საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი ავღანელი ქალები, რომლებსაც "თალიბანი" "გაასამართლებს" - "ზოგს შინაპატიმრობა, ზოგსაც სიკვდილით დასჯა ემუქრება..."
ცნობილი ავღანელი ქალები, რომლებსაც "თალიბანი" "გაასამართლებს" - "ზოგს შინაპატიმრობა, ზოგსაც სიკვდილით დასჯა ემუქრება..."

რამ­დე­ნი­მე დღე­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლად შეც­ვლი­ლი ავ­ღა­ნე­თის ბედი, რო­მე­ლიც ბოლო 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ამე­რი­კის, და­სავ­ლე­თი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის დახ­მა­რე­ბით, თით­ქოს ცდი­ლობ­და ცი­ვი­ლუ­რი სამ­ყა­როს ნა­წი­ლი გამ­ხდა­რი­ყო, კი­დევ დიდ­ხანს იქ­ნე­ბა გან­ხილ­ვის სა­გა­ნი...

ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, ავ­ღა­ნეთ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი სიმ­შვი­დის სა­ფუძ­ველს არც ად­გი­ლობ­რი­ვებს აძ­ლევს და არც და­ნარ­ჩენ მსოფ­ლი­ოს. დრო­ე­ბით­მა მმარ­თვე­ლო­ბამ ქა­ბუ­ლის უსაფრ­თხო­ე­ბა ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია "ჰა­ქა­ნის" ქსე­ლის უფ­როს წევ­რებს ჩა­ა­ბა­რა, რო­მელ­თაც მჭიდ­რო კავ­ში­რე­ბი აქვთ უცხო­ურ ჯი­ჰა­დისტ ჯგუ­ფებ­თან, მათ შო­რის - ალ-ქა­ი­დას­თან.

არა­და, მას შემ­დეგ, რაც ქა­ბუ­ლიც აი­ღეს და ქვეყ­ნის მმარ­თვე­ლო­ბა "თა­ლი­ბან­მა" ჩა­ი­ბა­რა, აცხა­დებ­დნენ, რომ 1996-2001 წლის მმარ­თვე­ლო­ბის სტილს აღარ და­უბ­რუნ­დე­ბოდ­ნენ, და­ცუ­ლი იქ­ნე­ბო­და ადა­მი­ან­თა უსაფრ­თხო­ე­ბა, შემ­წყნა­რებ­ლე­ბი იქ­ნე­ბოდ­ნენ ქა­ლე­ბის მი­მართ და "შა­რი­ა­თის კა­ნო­ნის" ფარ­გლებ­ში მათი უფ­ლე­ბე­ბი და­ცუ­ლი იქ­ნე­ბო­და...

"ამე­რი­კის ხმის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, დაჯ­გუ­ფე­ბა "ჰა­ქა­ნის" ლი­დე­რი, ხა­ლილ ალ-რაჰ­მა­ნი 2001 წლის თე­ბერ­ვალ­ში, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ხა­ზი­ნის დე­პარ­ტა­მენ­ტმა გლო­ბა­ლურ ტე­რო­რის­ტად გა­მო­ა­ცხა­და. მას­ზე და­წე­სე­ბუ­ლი იყო ჯილ­დო მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი. ის გა­ე­როს ტე­რო­რის­ტთა სი­ა­ში­ცაა.

სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებ­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის კვალ­დაკ­ვალ, მსოფ­ლიო ყუ­რა­დღე­ბით ადევ­ნებს თვალს ავ­ღა­ნეთ­ში დარ­ჩე­ნი­ლი იმ ქა­ლე­ბის ბედ­საც, რომ­ლე­ბიც აშ­რაფ ღა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში, ქვე­ყა­ნა­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის დამ­სხვრე­ვას ცდი­ლობ­დნენ, სამ­სა­ხუ­რი და კა­რი­ე­რა ჰქონ­დათ, რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ...

"თა­ლი­ბა­ნის" მმარ­თვე­ლო­ბის პი­რო­ბებ­ში, ზოგს ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბა, ზოგს კი, სიკ­ვდი­ლით დას­ჯა ემუქ­რე­ბა. გა­აჩ­ნია, ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის "და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­სა­მარ­თლო" რო­გორ გა­და­წყვეტს.

