პოლიტიკა
კონფლიქტები

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერთდროულად დაკარგული 3 საყვარელი ქალი, გაფლანგული მილიონები და მსოფლიო სპორტის ისტორიის ყველაზე სენსაციური გამარჯვება
ერთდროულად დაკარგული 3 საყვარელი ქალი, გაფლანგული მილიონები და მსოფლიო სპორტის ისტორიის ყველაზე სენსაციური გამარჯვება

პა­ტა­რა და ბნელ პა­ლა­ტას, სა­დაც შუ­ახ­ნის ქალი, სა­ხე­ლად ლულა იწვა, ხში­რად სტუმ­რობ­და მა­ღა­ლი, ათ­ლე­ტუ­რი ბიჭი. ის ან დი­ლით ადრე ან გვი­ან ღამე მო­დი­ო­და. სა­წოლ­თან ახ­ლოს სა­ვარ­ძელ­ში ჩაწ­ვე­ბო­და და ოთა­ხის ისე­დაც პა­ტა­რა სივ­რცეს, კი­დევ უფრო აპა­ტა­რა­ვებ­და. ოთახ­ში კოს­მო­სუ­რი სი­ჩუ­მე ჩა­მო­ვარ­დე­ბო­და. მხო­ლოდ კედ­ლის სა­ა­თი და კარ­დიო აპა­რა­ტი, ემ­ტე­რე­ბოდ­ნენ სი­ჩუ­მეს. ბიჭი ხში­რად იმ­დე­ნად დაღ­ლი­ლი მო­დი­ო­და, რომ სა­ვარ­ძელ­ში­ვე ეძი­ნე­ბო­და. როცა გა­იღ­ვი­ძებ­და, ჯერ კარ­დიო აპა­რატს უყუ­რებ­და, მერე დე­დის ხელს თა­ვის ვე­ე­ბერ­თე­ლა ხელ­ში ჩა­ი­დებ­და და ასე, დიდ­ხანს შეს­ცქე­რო­და.

ჯე­იმს "ბას­ტერ“ დაგ­ლა­სი, რო­მე­ლიც მო­მაკ­ვდავ მშო­ბელს ცა­რი­ე­ლი თვა­ლე­ბით აკ­ვირ­დე­ბო­და, ჯერ კი­დევ ვერ იჯე­რებ­და, რომ თა­ვის ცხოვ­რე­ბის 3 საყ­ვა­რელ ქალს, პრაქ­ტი­კუ­ლად, ერ­თდრო­უ­ლად ემ­შვი­დო­ბე­ბო­და. იან­ვარ­ში მას ცოლი გა­შორ­და. მა­ლე­ვე ქალი, რომ­ლის­გან შვი­ლი ჰყავ­და, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, რად­გან ლე­ი­კე­მი­ის მკურ­ნა­ლო­ბას სახ­ლის პი­რო­ბებ­ში ვე­ღარ ახერ­ხებ­და და ბო­ლოს, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი - დედა...

ცო­ლის წას­ვლას თუ თა­ვის უდის­ციპ­ლი­ნო, უნე­ბის­ყო­ფო ხა­სი­ათს აბ­რა­ლებ­და, დე­დი­სა და საყ­ვარ­ლის ავად­მყო­ფო­ბა ცდი­ლობ­და, რა­ღაც ზე­ბუ­ნებ­რი­ვი მი­ზე­ზით აეხ­სნა.

სულ რა­ღაც ერთ თვე­ში, ია­პო­ნი­ა­ში პლა­ნე­ტის სა­უ­კე­თე­სო მოკ­რი­ვეს, ნამ­დვილ მონ­სტრს მაიკ ტა­ი­სონს უნდა შეხ­ვედ­რო­და. კარ­გად ეს­მო­და, იმი­სათ­ვის, რომ ტა­ი­სონს ია­პო­ნი­ა­ში ებ­რძო­ლა, ად­გი­ლობ­რივ­მა მთავ­რო­ბამ უზარ­მა­ზა­რი ფული გა­და­ი­ხა­და და მებ­რძო­ლის მე­ნე­ჯერ­მაც ბას­ტე­რის სა­ხით მარ­ტი­ვი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე შე­ურ­ჩია.

