მსოფლიო
პოლიტიკა

20

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება, მთვარე სასწორშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. ამ დღეს შეიძლება “მეგობრობის დღე“ ვუწოდოთ. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩათვალეთ რომ იმ დღეს მოვკვდი... პატრულიც ჩაერთო საქმეში და მაინც არ გაჰყვა, მის არას დავემორჩილე" - ანი გიუნტერი ინფიცირებულ დედასა და მძიმე დღეებზე
"ჩათვალეთ რომ იმ დღეს მოვკვდი... პატრულიც ჩაერთო საქმეში და მაინც არ გაჰყვა, მის არას დავემორჩილე" - ანი გიუნტერი ინფიცირებულ დედასა და მძიმე დღეებზე

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ანი გი­უნ­ტერ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემო­ცი­უ­რი სტა­ტუ­სი გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ჟურ­ნა­ლის­ტი წერ­და, რომ 81 წლის დე­დას, ლუბა და­ნი­ლენ­კოს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და. ქალს გა­და­ტა­ნი­ლი ჰქონ­და ორი ინ­სულ­ტი და ინ­ფარ­ქტი, რის შემ­დე­გაც მას მე­ტყვე­ლე­ბა არ შე­ეძ­ლო. ვირუ­სის და­დას­ტუ­რე­ბის შემ­დეგ დე­დამ ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და და თა­ვი­სი ოთახ­ში შე­ი­კე­ტა.

Ambebi.ge დე­დის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­სა­გე­ბად ჟურ­ნა­ლისტს და­უ­კავ­შირ­და. რო­გორ ანიმ გვი­თხრა, დე­დას­თან ერ­თად ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან მისი და და 24 წლის დის შვი­ლიც, რომ­ლებ­საც ფილ­ტვის მცი­რე და­ზი­ა­ნე­ბა აღე­ნიშ­ნე­ბათ.

ანი გი­უნ­ტე­რი:

- კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან დედა, ჩემი და, უფ­რო­სი დის შვი­ლი და ჩემი ძმა, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მსუ­ბუ­ქად არის და ფაქ­ტობ­რი­ვად უსიმპტო­მოა. მხო­ლოდ ერთჯე­რა­დად იყო აც­რი­ლი და ამან გა­და­არ­ჩი­ნა. რაც შე­ე­ხე­ბა, დე­დას, ჩემს დასა და დის შვილს, ამ სა­მი­დან ყვე­ლა­ზე ნორ­მა­ლუ­რი ანა­ლი­ზე­ბი მა­ინც დე­დას აქვს, დღეს უკვე მე­თერ­თმე­ტე დღეა.

- დედა ისევ სახ­ლში აგ­რძე­ლებს მკურ­ნა­ლო­ბას?

- ჩემ­და სამ­წუ­ხა­როდ, დიახ... დე­დას ორ­ჯერ აქვს გა­და­ტა­ნი­ლი ინ­სულ­ტი და ერთხელ მიკ­რო­ინ­ფარ­ქტი. ვერ ვი­ტყვი, რომ ბო­ლო­ში გა­ვე­დით, რად­გან ძა­ლი­ან ვე­რა­გი ვირუ­სია. მა­გა­ლი­თად ჩემი დის შემ­თხვე­ვა­ში, თა­ვი­დან ყვე­ლა­ფე­რი ნორ­მა­ლუ­რად მი­დი­ო­და და ერთ დღე­საც მა­ღა­ლი სი­ცხე­ე­ბი და­ე­წყო, აღ­მოჩ­ნდა, რომ ჩემს და­საც და დის შვილ­საც ფილ­ტვი მცი­რე­დით აქვთ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი. უკვე რამ­დე­ნი ღა­მეა არ მძი­ნე­ბია. დი­ლას შვი­დი სა­ა­თი­დან ვი­წყებ ყვე­ლას­თან რეკ­ვას. მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ინ­ფექ­ცი­ო­ნისტ მაია ჯინ­ჯო­ლა­ვას და ასე­ვე აქ­ტი­ვისტ მეგი სა­ჯა­ი­ას, რო­მე­ლიც ჩემი ერთ-ერთი რეს­პონ­დენ­ტია. ეს ორი ადა­მი­ა­ნი ძა­ლი­ან და­მეხ­მარ­ნენ და სა­ერ­თოდ, მთე­ლი თბი­ლის­ში ჩა­ერ­თო დე­დას გა­დაყ­ვა­ნის პრო­ცეს­ში, მაგ­რამ არ დაგ­ვთან­ხმდა...