და­სავ­ლუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, ამ სი­ა­შია, ავ­ღა­ნე­თის პირ­ვე­ლი და ერ­თა­დერ­თი რე­ჟი­სო­რი და დო­კუ­მენ­ტა­ლის­ტი ქალი საჰ­რა ქა­რი­მი, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის თა­ვის გვერ­დზე წერს, რომ "თა­ლი­ბა­ნის" მოს­ვლის შემ­დეგ, სხვა ქა­ლებ­თან ერ­თად, რამ­დე­ნი­მე დღე ქა­ბუ­ლის აე­რო­პორტთან ახ­ლოს, ტყე­ში იმა­ლე­ბო­და. შემ­დეგ კი სამ­ხედ­რო­ებ­მა სამ­შვი­დო­ბოს გა­მო­იყ­ვა­ნეს.

მას მხო­ლოდ იმი­ტომ შე­იძ­ლე­ბა გა­უს­წორ­დნენ, რომ ვე­ნე­ცი­ის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. თუმ­ცა, მხო­ლოდ ის არ არის "თა­ლი­ბა­ნის" სა­მიზ­ნე.

"მი­ლი­ო­ნო­ბით ავ­ღა­ნე­ლი ქალი, რომ­ლებ­მაც ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ შეძ­ლეს თა­ვი­ან­თი ცხოვ­რე­ბის აწყო­ბა, ქუ­ჩა­ში მარ­ტო გა­მო­დი­ოდ­ნენ, საქ­მი­ა­ნი ტა­ნი­სა­მო­სით, პი­ჯა­კი­თა და შარ­ვლით და არა, ბურ­კით ან ჩად­რით, არ იფა­რავ­დნენ სა­ხეს, ატა­რებ­დნენ მან­ქა­ნას, მის­დევ­დნენ სპორ­ტს, ახლა უდი­დე­სი რის­კის წი­ნა­შე არი­ან. "თა­ლი­ბა­ნის" და­პი­რე­ბებს, რომ არა­ვის არა­ფერს და­უ­შა­ვე­ბენ, უკვე აღა­რა­ვინ ენ­დო­ბა, რად­გან ტე­რო­რის­ტებ­მა უკვე და­ი­წყეს იმ ადა­მი­ა­ნე­ბის პოვ­ნა, რომ­ლე­ბიც ამე­რი­კულ ან სხვა ქვეყ­ნის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში მუ­შა­ობ­დნენ..." - წერს და­სავ­ლუ­რი მე­დია.

"რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის" ჟურ­ნა­ლის­ტის გად­მო­ცე­მით, "თა­ლი­ბა­ნის" წევ­რე­ბი კარ­და­კარ და­დი­ან და და­საქ­მე­ბულ ადა­მი­ა­ნებს ტე­ლე­ფო­ნებს არ­თმე­ვენ, სა­დაც მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი­სა და სხვა "სა­ეჭ­ვო პი­რე­ბის" კონ­ტაქ­ტებს ეძე­ბენ.

"მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­მა ბევ­რს პა­კის­ტა­ნე­ლი გო­გო­ნას, მა­ლა­ლა იუ­საფ­ზა­ის ის­ტო­რია გა­ახ­სე­ნა, რო­მელ­საც ტე­რო­რის­ტებ­მა მხო­ლოდ იმი­ტომ ეს­რო­ლეს, რომ სკო­ლა­ში და­დი­ო­და. გო­გო­ნა სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­დარ­ჩა, თუმ­ცა სამ­შობ­ლოს და­ტო­ვე­ბა და ბრი­ტა­ნეთ­ში სა­ცხოვ­რებ­ლად გა­დას­ვლა მო­უ­წია. ის დღემ­დე იბ­რძვის ბავ­შვთა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი გო­გო­ნა­თა გა­ნათ­ლე­ბის უფ­ლე­ბე­ბის­თვის" - წერს გა­მო­ცე­მა.

