პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საველე ჰოსპიტალში 9 პაციენტი მოთავსდა - "ეს მოდელი მძიმე პაციენტების მართვას არ ითვალისწინებს, აქ მათ 2-3 დღეს დააყოვნებენ..."
საველე ჰოსპიტალში 9 პაციენტი მოთავსდა - "ეს მოდელი მძიმე პაციენტების მართვას არ ითვალისწინებს, აქ მათ 2-3 დღეს დააყოვნებენ..."

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, თა­მარ გა­ბუ­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, დღე­ი­დან სა­ვე­ლე ჰოს­პი­ტა­ლი სრუ­ლი დატ­ვირ­თვით მუ­შა­ობს და ამ დრო­ის­თვის სა­ვე­ლე ჰოს­პი­ტალ­ში 9 პა­ცი­ენ­ტი იმ­ყო­ფე­ბა.

რო­გორც გა­ბუ­ნი­ამ აღ­ნიშ­ნა, პა­ცი­ენ­ტე­ბი სა­ვე­ლე ჰოს­პი­ტალ­ში 2-3 დღე დარ­ჩე­ბი­ან, შემ­დეგ კი მათი გა­დაყ­ვა­ნა სას­ტუმ­რო­ში ან სხვა ჰოს­პი­ტალ­ში მოხ­დე­ბა.

"გუ­შინ სა­ღა­მოს დად­გა იმის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა, რომ სა­ვე­ლე ჰოს­პიტ­ლის ოპე­რი­რე­ბა უკვე დაგ­ვე­წყო. 9 პა­ცი­ენ­ტი გან­თავ­სდა სა­ვე­ლე ჰოს­პი­ტალ­ში. მათი მდგო­მა­რე­ო­ბა სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მის არის. ჰოს­პი­ტა­ლი დღე­ი­დან სრუ­ლი დატ­ვირ­თვით შე­უდ­გე­ბა ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას. სა­ვე­ლე ჰოს­პი­ტა­ლი ძი­რი­თა­დად არის დრო­ე­ბი­თი და­ყოვ­ნე­ბის­თვის. ამ შემ­თხვე­ვა­ში ჩვენ­თვის მთა­ვა­რია, რომ მოხ­დეს პა­ცი­ენ­ტის დრო­უ­ლი სტა­ბი­ლი­ზა­ცია და შემ­დეგ მისი გა­და­სა­მი­სა­მარ­თე­ბა სიმ­ძი­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ვფიქ­რობთ, რომ 2-3 დღე­ზე მეტი არ უნდა მოგ­ვიხ­დეს პა­ცი­ენ­ტის და­ყოვ­ნე­ბა სა­ვე­ლე ჰოს­პი­ტალ­ში და შემ­დეგ მოხ­დე­ბა მათი გა­დაყ­ვა­ნა სას­ტუმ­რო­ში ან სხვა ჰოს­პი­ტალ­ში. ჰოს­პი­ტა­ლუ­რი სექ­ტო­რი ახლა არის მაქ­სი­მა­ლუ­რი დატ­ვირ­თვით, ად­გი­ლი თუ თა­ვი­სუფ­ლდე­ბა, ხდე­ბა ამ ად­გი­ლის შევ­სე­ბა" , - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ ჰოს­პი­ტა­ლუ­რი სექ­ტო­რის და­მა­ტე­ბი­თი მო­ბი­ლი­ზე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს და მათ­თვის და პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვი­საც უფრო კომ­ფორ­ტუ­ლი იქ­ნე­ბა თუ სა­ვე­ლე ჰოს­პი­ტა­ლი მი­ნი­მა­ლუ­რად და­იტ­ვირ­თე­ბა.