- თქვენ რო­გორ გა­დარ­ჩით და­ინ­ფი­ცი­რე­ბას?

- მე და ჩემი პა­ტა­რა დის შვი­ლი ორი კვი­რაა უკვე სი­ონ­ში ვართ და მათ­თან კონ­ტაქ­ტი არ გვქო­ნია. მე ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი ვარ, მა­ის­ში ავი­ცე­რი. დე­დას შემ­თხვე­ვა­ში კი სამ­წუ­ხა­როდ ვერ მო­ვას­წა­რი, რად­გან რო­გორც გი­თხა­რით, და­ა­ვა­დე­ბე­ბის საკ­მა­ოდ მძი­მე ანამ­ნე­ზი ჰქონ­და და არ შე­იძ­ლე­ბო­და. არა­და რო­გორ ვე­ლო­დე­ბო­დი ვაქ­ცი­ნას, თვე­ე­ბის მან­ძილ­ზე, რო­დე­საც ჩა­კეტვე­ბი იყო, დე­დას პირ­ბა­დი­თა და ფა­რით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ვუქ­ნევ­დი ხელს, ახ­ლოს ნახ­ვა­საც ვერ ვბე­დავ­დი.

- დე­დის შე­სა­ხებ პოს­ტში წერ­დით, რომ მის უარს ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ა­ზე წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა ვერ გა­უ­წი­ეთ, რად­გან ის ყო­ველ­თვის გე­უბ­ნე­ბო­დათ, რომ ადა­მი­ა­ნი, თა­ვის არ­ჩე­ვან­ში თა­ვი­სუ­ფა­ლია...

- დიახ, ცხოვ­რე­ბა­ში კი­დევ ერთხელ დავ­ფიქ­რდი ამა­ზე... დე­დას არა­სო­დეს სხვა­ზე ცუდი არ უთ­ქვამს, არა­ვინ გა­უკ­რი­ტი­კე­ბია. მისი ცხოვ­რე­ბის ბოლო თვე­ე­ბია მხო­ლოდ მე ვსა­უბ­რობ, იმ იმე­დით, რომ მას ეს­მის. სამ­წუ­ხა­როდ, პირ­ვე­ლი ინ­სულ­ტის შემ­დეგ მე­ტყვე­ლე­ბა ვერ აღუდ­გა. თა­ვი­დან გა­ვი­ა­რეთ ბავ­შვო­ბა და რო­ლე­ბი გავცვა­ლეთ, რო­დე­საც ის ელო­დე­ბო­და მე რო­დის და­ვი­წყებ­დი სა­უ­ბარს, ახლა მე ვი­ყა­ვი ასე. ახ­ლაც გარ­შე­მო ყვე­ლა იმას ამ­ბობს, ნუ გე­ში­ნი­ათ, ლუბა აუ­ცი­ლებ­ლად გა­და­ი­ტან­სო. დედა იყო ქალი, რომ­ლის­თვი­საც არ არ­სე­ბობ­და პრობ­ლე­მა.

- დედა შე­ი­კე­ტა ოთახ­ში და არ გა­მოგ­ყვათ სა­ა­ა­ვად­მყო­ფო­ში?

- ეს იყო ყვე­ლა­ზე მძი­მე დღე ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. ჩათ­ვა­ლეთ რომ იმ დღეს მოვ­კვდი, ასე­თი სტრე­სი არ მი­მი­ღია. ძა­ლი­ან ძნე­ლია, რო­დე­საც იცი, რომ ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ა­კე­თო მის გა­და­სარ­ჩე­ნად და არ გა­მოგ­დის. სას­წრა­ფოს ექი­მე­ბი ცდი­ლობ­დნენ მის გა­დაყ­ვა­ნას, პატ­რუ­ლიც ჩა­ერ­თო და მა­ინც არ გაყ­ვა. ბო­ლოს ხელ­წე­რი­ლი დაგ­ვა­წე­რი­ნეს და ისე და­ტო­ვეს. ეს იყო მისი არ­ჩე­ვა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რა­შიც ვერ ჩა­ვე­რი­ეთ. ურ­თუ­ლე­სი იყო, მაგ­რამ ამ დღემ ბევრ რა­მე­ზე და­მა­ფიქ­რა. ჩემი აზ­რით, სა­უ­კე­თე­სო პი­რო­ბებს ვთა­ვა­ზობ­დით და მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა მას გა­აჩ­ნია სა­კუ­თა­რი აზრი, რო­მელ­საც და­ვე­მორ­ჩი­ლე.

შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ანს მთე­ლი სამ­ყა­რო შეს­თა­ვა­ზო, მაგ­რამ თუ მას ერთ ოთახ­ში ჩა­კეტ­ვა და წყლის და­ლე­ვა ურ­ჩევ­ნია, ეს მისი არ­ჩე­ვა­ნია. დე­დას მხო­ლოდ ერთი სი­ტყვის თქმა შე­უძ­ლია, არა, და სწო­რედ ეს არა იყო, რო­მელ­საც და­ვე­მორ­ჩი­ლე.

ინ­ტერ­ვი­უს და­სას­რულს კი­დევ ერთხელ გე­ტყვოთ, რომ აცრა აუ­ცი­ლე­ბე­ლია სწო­რედ ამან გვიშ­ვე­ლა, რომ ჩემი ძმა გა­დარ­ჩა...

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ია
0

ყველაზე დიდი და კარგი საქმე, რაც დედას გაუკეთეთ, არის ის, რომ მისი თხოვნა შეასრულეთ რადგან ცოცხალს აღარ დაგიბრუნებდნენ... მე რომ დედა არ გადამეყვანა, სეფსისს არ დამართებდნენ და აპარაქტზე შეერთებულს და ხელოვნურ კომაში ერთ თვეს ნაწამებს არ მომიკლავდნენ! იმედია, უფალი მიუზღავს მის ვაიექიმებს...

beso
1

ღმერთმა მისცეს წყალობა, მხნეობა და გამბედაობა და გადაატანინოს განსაცდელი. დიდება უფალს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება
ავტორი:

"ჩათვალეთ რომ იმ დღეს მოვკვდი... პატრულიც ჩაერთო საქმეში და მაინც არ გაჰყვა, მის არას დავემორჩილე" - ანი გიუნტერი ინფიცირებულ დედასა და მძიმე დღეებზე

"ჩათვალეთ რომ იმ დღეს მოვკვდი... პატრულიც ჩაერთო საქმეში და მაინც არ გაჰყვა, მის არას დავემორჩილე" - ანი გიუნტერი ინფიცირებულ დედასა და მძიმე დღეებზე

რამდენიმე დღის წინ ანი გიუნტერმა სოციალურ ქსელში ემოციური სტატუსი გამოაქვეყნა. ჟურნალისტი წერდა, რომ 81 წლის დედას, ლუბა დანილენკოს კორონავირუსი დაუდასტურდა. ქალს გადატანილი ჰქონდა ორი ინსულტი და ინფარქტი, რის შემდეგაც მას მეტყველება არ შეეძლო. ვირუსის დადასტურების შემდეგ დედამ ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადა და თავისი ოთახში შეიკეტა.

Ambebi.ge დედის მდგომარეობის გასაგებად ჟურნალისტს დაუკავშირდა. როგორ ანიმ გვითხრა, დედასთან ერთად ინფიცირებულები არიან მისი და და 24 წლის დის შვილიც, რომლებსაც ფილტვის მცირე დაზიანება აღენიშნებათ.

ანი გიუნტერი:

- კორონავირუსით დაინფიცირებულები არიან დედა, ჩემი და, უფროსი დის შვილი და ჩემი ძმა, რომელიც ყველაზე მსუბუქად არის და ფაქტობრივად უსიმპტომოა. მხოლოდ ერთჯერადად იყო აცრილი და ამან გადაარჩინა. რაც შეეხება, დედას, ჩემს დასა და დის შვილს, ამ სამიდან ყველაზე ნორმალური ანალიზები მაინც დედას აქვს, დღეს უკვე მეთერთმეტე დღეა.

- დედა ისევ სახლში აგრძელებს მკურნალობას?

- ჩემდა სამწუხაროდ, დიახ... დედას ორჯერ აქვს გადატანილი ინსულტი და ერთხელ მიკროინფარქტი. ვერ ვიტყვი, რომ ბოლოში გავედით, რადგან ძალიან ვერაგი ვირუსია. მაგალითად ჩემი დის შემთხვევაში, თავიდან ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა და ერთ დღესაც მაღალი სიცხეები დაეწყო, აღმოჩნდა, რომ ჩემს დასაც და დის შვილსაც ფილტვი მცირედით აქვთ დაზიანებული. უკვე რამდენი ღამეა არ მძინებია. დილას შვიდი საათიდან ვიწყებ ყველასთან რეკვას. მადლობა მინდა გადავუხადო ინფექციონისტ მაია ჯინჯოლავას და ასევე აქტივისტ მეგი საჯაიას, რომელიც ჩემი ერთ-ერთი რესპონდენტია. ეს ორი ადამიანი ძალიან დამეხმარნენ და საერთოდ, მთელი თბილისში ჩაერთო დედას გადაყვანის პროცესში, მაგრამ არ დაგვთანხმდა...

- თქვენ როგორ გადარჩით დაინფიცირებას?

- მე და ჩემი პატარა დის შვილი ორი კვირაა უკვე სიონში ვართ და მათთან კონტაქტი არ გვქონია. მე ვაქცინირებული ვარ, მაისში ავიცერი. დედას შემთხვევაში კი სამწუხაროდ ვერ მოვასწარი, რადგან როგორც გითხარით, დაავადებების საკმაოდ მძიმე ანამნეზი ჰქონდა და არ შეიძლებოდა. არადა როგორ ველოდებოდი ვაქცინას, თვეების მანძილზე, როდესაც ჩაკეტვები იყო, დედას პირბადითა და ფარით შეიარაღებული ვუქნევდი ხელს, ახლოს ნახვასაც ვერ ვბედავდი.

- დედის შესახებ პოსტში წერდით, რომ მის უარს ჰოსპიტალიზაციაზე წინააღმდეგობა ვერ გაუწიეთ, რადგან ის ყოველთვის გეუბნებოდათ, რომ ადამიანი, თავის არჩევანში თავისუფალია...

- დიახ, ცხოვრებაში კიდევ ერთხელ დავფიქრდი ამაზე... დედას არასოდეს სხვაზე ცუდი არ უთქვამს, არავინ გაუკრიტიკებია. მისი ცხოვრების ბოლო თვეებია მხოლოდ მე ვსაუბრობ, იმ იმედით, რომ მას ესმის. სამწუხაროდ, პირველი ინსულტის შემდეგ მეტყველება ვერ აღუდგა. თავიდან გავიარეთ ბავშვობა და როლები გავცვალეთ, როდესაც ის ელოდებოდა მე როდის დავიწყებდი საუბარს, ახლა მე ვიყავი ასე. ახლაც გარშემო ყველა იმას ამბობს, ნუ გეშინიათ, ლუბა აუცილებლად გადაიტანსო. დედა იყო ქალი, რომლისთვისაც არ არსებობდა პრობლემა.

- დედა შეიკეტა ოთახში და არ გამოგყვათ სააავადმყოფოში?

- ეს იყო ყველაზე მძიმე დღე ჩემს ცხოვრებაში. ჩათვალეთ რომ იმ დღეს მოვკვდი, ასეთი სტრესი არ მიმიღია. ძალიან ძნელია, როდესაც იცი, რომ ყველაფერი უნდა გააკეთო მის გადასარჩენად და არ გამოგდის. სასწრაფოს ექიმები ცდილობდნენ მის გადაყვანას, პატრულიც ჩაერთო და მაინც არ გაყვა. ბოლოს ხელწერილი დაგვაწერინეს და ისე დატოვეს. ეს იყო მისი არჩევანის თავისუფლება, რაშიც ვერ ჩავერიეთ. ურთულესი იყო, მაგრამ ამ დღემ ბევრ რამეზე დამაფიქრა. ჩემი აზრით, საუკეთესო პირობებს ვთავაზობდით და მიუხედავად ამისა მას გააჩნია საკუთარი აზრი, რომელსაც დავემორჩილე.

შეიძლება ადამიანს მთელი სამყარო შესთავაზო, მაგრამ თუ მას ერთ ოთახში ჩაკეტვა და წყლის დალევა ურჩევნია, ეს მისი არჩევანია. დედას მხოლოდ ერთი სიტყვის თქმა შეუძლია, არა, და სწორედ ეს არა იყო, რომელსაც დავემორჩილე.

ინტერვიუს დასასრულს კიდევ ერთხელ გეტყვოთ, რომ აცრა აუცილებელია სწორედ ამან გვიშველა, რომ ჩემი ძმა გადარჩა...