საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჰქონდა ზოგადი სისუსტე, იყო აუცრელი, 30 წლის, ჯანმრთელი ახალგაზრდა..." - ბოკერიას სახელობის კლინიკაში კორონავირუსით ორსული გარდაიცვალა
"ჰქონდა ზოგადი სისუსტე, იყო აუცრელი, 30 წლის, ჯანმრთელი ახალგაზრდა..." - ბოკერიას სახელობის კლინიკაში კორონავირუსით ორსული გარდაიცვალა

ბო­კე­რი­ას სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ორ­სუ­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. ბო­კე­რი­ას სა­ხე­ლო­ბის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რი ალექ­სი ვა­ჩა­ძე აცხა­დებს, რომ 30 წლის ქალი 20 კვი­რის ორ­სუ­ლი იყო და ის კლი­ნი­კა­ში 27 ივ­ლისს ზო­გა­დი სი­სუს­ტი­თა და ტემ­პე­რა­ტუ­რით მო­ა­თავ­სეს.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ვა­ჩა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, თავ­და­პირ­ვე­ლად პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რი იყო და რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მხო­ლოდ 13 აგ­ვის­ტოს გა­და­იყ­ვა­ნეს.

„გარ­და­იც­ვა­ლა ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნა, რო­მე­ლიც იყო 20 კვი­რის ორ­სუ­ლი. 27 ივ­ლისს მოგ­ვმარ­თა და ამ დროს უკვე და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ჰქონ­და კო­რო­ნა­ვირუ­სი. შე­მოს­ვლი­სას ის იყო 18 კვი­რის ფეხ­მძი­მე. ჰქონ­და ზო­გა­დი სი­სუს­ტე, ტემ­პე­რა­ტუ­რა, იყო აუც­რე­ლი. ჰქონ­და კუნ­თე­ბის და ყე­ლის მცი­რე ტკი­ვი­ლი. თა­ვი­დან სრუ­ლი­ად სტა­ბი­ლუ­რი იყო. მო­თავ­სდა მეან-გი­ნე­კო­ლო­გი­ურ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, სა­დაც და­ე­წყო მკურ­ნა­ლო­ბა. რამ­დე­ნი­მე დღე­ში პა­ცი­ენ­ტმა იგ­რძნო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა. დას­ჭირ­და ჟანგბა­დი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ნიღ­ბით მი­წო­დე­ბუ­ლი და­ბა­ლი ჟანგბა­დი იყო საკ­მა­რი­სი, ამი­ტომ თავ­და­პირ­ვე­ლად­ვე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გე­ბი იყ­ვნენ საქ­მის კურ­სში, მსუ­ბუ­ქი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის გამო რე­ა­ნი­მა­ცი­ის­კენ არ გაგ­ვი­ხე­დავს.

გა­უ­ა­რე­სე­ბა და­ი­წყო 12 აგ­ვის­ტო­დან, რო­დე­საც დას­ჭირ­და CPAP დახ­მა­რე­ბა - ვენ­ტი­ლა­ცი­ა­ზე მი­ერ­თე­ბა ნიღ­ბით. 13-ში გა­და­ვიყ­ვა­ნეთ რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში, 16 აგ­ვის­ტოს მოგ­ვი­წია კო­მა­ში და სრულ მე­ქა­ნი­კურ ვენ­ტი­ლა­ცი­ა­ზე გა­დაყ­ვა­ნა. გუ­შინ ჩა­უ­ტარ­და თირკმლის ჩა­ნაც­ვლე­ბი­თი თე­რა­პია. დი­ა­ლიზ­მა რა­ღაც რიგი ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვცა, მაგ­რამ გო­გო­ნას რე­სურ­სე­ბი გა­მო­ლე­უ­ლი ჰქონ­და და დღეს და­ფიქ­სირ­და გარ­დაც­ვა­ლე­ბა. იყო 30 წლის, ჯან­მრთე­ლი ახალ­გაზ­რდა“, - გა­ნა­ცხა­და ვა­ჩა­ძემ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
3

რომ წერთ აუცრელი იყოო, თქვით PSR ტესტი ჰქონდა თუ არა გაკეთებული და მერე ყველაფერი იქნება ნათელი !!!

