საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
18 000 ევაკუირებული, "შავ სიაში" მყოფი ადამიანების კარდაკარ ძიება და ჯო ბაიდენის მოწოდება - ბოლო ცნობები ავღანეთიდან
18 000 ევაკუირებული, "შავ სიაში" მყოფი ადამიანების კარდაკარ ძიება და ჯო ბაიდენის მოწოდება - ბოლო ცნობები ავღანეთიდან

ქა­ბუ­ლის აე­რო­პორ­ტი­დან ამ დრომ­დე 18 000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნია ევა­კუ­ი­რე­ბუ­ლი, - Reuters-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ა­გენ­ტოს ამის შე­სა­ხებ ნატო-ს ოფი­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გა­ნუ­ცხა­და.

წყა­რომ, რო­მელ­მაც ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა არ ისურ­ვა, ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ აე­რო­პორტთან გამ­გზავ­რე­ბის მსურ­ვე­ლი ხალ­ხის ნა­კა­დი არ წყდე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, „თა­ლი­ბან­მა“ კვი­რას ავ­ღა­ნე­თის დე­და­ქა­ლა­ქი ქა­ბუ­ლი აიღო, რის შემ­დე­გაც ათა­სო­ბით ავ­ღა­ნე­ლი ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბას ცდი­ლობს. ამას­თან, ქვეყ­ნე­ბი ავ­ღა­ნე­თი­დან სა­კუ­თა­რი სა­ელ­ჩოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სა და იმ ავ­ღა­ნე­ლე­ბის ევა­კუ­ა­ცი­ას გა­ნაგ­რძო­ბენ, რომ­ლე­ბიც უცხო ქვეყ­ნე­ბის ძა­ლებ­თან ერ­თად წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­დნენ და დახ­მა­რე­ბას უწევ­დნენ.

"თა­ლი­ბე­ბი კარ­და­კარ ეძე­ბენ იმ ავ­ღა­ნე­ლებს, რომ­ლე­ბიც ნატო-ს ძა­ლე­ბის­თვის, ან წინა მთავ­რო­ბის­თვის მუ­შა­ობ­დნენ და მათი ოჯა­ხე­ბის წევ­რებს ემუქ­რე­ბი­ან", - BBC-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ აღ­ნიშ­ნუ­ლია ნორ­ვე­გი­ის გლო­ბა­ლუ­რი ანა­ლი­ზის ცენ­ტრის დო­კუ­მენ­ტში, რო­მე­ლიც გა­ე­როს სა­დაზ­ვერ­ვო ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვდის.

„თა­ლი­ბა­ნის სა­მიზ­ნე ამ­ჟა­მად უამ­რა­ვი პი­რია და ეს საფრ­თხე ნა­თე­ლია. თა­ლი­ბე­ბი იმუქ­რე­ბი­ან, რომ თუკი ისი­ნი არ ჩა­ბარ­დე­ბი­ან, და­ა­პა­ტიმ­რე­ბენ, გა­ა­სა­მარ­თლე­ბენ, და­კი­თხა­ვენ და დას­ჯი­ან მათი ოჯა­ხე­ბის წევ­რებს,“ - გა­ნა­ცხა­და ნორ­ვე­გი­ის გლო­ბა­ლუ­რი ანა­ლი­ზის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ქრის­ტი­ან ნე­ლე­მან­მა.

მისი თქმით, „თა­ლი­ბა­ნის“ „შავ სი­ა­ში“ მყო­ფი ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი საფრ­თხე­შია და ქვე­ყა­ნა­ში, შე­საძ­ლოა, მა­სობ­რი­ვი სიკ­ვდი­ლით დას­ჯაც მოხ­დეს.

„თა­ლი­ბა­ნი“, რო­მელ­მაც ავ­ღა­ნეთ­ში ძა­ლა­უფ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე დღის წინ ჩა­იგ­დო ხელ­ში, ცდი­ლობს ავ­ღა­ნე­ლე­ბი და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა და­არ­წმუ­ნოს, რომ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რომ­ლე­ბიც წინა მთავ­რო­ბა­ში მუ­შა­ობ­დნენ, შუ­რის­ძი­ე­ბა არ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

„თა­ლი­ბან­მა“ უნდა გა­და­წყვი­ტოს, სურს თუ არა, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ აღი­ა­როს, - ამის შე­სა­ხებ აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა ჯო ბა­ი­დენ­მა ABC-ის­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

ამას­თან, ბა­ი­დენს არ სჯე­რა, რომ დაჯ­გუ­ფე­ბამ მისი ფუნ­და­მენ­ტუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი შე­იც­ვა­ლა.

„ვფიქ­რობ, ისი­ნი რა­ღაც ტი­პის ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლურ კრი­ზისს გა­ნიც­დი­ან იმის შე­სა­ხებ, სურთ თუ არა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ აღი­ა­როს ლე­გი­ტი­მურ მთავ­რო­ბად. არ ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ ეს უნ­დათ“, - გა­ნა­ცხა­და ბა­ი­დენ­მა და აღ­ნიშ­ნა, რომ ჯგუ­ფი უფრო მე­ტად მისი რწმე­ნის ერ­თგუ­ლია.

