პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
მსოფლიო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ასეთი მაგარი მამიკო დაკარგეს ჩემმა გოგოებმა" - ქეთი და თამუნა გომართელების მამა კორონავირუსით გარდაიცვალა
"ასეთი მაგარი მამიკო დაკარგეს ჩემმა გოგოებმა" - ქეთი და თამუნა გომართელების მამა კორონავირუსით გარდაიცვალა

ქეთი და თა­მუ­ნა გო­მარ­თე­ლე­ბის მამა, ბად­რი გო­მარ­თე­ლი დღეს კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი გარ­თუ­ლე­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა.

"ღმერ­თო, რო­დემ­დე?! ბად­რი ბი­ძია, რო­გორ მო­გე­რია კო­რო­ნა­ვირუ­სი. 25 წე­ლია 1 ივ­ნი­სი არ გა­მომ­პარ­ვია, რომ და­ბა­დე­ბის დღის მო­ლოც­ვა ვინ­მეს არ და­ეს­წრო და აწი?.. ნუ­ნუ­კა რა­ნა­ი­რად იქ­ნე­ბა თა­ვი­სი მე­ო­რე ნა­ხევ­რის გა­რე­შე? სულ ერ­თად, სულ ყველ­გან და სულ ბად­რის გა­ი­ძახ­და, თა­მუ­ნა და ქეთი - მარ­თლა არ ვიცი რა უნდა გი­თხრათ და რო­გორ გა­მოვ­ხა­ტო ეს დიდი ტკი­ვი­ლი, გვერ­დშიც რომ ვერ გიდ­გა­ვართ ვე­რა­ვინ ამ დროს“ - წერს ხა­ტია შა­მუ­გია.

კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ბად­რი გო­მარ­თე­ლი, მე­უღ­ლე ნუ­ნუ­კა კუ­პა­ტა­ძეს­თან ერ­თად პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლობ­და. დე­დამ კო­ვი­დი დაძ­ლია და სახ­ლში გა­მო­წე­რეს, თუმ­ცა მამა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა. 7აგ­ვის­ტოს კი ჟურ­ნა­ლის­ტი თა­მუ­ნა გო­მარ­თე­ლი, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით, ექიმ ლე­ვან რა­ტი­ანს მად­ლო­ბას უხ­დი­და.

"ბრძო­ლას ყო­ველ­თვის აქვს აზრი, თუ გიყ­ვარს უპი­რო­ბოდ და მათ გა­რე­შე ვერ წარ­მო­გიდ­გე­ნია სი­ცო­ცხლე ლოც­ვას ყო­ველ­თვის აქვს აზრი, თუ გწამს უპი­რო­ბოდ და გჯე­რა, რომ დიდ სიყ­ვა­რულს სას­წა­უ­ლე­ბის მოხ­დე­ნა შე­უძ­ლია. თქვენ მე მშობ­ლე­ბი მა­ჩუ­ქეთ და სი­ტყვა არ მო­ი­ძებ­ნე­ბა მად­ლო­ბის...“ – წერ­და თა­მუ­ნა.

თა­მუ­ნას და ქე­თის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი უსამ­ძიმ­რებს.

"გო­გო­ებს რომ სჯე­რათ, მა­მას ვე­რა­ვინ და­ა­მარ­ცხებს და ვე­რა­ვინ მო­ე­რე­ვა, ასე­თი მა­გა­რი მა­მი­კო და­კარ­გეს ჩემ­მა გო­გო­ებ­მა დღეს. მეც, ამ ასაკ­შიც კი, მათ­სა­ვით მჯე­რო­და რომ ვე­რა­ფე­რი მო­ე­რე­ო­და ბად­რი ბი­ძი­ას.რამ­დე­ნი ჩვე­ნი სი­ცელ­ქე აუ­ტა­ნია, გა­უ­ტა­ნია, პირ­ვე­ლი „პახ­მე­ლი­ი­დან “გა­მო­ვუყ­ვა­ნი­ვართ, (მხო­ლოდ მა­შინ გვი­თხრა, მო­ვიდ­ნენ ვაჟ­კა­ცე­ბი ) აგ­ვყო­ლია, პირ­ვე­ლი ეც­ნო­ბო­და ხოლ­მე, რას ვწერ­დი გა­ზეთ­ში და მი­რე­კავ­და, კა­ლი­ე­ბის ტა­ფამ­წვა­რით "და­მე­მუქ­რა" ერთხელ, დი­ლის ხუთ სა­ა­თამ­დე კის­კი­სებს უძ­ლებ­და წარ­ბშე­უხ­რე­ლად. თა­მუ­ნას, ქე­თის და მე უქუნ­ქუ­ლე­სი ქუ­დე­ბი გვი­ყი­და და მე­ლო­და რო­დის გად­მომ­ცემ­და. რო­გორ უყ­ვარ­და თა­ვი­სი ნუშ­კა, რა­ნა­ი­რი მო­წი­წე­ბით, არც კი მახ­სოვს, ოდეს­მე ერ­თმა­ნე­თის გა­რე­შე თუ მი­ნა­ხავს. ახლა?კო­ვი­დი მო­ე­რია ჩვენს ყვე­ლას ბად­რი ბი­ძი­ას. რა სი­ტყვე­ბია რი­თაც უნდა გა­ნუ­გე­შოთ?“ - წერს მა­ცა­ცო კევ­ლიშ­ვი­ლი.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ეპიდმდგო­მა­რე­ო­ბა ისევ მძი­მეა. ყო­ველ­დღი­უ­რად იზ­რდე­ბა გარ­დაც­ვლილ­თა რი­ცხვი. ბოლო 24 სა­ათ­ში ინ­ფი­ცი­რე­ბის 4 743 ახა­ლი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და. გარ­და­იც­ვა­ლა 59 ადა­მი­ა­ნი.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ გ
0