"ვინ ჯან­და­ბაა "ბას­ტე­რი“? მისი ერთი ბრძო­ლაც კი არ მაქვს ნა­ნა­ხი. სად იპო­ვეთ ეს ბიჭი?“ - კი­თხუ­ლობ­და ტა­ი­სო­ნი ბრძო­ლამ­დე რამ­დე­ნი­მე თვით ადრე. თუმ­ცა მა­ი­კის იმ მო­მენ­ტის ცხოვ­რე­ბა ჯე­იმ­სის ცხოვ­რე­ბის­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვავ­დე­ბო­და. ძლი­ე­რე­ბი­სა და დი­დე­ბის ზე­ნი­ტში მყოფ­მა "რკი­ნის მა­იკ­მა“ და­ი­ვი­წყა ვარ­ჯი­ში და სტრიპ-კლუ­ბებ­სა და ნარ­კო­ტი­კებს გა­დაჰ­ყვა. ფიქ­რობ­და, რომ არაპ­რეს­ტი­ჟულ, რამ­დენ­ჯერ­მე და­მარ­ცხე­ბულ მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს ხვდე­ბო­და და უმარ­ტი­ვე­სად მო­უ­გებ­და კი­დეც.

ხალ­ხი იმას კი არ მკი­თხა­ობ­და რო­მელ რა­უნდში და­ა­მარ­ცხებ­და ტა­ი­ოს­ნი დაგ­ლასს, არა­მედ იმას, თუ რო­მელ წამ­ზე.

შეხ­ვედ­რამ­დე 3 კვი­რით ადრე, ჯე­იმსს სა­ა­ვად­მყო­ფო­დან და­უ­რე­კეს და აც­ნო­ბეს, რომ 46 წლის ასაკ­ში დე­და­მი­სი გარ­და­იც­ვა­ლა.

"ბას­ტე­რის“ მე­ნე­ჯე­რი ჯონ ჯონ­სო­ნი მთე­ლი ღამე ცდი­ლობ­და მოკ­რი­ვე ტა­ი­სონ­თან ბრძო­ლის გა­და­ვა­დე­ბა­ზე და­ე­თან­ხმე­ბი­ნა, რა­ზეც უარი მი­ი­ღო.

"რა­ღაც მო­მენ­ტში დედა გა­მო­კეთ­და, შინ გა­წე­რეს და ერთ დღე­საც ვარ­ჯიშ­ზე გა­მოჩ­ნდა. ვე­რა­ვინ წარ­მო­იდ­გენს, ის რამ­დე­ნად რთულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო, მაგ­რამ მო­იკ­რი­ბა ძა­ლე­ბი, ჩაჯ­და მან­ქა­ნა­ში და თა­ვი­სით მო­ვი­და ჩემ­თან. უნ­დო­და ენა­ხა, რამ­დე­ნად სე­რი­ო­ზუ­ლად ვუდ­გე­ბო­დი ბრძო­ლას. მან იცო­და ჩემი უნე­ბის­ყო­ფო ხა­სი­ა­თის ამ­ბა­ვი... რამ­დე­ნი­მე დღე­ში დე­და­ჩე­მის მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. მე არ მქონ­და უფ­ლე­ბა ბრძო­ლა­ზე უარი მეთ­ქვა, ყვე­ლა­ფერს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, მინ­დო­და დე­დის პა­ტივ­სა­ცე­მად მებ­რძო­ლა“, - იხ­სე­ნებ­და შემ­დგომ ჯე­იმ­სი.

ჯე­იმს "ბას­ტერ“ დაგ­ლა­სის დედა

თუმ­ცა ღმერ­თი დაგ­ლა­სის გა­მოც­დას კვლავ გა­ნაგ­რძობ­და და თით­ქოს რა­ღაც დიდი მი­სი­ის­თვის ამ­ზა­დებ­და. ბრძო­ლამ­დე 10 დღით ადრე, როცა უკვე ია­პო­ნი­ა­ში ჩაფ­რინ­დნენ, "ბას­ტერს“ გრი­პი შეხ­ვდა, თა­ნაც ისე გა­ურ­თულ­და, რომ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. მე­ნე­ჯერ­მა რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ, ძლივს და­ი­თან­ხმა ათ­ლე­ტუ­რი კო­მი­სი­ე­ბი, რომ ან­ტი­ბი­ო­ტი­კის და­ლე­ვის უფ­ლე­ბა მი­ე­ცათ.

ისე­დაც უნე­ბის­ყო­ფო ჯე­იმსს, ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბიც და­ე­მა­ტა, რა­მაც მისი მო­გე­ბის შან­სე­ბი, პრაქ­ტი­კუ­ლად 0-მდე და­იყ­ვა­ნა.

ამა­სო­ბა­ში, ტა­ი­სო­ნის ბა­ნა­კი­დან სა­ზა­რე­ლი ხმე­ბი გა­მო­დი­ო­და - ისიც საკ­მა­ოდ შორს იყო ოპ­ტი­მა­ლუ­რი ფორ­მის­გან.