ად­გი­ლობ­რი­ვი კო­რეს­პონ­დენ­ტის ცნო­ბით, "თა­ლი­ბა­ნი" უკვე შე­უდ­გა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ბა­ნე­რე­ბის დე­მონ­ტაჟს. მა­თი­ვე თქმით, ქვე­ყა­ნა შე­უდ­გე­ბა გო­გო­ნე­ბი­სა და ვა­ჟე­ბის ცალ-ცალ­კე და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას, თუმ­ცა, ეს არ ნიშ­ნავს, რომ ქა­ლე­ბის გა­ნათ­ლე­ბა სრუ­ლად შე­ი­ზღუ­დე­ბა, რო­გორც ეს 1996-2001 წლებ­ში იყო, რა დრო­საც ქა­ლებს გა­ნათ­ლე­ბის უფ­ლე­ბა არ ჰქონ­დათ. ზოგ შემ­თხვე­ვა­ში კი, მხო­ლოდ 10-12 წლამ­დე შე­ეძ­ლოთ სკო­ლა­ში სი­ა­რუ­ლი. შემ­დეგ კი, ოჯა­ხის, სა­ნა­თე­სა­ოს ან მო­ლას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ათხო­ვებ­დნენ.

და­სავ­ლუ­რი მე­დია წერს, რომ ავ­ღა­ნე­თი მალე იგი­ვე ტრა­დი­ცი­ას და­უბ­რუნ­დე­ბა. მა­ნამ­დე კი გა­ურ­კვე­ვე­ლია, რა ბედი ეწე­ვათ იმ ქა­ლებს, ვინც ამ 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში იყო და­საქ­მე­ბუ­ლი და მის გან­ვი­თა­რე­ბა­ში თა­ვი­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა.

29 წლის ზა­რი­ფა გა­ფა­რი, ავ­ღა­ნუ­რი ქა­ლაქ მა­ი­დან-შა­რის მერი იყო. ის ავ­ღა­ნურ პო­ლი­ტი­კა­ში ქა­ლე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის სიმ­ბო­ლო გახ­და. ეს ქა­ლა­ქი ქა­ბუ­ლი­დან 40 კი­ლო­მეტრში მდე­ბა­რე­ობს და კონ­სერ­ვა­ტო­რი მო­სახ­ლე­ო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა... 2018 წელს, თა­ვი­სი მუ­შა­ო­ბის პირ­ველ დღეს, ის ად­გი­ლობ­რი­ვი მა­მა­კა­ცე­ბის­გან ქვე­ბით ჩა­ქოლ­ვას გა­და­ურ­ჩა.

ის თა­ვის ქა­ლაქ­ში სა­მუ­შა­ოდ ქა­ბუ­ლი­დან და­დი­ო­და, რად­გან იქ მუდ­მი­ვად საფრ­თხე ემუქ­რე­ბო­და. გა­სულ წელს, "თა­ლი­ბებ­მა" მა­მა­მი­სი სიკ­ვდი­ლით და­სა­ჯეს.

"ვიცი, რომ ოდეს­მე მეც მეს­ვრი­ან" - ამ­ბობ­და New York Times-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ახალ­გაზ­რდა ქალი. "თა­ლი­ბა­ნის" შე­მოს­ვლის დღეს, მან სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, რომ ქა­ბულ­ში მის ბი­ნა­ში იჯდა და ელო­და, რო­დის მი­უ­კა­კუ­ნებ­დნენ ტე­რო­როს­ტე­ბი...

"ისი­ნი უამ­რავ ჩემ­ნა­ირს მი­ად­გე­ბი­ან და მოკ­ლა­ვენ. შე­მიძ­ლია აქა­უ­რო­ბის და­ტო­ვე­ბა, მაგ­რამ ჩემს ოჯახს ვერ დავ­ტო­ვებ..." - წერ­და ის. ამის შემ­დეგ, მას­ზე არა­ვი­თა­რი ცნო­ბე­ბი არ ვრცელ­დე­ბა.