ნამდვილად დიდი უბედურებაა არადა სურათზწ როგორი ბედნიერები ჩანან

beso
0

ღმერთმა მისცეს წყალობა და დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი. მართლაც და ადამიანის სახე გეუბნება, რომ ადამიანი გარდაიცვალა, რომელსაც მარტო წესიერი ცხოვრება და სიკეთის კეთება შეეძლო. დიდება უფალს!

ავტორი:

"ასეთი მაგარი მამიკო დაკარგეს ჩემმა გოგოებმა" - ქეთი და თამუნა გომართელების მამა კორონავირუსით გარდაიცვალა

"ასეთი მაგარი მამიკო დაკარგეს ჩემმა გოგოებმა" - ქეთი და თამუნა გომართელების მამა კორონავირუსით გარდაიცვალა

ქეთი და თამუნა გომართელების მამა, ბადრი გომართელი დღეს კორონავირუსით გამოწვეული გართულების შედეგად გარდაიცვალა.

"ღმერთო, როდემდე?! ბადრი ბიძია, როგორ მოგერია კორონავირუსი. 25 წელია 1 ივნისი არ გამომპარვია, რომ დაბადების დღის მოლოცვა ვინმეს არ დაესწრო და აწი?.. ნუნუკა რანაირად იქნება თავისი მეორე ნახევრის გარეშე? სულ ერთად, სულ ყველგან და სულ ბადრის გაიძახდა, თამუნა და ქეთი - მართლა არ ვიცი რა უნდა გითხრათ და როგორ გამოვხატო ეს დიდი ტკივილი, გვერდშიც რომ ვერ გიდგავართ ვერავინ ამ დროს“ - წერს ხატია შამუგია.

კორონავირუსით ინფიცირებული ბადრი გომართელი, მეუღლე ნუნუკა კუპატაძესთან ერთად პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. დედამ კოვიდი დაძლია და სახლში გამოწერეს, თუმცა მამა მოგვიანებით გარდაიცვალა. 7აგვისტოს კი ჟურნალისტი თამუნა გომართელი, სოციალური ქსელის მეშვეობით, ექიმ ლევან რატიანს მადლობას უხდიდა.

"ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, თუ გიყვარს უპირობოდ და მათ გარეშე ვერ წარმოგიდგენია სიცოცხლე ლოცვას ყოველთვის აქვს აზრი, თუ გწამს უპირობოდ და გჯერა, რომ დიდ სიყვარულს სასწაულების მოხდენა შეუძლია. თქვენ მე მშობლები მაჩუქეთ და სიტყვა არ მოიძებნება მადლობის...“ – წერდა თამუნა.

თამუნას და ქეთის სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი უსამძიმრებს.

"გოგოებს რომ სჯერათ, მამას ვერავინ დაამარცხებს და ვერავინ მოერევა, ასეთი მაგარი მამიკო დაკარგეს ჩემმა გოგოებმა დღეს. მეც, ამ ასაკშიც კი, მათსავით მჯეროდა რომ ვერაფერი მოერეოდა ბადრი ბიძიას.რამდენი ჩვენი სიცელქე აუტანია, გაუტანია, პირველი „პახმელიიდან “გამოვუყვანივართ, (მხოლოდ მაშინ გვითხრა, მოვიდნენ ვაჟკაცები ) აგვყოლია, პირველი ეცნობოდა ხოლმე, რას ვწერდი გაზეთში და მირეკავდა, კალიების ტაფამწვარით "დამემუქრა" ერთხელ, დილის ხუთ საათამდე კისკისებს უძლებდა წარბშეუხრელად. თამუნას, ქეთის და მე უქუნქულესი ქუდები გვიყიდა და მელოდა როდის გადმომცემდა. როგორ უყვარდა თავისი ნუშკა, რანაირი მოწიწებით, არც კი მახსოვს, ოდესმე ერთმანეთის გარეშე თუ მინახავს. ახლა?კოვიდი მოერია ჩვენს ყველას ბადრი ბიძიას. რა სიტყვებია რითაც უნდა განუგეშოთ?“ - წერს მაცაცო კევლიშვილი.

საქართველოში ეპიდმდგომარეობა ისევ მძიმეა. ყოველდღიურად იზრდება გარდაცვლილთა რიცხვი. ბოლო 24 საათში ინფიცირების 4 743 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 59 ადამიანი.