"ვვარ­ჯი­შობ­დი თუ არა "ბას­ტერ­თან" ბრძო­ლის წინ? რა თქმა უნდა, ვვარ­ჯი­შობ­დი, თუმ­ცა გულ­მოდ­გი­ნედ - არა. არც რე­ჟიმს ვი­ცავ­დი, ტოპ-მო­დე­ლე­ბი, ნარ­კო­ტი­კე­ბი, არა­ფერს ვიკ­ლებ­დი. ვი­ფიქ­რე, ია­პო­ნი­ა­ში რომ ჩა­ვი­დო­დი, შემ­დეგ შევ­ძლებ­დი რამ­დე­ნი­მე დღე რე­ჟი­მის დაც­ვას, მაგ­რამ სი­ტუ­ა­ცია იქაც არ შეც­ვლი­ლა. ჯე­იმ­სი რე­ი­ტინ­გში მეშ­ვი­დე იყო, მის­ნა­ი­რებს 2-3-ს ერ­თად მო­ვუ­გებ­დი. გუ­ლახ­დი­ლად ვამ­ბობ, მისი ბრძო­ლე­ბიც კი არ მქონ­და ნა­ნა­ხი, არც კი შე­მის­წავ­ლია", - იხ­სე­ნებ­და ტა­ი­სო­ნი.

ბრძო­ლამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე, მებ­რძო­ლე­ბის პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­ი­მარ­თა. "ხუ­ლი­გან­მა" და ტი­პურ­მა ცუდ­მა ბიჭ­მა მა­იკ­მა მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს კი­დევ ერთხელ შე­ახ­სე­ნა, რომ უმარ­ტი­ვე­სი მსხვერ­პლი იქ­ნე­ბო­და, თუმ­ცა სა­უ­ბარ­ში თავი ვერ გა­ა­კონ­ტრო­ლა და ჯე­იმსს უთხრა: "რამ­დე­ნი­მე დღე­ში დე­დი­კოს­თან გა­გაგ­ზავ­ნი, ცო­ტაც მო­ით­მი­ნე". ეს სი­ტყვე­ბი წყნარ, მშვიდ, გა­წო­ნას­წო­რე­ბულ დაგ­ლასს იმ­დე­ნად მოხ­ვდა გულ­ზე, რომ სიმ­წრის ცრემ­ლე­ბი წა­მო­უ­ვი­და.

1990 წლის 11 თე­ბერ­ვალს, ტო­კი­ო­ში 23 წლის და­უ­მარ­ცხე­ბე­ლი მაიკ ტა­ი­სო­ნი და ჯე­იმს "ბას­ტერ“ დუ­გ­ლა­სი რინგზე ავიდ­ნენ. მი­უ­ხე­და­ვად ტა­ი­სო­ნის არა­ოპ­ტი­მა­ლუ­რი ფი­ზი­კუ­რი ფორ­მი­სა, მისი აურა ყვე­ლა­ფერს ჩრდი­ლავ­და. მო­გე­ბის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტე­ბიც არა­რე­ა­ლუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და - 1:42-ზე.

გონ­გის დარ­ტყმი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, დაგ­ლა­სი იყო კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი, ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი და უზუს­ტე­სი. რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, მას მა­ი­კის სა­ერ­თოდ არ ეში­ნო­და. არ არ­სე­ბობ­და ის­ტო­რი­ა­ში მოკ­რი­ვე, რო­მელ­საც ტა­ი­სო­ნის და­ნახ­ვა­ზე გული არ ეკუმ­შე­ბო­და.

55 000 ათა­სი ადა­მი­ა­ნი იმ იმე­დით მი­ვი­და, რომ "რკი­ნის მა­ი­კი“ ბრუ­ტა­ლუ­რად "და­ა­ნო­კა­უ­ტებ­და" მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს, თუმ­ცა სულ სხვა სცე­ნარს შე­ეს­წრნენ. ჯე­იმ­სი აკონ­ტრო­ლებ­და ბრძო­ლას და პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა­ფერ­ში ჯაბ­ნი­და მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს. მე-8 რა­უნდში მა­იკ­მა ტემპს უმა­ტა და ბოლო წა­მებ­ზე, უზუს­ტე­სი აპერ­კო­ტით ბას­ტე­რი ნო­კა­უ­ტში ჩა­აგ­დო. შან­სი არ იყო იმის, რომ რო­მე­ლი­მე მოკ­რი­ვეს ამ დარ­ტყმის­თვის გა­ეძ­ლო და ფეხ­ზე ამ­დგა­რი­ყო, მაგ­რამ რა­ღაც ჯა­დო­თი, დაგ­ლა­სი ფეხ­ზე წა­მოდ­გა.