ზა­რი­ფა გა­ფა­რი

თა­ნა­მედ­რო­ვე ავ­ღა­ნე­ლი ქალი შამ­სია ჰა­სა­ნი ქა­ლა­ქის ქუ­ჩე­ბის მო­ხატ­ვით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მან რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­წე­რა, რომ ვერ გა­ი­გო, რა­ტომ ებ­რძოდ­ნენ "თა­ლი­ბე­ბი" ქა­ლებს. რა­ტომ არ სურთ, ისი­ნიც ამ სამ­ყა­რო­ში ცხოვ­რობ­დნენ.

"ეს ეხე­ბა რო­გორც "თა­ლი­ბანს", ასე­ვე "აი­სი­სის". მე მინ­და მშვი­დო­ბა, მინ­და ჩემი ხალ­ხის­თვის და ჩემი ქვეყ­ნის­თვის," - წერ­და გო­გო­ნა. ის წარ­მო­შო­ბით ირა­ნე­ლია. 2005 წელს ქა­ბუ­ლის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ხე­ლო­ვა­ნის სტა­ტუ­სი მი­ი­ღო.

მის ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ ნა­მუ­შევ­რებ­ში ასა­ხუ­ლია ავ­ღა­ნე­თის ომის ეპი­ზო­დე­ბი და ქა­ლის როლი ქვეყ­ნის ცხოვ­რე­ბა­ში.

შამ­სია ჰა­სა­ნი

2012 წელს, 20 წლის ნი­ლუ­ფარ რაჰ­მა­ნი პირ­ვე­ლი ავ­ღა­ნე­ლი ქალი პი­ლო­ტი გახ­და და "ბი­ბი­სის" ავ­ღა­ნეთ­ში სამ­სა­ხურ­ში და­საქმდა. მისი ოჯა­ხი 90-იანი წლე­ბის ბო­ლოს ქა­ბუ­ლი­დან "თა­ლი­ბანს" პა­კის­ტან­ში გა­ექ­ცა და მხო­ლოდ 2001 წელს შეძ­ლეს უკან დაბ­რუ­ნე­ბა.

სამ­სა­ხუ­რის გამო, "თა­ლი­ბე­ბი" მას მუდ­მი­ვად სიკ­ვდი­ლით ემუქ­რე­ბოდ­ნენ. 2018 წელს ამე­რი­კა­ში თავ­შე­სა­ფა­რი მი­ი­ღო. მალე გა­მოს­ცა წიგ­ნი "ღია ცა - პირ­ვე­ლი ავ­ღა­ნე­ლი პი­ლო­ტი ქა­ლის ცხოვ­რე­ბა".

"ბოლო ხა­ნებ­ში მა­მა­ჩე­მი ქა­ბულ­ში ცხოვ­რობ­და და მამ­შვი­დებ­და, რომ ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზე იყო. თუმ­ცა, ვიცი, რომ ასე ვერ იქ­ნე­ბო­და" - ამ­ბობ­და ქალი ამე­რი­კულ ტე­ლე­კომ­პა­ნია FOX-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

მან ავ­ღა­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­აკ­რი­ტი­კა და უმოქ­მე­დო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

"რო­დე­საც ქვეყ­ნი­დან პო­ლი­ტი­კუ­რი მმარ­თვე­ლო­ბა გარ­ბის, სხვე­ბი რას გა­ა­კე­თე­ბენ? მათ ხომ ბრძო­ლის მო­ტი­ვა­ცია არ ექ­ნე­ბათ... გთხოვთ, და­ეხ­მა­რეთ ჩემს ოჯახს, იქ დარ­ჩე­ნილ ქა­ლებ­სა და ბავ­შვებს..." - მი­მარ­თა მან ამე­რი­კის პრე­ზი­დენტს ჯო ბა­ი­დენს სა­ტე­ლე­ვი­ზო გა­მოს­ვლა­ში.