"კლი­ნი­კე­ბის ნა­წი­ლი დღე­საც ემ­ზა­დე­ბა იმის­თვის, რომ და­მა­ტე­ბით სა­წო­ლის მო­ბი­ლი­ზე­ბა გა­ა­კე­თოს, ეს პა­რა­ლე­ლუ­რი პრო­ცე­სია. რთუ­ლია ერთი გამ­ყო­ფი ხა­ზის გავ­ლე­ბა და ვთქვათ, რომ დამ­თავ­რდა ჰოს­პი­ტა­ლუ­რი სექ­ტო­რის რე­სურ­სი, ამო­ი­წუ­რა და სრუ­ლად გა­და­ვე­დით სა­ვე­ლე ჰოს­პი­ტალ­ზე. გუ­შინ დაგ­ვიდ­გა ის მო­მენ­ტი, რო­დე­საც სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბა იყო აუ­ცი­ლე­ბე­ლი და პა­ცი­ენ­ტე­ბის ბი­ნა­ზე და­ტო­ვე­ბის ნაც­ვლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო მათ დას­ჭირ­დათ სა­მე­დი­ცი­ნო ყუ­რა­დღე­ბა. თუმ­ცა ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ ჰოს­პიტ­ლე­ბის კა­რე­ბი და­ი­კე­ტა და იქ პა­ცი­ენ­ტე­ბი ვე­ღარ შევ­ლენ. დღე­საც მიმ­დი­ნა­რე­ობს ჰოს­პი­ტა­ლუ­რი სექ­ტო­რის და­მა­ტე­ბით მო­ბი­ლი­ზე­ბა და ჩვენ­თვი­საც და პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვი­საც უფრო კომ­ფორ­ტუ­ლი იქ­ნე­ბა თუ მი­ნი­მა­ლუ­რად და­იტ­ვირ­თე­ბა სა­ვე­ლე ჰოს­პი­ტა­ლი" , - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

რო­გორც გა­ბუ­ნი­ამ აღ­ნიშ­ნა, სა­ვე­ლე ჰოს­პი­ტალ­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია.

„სა­ვე­ლე ჰოს­პი­ტალ­ში პა­ცი­ენ­ტე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მი­საა. აქ არი­ან პა­ცი­ენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ჭი­რო­ე­ბენ ჟანგბა­დით მკურ­ნა­ლო­ბას, მაგ­რამ მათი მდგო­მა­რე­ო­ბა კვლა­ვაც სტა­ბი­ლუ­რია. ეს მო­დე­ლი მძი­მე პა­ცი­ენ­ტე­ბის მარ­თვას თა­ვი­დან­ვე არ ით­ვა­ლის­წი­ნებ­და. რაც შე­ე­ხე­ბა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ტემპს, გუ­შინ 24 000-მდე აცრა შეს­რულ­და, ეს ტემ­პი მა­ღა­ლი არ არის. მე პი­რა­დად, რომ გი­თხრათ - ესაა ის ტემ­პი, რა­საც ვი­სურ­ვებ­დი, ნამ­დვი­ლად ასე არაა. დახ­ლო­ე­ბით 35-40 000-მდე უნდა ტარ­დე­ბო­დეს. დღეს უკვე იუს­ტი­ცი­ის სახ­ლში გა­იხ­სნა სერ­ვი­სი, რო­მე­ლიც მო­ქა­ლა­ქეს ვაქ­ცი­ნა­ზე და­რე­გის­ტრი­რე­ბა­ზე და­ეხ­მა­რე­ბა", - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

ამას­თან, ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ვე­ლე ჰოს­პი­ტალ­ში კო­ვიდ სას­ტუმ­რო­ებ­ში მო­მუ­შა­ვე ექი­მე­ბი და რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი მუ­შა­ობს.

„სა­ვე­ლე ჰოს­პი­ტალ­ში მუ­შა­ო­ბენ რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი, ასე­ვე ვინც წარ­სულ­ში მუ­შა­ობ­და კო­ვიდ სას­ტუმ­რო­ებ­ში. ეს პერ­სო­ნა­ლი გად­მო­ნაც­ვლდა სა­ვე­ლე ჰოს­პი­ტალ­ში. სა­ვე­ლე ჰოს­პი­ტალ­ში მარ­თვის პრაქ­ტი­კა ძა­ლი­ან მსგავ­სია კო­ვიდ კლი­ნი­კე­ბის მარ­თვის პრაქ­ტი­კის. ამ ხალ­ხს აქვს საკ­მა­ოდ კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა შემ­თხვე­ვე­ბის მარ­თვის­თვის. საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბა არის ადა­მი­ა­ნე­ბის და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის იმის­თვის, რომ სრუ­ლად მოხ­დეს ოპე­რი­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა" , - აღ­ნიშ­ნა გა­ბუ­ნი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

საველე ჰოსპიტალში 9 პაციენტი მოთავსდა - "ეს მოდელი მძიმე პაციენტების მართვას არ ითვალისწინებს, აქ მათ 2-3 დღეს დააყოვნებენ..."

საველე ჰოსპიტალში 9 პაციენტი მოთავსდა - "ეს მოდელი მძიმე პაციენტების მართვას არ ითვალისწინებს, აქ მათ 2-3 დღეს დააყოვნებენ..."