მე-9 რა­უნდში ორი­ვე მოკ­რი­ვე ძა­ლი­ან დაღ­ლი­ლი იყო, გან­სა­კუთ­რე­ბით კი - ჯე­იმ­სი, რო­მე­ლიც გა­ცი­ლე­ბით მეტს მოძ­რა­ობ­და და ბევ­რს ურტყამ­და, მაგ­რამ და­ნე­ბე­ბას არ აპი­რებ­და. ამ­დე­ნი ნე­ბის­ყო­ფა ამ ბიჭს 29 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჯამ­ში აღე­ბუ­ლიც კი არ ჰქო­ნია. მთე­ლი მსოფ­ლიო შოკ­ში იყო: მათ თვალ­წინ "რკი­ნის მა­ი­კი“, რო­მე­ლიც ზე­ბუ­ნებ­რივ ადა­მი­ა­ნად მი­იჩ­ნე­ო­და, ჩვე­უ­ლებ­რივ მოკ­ვდა­ვად გა­და­იქ­ცა, რო­მელ­საც რე­ი­ტინ­გის მე-7 ნო­მე­რი ანად­გუ­რებ­და.

ტა­ი­სო­ნის გუნ­დი იმ­დე­ნად მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი იყო, იმ­დე­ნად სჯე­რო­დათ მარ­ტი­ვი ელ­ვი­სე­ბუ­რი გა­მარ­ჯვე­ბის, რომ თან ჰე­მა­ტო­მის და­სა­მუ­შა­ვე­ბე­ლი ყი­ნუ­ლის მცი­რე ტო­მა­რაც არ ჰქონ­დათ. სა­მე­დი­ცი­ნო ხელ­თათ­მან­ში ჩა­ყა­რეს ყი­ნუ­ლე­ბი და ასე უმუ­შა­ვებ­დნენ სპორ­ტსმენს ნატ­კენ თვალს.

მე-10 რა­უნდში ტა­ი­სონ­მა რამ­დე­ნი­მე ძლი­ე­რი დარ­ტყმა გა­ა­ტა­რა და ახლა უკვე ის და­ე­ცა რინგზე მძი­მედ. 10 თვლა­ზე ფეხ­ზე წა­მოდ­გო­მა მო­ა­ხერ­ხა, მაგ­რამ იმ­დე­ნად ცუ­დად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და და ისე ბარ­ბა­ცებ­და, რომ მსაჯ­მა შეხ­ვედ­რა გა­ა­ჩე­რა. ბას­ტერ დაგ­ლას­მა უმ­სხვი­ლე­სი წერ­ტი­ლი და­უს­ვა მძი­მე წო­ნი­სა და ზო­გა­დად, კრი­ვის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­ულ პერ­სო­ნაჟ­სა და ეპო­ქას, რი­თიც ტა­ი­სო­ნი პრაქ­ტი­კუ­ლად და­ას­რუ­ლა.

"ეს გა­მარ­ჯვე­ბა დე­დის­თვი­საა - ჩემი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ქა­ლის­თვის. ის რომ არა, მე აქ არ ვიქ­ნე­ბო­დი. ღმერ­თმა და­იც­ვას იმ ქვეყ­ნად“, - ტი­რი­ლით გა­ნა­ცხა­და ჯე­იმსმა ბრძო­ლის შემ­დეგ.

ეს გა­მარ­ჯვე­ბა სპორ­ტის ყვე­ლა­ზე დიდ სენ­სა­ცი­ა­დაა აღი­ა­რე­ბუ­ლი.

  • რო­გორ გან­ვი­თარ­და მო­მა­ვალ­ში მებ­რძო­ლე­ბის ბედი?