ბა­ი­დე­ნის თქმით, „თა­ლი­ბან­მა“ ასე­ვე უნდა იზ­რუ­ნოს ავ­ღა­ნე­ლი ხალ­ხის სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე, მათ შო­რის, ექ­ნე­ბათ თუ არა მათ საკ­ვე­ბი, შე­მო­სა­ვა­ლი, რო­გორ მარ­თა­ვენ ეკო­ნო­მი­კას.

რაც შე­ე­ხე­ბა ავ­ღა­ნელ ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბის სა­კითხს, ბა­ი­დენ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ამის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის­თვის ეკო­ნო­მი­კურ და დიპ­ლო­მა­ტი­ურ ზე­წო­ლას გა­მო­ი­ყე­ნებს და არა - სამ­ხედ­რო ძა­ლას.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

ქაბულში 6 მილიონი ადამიანი თოფიანი ადამიანი ცხოვრობს, აიღო არა ფლავი-შეუშვეს, უფრო სწორად ტანსაცმელი გადაიცვეს , თოფი აიღეს და ქუჩაში გამოვიდნენ ! 

დ.ჯ.
0

სურათზე, ბავშვები შევამჩნიე. რა გაუმართლათ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

18 000 ევაკუირებული, "შავ სიაში" მყოფი ადამიანების კარდაკარ ძიება და ჯო ბაიდენის მოწოდება - ბოლო ცნობები ავღანეთიდან

18 000 ევაკუირებული, "შავ სიაში" მყოფი ადამიანების კარდაკარ ძიება და ჯო ბაიდენის მოწოდება - ბოლო ცნობები ავღანეთიდან

ქაბულის აეროპორტიდან ამ დრომდე 18 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული, - Reuters-ის ინფორმაციით, სააგენტოს ამის შესახებ ნატო-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა.

წყარომ, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, ასევე აღნიშნა, რომ აეროპორტთან გამგზავრების მსურველი ხალხის ნაკადი არ წყდება.

შეგახსენებთ, „თალიბანმა“ კვირას ავღანეთის დედაქალაქი ქაბული აიღო, რის შემდეგაც ათასობით ავღანელი ქვეყნის დატოვებას ცდილობს. ამასთან, ქვეყნები ავღანეთიდან საკუთარი საელჩოს თანამშრომლების, მოქალაქეებისა და იმ ავღანელების ევაკუაციას განაგრძობენ, რომლებიც უცხო ქვეყნების ძალებთან ერთად წლების განმავლობაში მუშაობდნენ და დახმარებას უწევდნენ.

"თალიბები კარდაკარ ეძებენ იმ ავღანელებს, რომლებიც ნატო-ს ძალებისთვის, ან წინა მთავრობისთვის მუშაობდნენ და მათი ოჯახების წევრებს ემუქრებიან", - BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ აღნიშნულია ნორვეგიის გლობალური ანალიზის ცენტრის დოკუმენტში, რომელიც გაეროს სადაზვერვო ინფორმაციას აწვდის.

„თალიბანის სამიზნე ამჟამად უამრავი პირია და ეს საფრთხე ნათელია. თალიბები იმუქრებიან, რომ თუკი ისინი არ ჩაბარდებიან, დააპატიმრებენ, გაასამართლებენ, დაკითხავენ და დასჯიან მათი ოჯახების წევრებს,“ - განაცხადა ნორვეგიის გლობალური ანალიზის ცენტრის ხელმძღვანელმა ქრისტიან ნელემანმა.

მისი თქმით, „თალიბანის“ „შავ სიაში“ მყოფი ნებისმიერი ადამიანი საფრთხეშია და ქვეყანაში, შესაძლოა, მასობრივი სიკვდილით დასჯაც მოხდეს.

„თალიბანი“, რომელმაც ავღანეთში ძალაუფლება რამდენიმე დღის წინ ჩაიგდო ხელში, ცდილობს ავღანელები და საერთაშორისო საზოგადოება დაარწმუნოს, რომ იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც წინა მთავრობაში მუშაობდნენ, შურისძიება არ განხორციელდება.

„თალიბანმა“ უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ აღიაროს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ABC-ისთან ინტერვიუში განაცხადა.

ამასთან, ბაიდენს არ სჯერა, რომ დაჯგუფებამ მისი ფუნდამენტური შეხედულებები შეიცვალა.

„ვფიქრობ, ისინი რაღაც ტიპის ეგზისტენციალურ კრიზისს განიცდიან იმის შესახებ, სურთ თუ არა საერთაშორისო საზოგადოებამ აღიაროს ლეგიტიმურ მთავრობად. არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს უნდათ“, - განაცხადა ბაიდენმა და აღნიშნა, რომ ჯგუფი უფრო მეტად მისი რწმენის ერთგულია.

ბაიდენის თქმით, „თალიბანმა“ ასევე უნდა იზრუნოს ავღანელი ხალხის საჭიროებებზე, მათ შორის, ექნებათ თუ არა მათ საკვები, შემოსავალი, როგორ მართავენ ეკონომიკას.

რაც შეეხება ავღანელ ქალთა უფლებების საკითხს, ბაიდენმა აღნიშნა, რომ ამის უზრუნველყოფისთვის ეკონომიკურ და დიპლომატიურ ზეწოლას გამოიყენებს და არა - სამხედრო ძალას.