ნი­ლუ­ფარ რაჰ­მა­ნი

"თა­ლი­ბა­ნის" პი­რის­პირ დარ­ჩნენ ად­გი­ლობ­რი­ვი ტე­ლე­კომ­პა­ნია Zan TV-ის ქალი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც 2017 წლი­დან, ავ­ღა­ნეთ­ში ქა­ლე­ბის პრობ­ლე­მებს აშუ­ქებ­დნენ, მათ უფ­ლე­ბებ­ზე ხმა­მაღ­ლა სა­უბ­რობ­დნენ. "თა­ლი­ბე­ბი" იქ მა­ლე­ვე შე­ვარ­დნენ და ტე­ლე­ვი­ზია და­ხუ­რეს. მისი წამ­ყვა­ნი ჰა­ჯიჯ ამი­ნი "თა­ლი­ბა­ნის" წარ­მო­მად­გე­ნელ­მა შეც­ვა­ლა. მასა და მის კო­ლე­გებს კი, სამ­სა­ხურ­ში მის­ვლა აუკ­რძა­ლეს.

უკვე ცნო­ბი­ლია, რომ "თა­ლი­ბე­ბი" არც სპორ­ტის სფე­რო­ში და­საქ­მე­ბულ ადა­მი­ა­ნებს და­ტო­ვე­ბენ "უყუ­რა­დღე­ბოდ". "ორი ავ­ღა­ნე­ლი ქალი, ნი­ლუ­ფარ ბა­ი­ა­თი და ზა­კია ხუ­და­და­დი "თა­ლი­ბა­ნის­გან" ინ­ტენ­სი­უ­რად იღებ­დნენ მუ­ქა­რებს.

"შა­რი­ა­თის კა­ნო­ნე­ბი" ქა­ლებს გა­შიშ­ვლე­ბას უკ­რძა­ლავს, მით უფრო, უც­ნო­ბე­ბის თვალ­წინ. ახლა მთა­ვა­რია, რა ბედი ეწე­ვათ თა­ვად სპორ­ტსმე­ნებს, რომ­ლე­ბიც მედ­ლე­ბის­თვი­საც იბ­რძოდ­ნენ.

მათ­გან ერთ-ერ­თია ზა­კია, პა­რა­ო­ლიმ­პი­უ­რი სპორ­ტსმე­ნი, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხალ­ხს სთხოვ­და, რომ რო­გორ­მე დახ­მა­რე­ბოდ­ნენ.

"და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბა მი­ჭირს. ჩემი ოჯა­ხი ჰე­რატ­ში ცხოვ­რობს. მე კი ქა­ბულ­ში, ახ­ლობ­ლე­ბის დიდ ოჯახ­ში, სა­დაც თა­ვა­დაც მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან, არ აქვთ საკ­მა­რი­სი საკ­ვე­ბი, მე კი მათ ტვირ­თად და­ვა­წე­ქი. გთხოვთ, და­მეხ­მა­როთ, წა­მიყ­ვა­ნოთ აქე­დან..." - წერ­და ქალი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. მის შე­სა­ხებ სხვა ინ­ფორ­მა­ცია არ ვრცელ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლელა
1

რა კოშმარია:((((

ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
1

ამათ რა ელით, არ ვიცი მარა, ყოველდღე ცოლის მოთხვნა არ კმარა?

აზიზას კლარამ, ქე გაიჩინა საყვარელი და არის წყნარად.

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ცნობილი ავღანელი ქალები, რომლებსაც "თალიბანი" "გაასამართლებს" - "ზოგს შინაპატიმრობა, ზოგსაც სიკვდილით დასჯა ემუქრება..."

ცნობილი ავღანელი ქალები, რომლებსაც "თალიბანი" "გაასამართლებს" - "ზოგს შინაპატიმრობა, ზოგსაც სიკვდილით დასჯა ემუქრება..."

რამდენიმე დღეში მოულოდნელად შეცვლილი ავღანეთის ბედი, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში, ამერიკის, დასავლეთისა და საერთაშორისო საზოგადოების დახმარებით, თითქოს ცდილობდა ცივილური სამყაროს ნაწილი გამხდარიყო, კიდევ დიდხანს იქნება განხილვის საგანი...

ბოლო მონაცემებით, ავღანეთში განვითარებული მოვლენები სიმშვიდის საფუძველს არც ადგილობრივებს აძლევს და არც დანარჩენ მსოფლიოს. დროებითმა მმართველობამ ქაბულის უსაფრთხოება ტერორისტული ორგანიზაცია "ჰაქანის" ქსელის უფროს წევრებს ჩააბარა, რომელთაც მჭიდრო კავშირები აქვთ უცხოურ ჯიჰადისტ ჯგუფებთან, მათ შორის - ალ-ქაიდასთან.