დაგ­ლას­მა წლის ბო­ლოს­კენ ყვე­ლა ტი­ტუ­ლი და­კარ­გა. ის ისევ და­უბ­რუნ­და უნე­ბის­ყო­ფო ბი­ჭის მდგო­მა­რე­ო­ბას, მო­ი­მა­ტა 7 კგ და ევან­დერ ჰო­ლი­ფილდთან მე-3 რა­უნდში სას­ტი­კად და­მარ­ცხდა. თუმ­ცა მისი უკვე ვარ­სკვლა­ვუ­რი სტა­ტუ­სის გამო, ევან­დერ­თან ბრძო­ლა­ში, კა­რი­ე­რა­ში რე­კორ­დუ­ლი - 20 მი­ლი­ო­ნამ­დე ჰო­ნო­რა­რი გა­მო­ი­მუ­შა­ვა. მომ­დევ­ნო წლებ­ში ამ ფულს უნი­ჭოდ ფლან­გავ­და, გახ­და 190 კგ და დი­ა­ბე­ტურ კო­მა­შიც კი ჩა­ვარ­და. რამ­დე­ნი­მე წელ­ში კა­რი­ე­რა ისევ გა­ნა­ახ­ლა, მო­ი­გო უმ­ნიშ­ვნე­ლო შეხ­ვედ­რე­ბი და გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ფუ­ლით სას­ტუმ­რო­ე­ბი, რეს­ტორ­ნე­ბი და კრი­ვის დარ­ბა­ზი გახ­სნა. შემ­დეგ კი სა­მუ­და­მოდ ჩა­მო­კი­და ხელ­თათ­მა­ნი ლურ­სმან­ზე.

ტა­ი­სო­ნი რინგზე მარ­ცხი­დან 4 თვე­ში დაბ­რუნ­და და 3 წუთ­ში გა­ა­ნად­გუ­რა ჰენ­რი ტილ­მა­ნი. რამ­დე­ნი­მე შეხ­ვედ­რის მო­ი­გე­ბის შემ­დეგ, გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ბრალ­დე­ბით ცი­ხე­ში 3 წლით ჩას­ვეს. 1995 წელს "რკი­ნის მა­ი­კი“ დაბ­რუნ­და და ჩემ­პი­ო­ნიც გახ­და, თუმ­ცა შემ­დეგ ევან­დერ ჰო­ლი­ფილდმა 2-ჯერ მო­უ­გო. მე­ო­რე შეხ­ვედ­რა­ში კი მა­იკ­მა ევან­დერს ყური მო­აკ­ვნი­ტა. რამ­დე­ნი­მე უმ­ნიშ­ვნე­ლო შეხ­ვედ­რა­ში გა­ი­მარ­ჯვა და ლე­ნოქს ლუ­ისს­თან ბრძო­ლა და­იმ­სა­ხუ­რა. პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე იყო დიდი სკან­და­ლი, გა­წევ-გა­მო­წე­ვა და კვლავ ნარ­კო­ტი­კე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ უაზ­როდ აგ­რე­სი­უ­ლი სი­ტყვე­ბის სრო­ლა, ამ­ჯე­რად ტა­ი­სო­ნი ლუ­ისს შვი­ლე­ბის შეჭ­მით და­ე­მუქ­რა. შე­დე­გად კი რინგზე, უმ­ძი­მე­სად და­მარ­ცხდა და კა­რი­ე­რა 3 წელ­ში და­ას­რუ­ლა. გა­მო­მუ­შა­ვე­ბულ მი­ლი­ო­ნებს კი ვერ უპატ­რო­ნა და გა­კოტ­რდა.

მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე წე­ლია, რაც ცხოვ­რე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია მო­ა­ხერ­ხა, აღიდ­გი­ნა ჯან­მრთე­ლო­ბა, სტა­ტუ­სი და კვლავ ვარ­სკვლა­ვუ­რი, თუმ­ცა თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობს. აქვს მა­რი­ხუ­ა­ნას პლან­ტა­ცი­ე­ბი და პოდ­კას­ტი, რო­მელ­შიც მისი ხში­რი სტუმ­რე­ბი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან.

ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
&
3

რკინის მაიკლი რკინის მაიკლია, კრივის ლეგენდა!

თუნა
5

„დე­დის სა­პა­ტივ­სა­ცე­მოდ“ - არა! „დედის პატივსაცემად“!!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

ერთდროულად დაკარგული 3 საყვარელი ქალი, გაფლანგული მილიონები და მსოფლიო სპორტის ისტორიის ყველაზე სენსაციური გამარჯვება

ერთდროულად დაკარგული 3 საყვარელი ქალი, გაფლანგული მილიონები და მსოფლიო სპორტის ისტორიის ყველაზე სენსაციური გამარჯვება

პატარა და ბნელ პალატას, სადაც შუახნის ქალი, სახელად ლულა იწვა, ხშირად სტუმრობდა მაღალი, ათლეტური ბიჭი. ის ან დილით ადრე ან გვიან ღამე მოდიოდა. საწოლთან ახლოს სავარძელში ჩაწვებოდა და ოთახის ისედაც პატარა სივრცეს, კიდევ უფრო აპატარავებდა. ოთახში კოსმოსური სიჩუმე ჩამოვარდებოდა. მხოლოდ კედლის საათი და კარდიო აპარატი, ემტერებოდნენ სიჩუმეს. ბიჭი ხშირად იმდენად დაღლილი მოდიოდა, რომ სავარძელშივე ეძინებოდა. როცა გაიღვიძებდა, ჯერ კარდიო აპარატს უყურებდა, მერე დედის ხელს თავის ვეებერთელა ხელში ჩაიდებდა და ასე, დიდხანს შესცქეროდა.

