სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იუსტიციის სახლმა კოვიდბარათების გაცემა დაიწყო - რა უნდა იცოდნენ მოქალაქეებმა
იუსტიციის სახლმა კოვიდბარათების გაცემა დაიწყო - რა უნდა იცოდნენ მოქალაქეებმა

იუს­ტი­ცი­ის სახ­ლებ­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცენ­ტრებ­ში დღე­ი­დან კო­ვიდ­ბა­რა­თე­ბი უფა­სოდ გა­ი­ცე­მა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ცნო­ბით, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი რატი ბრე­გა­ძე და ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძე დო­კუ­მენ­ტის გა­ცე­მის პრო­ცესს ერ­თობ­ლი­ვად აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ.

ამას­თა­ნა­ვე, მი­ნის­ტრებ­მა თბი­ლი­სის იუს­ტი­ცი­ის სახ­ლში ახა­ლად და­ნერ­გი­ლი სერ­ვი­სით თა­ვა­დაც ისარ­გებ­ლეს და კო­ვიდ­ბა­რა­თე­ბი აი­ღეს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, დო­კუ­მენ­ტის მი­ღე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა ფი­ლი­ალ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი.

„მას­ზე, პი­რის­თვის ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სრუ­ლი ან ნა­წი­ლობ­რი­ვი ვაქ­ცი­ნა­ცი­ი­სა და ბოლო PCR კვლე­ვის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია, ასე­ვე, აც­რის უნი­კა­ლუ­რი QR კოდი და პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბია და­ტა­ნი­ლი და იუს­ტი­ცი­ის სახ­ლის შტამ­პი­თაა და­მოწ­მე­ბუ­ლი. ამ დრომ­დე კო­ვიდ­ბა­რა­თი მხო­ლოდ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში გა­ი­ცე­მო­და.

კო­ვიდ­ბა­რათ­ზე გან­ცხა­დე­ბის წარ­დგე­ნა უფა­სოა. დო­კუ­მენ­ტი პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მოწ­მო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გან­ცხა­დე­ბის წარ­დგე­ნის­თა­ნა­ვე გა­ი­ცე­მა; მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­ღე­ბა კი, ვი­ზი­ტის წი­ნას­წა­რი და­ჯავ­შნის გა­რე­შეა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მო­ქა­ლა­ქეს კო­ვიდ­ბა­რა­თი სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ წარ­სად­გე­ნად აპოს­ტი­ლით/ლე­გა­ლი­ზა­ცი­ით და­მოწ­მე­ბუ­ლი ესა­ჭი­რო­ე­ბა, მათ აღ­ნიშ­ნუ­ლი სერ­ვი­სის მი­ღე­ბა ად­გილ­ზე, იუს­ტი­ცი­ის სახ­ლებ­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცენ­ტრებ­ში შე­ეძ­ლე­ბათ.

იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა რატი ბრე­გა­ძემ და­ა­ა­ნონ­სა, რომ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სრუ­ლად ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ­ნი არი­ან იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს სერ­ვი­სებ­ზე შე­ღა­ვა­თე­ბით ისარ­გებ­ლე­ბენ.

კო­ვიდ­ბა­რა­თი აქ­ტი­უ­რად იქ­ნე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი უცხო­ეთ­ში. ევ­რო­კავ­შირ­თან სა­ხელ­მწი­ფო უკვე მუ­შა­ობს, რომ ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ პირ­თა შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზა­ში უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში აი­სა­ხოს, რაც მო­ქა­ლა­ქე­ებს გა­უ­მარ­ტი­ვებს მოგ­ზა­უ­რო­ბას რო­გორც ბიზ­ნე­სის, ისე ტუ­რის­ტუ­ლი კუ­თხით", - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
2

ეს არის ხალხის დისკრიმინაცია.

თეა
3

სამარცხვინოა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

იუსტიციის სახლმა კოვიდბარათების გაცემა დაიწყო - რა უნდა იცოდნენ მოქალაქეებმა

იუსტიციის სახლმა კოვიდბარათების გაცემა დაიწყო - რა უნდა იცოდნენ მოქალაქეებმა

იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში დღეიდან კოვიდბარათები უფასოდ გაიცემა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე და ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დოკუმენტის გაცემის პროცესს ერთობლივად აკვირდებოდნენ.

ამასთანავე, მინისტრებმა თბილისის იუსტიციის სახლში ახალად დანერგილი სერვისით თავადაც ისარგებლეს და კოვიდბარათები აიღეს.

მათივე ცნობით, დოკუმენტის მიღება საქართველოს მასშტაბით უკლებლივ ყველა ფილიალშია შესაძლებელი.

„მასზე, პირისთვის ჩატარებული სრული ან ნაწილობრივი ვაქცინაციისა და ბოლო PCR კვლევის შესახებ ინფორმაცია, ასევე, აცრის უნიკალური QR კოდი და პირადი მონაცემებია დატანილი და იუსტიციის სახლის შტამპითაა დამოწმებული. ამ დრომდე კოვიდბარათი მხოლოდ ვაქცინაციის განმახორციელებელ სამედიცინო დაწესებულებებში გაიცემოდა.

კოვიდბარათზე განცხადების წარდგენა უფასოა. დოკუმენტი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე განცხადების წარდგენისთანავე გაიცემა; მომსახურების მიღება კი, ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის გარეშეა შესაძლებელი.

იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს კოვიდბარათი საქართველოს ფარგლებს გარეთ წარსადგენად აპოსტილით/ლეგალიზაციით დამოწმებული ესაჭიროება, მათ აღნიშნული სერვისის მიღება ადგილზე, იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შეეძლებათ.

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დააანონსა, რომ მოქალაქეები, რომლებიც სრულად ვაქცინირებულნი არიან იუსტიციის სამინისტროს სერვისებზე შეღავათებით ისარგებლებენ.

კოვიდბარათი აქტიურად იქნება გამოყენებული უცხოეთში. ევროკავშირთან სახელმწიფო უკვე მუშაობს, რომ ვაქცინირებულ პირთა შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო ბაზაში უახლოეს პერიოდში აისახოს, რაც მოქალაქეებს გაუმარტივებს მოგზაურობას როგორც ბიზნესის, ისე ტურისტული კუთხით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.