დათ, რომ შა­ქა­რაშ­ვი­ლი აც­რი­ლი იყო...

და რას ვი­ღებთ რე­ა­ლუ­რად?! იმას, რომ კი­დევ უფრო მეტ ადა­მი­ანს ვუ­ბიძ­გოთ აც­რა­ზე უა­რის თქმის­კენ?! არც იფიქ­როთ!ჯვა­რი გვწე­რია! ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, ეს 'დელ­ტა“ ისე­თი ვე­რა­გი შტა­მია, მკვდრე­ბის გა­ტა­ნას ვერ აუვ­ლენ კლი­ნი­კე­ბი.და მთა­ვა­რი: არ­ცერ­თი ვაქ­ცი­ნის მწარ­მო­ე­ბე­ლი არ ამ­ბობს, რომ ვაქ­ცი­ნა 100%-ით იცავს და ვთქვათ, რო­დე­საც დაც­ვის 80%-იან მე­ქა­ნიზ­მზე გვე­ლა­პა­რა­კე­ბი­ან, ის 20% ჩვენ უნდა ვიფრ­თხი­ლოთ.ამ სა­ღა­მოს ერთი მე­გო­ბა­რი მწერ­და - ვირუ­სის ში­შით ადა­მი­ა­ნებ­ზე თქვი უა­რიო... სამ­წუ­ხა­როდ, გარ­კვე­ულ­წი­ლად, მარ­თა­ლია, არა­ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ მე­გობ­რებ­თან ფაქ­ტობ­რი­ვად არ ვკონ­ტაქ­ტობ, რა­ტომ? განა არ მე­ნატ­რე­ბა მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, აც­რი­ლიც ვარ, მაგ­რამ ზე­მოთ რომ ვამ­ბობ­დი, სწო­რედ ის 20% მი­ბიძ­გებს სიფრ­თხი­ლის­კენ და გარ­და ამი­სა, ვინც კო­რო­ნა მძი­მე ფორ­მით გა­და­ვი­ტა­ნეთ, ზუს­ტად ვი­ცით, ეს რა სა­ში­ნე­ლე­ბაა. ჯან­მრთე­ლო­ბას გი­სურ­ვებთ, აუ­ცი­ლებ­ლად აი­ცე­რით, არ გვაქვს სხვა გზა, აღარ მინ­და, ვინ­მე მოკ­ვდეს, მარ­თა­ლია, ბევ­რი არ ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას ყო­ველ­დღი­ურ სტა­ტის­ტი­კა­ზე და ჩემ­სა­ვით არ დებს კუ­ბო­ე­ბის ფო­ტო­ებს ფე­ის­ბუქ­ზე, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ყვე­ლა თქვენ­გან­ზე სა­შინ­ლად მოქ­მე­დებს, ყვე­ლა და­უს­რუ­ლე­ბელ სტრეს­ში ვართ. სა­თი­თაო ადა­მი­ა­ნი, წაქ­ცე­ვამ­დე მი­სუ­ლი ჯან­დაც­ვის სექ­ტო­რი თუ მო­სახ­ლე­ო­ბის აც­რი­ლი 10% ვერ შეც­ვლის ამ მძი­მე სტა­ტის­ტი­კას".

მკითხველის კომენტარები / 67 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ციცინო
0

წეღან ეთერში ტიკარაძე სიტუაციის დამძიმებაში მოსახლეობას ადანაშაულებდა. ესეთი თავხედობა და უსინდისობა მიუღებელია.საზღვრების გახსნა 2% იმუნიზაციის დროს მოსახლეობის ბრალია?ან პირბადეების და ჯარიმების გაუქმებაა ხალხის ბრალი?თვეობით რომ მასიური ვაქცინაცია არ იყო ესაა ხალხის ბრალი? არ შედგა სახელმწიფო ოცნების ხელში თორემ ეხლა ტიკარაძესნაირები პასუხისგებაში იქნებოდნენ.

alx
1

ვწუხვარ, ყველანი მოკვდავები ვართ. რას ვიზავთ,ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო ვერცა კლდოვანი, მისგან ყოველი გასწორდეს სუსტი და ძალგულოვანი. ერთი ის გვახარებს,რომ ყველანი უფალთან მივდივართ.

ავტორი:

"ეს არ უნდა წარმოადგენდეს პანიკის საფუძველს, მსოფლიოში მსგავსი ერთეული შემთხვევები ფიქსირდება, ეს 0.001%-ია" - რას ამბობს ტიკარაძე ორჯერ აცრილი ადამიანის გარდაცვალებაზე?

"ეს არ უნდა წარმოადგენდეს პანიკის საფუძველს, მსოფლიოში მსგავსი ერთეული შემთხვევები ფიქსირდება, ეს 0.001%-ია" - რას ამბობს ტიკარაძე ორჯერ აცრილი ადამიანის გარდაცვალებაზე?