ჯეიმს "ბასტერ“ დაგლასი, რომელიც მომაკვდავ მშობელს ცარიელი თვალებით აკვირდებოდა, ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა, რომ თავის ცხოვრების 3 საყვარელ ქალს, პრაქტიკულად, ერთდროულად ემშვიდობებოდა. იანვარში მას ცოლი გაშორდა. მალევე ქალი, რომლისგან შვილი ჰყავდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს, რადგან ლეიკემიის მკურნალობას სახლის პირობებში ვეღარ ახერხებდა და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი - დედა...

ცოლის წასვლას თუ თავის უდისციპლინო, უნებისყოფო ხასიათს აბრალებდა, დედისა და საყვარლის ავადმყოფობა ცდილობდა, რაღაც ზებუნებრივი მიზეზით აეხსნა.

სულ რაღაც ერთ თვეში, იაპონიაში პლანეტის საუკეთესო მოკრივეს, ნამდვილ მონსტრს მაიკ ტაისონს უნდა შეხვედროდა. კარგად ესმოდა, იმისათვის, რომ ტაისონს იაპონიაში ებრძოლა, ადგილობრივმა მთავრობამ უზარმაზარი ფული გადაიხადა და მებრძოლის მენეჯერმაც ბასტერის სახით მარტივი მოწინააღმდეგე შეურჩია.

"ვინ ჯანდაბაა "ბასტერი“? მისი ერთი ბრძოლაც კი არ მაქვს ნანახი. სად იპოვეთ ეს ბიჭი?“ - კითხულობდა ტაისონი ბრძოლამდე რამდენიმე თვით ადრე. თუმცა მაიკის იმ მომენტის ცხოვრება ჯეიმსის ცხოვრებისგან რადიკალურად განსხვავდებოდა. ძლიერებისა და დიდების ზენიტში მყოფმა "რკინის მაიკმა“ დაივიწყა ვარჯიში და სტრიპ-კლუბებსა და ნარკოტიკებს გადაჰყვა. ფიქრობდა, რომ არაპრესტიჟულ, რამდენჯერმე დამარცხებულ მოწინააღმდეგეს ხვდებოდა და უმარტივესად მოუგებდა კიდეც.

ხალხი იმას კი არ მკითხაობდა რომელ რაუნდში დაამარცხებდა ტაიოსნი დაგლასს, არამედ იმას, თუ რომელ წამზე.

შეხვედრამდე 3 კვირით ადრე, ჯეიმსს საავადმყოფოდან დაურეკეს და აცნობეს, რომ 46 წლის ასაკში დედამისი გარდაიცვალა.

"ბასტერის“ მენეჯერი ჯონ ჯონსონი მთელი ღამე ცდილობდა მოკრივე ტაისონთან ბრძოლის გადავადებაზე დაეთანხმებინა, რაზეც უარი მიიღო.

"რაღაც მომენტში დედა გამოკეთდა, შინ გაწერეს და ერთ დღესაც ვარჯიშზე გამოჩნდა. ვერავინ წარმოიდგენს, ის რამდენად რთულ მდგომარეობაში იყო, მაგრამ მოიკრიბა ძალები, ჩაჯდა მანქანაში და თავისით მოვიდა ჩემთან. უნდოდა ენახა, რამდენად სერიოზულად ვუდგებოდი ბრძოლას. მან იცოდა ჩემი უნებისყოფო ხასიათის ამბავი... რამდენიმე დღეში დედაჩემის მდგომარეობა დამძიმდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მე არ მქონდა უფლება ბრძოლაზე უარი მეთქვა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მინდოდა დედის პატივსაცემად მებრძოლა“, - იხსენებდა შემდგომ ჯეიმსი.

ჯეიმს "ბასტერ“ დაგლასის დედა

თუმცა ღმერთი დაგლასის გამოცდას კვლავ განაგრძობდა და თითქოს რაღაც დიდი მისიისთვის ამზადებდა. ბრძოლამდე 10 დღით ადრე, როცა უკვე იაპონიაში ჩაფრინდნენ, "ბასტერს“ გრიპი შეხვდა, თანაც ისე გაურთულდა, რომ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მენეჯერმა რამდენიმე დღის შემდეგ, ძლივს დაითანხმა ათლეტური კომისიები, რომ ანტიბიოტიკის დალევის უფლება მიეცათ.

ისედაც უნებისყოფო ჯეიმსს, ჯანმრთელობის პრობლემებიც დაემატა, რამაც მისი მოგების შანსები, პრაქტიკულად 0-მდე დაიყვანა.

ამასობაში, ტაისონის ბანაკიდან საზარელი ხმები გამოდიოდა - ისიც საკმაოდ შორს იყო ოპტიმალური ფორმისგან.

"ვვარჯიშობდი თუ არა "ბასტერთან" ბრძოლის წინ? რა თქმა უნდა, ვვარჯიშობდი, თუმცა გულმოდგინედ - არა. არც რეჟიმს ვიცავდი, ტოპ-მოდელები, ნარკოტიკები, არაფერს ვიკლებდი. ვიფიქრე, იაპონიაში რომ ჩავიდოდი, შემდეგ შევძლებდი რამდენიმე დღე რეჟიმის დაცვას, მაგრამ სიტუაცია იქაც არ შეცვლილა. ჯეიმსი რეიტინგში მეშვიდე იყო, მისნაირებს 2-3-ს ერთად მოვუგებდი. გულახდილად ვამბობ, მისი ბრძოლებიც კი არ მქონდა ნანახი, არც კი შემისწავლია", - იხსენებდა ტაისონი.

ბრძოლამდე რამდენიმე დღით ადრე, მებრძოლების პრესკონფერენცია გაიმართა. "ხულიგანმა" და ტიპურმა ცუდმა ბიჭმა მაიკმა მოწინააღმდეგეს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ უმარტივესი მსხვერპლი იქნებოდა, თუმცა საუბარში თავი ვერ გააკონტროლა და ჯეიმსს უთხრა: "რამდენიმე დღეში დედიკოსთან გაგაგზავნი, ცოტაც მოითმინე". ეს სიტყვები წყნარ, მშვიდ, გაწონასწორებულ დაგლასს იმდენად მოხვდა გულზე, რომ სიმწრის ცრემლები წამოუვიდა.

1990 წლის 11 თებერვალს, ტოკიოში 23 წლის დაუმარცხებელი მაიკ ტაისონი და ჯეიმს "ბასტერ“ დუგლასი რინგზე ავიდნენ. მიუხედავად ტაისონის არაოპტიმალური ფიზიკური ფორმისა, მისი აურა ყველაფერს ჩრდილავდა. მოგების კოეფიციენტებიც არარეალურად გამოიყურებოდა - 1:42-ზე.

გონგის დარტყმიდან მოყოლებული, დაგლასი იყო კონცენტრირებული, ფოკუსირებული და უზუსტესი. რაც ყველაზე მთავარია, მას მაიკის საერთოდ არ ეშინოდა. არ არსებობდა ისტორიაში მოკრივე, რომელსაც ტაისონის დანახვაზე გული არ ეკუმშებოდა.

55 000 ათასი ადამიანი იმ იმედით მივიდა, რომ "რკინის მაიკი“ ბრუტალურად "დაანოკაუტებდა" მოწინააღმდეგეს, თუმცა სულ სხვა სცენარს შეესწრნენ. ჯეიმსი აკონტროლებდა ბრძოლას და პრაქტიკულად ყველაფერში ჯაბნიდა მოწინააღმდეგეს. მე-8 რაუნდში მაიკმა ტემპს უმატა და ბოლო წამებზე, უზუსტესი აპერკოტით ბასტერი ნოკაუტში ჩააგდო. შანსი არ იყო იმის, რომ რომელიმე მოკრივეს ამ დარტყმისთვის გაეძლო და ფეხზე ამდგარიყო, მაგრამ რაღაც ჯადოთი, დაგლასი ფეხზე წამოდგა.

მე-9 რაუნდში ორივე მოკრივე ძალიან დაღლილი იყო, განსაკუთრებით კი - ჯეიმსი, რომელიც გაცილებით მეტს მოძრაობდა და ბევრს ურტყამდა, მაგრამ დანებებას არ აპირებდა. ამდენი ნებისყოფა ამ ბიჭს 29 წლის განმავლობაში ჯამში აღებულიც კი არ ჰქონია. მთელი მსოფლიო შოკში იყო: მათ თვალწინ "რკინის მაიკი“, რომელიც ზებუნებრივ ადამიანად მიიჩნეოდა, ჩვეულებრივ მოკვდავად გადაიქცა, რომელსაც რეიტინგის მე-7 ნომერი ანადგურებდა.

ტაისონის გუნდი იმდენად მოუმზადებელი იყო, იმდენად სჯეროდათ მარტივი ელვისებური გამარჯვების, რომ თან ჰემატომის დასამუშავებელი ყინულის მცირე ტომარაც არ ჰქონდათ. სამედიცინო ხელთათმანში ჩაყარეს ყინულები და ასე უმუშავებდნენ სპორტსმენს ნატკენ თვალს.

მე-10 რაუნდში ტაისონმა რამდენიმე ძლიერი დარტყმა გაატარა და ახლა უკვე ის დაეცა რინგზე მძიმედ. 10 თვლაზე ფეხზე წამოდგომა მოახერხა, მაგრამ იმდენად ცუდად გამოიყურებოდა და ისე ბარბაცებდა, რომ მსაჯმა შეხვედრა გააჩერა. ბასტერ დაგლასმა უმსხვილესი წერტილი დაუსვა მძიმე წონისა და ზოგადად, კრივის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ პერსონაჟსა და ეპოქას, რითიც ტაისონი პრაქტიკულად დაასრულა.

"ეს გამარჯვება დედისთვისაა - ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ქალისთვის. ის რომ არა, მე აქ არ ვიქნებოდი. ღმერთმა დაიცვას იმ ქვეყნად“, - ტირილით განაცხადა ჯეიმსმა ბრძოლის შემდეგ.

ეს გამარჯვება სპორტის ყველაზე დიდ სენსაციადაა აღიარებული.

  • როგორ განვითარდა მომავალში მებრძოლების ბედი?

დაგლასმა წლის ბოლოსკენ ყველა ტიტული დაკარგა. ის ისევ დაუბრუნდა უნებისყოფო ბიჭის მდგომარეობას, მოიმატა 7 კგ და ევანდერ ჰოლიფილდთან მე-3 რაუნდში სასტიკად დამარცხდა. თუმცა მისი უკვე ვარსკვლავური სტატუსის გამო, ევანდერთან ბრძოლაში, კარიერაში რეკორდული - 20 მილიონამდე ჰონორარი გამოიმუშავა. მომდევნო წლებში ამ ფულს უნიჭოდ ფლანგავდა, გახდა 190 კგ და დიაბეტურ კომაშიც კი ჩავარდა. რამდენიმე წელში კარიერა ისევ განაახლა, მოიგო უმნიშვნელო შეხვედრები და გამომუშავებული ფულით სასტუმროები, რესტორნები და კრივის დარბაზი გახსნა. შემდეგ კი სამუდამოდ ჩამოკიდა ხელთათმანი ლურსმანზე.

ტაისონი რინგზე მარცხიდან 4 თვეში დაბრუნდა და 3 წუთში გაანადგურა ჰენრი ტილმანი. რამდენიმე შეხვედრის მოიგების შემდეგ, გაუპატიურების ბრალდებით ციხეში 3 წლით ჩასვეს. 1995 წელს "რკინის მაიკი“ დაბრუნდა და ჩემპიონიც გახდა, თუმცა შემდეგ ევანდერ ჰოლიფილდმა 2-ჯერ მოუგო. მეორე შეხვედრაში კი მაიკმა ევანდერს ყური მოაკვნიტა. რამდენიმე უმნიშვნელო შეხვედრაში გაიმარჯვა და ლენოქს ლუისსთან ბრძოლა დაიმსახურა. პრესკონფერენციაზე იყო დიდი სკანდალი, გაწევ-გამოწევა და კვლავ ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ უაზროდ აგრესიული სიტყვების სროლა, ამჯერად ტაისონი ლუისს შვილების შეჭმით დაემუქრა. შედეგად კი რინგზე, უმძიმესად დამარცხდა და კარიერა 3 წელში დაასრულა. გამომუშავებულ მილიონებს კი ვერ უპატრონა და გაკოტრდა.

მხოლოდ რამდენიმე წელია, რაც ცხოვრების რეაბილიტაცია მოახერხა, აღიდგინა ჯანმრთელობა, სტატუსი და კვლავ ვარსკვლავური, თუმცა თავშეკავებული ცხოვრებით ცხოვრობს. აქვს მარიხუანას პლანტაციები და პოდკასტი, რომელშიც მისი ხშირი სტუმრები ცნობილი ადამიანები არიან.

ავტორი: ანრი კურტანიძე