მსოფლიო
სამართალი

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:20-ზე, მთვარე მორიელშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს, ცხარე და ცხიმიან საკვებს. რეკომენდებულია: ცურვა, შხაპის მიღება.
პოლიტიკა
კონფლიქტები
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სრულიად ჯანმრთელი იყო, მოულოდნელად დამძიმდა… 14-ში აცრას აპირებდა" - რას ჰყვება კოვიდით გარდაცვლილ 34 წლის გოგონაზე მისი და
"სრულიად ჯანმრთელი იყო, მოულოდნელად დამძიმდა… 14-ში აცრას აპირებდა" - რას ჰყვება კოვიდით გარდაცვლილ 34 წლის გოგონაზე მისი და

34 წლის თაკო გე­ლაშ­ვი­ლი-გე­ჯა­ძე კო­ვი­დით 7 აგ­ვის­ტოს გარ­და­იც­ვა­ლა. რო­გორც AMBEBI.GE-ს თა­კოს და, ანი გე­ლაშ­ვი­ლი უამ­ბობს, ივ­ლი­სის თვე­ში ვირუ­სით მთე­ლი ოჯა­ხი ერ­თდრო­უ­ლად და­ინ­ფი­ცირ­და.

მისი თქმით, თა­ვი­დან სწრა­ფი ტეს­ტი შეც­და და ყვე­ლა მათ­გა­ნის შემ­თხვე­ვა­ში უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი აჩ­ვე­ნა. ამ ფაქ­ტმა ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის სა­თა­ნა­დო მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცე­სი დრო­ში გა­ა­ჭი­ა­ნუ­რა.

"სიმპტო­მე­ბი გვქონ­და და ტეს­ტის პა­სუ­ხი უარ­ყო­ფი­თი იყო. როცა უკვე სა­ბო­ლო­ოდ დაგ­ვი­დას­ტურ­და, საკ­მაო დრო იყო და­კარ­გუ­ლი. 31 ივ­ლისს, თაკო თა­ვი­სი მან­ქა­ნით შვილ­თან ერ­თად მი­ვი­და რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. თა­ვი­დან კარ­გად იყო. შემ­დეგ მო­უ­ლოდ­ნე­ლად დამ­ძიმ­და და 7 აგ­ვის­ტოს გარ­და­იც­ვა­ლა.

ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი არ ჰქო­ნია, სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი იყო, ცო­ტა­თი წო­ნის პრობ­ლე­მა აწუ­ხებ­და მხო­ლოდ", - გვი­ამ­ბობს კო­ვი­დით გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდა ქა­ლის და.

ანი გე­ლაშ­ვი­ლის თქმით, მისი და ვაქ­ცი­ნა­ზე იყო და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი და აცრა 14 აგ­ვის­ტოს უწევ­და.

""ფა­ი­ზე­რით" უნდა აეც­რა, მაგ­რამ ვერ მო­ას­წრო. მე "სი­ნო­ფარ­მის" პირ­ვე­ლი დოზა მქონ­და გა­კე­თე­ბუ­ლი, როცა კო­ვი­დი და­მე­მარ­თა. ახლა მთე­ლი ოჯა­ხი აც­რი­ლი ვართ პირ­ვე­ლი დო­ზით, მე­ო­რე დო­ზის მი­ღე­ბამ­დე გარ­კვე­უ­ლი დროა სა­ჭი­რო", - ამ­ბობს ანი გე­ლაშ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

"სრულიად ჯანმრთელი იყო, მოულოდნელად დამძიმდა… 14-ში აცრას აპირებდა" - რას ჰყვება კოვიდით გარდაცვლილ 34 წლის გოგონაზე მისი და

"სრულიად ჯანმრთელი იყო, მოულოდნელად დამძიმდა… 14-ში აცრას აპირებდა" - რას ჰყვება კოვიდით გარდაცვლილ 34 წლის გოგონაზე მისი და

34 წლის თაკო გელაშვილი-გეჯაძე კოვიდით 7 აგვისტოს გარდაიცვალა. როგორც AMBEBI.GE-ს თაკოს და, ანი გელაშვილი უამბობს, ივლისის თვეში ვირუსით მთელი ოჯახი ერთდროულად დაინფიცირდა.

მისი თქმით, თავიდან სწრაფი ტესტი შეცდა და ყველა მათგანის შემთხვევაში უარყოფითი პასუხი აჩვენა. ამ ფაქტმა ინფიცირებულების სათანადო მკურნალობის პროცესი დროში გააჭიანურა.

"სიმპტომები გვქონდა და ტესტის პასუხი უარყოფითი იყო. როცა უკვე საბოლოოდ დაგვიდასტურდა, საკმაო დრო იყო დაკარგული. 31 ივლისს, თაკო თავისი მანქანით შვილთან ერთად მივიდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში. თავიდან კარგად იყო. შემდეგ მოულოდნელად დამძიმდა და 7 აგვისტოს გარდაიცვალა.

ქრონიკული დაავადებები არ ჰქონია, სრულიად ჯანმრთელი იყო, ცოტათი წონის პრობლემა აწუხებდა მხოლოდ", - გვიამბობს კოვიდით გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის და.

ანი გელაშვილის თქმით, მისი და ვაქცინაზე იყო დარეგისტრირებული და აცრა 14 აგვისტოს უწევდა.

,,"ფაიზერით" უნდა აეცრა, მაგრამ ვერ მოასწრო. მე "სინოფარმის" პირველი დოზა მქონდა გაკეთებული, როცა კოვიდი დამემართა. ახლა მთელი ოჯახი აცრილი ვართ პირველი დოზით, მეორე დოზის მიღებამდე გარკვეული დროა საჭირო", - ამბობს ანი გელაშვილი.