არადა, მას შემდეგ, რაც ქაბულიც აიღეს და ქვეყნის მმართველობა "თალიბანმა" ჩაიბარა, აცხადებდნენ, რომ 1996-2001 წლის მმართველობის სტილს აღარ დაუბრუნდებოდნენ, დაცული იქნებოდა ადამიანთა უსაფრთხოება, შემწყნარებლები იქნებოდნენ ქალების მიმართ და "შარიათის კანონის" ფარგლებში მათი უფლებები დაცული იქნებოდა...

"ამერიკის ხმის" ინფორმაციით, დაჯგუფება "ჰაქანის" ლიდერი, ხალილ ალ-რაჰმანი 2001 წლის თებერვალში, შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა გლობალურ ტერორისტად გამოაცხადა. მასზე დაწესებული იყო ჯილდო მილიონი დოლარი. ის გაეროს ტერორისტთა სიაშიცაა.

სახელმწიფო უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანების კვალდაკვალ, მსოფლიო ყურადღებით ადევნებს თვალს ავღანეთში დარჩენილი იმ ქალების ბედსაც, რომლებიც აშრაფ ღანის ხელისუფლების პირობებში, ქვეყანაში წლების განმავლობაში დამკვიდრებული ტრადიციების დამსხვრევას ცდილობდნენ, სამსახური და კარიერა ჰქონდათ, რეალიზებულები იყვნენ...

"თალიბანის" მმართველობის პირობებში, ზოგს შინაპატიმრობა, ზოგს კი, სიკვდილით დასჯა ემუქრება. გააჩნია, ტერორისტული ორგანიზაციის "დამოუკიდებელი სასამართლო" როგორ გადაწყვეტს.

დასავლური მედიის ცნობით, ამ სიაშია, ავღანეთის პირველი და ერთადერთი რეჟისორი და დოკუმენტალისტი ქალი საჰრა ქარიმი, რომელიც სოციალური ქსელის თავის გვერდზე წერს, რომ "თალიბანის" მოსვლის შემდეგ, სხვა ქალებთან ერთად, რამდენიმე დღე ქაბულის აეროპორტთან ახლოს, ტყეში იმალებოდა. შემდეგ კი სამხედროებმა სამშვიდობოს გამოიყვანეს.

მას მხოლოდ იმიტომ შეიძლება გაუსწორდნენ, რომ ვენეციის კინოფესტივალში მონაწილეობდა. თუმცა, მხოლოდ ის არ არის "თალიბანის" სამიზნე.

"მილიონობით ავღანელი ქალი, რომლებმაც ნაბიჯ-ნაბიჯ შეძლეს თავიანთი ცხოვრების აწყობა, ქუჩაში მარტო გამოდიოდნენ, საქმიანი ტანისამოსით, პიჯაკითა და შარვლით და არა, ბურკით ან ჩადრით, არ იფარავდნენ სახეს, ატარებდნენ მანქანას, მისდევდნენ სპორტს, ახლა უდიდესი რისკის წინაშე არიან. "თალიბანის" დაპირებებს, რომ არავის არაფერს დაუშავებენ, უკვე აღარავინ ენდობა, რადგან ტერორისტებმა უკვე დაიწყეს იმ ადამიანების პოვნა, რომლებიც ამერიკულ ან სხვა ქვეყნის ორგანიზაციებში მუშაობდნენ..." - წერს დასავლური მედია.

"რადიო თავისუფლების" ჟურნალისტის გადმოცემით, "თალიბანის" წევრები კარდაკარ დადიან და დასაქმებულ ადამიანებს ტელეფონებს ართმევენ, სადაც მთავრობის წევრებისა და სხვა "საეჭვო პირების" კონტაქტებს ეძებენ.