მოქალაქე
2

საავადმყოფოში შევიდა საშუალო სიმძიმის და გამოვიდა გარდაცვლილი.

თანაც სრულიად ჯანმრთელი.

იქნებ არასწორია თქვენი მკურნალობის მეთოდები და ზოგადად ტაქტიკა?

იქნებ შეგეცვალათ მიდგომა.ან სხვა ქვეყნებს სთხოვეთ დახმარება.

დღეში 50 გარდაცვლილი რომელ ქვეყანას აქვს?ინდოეთმაც კი ისწავლა მართვა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ჰქონდა ზოგადი სისუსტე, იყო აუცრელი, 30 წლის, ჯანმრთელი ახალგაზრდა..." - ბოკერიას სახელობის კლინიკაში კორონავირუსით ორსული გარდაიცვალა

"ჰქონდა ზოგადი სისუსტე, იყო აუცრელი, 30 წლის, ჯანმრთელი ახალგაზრდა..." - ბოკერიას სახელობის კლინიკაში კორონავირუსით ორსული გარდაიცვალა

ბოკერიას სახელობის კლინიკაში კორონავირუსით ორსული გარდაიცვალა. ბოკერიას სახელობის სამედიცინო ცენტრის სამედიცინო დირექტორი ალექსი ვაჩაძე აცხადებს, რომ 30 წლის ქალი 20 კვირის ორსული იყო და ის კლინიკაში 27 ივლისს ზოგადი სისუსტითა და ტემპერატურით მოათავსეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ვაჩაძემ განუცხადა, თავდაპირველად პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური იყო და რეანიმაციულ განყოფილებაში მხოლოდ 13 აგვისტოს გადაიყვანეს.

„გარდაიცვალა ახალგაზრდა გოგონა, რომელიც იყო 20 კვირის ორსული. 27 ივლისს მოგვმართა და ამ დროს უკვე დადასტურებული ჰქონდა კორონავირუსი. შემოსვლისას ის იყო 18 კვირის ფეხმძიმე. ჰქონდა ზოგადი სისუსტე, ტემპერატურა, იყო აუცრელი. ჰქონდა კუნთების და ყელის მცირე ტკივილი. თავიდან სრულიად სტაბილური იყო. მოთავსდა მეან-გინეკოლოგიურ განყოფილებაში, სადაც დაეწყო მკურნალობა. რამდენიმე დღეში პაციენტმა იგრძნო მდგომარეობის გაუარესება. დასჭირდა ჟანგბადი, ჩვეულებრივი ნიღბით მიწოდებული დაბალი ჟანგბადი იყო საკმარისი, ამიტომ თავდაპირველადვე, მიუხედავად იმისა, რომ რეანიმატოლოგები იყვნენ საქმის კურსში, მსუბუქი მიმდინარეობის გამო რეანიმაციისკენ არ გაგვიხედავს.

გაუარესება დაიწყო 12 აგვისტოდან, როდესაც დასჭირდა CPAP დახმარება - ვენტილაციაზე მიერთება ნიღბით. 13-ში გადავიყვანეთ რეანიმაციაში, 16 აგვისტოს მოგვიწია კომაში და სრულ მექანიკურ ვენტილაციაზე გადაყვანა. გუშინ ჩაუტარდა თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია. დიალიზმა რაღაც რიგი ფიზიოლოგიური პროცესების გაუმჯობესების საშუალება მოგვცა, მაგრამ გოგონას რესურსები გამოლეული ჰქონდა და დღეს დაფიქსირდა გარდაცვალება. იყო 30 წლის, ჯანმრთელი ახალგაზრდა“, - განაცხადა ვაჩაძემ.