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში ორჯერ აცრილი ადამიანი გარდაიცვალა. ამის თაობაზე კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. მან დაადასტურა მომხდარი და განაცხადა, - ორჯერ ვაქცინირებული მოქალაქეების გარდაცვალება არ უნდა წარმოადგენდეს პანიკის საფუძველს, რადგან ასეთი შემთხვევა არის 0.001%.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტებს ქრონიკული დაავადებები ჰქონდათ, რამაც მათ სიცოცხლისთვის შეუსაბამო დაზიანებები მიაყენა.

'მსგავი შემთხვევა არის დაფიქსირებული. რა თქმა უნდა, ეს არის სამწუხარო ფაქტი. მსოფლიოში მსგავსი ერთეული შემთხვევები ფიქსირდება და ასეთი დაფიქსირდა საქართველოშიც. თუმცა, ეს არ უნდა წარმოადგენდეს პანიკის საფუძველს, ვინაიდან ეს არის 0.001%, ძირითადში ვაქცინა გვიცავს ლეტალობის შემთხვევებისგან. ამ პაციენტებში იყო განვითარებული სიცოცხლისთვის შეუსაბამო სხვადასხვა დაზიანებები, რომელიც მათი ქრონიკული დაავადებებისგან იყო გამოწვეული და ამ შემთხვევაში, ექიმების ძალისხმევაც უშედეგო აღმოჩნდა“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რომელი ვაქცინით იყვნენ აღნიშნული პირები აცრილი, ტიკარაძემ აღნიშნა, რომ "ეს არის პაციენტის პირადი ინფორმაცია“.

22 აგვისტოს ჟურნალისტმა ია თინიკაშვილმა "ფეისბუქზე" დაწერა:

"საშინელებაა თითოეული ადამიანის გარდაცვალება, აუტანელია ეს ყოველდღიური სიკვდილის ქრონიკა, ერთ დიდ ნეკროლოგად იქცა საინფორმაციო საშუალებებიც, კიდევ უფრო მძიმეა, როცა გარდაცვლილს იცნობდი, წლების ურთიერთობა გაკავშირებდა - ასეთი იყო გორელი მწერალი, 63 წლის ვაჟა შაქარაშვილი, რომელიც ერთ-ერთია კოვიდით გარდაცვლილთა დღევანდელ სტატისტიკაში.უზომოდ ვწუხვარ, რომ აჯობა კორონავირუსმა. კლინიკაში შესვლისას ფილტვების უკვე მაღალი ხარისხის დაზიანება ჰქონდა - 50%-ზე მეტი, მერე კიდევ უფრო დამძიმდა...

შაქარაშვილი ვაქცინირებული იყო, რაც ანტივაქსერებმა ისეთი აღტკინებით აიტაცეს, რომ ღმერთო, მაპატიე თუ ვცდები და რამდენიმე კომენტარზე მომეჩვენა, რომ ამ უწყინარი კაცის გარდაცვალება ისე არ ეწყინათ, როგორც ის ფაქტი გაეხარდათ, რომ შაქარაშვილი აცრილი იყო...

და რას ვიღებთ რეალურად?! იმას, რომ კიდევ უფრო მეტ ადამიანს ვუბიძგოთ აცრაზე უარის თქმისკენ?! არც იფიქროთ!ჯვარი გვწერია! ასეთ შემთხვევაში, ეს 'დელტა“ ისეთი ვერაგი შტამია, მკვდრების გატანას ვერ აუვლენ კლინიკები.და მთავარი: არცერთი ვაქცინის მწარმოებელი არ ამბობს, რომ ვაქცინა 100%-ით იცავს და ვთქვათ, როდესაც დაცვის 80%-იან მექანიზმზე გველაპარაკებიან, ის 20% ჩვენ უნდა ვიფრთხილოთ.ამ საღამოს ერთი მეგობარი მწერდა - ვირუსის შიშით ადამიანებზე თქვი უარიო... სამწუხაროდ, გარკვეულწილად, მართალია, არავაქცინირებულ მეგობრებთან ფაქტობრივად არ ვკონტაქტობ, რატომ? განა არ მენატრება მათთან ურთიერთობა, აცრილიც ვარ, მაგრამ ზემოთ რომ ვამბობდი, სწორედ ის 20% მიბიძგებს სიფრთხილისკენ და გარდა ამისა, ვინც კორონა მძიმე ფორმით გადავიტანეთ, ზუსტად ვიცით, ეს რა საშინელებაა. ჯანმრთელობას გისურვებთ, აუცილებლად აიცერით, არ გვაქვს სხვა გზა, აღარ მინდა, ვინმე მოკვდეს, მართალია, ბევრი არ ამახვილებს ყურადღებას ყოველდღიურ სტატისტიკაზე და ჩემსავით არ დებს კუბოების ფოტოებს ფეისბუქზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველა თქვენგანზე საშინლად მოქმედებს, ყველა დაუსრულებელ სტრესში ვართ. სათითაო ადამიანი, წაქცევამდე მისული ჯანდაცვის სექტორი თუ მოსახლეობის აცრილი 10% ვერ შეცვლის ამ მძიმე სტატისტიკას".