"მიმდინარე პროცესებმა ბევრს პაკისტანელი გოგონას, მალალა იუსაფზაის ისტორია გაახსენა, რომელსაც ტერორისტებმა მხოლოდ იმიტომ ესროლეს, რომ სკოლაში დადიოდა. გოგონა სასწაულებრივად გადარჩა, თუმცა სამშობლოს დატოვება და ბრიტანეთში საცხოვრებლად გადასვლა მოუწია. ის დღემდე იბრძვის ბავშვთა, განსაკუთრებით კი გოგონათა განათლების უფლებებისთვის" - წერს გამოცემა.

ადგილობრივი კორესპონდენტის ცნობით, "თალიბანი" უკვე შეუდგა საგანმანათლებლო ბანერების დემონტაჟს. მათივე თქმით, ქვეყანა შეუდგება გოგონებისა და ვაჟების ცალ-ცალკე დაწესებულებებში განათლების სისტემას, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ქალების განათლება სრულად შეიზღუდება, როგორც ეს 1996-2001 წლებში იყო, რა დროსაც ქალებს განათლების უფლება არ ჰქონდათ. ზოგ შემთხვევაში კი, მხოლოდ 10-12 წლამდე შეეძლოთ სკოლაში სიარული. შემდეგ კი, ოჯახის, სანათესაოს ან მოლას გადაწყვეტილებით ათხოვებდნენ.

დასავლური მედია წერს, რომ ავღანეთი მალე იგივე ტრადიციას დაუბრუნდება. მანამდე კი გაურკვეველია, რა ბედი ეწევათ იმ ქალებს, ვინც ამ 20 წლის განმავლობაში სხვადასხვა სფეროში იყო დასაქმებული და მის განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანა.

29 წლის ზარიფა გაფარი, ავღანური ქალაქ მაიდან-შარის მერი იყო. ის ავღანურ პოლიტიკაში ქალების დაბრუნების სიმბოლო გახდა. ეს ქალაქი ქაბულიდან 40 კილომეტრში მდებარეობს და კონსერვატორი მოსახლეობით გამოირჩევა... 2018 წელს, თავისი მუშაობის პირველ დღეს, ის ადგილობრივი მამაკაცებისგან ქვებით ჩაქოლვას გადაურჩა.

ის თავის ქალაქში სამუშაოდ ქაბულიდან დადიოდა, რადგან იქ მუდმივად საფრთხე ემუქრებოდა. გასულ წელს, "თალიბებმა" მამამისი სიკვდილით დასაჯეს.

"ვიცი, რომ ოდესმე მეც მესვრიან" - ამბობდა New York Times-სთან ინტერვიუში ახალგაზრდა ქალი. "თალიბანის" შემოსვლის დღეს, მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ქაბულში მის ბინაში იჯდა და ელოდა, როდის მიუკაკუნებდნენ ტეროროსტები...

"ისინი უამრავ ჩემნაირს მიადგებიან და მოკლავენ. შემიძლია აქაურობის დატოვება, მაგრამ ჩემს ოჯახს ვერ დავტოვებ..." - წერდა ის. ამის შემდეგ, მასზე არავითარი ცნობები არ ვრცელდება.

ზარიფა გაფარი

თანამედროვე ავღანელი ქალი შამსია ჰასანი ქალაქის ქუჩების მოხატვით იყო დაკავებული. სოციალურ ქსელში მან რამდენიმე დღის წინ დაწერა, რომ ვერ გაიგო, რატომ ებრძოდნენ "თალიბები" ქალებს. რატომ არ სურთ, ისინიც ამ სამყაროში ცხოვრობდნენ.

"ეს ეხება როგორც "თალიბანს", ასევე "აისისის". მე მინდა მშვიდობა, მინდა ჩემი ხალხისთვის და ჩემი ქვეყნისთვის," - წერდა გოგონა. ის წარმოშობით ირანელია. 2005 წელს ქაბულის უნივერსიტეტში ხელოვანის სტატუსი მიიღო.

მის ყველაზე ცნობილ ნამუშევრებში ასახულია ავღანეთის ომის ეპიზოდები და ქალის როლი ქვეყნის ცხოვრებაში.

