მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შპს "ანოუკის “დაფუძნების დღიდან დღემდე არავითარი შეხება არ ჰქონია რომელიმე სამთავრობო სტრუქტურის უნიფორმების წარმოებასთან" - ანუკი არეშიძე განცხადებას ავრცელებს
"შპს "ანოუკის “დაფუძნების დღიდან დღემდე არავითარი შეხება არ ჰქონია რომელიმე სამთავრობო სტრუქტურის უნიფორმების წარმოებასთან" - ანუკი არეშიძე განცხადებას ავრცელებს

ტან­საც­მლი­სა და ფეხ­საც­მლის ბრენდ ANOUKI - ს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ანუ­კი არე­ში­ძე და მე­ნე­ჯმენ­ტი მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­პა­სუ­ხოდ, რომ თით­ქოს და­სუფ­თა­ვე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის სპე­ც­ფორ­მებს ანუ­კი არე­ში­ძის კომ­პა­ნია კე­რავს, სპე­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლე­ბენ.

“მსურს გა­ვა­კე­თო ოფი­ცი­ა­ლუ­რი კო­მენ­ტა­რი, გუ­შინ მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე და სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით გან­ვა­ცხა­დო , რომ შპს” ანო­უ­კის “და­ფუძ­ნე­ბის დღი­დან დღემ­დე არა­ვი­თა­რი პირ­და­პი­რი ან ირი­ბი შე­ხე­ბა არ ჰქო­ნია, არც შპს ”თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფის" და არც სხვა რო­მე­ლი­მე სამ­თავ­რო­ბო სტრუქ­ტუ­რის უნი­ფორ­მე­ბის წარ­მო­ე­ბას­თან. მე­ტიც, არც კომ­პა­ნი­ის მო­მა­ვალ გეგ­მებ­ში შე­დის მსგავ­სი ტი­პის მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვა სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბის­თვის.

და­ვა­ზუს­ტებ, რომ დღე­ვან­დელ დღეს კომ­პა­ნი­ის მთლი­ა­ნი რე­სურ­სი მო­მარ­თუ­ლია ბრენდ “ანუ­კის” ქა­ლის ტან­საც­მლის სე­ზო­ნურ წარ­მო­ე­ბა­სა და რე­ა­ლი­ზა­ცი­ა­ზე და გან­სა­კუთ­რე­ბით გვე­ა­მა­ყე­ბა, რომ ჩვე­ნი ბრენ­დის ქვეშ წარ­მო­ე­ბუ­ლი სა­მო­სი წარ­მა­ტე­ბით გა­დის ექ­სპორტზე მსოფ­ლი­ოს არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში, შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი და ორი­ენ­ტი­რი გახ­ლავთ სა­ექ­სპორ­ტო ბაზ­რე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა და სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია მსოფ­ლიო მას­შტა­ბით. დიდი მად­ლო­ბა", - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

შე­გახ­სე­ნენთ, და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მე­ლი, ირაკ­ლი ბაღ­და­ვა­ძე და მისი რამ­დე­ნი­მე კო­ლე­გა, რამ­დე­ნი­მე დღის წინ, მი­უ­ღე­ბე­ლი სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბის გამო, გა­ი­ფიც­ნენ. ისი­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას გულ­გრი­ლო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ და სხვა მო­თხოვ­ნებ­თან ერ­თად, ხელ­ფა­სე­ბის მო­მა­ტე­ბა­საც ითხოვ­დნენ.

რო­გორც ცნო­ბი­ლია გა­ფი­ცუ­ლებ­სა და მე­რი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის შე­თან­ხმე­ბა შედ­გა. თუმ­ცა, ირაკ­ლი ბაღ­და­ვა­ძემ "მთა­ვა­რი არ­ხის" ეთერ­ში, გა­და­ცე­მა­ში "მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტე­ბი" არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე კი­დევ ერთხელ ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მე­ე­ზო­ვე­ე­ბის ფორ­მებს თბი­ლი­სის მე­რის, კახა კა­ლა­ძის ცო­ლის, ანუ­კი არე­ში­ძის კომ­პა­ნია კე­რავს.

რო­გორც მან თქვა, ეს ინ­ფორ­მა­ცია მას სამ­კერ­ვა­ლო­ში მი­ა­წო­დეს მა­შინ, როცა და­ხე­უ­ლი ფორ­მის გა­და­სა­კე­თებ­ლად მი­ვი­და.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
natia
1

კარგი ეხლა ანუკი არ გვინდა რიჟა ბაზარი , ისე რა იქნება ხალხნო ყველა რო გავაძევოთ ქვეყნიდან ბიძინაც მელიაც კალაძეც მდინარაძეც ბოკერიაც აი განა რამდენი იქნებიან ჯამში მაქსიმუმ 30 კაცია ვინც მართავს ხელისუფლება და ოპოზიცია ანუ ჯამურად ბევრად მეტნი ვართ და ავდგეთ და გავაძევოთ ქვეყნიდან და ამოვისუნთქებთ რა გვიშლის ხელს? ))

ეჰ ეჰ ეჰ
0

ჩინურ ავღანეთში ვცხოვრობთ. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"შპს "ანოუკის “დაფუძნების დღიდან დღემდე არავითარი შეხება არ ჰქონია რომელიმე სამთავრობო სტრუქტურის უნიფორმების წარმოებასთან" - ანუკი არეშიძე განცხადებას ავრცელებს

"შპს "ანოუკის “დაფუძნების დღიდან დღემდე არავითარი შეხება არ ჰქონია რომელიმე სამთავრობო სტრუქტურის უნიფორმების წარმოებასთან" - ანუკი არეშიძე განცხადებას ავრცელებს

ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ბრენდ ANOUKI - ს დამფუძნებელი, ანუკი არეშიძე და მენეჯმენტი მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, რომ თითქოს დასუფთავების თანამშრომლების სპეცფორმებს ანუკი არეშიძის კომპანია კერავს, სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ.

“მსურს გავაკეთო ოფიციალური კომენტარი, გუშინ მედიის საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციაზე და სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო , რომ შპს” ანოუკის “დაფუძნების დღიდან დღემდე არავითარი პირდაპირი ან ირიბი შეხება არ ჰქონია, არც შპს ”თბილსერვის ჯგუფის" და არც სხვა რომელიმე სამთავრობო სტრუქტურის უნიფორმების წარმოებასთან. მეტიც, არც კომპანიის მომავალ გეგმებში შედის მსგავსი ტიპის მომსახურების გაწევა სახელმწიფო სტრუქტურებისთვის.

დავაზუსტებ, რომ დღევანდელ დღეს კომპანიის მთლიანი რესურსი მომართულია ბრენდ “ანუკის” ქალის ტანსაცმლის სეზონურ წარმოებასა და რეალიზაციაზე და განსაკუთრებით გვეამაყება, რომ ჩვენი ბრენდის ქვეშ წარმოებული სამოსი წარმატებით გადის ექსპორტზე მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, შესაბამისად, ჩვენი მთავარი მიზანი და ორიენტირი გახლავთ საექსპორტო ბაზრების გაფართოება და საქართველოში წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაცია მსოფლიო მასშტაბით. დიდი მადლობა", - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენენთ, დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი, ირაკლი ბაღდავაძე და მისი რამდენიმე კოლეგა, რამდენიმე დღის წინ, მიუღებელი სამუშაო პირობების გამო, გაიფიცნენ. ისინი ხელმძღვანელობას გულგრილობაში ადანაშაულებდნენ და სხვა მოთხოვნებთან ერთად, ხელფასების მომატებასაც ითხოვდნენ.

როგორც ცნობილია გაფიცულებსა და მერიის წარმომადგენლებს შორის შეთანხმება შედგა. თუმცა, ირაკლი ბაღდავაძემ "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი აქცენტები" არსებულ პრობლემებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, მეეზოვეების ფორმებს თბილისის მერის, კახა კალაძის ცოლის, ანუკი არეშიძის კომპანია კერავს.

როგორც მან თქვა, ეს ინფორმაცია მას სამკერვალოში მიაწოდეს მაშინ, როცა დახეული ფორმის გადასაკეთებლად მივიდა.