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეიდან საველე ჰოსპიტალი სრული დატვირთვით მუშაობს და ამ დროისთვის საველე ჰოსპიტალში 9 პაციენტი იმყოფება.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, პაციენტები საველე ჰოსპიტალში 2-3 დღე დარჩებიან, შემდეგ კი მათი გადაყვანა სასტუმროში ან სხვა ჰოსპიტალში მოხდება.

"გუშინ საღამოს დადგა იმის აუცილებლობა, რომ საველე ჰოსპიტლის ოპერირება უკვე დაგვეწყო. 9 პაციენტი განთავსდა საველე ჰოსპიტალში. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის. ჰოსპიტალი დღეიდან სრული დატვირთვით შეუდგება ფუნქციონირებას. საველე ჰოსპიტალი ძირითადად არის დროებითი დაყოვნებისთვის. ამ შემთხვევაში ჩვენთვის მთავარია, რომ მოხდეს პაციენტის დროული სტაბილიზაცია და შემდეგ მისი გადასამისამართება სიმძიმიდან გამომდინარე. ვფიქრობთ, რომ 2-3 დღეზე მეტი არ უნდა მოგვიხდეს პაციენტის დაყოვნება საველე ჰოსპიტალში და შემდეგ მოხდება მათი გადაყვანა სასტუმროში ან სხვა ჰოსპიტალში. ჰოსპიტალური სექტორი ახლა არის მაქსიმალური დატვირთვით, ადგილი თუ თავისუფლდება, ხდება ამ ადგილის შევსება" , - განაცხადა გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ ჰოსპიტალური სექტორის დამატებითი მობილიზება მიმდინარეობს და მათთვის და პაციენტებისთვისაც უფრო კომფორტული იქნება თუ საველე ჰოსპიტალი მინიმალურად დაიტვირთება.

"კლინიკების ნაწილი დღესაც ემზადება იმისთვის, რომ დამატებით საწოლის მობილიზება გააკეთოს, ეს პარალელური პროცესია. რთულია ერთი გამყოფი ხაზის გავლება და ვთქვათ, რომ დამთავრდა ჰოსპიტალური სექტორის რესურსი, ამოიწურა და სრულად გადავედით საველე ჰოსპიტალზე. გუშინ დაგვიდგა ის მომენტი, როდესაც სწრაფი რეაგირება იყო აუცილებელი და პაციენტების ბინაზე დატოვების ნაცვლად მნიშვნელოვანი იყო მათ დასჭირდათ სამედიცინო ყურადღება. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჰოსპიტლების კარები დაიკეტა და იქ პაციენტები ვეღარ შევლენ. დღესაც მიმდინარეობს ჰოსპიტალური სექტორის დამატებით მობილიზება და ჩვენთვისაც და პაციენტებისთვისაც უფრო კომფორტული იქნება თუ მინიმალურად დაიტვირთება საველე ჰოსპიტალი" , - განაცხადა გაბუნიამ.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, საველე ჰოსპიტალში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.

„საველე ჰოსპიტალში პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. აქ არიან პაციენტები, რომლებიც საჭიროებენ ჟანგბადით მკურნალობას, მაგრამ მათი მდგომარეობა კვლავაც სტაბილურია. ეს მოდელი მძიმე პაციენტების მართვას თავიდანვე არ ითვალისწინებდა. რაც შეეხება ვაქცინაციის ტემპს, გუშინ 24 000-მდე აცრა შესრულდა, ეს ტემპი მაღალი არ არის. მე პირადად, რომ გითხრათ - ესაა ის ტემპი, რასაც ვისურვებდი, ნამდვილად ასე არაა. დახლოებით 35-40 000-მდე უნდა ტარდებოდეს. დღეს უკვე იუსტიციის სახლში გაიხსნა სერვისი, რომელიც მოქალაქეს ვაქცინაზე დარეგისტრირებაზე დაეხმარება", - განაცხადა გაბუნიამ.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ საველე ჰოსპიტალში კოვიდ სასტუმროებში მომუშავე ექიმები და რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალი მუშაობს.

„საველე ჰოსპიტალში მუშაობენ რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალი, ასევე ვინც წარსულში მუშაობდა კოვიდ სასტუმროებში. ეს პერსონალი გადმონაცვლდა საველე ჰოსპიტალში. საველე ჰოსპიტალში მართვის პრაქტიკა ძალიან მსგავსია კოვიდ კლინიკების მართვის პრაქტიკის. ამ ხალხს აქვს საკმაოდ კარგი გამოცდილება შემთხვევების მართვისთვის. საკმარისი რაოდენობა არის ადამიანების და პროფესიონალების იმისთვის, რომ სრულად მოხდეს ოპერირების ხელშეწყობა" , - აღნიშნა გაბუნიამ.