შამსია ჰასანი

2012 წელს, 20 წლის ნილუფარ რაჰმანი პირველი ავღანელი ქალი პილოტი გახდა და "ბიბისის" ავღანეთში სამსახურში დასაქმდა. მისი ოჯახი 90-იანი წლების ბოლოს ქაბულიდან "თალიბანს" პაკისტანში გაექცა და მხოლოდ 2001 წელს შეძლეს უკან დაბრუნება.

სამსახურის გამო, "თალიბები" მას მუდმივად სიკვდილით ემუქრებოდნენ. 2018 წელს ამერიკაში თავშესაფარი მიიღო. მალე გამოსცა წიგნი "ღია ცა - პირველი ავღანელი პილოტი ქალის ცხოვრება".

"ბოლო ხანებში მამაჩემი ქაბულში ცხოვრობდა და მამშვიდებდა, რომ ყველაფერი რიგზე იყო. თუმცა, ვიცი, რომ ასე ვერ იქნებოდა" - ამბობდა ქალი ამერიკულ ტელეკომპანია FOX-სთან ინტერვიუში.

მან ავღანეთის ხელისუფლება გააკრიტიკა და უმოქმედობაში დაადანაშაულა.

"როდესაც ქვეყნიდან პოლიტიკური მმართველობა გარბის, სხვები რას გააკეთებენ? მათ ხომ ბრძოლის მოტივაცია არ ექნებათ... გთხოვთ, დაეხმარეთ ჩემს ოჯახს, იქ დარჩენილ ქალებსა და ბავშვებს..." - მიმართა მან ამერიკის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს სატელევიზო გამოსვლაში.

ნილუფარ რაჰმანი

"თალიბანის" პირისპირ დარჩნენ ადგილობრივი ტელეკომპანია Zan TV-ის ქალი ჟურნალისტები და თანამშრომლები, რომლებიც 2017 წლიდან, ავღანეთში ქალების პრობლემებს აშუქებდნენ, მათ უფლებებზე ხმამაღლა საუბრობდნენ. "თალიბები" იქ მალევე შევარდნენ და ტელევიზია დახურეს. მისი წამყვანი ჰაჯიჯ ამინი "თალიბანის" წარმომადგენელმა შეცვალა. მასა და მის კოლეგებს კი, სამსახურში მისვლა აუკრძალეს.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">Khadija Amin the new anchor on state TV last week.<br>Taliban taking over her seat as of Monday.<br>Ms. Amin told us her boss informed her Taliban have banned women from returning to work at state television.<a href="https://twitter.com/hashtag/Afghanistan?src=hash&amp;ref_src=twsrc%5Etfw">#Afghanistan</a> <a href="https://t.co/S4BfISKkaG">pic.twitter.com/S4BfISKkaG</a></p>&mdash; Farnaz Fassihi (@farnazfassihi) <a href="https://twitter.com/farnazfassihi/status/1427763012686041090?ref_src=twsrc%5Etfw">August 17, 2021</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

უკვე ცნობილია, რომ "თალიბები" არც სპორტის სფეროში დასაქმებულ ადამიანებს დატოვებენ "უყურადღებოდ". "ორი ავღანელი ქალი, ნილუფარ ბაიათი და ზაკია ხუდადადი "თალიბანისგან" ინტენსიურად იღებდნენ მუქარებს.

"შარიათის კანონები" ქალებს გაშიშვლებას უკრძალავს, მით უფრო, უცნობების თვალწინ. ახლა მთავარია, რა ბედი ეწევათ თავად სპორტსმენებს, რომლებიც მედლებისთვისაც იბრძოდნენ.

მათგან ერთ-ერთია ზაკია, პარაოლიმპიური სპორტსმენი, რომელიც სოციალურ ქსელში ხალხს სთხოვდა, რომ როგორმე დახმარებოდნენ.

"დამოუკიდებლად გადაადგილება მიჭირს. ჩემი ოჯახი ჰერატში ცხოვრობს. მე კი ქაბულში, ახლობლების დიდ ოჯახში, სადაც თავადაც მძიმე მდგომარეობაში არიან, არ აქვთ საკმარისი საკვები, მე კი მათ ტვირთად დავაწექი. გთხოვთ, დამეხმაროთ, წამიყვანოთ აქედან..." - წერდა ქალი სოციალურ ქსელში. მის შესახებ სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება.