პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბრიტანეთის ელჩმა ავღანეთის დატოვებაზე უარი თქვა, ქაბულის აეროპორტში დარჩა და ადგილზე ვიზებს გასცემს
ბრიტანეთის ელჩმა ავღანეთის დატოვებაზე უარი თქვა, ქაბულის აეროპორტში დარჩა და ადგილზე ვიზებს გასცემს

ინ­ტერ­ნე­ტი 57 წლის ბრი­ტა­ნე­ლის, სერ ლორი ბრის­ტო­უს ამ­ბავ­მა მო­იც­ვა, რო­მელ­საც ჩვე­ნი დრო­ის გმი­რად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ. თა­ლი­ბე­ბის მიერ, ქა­ბუ­ლის აღე­ბის მო­მენ­ტი­დან, მას შემ­დეგ, რაც არე­უ­ლო­ბის ფონ­ზე ავ­ღა­ნეთ­ში მდე­ბა­რე ბრი­ტა­ნე­თის სა­ელ­ჩოს ევა­კუ­ა­ცია მოხ­და, ორი თვის წინ და­ნიშ­ნულ­მა ელჩმა წას­ვლა­ზე უარი თქვა, ქა­ბუ­ლის აე­რო­პორ­ტში დარ­ჩა და სა­გან­გე­ბო პი­რო­ბებ­ში გას­ცემს ვი­ზებს იმ ავ­ღა­ნე­ლებ­ზე, რომ­ლე­ბიც ბრი­ტა­ნე­ლებ­თან თა­ნამ­შრომ­ლობ­დნენ და ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბა სურთ.

The Telegraph -ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ელჩს მა­მა­ცო­ბის­თვის მად­ლო­ბა ოპო­ზი­ცი­უ­რი ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტი­ის თავ­კაც­მაც კი გა­და­უ­ხა­და.

ბრი­ტა­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით, ელჩი ად­გი­ლი­დან სა­ვი­ზო გან­ცხა­დე­ბებს ამუ­შა­ვებს. მან ასე­ვე ავ­ღა­ნე­თი­დან ბრი­ტა­ნე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ევა­კუ­ა­ცი­ას გა­უ­წია ორ­გა­ნი­ზე­ბა.

“ად­გილ­ზე შექ­მნი­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის გამო, ჩვე­ნი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა ავ­ღა­ნეთ­ში შე­ვამ­ცი­რეთ, მაგ­რამ ჩვე­ნი ელჩი რჩე­ბა ქა­ბულ­ში, ხოლო გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აგ­რძე­ლე­ბენ მუ­შა­ო­ბას ბრი­ტა­ნე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და ჩვე­ნი ავ­ღა­ნე­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად.

ჩვენ გა­ვა­კე­თებთ ყვე­ლა­ფერს, რათა ავ­ღა­ნე­თი­დან წას­ვლის მსურ­ველ ბრი­ტა­ნე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებს ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცეთ”, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დიპ­ლო­მა­ტი­ურ­მა წყა­რომ The Telegraph- ს გა­ნუ­ცხა­და, რომ და­ახ­ლო­ე­ბით 4000 ბრი­ტა­ნე­თის მო­ქა­ლა­ქი­სა და ავ­ღა­ნე­თის კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი პერ­სო­ნა­ლის ევა­კუ­ა­ცია უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს.

ელჩი ად­გილ­ზე რჩე­ბა და მუ­შა­ო­ბას აგ­რძე­ლებს. წყა­რო

მო­ამ­ზა­და თე­ო­ნა რა­მა­ზაშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ერი
1

სერ ცოტნე დადიანი

ვახო
0

იშვიათად ვინმემ ეს გაბედოს, ვაჟკაცი კაცი ყოფილა, ღმერთმა გაუმარჯოს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ბრიტანეთის ელჩმა ავღანეთის დატოვებაზე უარი თქვა, ქაბულის აეროპორტში დარჩა და ადგილზე ვიზებს გასცემს

ბრიტანეთის ელჩმა ავღანეთის დატოვებაზე უარი თქვა, ქაბულის აეროპორტში დარჩა და ადგილზე ვიზებს გასცემს

ინტერნეტი 57 წლის ბრიტანელის, სერ ლორი ბრისტოუს ამბავმა მოიცვა, რომელსაც ჩვენი დროის გმირად მოიხსენიებენ. თალიბების მიერ, ქაბულის აღების მომენტიდან, მას შემდეგ, რაც არეულობის ფონზე ავღანეთში მდებარე ბრიტანეთის საელჩოს ევაკუაცია მოხდა, ორი თვის წინ დანიშნულმა ელჩმა წასვლაზე უარი თქვა, ქაბულის აეროპორტში დარჩა და საგანგებო პირობებში გასცემს ვიზებს იმ ავღანელებზე, რომლებიც ბრიტანელებთან თანამშრომლობდნენ და ქვეყნის დატოვება სურთ.

The Telegraph -ის ინფორმაციით, ელჩს მამაცობისთვის მადლობა ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის თავკაცმაც კი გადაუხადა.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ელჩი ადგილიდან სავიზო განცხადებებს ამუშავებს. მან ასევე ავღანეთიდან ბრიტანეთის მოქალაქეების ევაკუაციას გაუწია ორგანიზება.

“ადგილზე შექმნილი სიტუაციის გამო, ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობა ავღანეთში შევამცირეთ, მაგრამ ჩვენი ელჩი რჩება ქაბულში, ხოლო გაერთიანებული სამეფოს მთავრობის წარმომადგენლები აგრძელებენ მუშაობას ბრიტანეთის მოქალაქეების და ჩვენი ავღანელი თანამშრომლების დასახმარებლად.

ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ავღანეთიდან წასვლის მსურველ ბრიტანეთის მოქალაქეებს ამის შესაძლებლობა მიეცეთ”, - ნათქვამია განცხადებაში.

დიპლომატიურმა წყარომ The Telegraph- ს განუცხადა, რომ დაახლოებით 4000 ბრიტანეთის მოქალაქისა და ავღანეთის კვალიფიციური პერსონალის ევაკუაცია უნდა განხორციელდეს.

ელჩი ადგილზე რჩება და მუშაობას აგრძელებს. წყარო

მოამზადა თეონა რამაზაშვილმა