სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მივმართავ ყველა უანგარო დონორობის მსურველს, შეგიძლიათ გაიღოთ სისხლი სრული ვაქცინაციიდან 14 დღის შემდეგ!" - რას პასუხობს იმნაძე გავრცელებულ დეზინფორმაციას
"მივმართავ ყველა უანგარო დონორობის მსურველს, შეგიძლიათ გაიღოთ სისხლი სრული ვაქცინაციიდან 14 დღის შემდეგ!" - რას პასუხობს იმნაძე გავრცელებულ დეზინფორმაციას

კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ამ, მსოფ­ლი­ო­ში და მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­ში, სის­ხლის პრო­დუქ­ტე­ბის მა­რა­გე­ბი საგ­რძნობ­ლად შე­ამ­ცი­რა. შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ში სი­ტუ­ა­ცი­ას ამ­წვა­ვებს ან­ტი­ვაქ­სერ­თა გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფე­ბის მიერ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცია. მათი მტკი­ცე­ბით, ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის სის­ხლი დო­ნა­ცი­ი­სათ­ვის გა­მო­უ­სა­დე­გა­რი ხდე­ბა.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გო­რია და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი სის­ხლის დო­ნო­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით COVID 19-ის პან­დე­მი­ის დროს? რა პე­რი­ო­დის გას­ვლის შემ­დეგ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­და­ტა­ნი­დან ან COVID 19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბი­დან სის­ხლის გა­ღე­ბა?

აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე მეც­ნი­ე­რე­ბის დარ­გში, ლუ­გა­რის კვლე­ვი­თი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი, პა­ა­ტა იმ­ნა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- ბა­ტო­ნო პა­ა­ტა, მო­ახ­დი­ნა თუ არა კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ამ გავ­ლე­ნა მსოფ­ლი­ო­ში და მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­ში, სის­ხლის მა­რა­გე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე?

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია, კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ამ ძა­ლი­ან ცუდი როლი ითა­მა­შა სის­ხლის მა­რა­გე­ბის შემ­ცი­რე­ბის საქ­მე­ში. პან­დე­მი­ის გამო 20-30 %-ით შემ­ცირ­და სის­ხლის მა­რა­გე­ბი მთელს მსოფ­ლი­ო­ში! პან­დე­მი­ამ ნათ­ლად აჩ­ვე­ნა, თუ რა დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის მიერ გა­ღე­ბულ სის­ხლს, მით უმე­ტეს, დღე­ვან­დე­ლო­ბა­ში. ზო­გა­დად, სის­ხლი და სის­ხლის პრო­დუქ­ტე­ბი ნე­ბის­მი­ერ დროს, ნე­ბის­მი­ერ ჩვენ­განს შე­იძ­ლე­ბა და­ჭირ­დეს სი­ცო­ცხლის შე­სა­ნარ­ჩუ­ნე­ლად! მისი სა­ჭი­რო­ე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ღა­ლია ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფე­ბის, ტრავ­მე­ბის, დამ­წვრო­ბე­ბის, გუ­ლის ოპე­რა­ცი­ე­ბის, ორ­გა­ნო­ე­ბის გა­და­ნერგვის, სის­ხლდე­ნე­ბის დროს; გარ­თუ­ლე­ბუ­ლი მშო­ბი­ა­რო­ბის ან მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დგო­მი გარ­თუ­ლე­ბე­ბის, მძი­მე ანე­მი­ე­ბის, სიმ­სივ­ნე­ე­ბის; ასე­ვე ეპი­დე­მი­ე­ბის, პან­დე­მი­ე­ბის და სტი­ქი­უ­რი კა­ტას­ტრო­ფე­ბის დროს. სის­ხლის ერთი უან­გა­რო დო­ნა­ცი­ით ჩვენ შეგ­ვიძ­ლია სამ ადა­მი­ანს შე­ვუ­ნარ­ჩუ­ნოთ სი­ცო­ცხლე. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში მე­დი­ცი­ნას აქვს უდი­დე­სი მიღ­წე­ვე­ბი, სის­ხლის შემ­ცვლე­ლი ხე­ლოვ­ნუ­რი ხსნა­რე­ბი არ არ­სე­ბობს. მისი მი­ღე­ბის ერ­თა­დერ­თი გზა, მხო­ლოდ დო­ნო­რის მიერ სის­ხლის ჩა­ბა­რე­ბაა.

- დღე­სათ­ვის არ­სე­ბობს აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დეგ სის­ხლის გა­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. რო­დის შეგ­ვიძ­ლია გა­ვი­ღოთ სის­ხლი, ვაქ­ცი­ნის პირ­ვე­ლი დო­ზის გა­კე­თე­ბის თუ სრუ­ლი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე და რამ­დე­ნი დღის შემ­დეგ?

- სამ­წუ­ხა­როა, რომ ვა­ქი­ნა­ცი­ის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე ადა­მი­ა­ნე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას და შეც­დო­მა­ში შეჰ­ყავთ სა­ზო­გა­დო­ე­ბა, თით­ქოს ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დეგ სის­ხლის გა­ღე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა და ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის სის­ხლი გა­მო­უ­სა­დე­გა­რი ხდე­ბა დო­ნა­ცი­ი­სათ­ვის. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ვაქ­ცი­ნა­ცია არა­ნა­ი­რად არ წა­მო­ად­გენს უკუჩ­ვე­ნე­ბას დო­ნა­ცი­ი­სათ­ვის. მივ­მარ­თავ ყვე­ლა უან­გა­რო დო­ნო­რო­ბის მსურ­ველს, თქვენ შე­გიძ­ლი­ათ გა­ი­ღოთ სის­ხლი COVID-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სრუ­ლი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბი­დან 14 დღის შემ­დეგ! ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი, რო­მე­ლიც ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დეგ არის თქვენს სის­ხლში, იმ ადა­მი­ა­ნის­თვის, ვი­საც თქვენს სის­ხლს გა­და­უს­ხა­მენ, და­მა­ტე­ბი­თი სარ­გებ­ლის მომ­ტა­ნი იქ­ნე­ბა.

- კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­და­ტა­ნი­დან და სრუ­ლი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბი­დან რამ­დენ ხან­ში არის შე­საძ­ლე­ბე­ლი სის­ხლის გა­ღე­ბა?

- სის­ხლის ჩა­ბა­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია COVID-19-ის­გან სრუ­ლად გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბი­დან (სიმპტო­მე­ბის ალა­გე­ბი­დან ბოლო 3 უსიმპტო­მო დღე) 14 დღის შემ­დეგ! თუკი კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­და­ტა­ნის შემ­დეგ ადა­მი­ანს აქვს სურ­ვი­ლი, გა­ი­ღოს სის­ხლი სხვი­სი სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად, რა­შიც ხელს უწყობს სა­კუ­თა­რი ჯან­მრთე­ლო­ბა, არ გრძნობს თავს სუს­ტად და არ აღე­ნიშ­ნე­ბა პოს­ტკო­ვი­დუ­რი სინ­დრო­მი, მას აბ­სო­ლუ­ტუ­რად თა­ვი­სუფ­ლად შე­უძ­ლია გახ­დეს დო­ნო­რი.

- ბა­ტო­ნო პა­ა­ტა, თუკი ჩვენს სრუ­ლი­ად უსიმპტო­მოდ გა­და­ვი­ტა­ნეთ კო­რო­ნა­ვირუ­სი, ამ შემ­თხვე­ვა­ში, რამ­დენ დღე­ში არის შე­საძ­ლე­ბე­ლი სის­ხლის გა­ღე­ბა?

- პი­რებს, რო­მელ­თაც და­უ­დას­ტურ­დათ COVID-19, მაგ­რამ არ აღე­ნიშ­ნე­ბათ სიმპტო­მე­ბი, დო­ნო­რო­ბა შე­უძ­ლი­ათ ვირუ­სის და­დას­ტუ­რე­ბის დღი­დან 14 დღის შემ­დეგ.

- სის­ხლში შემ­თხვე­ვით COVID 19 - ის სა­წი­ნა­ამ­დე­გო ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის აღ­მო­ჩე­ნა, ხომ არ აღ­მოჩ­ნდე­ბა ხე­ლის­შემ­შლე­ლი ფაქ­ტო­რი უან­გა­რო დო­ნო­რო­ბის მსურ­ველ­თათ­ვის?

- სის­ხლში SARS-CoV-2-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი არ წარ­მო­ად­გენს დო­ნო­რო­ბის უკუჩ­ვე­ნე­ბას! პი­რებს, რო­მელ­თაც აღ­მო­აჩ­ნდე­ბათ ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი, მაგ­რამ არ აქვთ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი ტეს­ტი­რე­ბა და არ აღე­ნიშ­ნე­ბათ სიმპტო­მე­ბი, შე­უძ­ლი­ათ სის­ხლის გა­ღე­ბა და­ყოვ­ნე­ბის პე­რი­ო­დის და COVID 19-ზე ტეს­ტი­რე­ბის გა­რე­შე.

- თუკი ჩვენ გვქონ­და კონ­ტაქ­ტი კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბულ­თან და ვიმ­ყო­ფე­ბით იზო­ლა­ცი­ა­ში, ამ პე­რი­ოდ­ში სას­წრა­ფოდ, რომ დას­ჭირ­დეს სის­ხლი ახ­ლო­ბელს, ვერ და­ვეხ­მა­რე­ბით მას?

- იმ ადა­მი­ა­ნებ­მა, ვი­საც ჰქონ­დათ მჭიდ­რო კონ­ტაქ­ტი COVID 19 - ის და­დას­ტუ­რე­ბულ შემ­თხვე­ვას­თან, უვ­ლიდ­ნენ ინ­ფი­ცი­რე­ბულ პი­რებს, ჰქონ­დათ მოგ­ზა­უ­რო­ბის ის­ტო­რია ინ­ფი­ცი­რე­ბის მა­ღა­ლი გავ­რცე­ლე­ბის არე­ალ­ში და ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან იზო­ლა­ცი­ას ან თვი­თი­ზო­ლა­ცი­ას, თავი უნდა შე­ი­კა­ვონ სის­ხლის დო­ნა­ცი­ის­გან სულ მცი­რე სა­კა­რან­ტი­ნო პე­რი­ო­დის და­სა­წყი­სი­დან და ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თან კონ­ტაქ­ტის დღი­დან 14 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში.

- თუკი ჩვენ ჩა­ვა­ბა­რეთ სის­ხლი და რამ­დე­ნი­მე დღე­ში დაგ­ვი­დას­ტურ­დე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სი, რო­გორ უნდა მო­ვიქ­ცეთ ამ შემ­თხვე­ვა­ში?

- თუკი დო­ნა­ცი­ის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე დღე­ში და­გი­დას­ტურ­დე­ბათ კო­რო­ნა­ვირუ­სი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­უ­კავ­ში­რეთ სის­ხლის ბანკს. ამის შე­სა­ხებ კი გაფრ­თხი­ლე­ბა დო­ნო­რებს, თა­ვად სის­ხლის ბან­კის წარ­მო­მად­გებ­ლებ­მა უნდა მის­ცენ.

- შეგ­ვიძ­ლია თუ არა სის­ხლის ჩა­რე­ბა იმ პე­რი­ოდ­ში, როცა გრი­პი ან სხვა რეს­პი­რა­ცი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სიმპტო­მე­ბი გვაქვს, თუმ­ცა ტეს­ტი კო­რო­ნა­ვირუს­ზე უარ­ყო­ფი­თია?

- პი­რებს, რომ­ლებ­საც აღე­ნიშ­ნე­ბათ გრი­პის ან სხვა რეს­პი­რა­ცი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სიმპტო­მე­ბი, მაგ: ცხე­ლე­ბა, ხვე­ლა, სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა, ა.შ. ან მჭიდ­რო კონ­ტაქ­ტი ჰქონ­დათ COVID-19-ის და­დას­ტუ­რე­ბულ შემ­თხვე­ვას­თან, არ შე­უძ­ლი­ათ დო­ნო­რო­ბა და რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან თვი­თი­ზო­ლა­ცი­ას, იზო­ლა­ცი­ას და ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ ტეს­ტი­რე­ბას. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, დო­ნა­ცი­ის დღეს დო­ნო­რი თავს უნდა გრძნობ­დეს ჯან­მრთე­ლად, არ უნდა ჰქონ­დეს რეს­პი­რა­ცი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სიმპტო­მე­ბი. სის­ხლის ჩა­ბა­რე­ბის მსურ­ვე­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას სის­ხლის ბან­კის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი შე­სა­ბა­მი­სი კრი­ტე­რი­უ­მე­ბის მი­ხედ­ვით შე­ა­ფა­სებს.

- ბა­ტო­ნო პა­ა­ტა, ჩვენ უან­გა­რო დო­ნო­რებს ხში­რად ვუ­წო­დებთ გმი­რებს, თქვე­ნი აზ­რით, რაში მდგო­მა­რე­ობს ამ ადა­მი­ა­ნე­ბის გმი­რო­ბა?

- რე­გუ­ლა­რუ­ლი უან­გა­რო დო­ნო­რე­ბი მარ­თლაც გმი­რე­ბი არი­ან. ერ­თია, როცა შენი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის, ნა­თე­სა­ვის­თვის ან მე­გობ­რის­თვის აბა­რებ სის­ხლის უკი­დუ­რე­სი სა­ჭი­რო­ე­ბის გამო - ექ­სტრე­მა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში და მე­ო­რეა, როცა მი­დი­ხარ სის­ხლის ბან­კში, აბა­რებ სის­ხლის და არ იცი, შენი სის­ხლით ვის გა­და­არ­ჩენ. ეს არის უდი­დე­სი ჰუ­მა­ნუ­რი აქტი. პი­რა­დად ვუხ­დი მად­ლო­ბას ყვე­ლა უან­გა­რო დო­ნორს. მათი საქ­ცი­ე­ლი ნამ­დვი­ლად მი­სა­ბა­ძი და სა­ნა­ქე­ბოა. პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მო­სახ­ლე­ო­ბის ფარ­თო ფე­ნე­ბის მიერ სა­კუ­თა­რი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გა­აზ­რე­ბა და სის­ხლის უან­გა­რო დო­ნა­ცი­ის პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა!

ავ­ტო­რი: მეგი სა­ჯა­ია, ეკა სა­ლა­ღა­ია

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
beso
0

დღეს გაგახსენდათ ეს!? რატომ ეს არ ავიდა სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე თავის დროზე!? რატომ!? ხომ შეიძლებოდა აქ კომერციული ფენომენიც, წამახალისებელი დაგვეშვა, ან ზოგიერთს ვისაც არ უჭირდა კიდევაც გადაეხადა, მაგრამ ამას ორგანიზებული სახე უნდა მისცემოდა. დღეს ასეთი დონორის სახით ქვეყანას მინიმუმ 15-20 ათასი ადამიანის კატეგორია უნდა გააჩდეს, რომ სწრაფად მოხდეს დავადებულთა გამოჯამრთელება. ამას გავიძახოდი მტელი წელი, რადგან ჩინეთმა ამას მიმართა, როცა გამოჯამრთელებულთა რაოდენობა შეადგენდა 8-10 ათასს კაცს.

beso
1

თუ საჭიროა და ამას ეროვნული, ან ჰუმანოიდური სახე მიეცეს ასეთი განცხადება ამ საკითხზე ეკუთვნის ეკლესიასაც, სხვა კონფესიებსაც, პრემიერ მინისტრს და სხვა კიდევ ავტორიტეტის მქონე პირებს. ეს პოლიტიკის დონეზე უნდა იქნას აყვანილი შესაბამისი იმფრასტრუქტურის და ლოჯისტიკის უზრუნველყოფაში, საქმე ადამიანის სიცოცხლეს და ჯამრთელობის მდინარებას ეხება. დიდება უფალს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"მივმართავ ყველა უანგარო დონორობის მსურველს, შეგიძლიათ გაიღოთ სისხლი სრული ვაქცინაციიდან 14 დღის შემდეგ!" - რას პასუხობს იმნაძე გავრცელებულ დეზინფორმაციას

"მივმართავ ყველა უანგარო დონორობის მსურველს, შეგიძლიათ გაიღოთ სისხლი სრული ვაქცინაციიდან 14 დღის შემდეგ!" - რას პასუხობს იმნაძე გავრცელებულ დეზინფორმაციას

კორონავირუსის პანდემიამ, მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, სისხლის პროდუქტების მარაგები საგრძნობლად შეამცირა. შექმნილ ვითარებაში სიტუაციას ამწვავებს ანტივაქსერთა გარკვეული ჯგუფების მიერ საზოგადოებაში გავრცელებული დეზინფორმაცია. მათი მტკიცებით, ვაქცინირებული ადამიანის სისხლი დონაციისათვის გამოუსადეგარი ხდება.

საინტერესოა, როგორია დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები სისხლის დონორობასთან დაკავშირებით COVID 19-ის პანდემიის დროს? რა პერიოდის გასვლის შემდეგ არის შესაძლებელი კორონავირუსის გადატანიდან ან COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარებიდან სისხლის გაღება?

აღნიშნული საკითხის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, ლუგარის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, პაატა იმნაძე გვესაუბრება:

- ბატონო პაატა, მოახდინა თუ არა კორონავირუსის პანდემიამ გავლენა მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, სისხლის მარაგების რაოდენობაზე?

- რასაკვირველია, კორონავირუსის პანდემიამ ძალიან ცუდი როლი ითამაშა სისხლის მარაგების შემცირების საქმეში. პანდემიის გამო 20-30 %-ით შემცირდა სისხლის მარაგები მთელს მსოფლიოში! პანდემიამ ნათლად აჩვენა, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეული ადამიანის მიერ გაღებულ სისხლს, მით უმეტეს, დღევანდელობაში. ზოგადად, სისხლი და სისხლის პროდუქტები ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება დაჭირდეს სიცოცხლის შესანარჩუნელად! მისი საჭიროება განსაკუთრებით მაღალია ავტოკატასტროფების, ტრავმების, დამწვრობების, გულის ოპერაციების, ორგანოების გადანერგვის, სისხლდენების დროს; გართულებული მშობიარობის ან მშობიარობის შემდგომი გართულებების, მძიმე ანემიების, სიმსივნეების; ასევე ეპიდემიების, პანდემიების და სტიქიური კატასტროფების დროს. სისხლის ერთი უანგარო დონაციით ჩვენ შეგვიძლია სამ ადამიანს შევუნარჩუნოთ სიცოცხლე. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სამყაროში მედიცინას აქვს უდიდესი მიღწევები, სისხლის შემცვლელი ხელოვნური ხსნარები არ არსებობს. მისი მიღების ერთადერთი გზა, მხოლოდ დონორის მიერ სისხლის ჩაბარებაა.

- დღესათვის არსებობს აზრთა სხვადასხვაობა ვაქცინაციის შემდეგ სისხლის გაღებასთან დაკავშირებით. როდის შეგვიძლია გავიღოთ სისხლი, ვაქცინის პირველი დოზის გაკეთების თუ სრული ვაქცინაციის დასრულებისთანავე და რამდენი დღის შემდეგ?

- სამწუხაროა, რომ ვაქინაციის მოწინააღმდეგე ადამიანები ავრცელებენ დეზინფორმაციას და შეცდომაში შეჰყავთ საზოგადოება, თითქოს ვაქცინაციის შემდეგ სისხლის გაღება არ შეიძლება და ვაქცინირებული ადამიანის სისხლი გამოუსადეგარი ხდება დონაციისათვის. სინამდვილეში, ვაქცინაცია არანაირად არ წამოადგენს უკუჩვენებას დონაციისათვის. მივმართავ ყველა უანგარო დონორობის მსურველს, თქვენ შეგიძლიათ გაიღოთ სისხლი COVID-19-ის საწინააღმდეგო სრული ვაქცინაციის ჩატარებიდან 14 დღის შემდეგ! ანტისხეულები, რომელიც ვაქცინაციის შემდეგ არის თქვენს სისხლში, იმ ადამიანისთვის, ვისაც თქვენს სისხლს გადაუსხამენ, დამატებითი სარგებლის მომტანი იქნება.

- კორონავირუსის გადატანიდან და სრული გამოჯანმრთელებიდან რამდენ ხანში არის შესაძლებელი სისხლის გაღება?

- სისხლის ჩაბარება შესაძლებელია COVID-19-ისგან სრულად გამოჯანმრთელებიდან (სიმპტომების ალაგებიდან ბოლო 3 უსიმპტომო დღე) 14 დღის შემდეგ! თუკი კორონავირუსის გადატანის შემდეგ ადამიანს აქვს სურვილი, გაიღოს სისხლი სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად, რაშიც ხელს უწყობს საკუთარი ჯანმრთელობა, არ გრძნობს თავს სუსტად და არ აღენიშნება პოსტკოვიდური სინდრომი, მას აბსოლუტურად თავისუფლად შეუძლია გახდეს დონორი.

- ბატონო პაატა, თუკი ჩვენს სრულიად უსიმპტომოდ გადავიტანეთ კორონავირუსი, ამ შემთხვევაში, რამდენ დღეში არის შესაძლებელი სისხლის გაღება?

- პირებს, რომელთაც დაუდასტურდათ COVID-19, მაგრამ არ აღენიშნებათ სიმპტომები, დონორობა შეუძლიათ ვირუსის დადასტურების დღიდან 14 დღის შემდეგ.

- სისხლში შემთხვევით COVID 19 - ის საწინაამდეგო ანტისხეულების აღმოჩენა, ხომ არ აღმოჩნდება ხელისშემშლელი ფაქტორი უანგარო დონორობის მსურველთათვის?

- სისხლში SARS-CoV-2-ის საწინააღმდეგო ანტისხეულები არ წარმოადგენს დონორობის უკუჩვენებას! პირებს, რომელთაც აღმოაჩნდებათ ანტისხეულები, მაგრამ არ აქვთ ჩატარებული ლაბორატორიული ტესტირება და არ აღენიშნებათ სიმპტომები, შეუძლიათ სისხლის გაღება დაყოვნების პერიოდის და COVID 19-ზე ტესტირების გარეშე.

- თუკი ჩვენ გვქონდა კონტაქტი კოვიდინფიცირებულთან და ვიმყოფებით იზოლაციაში, ამ პერიოდში სასწრაფოდ, რომ დასჭირდეს სისხლი ახლობელს, ვერ დავეხმარებით მას?

- იმ ადამიანებმა, ვისაც ჰქონდათ მჭიდრო კონტაქტი COVID 19 - ის დადასტურებულ შემთხვევასთან, უვლიდნენ ინფიცირებულ პირებს, ჰქონდათ მოგზაურობის ისტორია ინფიცირების მაღალი გავრცელების არეალში და ექვემდებარებიან იზოლაციას ან თვითიზოლაციას, თავი უნდა შეიკავონ სისხლის დონაციისგან სულ მცირე საკარანტინო პერიოდის დასაწყისიდან და ინფიცირებულთან კონტაქტის დღიდან 14 დღის განმავლობაში.

- თუკი ჩვენ ჩავაბარეთ სისხლი და რამდენიმე დღეში დაგვიდასტურდება კორონავირუსი, როგორ უნდა მოვიქცეთ ამ შემთხვევაში?

- თუკი დონაციის შემდეგ რამდენიმე დღეში დაგიდასტურდებათ კორონავირუსი აუცილებლად უნდა დაუკავშირეთ სისხლის ბანკს. ამის შესახებ კი გაფრთხილება დონორებს, თავად სისხლის ბანკის წარმომადგებლებმა უნდა მისცენ.

- შეგვიძლია თუ არა სისხლის ჩარება იმ პერიოდში, როცა გრიპი ან სხვა რესპირაციული დაავადებისათვის დამახასიათებელი სიმპტომები გვაქვს, თუმცა ტესტი კორონავირუსზე უარყოფითია?

- პირებს, რომლებსაც აღენიშნებათ გრიპის ან სხვა რესპირაციული დაავადებისათვის დამახასიათებელი სიმპტომები, მაგ: ცხელება, ხველა, სუნთქვის გაძნელება, ა.შ. ან მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ COVID-19-ის დადასტურებულ შემთხვევასთან, არ შეუძლიათ დონორობა და რეგულაციების შესაბამისად ექვემდებარებიან თვითიზოლაციას, იზოლაციას და ლაბორატორიულ ტესტირებას. რასაკვირველია, დონაციის დღეს დონორი თავს უნდა გრძნობდეს ჯანმრთელად, არ უნდა ჰქონდეს რესპირაციული დაავადებისათვის დამახასიათებელი სიმპტომები. სისხლის ჩაბარების მსურველების ჯანმრთელობის მდგომარეობას სისხლის ბანკის წარმომადგენელი შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით შეაფასებს.

- ბატონო პაატა, ჩვენ უანგარო დონორებს ხშირად ვუწოდებთ გმირებს, თქვენი აზრით, რაში მდგომარეობს ამ ადამიანების გმირობა?

- რეგულარული უანგარო დონორები მართლაც გმირები არიან. ერთია, როცა შენი საყვარელი ადამიანისთვის, ნათესავისთვის ან მეგობრისთვის აბარებ სისხლის უკიდურესი საჭიროების გამო - ექსტრემალურ სიტუაციაში და მეორეა, როცა მიდიხარ სისხლის ბანკში, აბარებ სისხლის და არ იცი, შენი სისხლით ვის გადაარჩენ. ეს არის უდიდესი ჰუმანური აქტი. პირადად ვუხდი მადლობას ყველა უანგარო დონორს. მათი საქციელი ნამდვილად მისაბაძი და სანაქებოა. პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსახლეობის ფართო ფენების მიერ საკუთარი სოციალური პასუხისმგებლობის გააზრება და სისხლის უანგარო დონაციის პროცესში აქტიური მონაწილეობის მიღება!

ავტორი: მეგი საჯაია, ეკა სალაღაია