პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დიდგორის 900 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სამხედროები პრემიერის ინიციატივით შექმნილი სპეციალური მედლით დაჯილდოვდებიან
დიდგორის 900 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სამხედროები პრემიერის ინიციატივით შექმნილი სპეციალური მედლით დაჯილდოვდებიან

"დიდ­გო­რო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი წელს გან­სხვა­ვე­ბუ­ლად და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად აღი­ნიშ­ნე­ბა", - ამის შე­სა­ხებ :"ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა, თათა სვა­ნი­ძემ გა­ნუ­ცხა­და. მისი გან­მარ­ტე­ბით, ღო­ნის­ძი­ე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბა, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, უკავ­შირ­დე­ბა დიდ­გო­რის 900 წლის იუ­ბი­ლეს და, არ­სე­ბუ­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ის კო­ვიდ­რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის სრუ­ლი დაც­ვით ჩა­ტარ­დე­ბა.

დიდ­გო­რის 900 წლის იუ­ბი­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, სამ­ხედ­რო­ე­ბი პრე­მი­ე­რის ინი­ცი­ა­ტი­ვით შექ­მნი­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი მედ­ლით და­ჯილ­დოვ­დე­ბი­ან. დიდ­გო­რო­ბის დღე­სას­წა­ულს სა­ტე­ლე­ვი­ზიო პრო­ექ­ტის სახე ექ­ნე­ბა და 20:00 სა­ათ­ზე პირ­და­პირ ეთერ­ში გა­და­ი­ცე­მა.

"წელს, დიდ­გო­რო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი იქ­ნე­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, პირ­ვე­ლი რიგ­ში, თა­რი­ღი­დან - 900 წლის იუ­ბი­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ეს იქ­ნე­ბა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სა­ტე­ლე­ვი­ზიო პრო­ექ­ტი, რომ­ლი­თაც, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მა­ყუ­რე­ბე­ლი დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მი­ი­ღებს. ღო­ნის­ძი­ე­ბის რე­ჟი­სო­რია ბასა ფო­ცხიშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც სპე­ცი­ა­ლუ­რად დიდ­გო­რო­ბის­თვის, შექ­მნა რო­გორც ახა­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი, ასე­ვე ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ნომ­რე­ბი. დიდ­გო­რი თა­ვის­თა­ვად არის ერ­თი­ა­ნო­ბის სიმ­ბო­ლო და ღო­ნის­ძი­ე­ბის კონ­ცეფ­ცი­აც არის გა­მარ­ჯვე­ბა, ის ერ­თი­ა­ნო­ბა და ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლო, რო­მე­ლიც ჩვენ­თვის იმ დრო­ის და­ნა­ტო­ვა­რია“, - გა­ნა­ცხა­და თათა სვა­ნი­ძემ.

პრო­ექ­ტის დამ­დგმე­ლი მხატ­ვა­რია თა­მარ ფო­ცხიშ­ვი­ლი.

დიდ­გო­რო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი­სად­მი მი­ძღვნილ ღო­ნის­ძი­ე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უმაღ­ლე­სი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი და­ეს­წრე­ბი­ან.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რატი
0

დღეს დიდგორის ბრწყინვალე გამარჯვების 900 წლისთავია. დიდგორი იმის ხსოვნა და ნიშანია, თუ რა შეუძლია ჩვენს ერთობას, და რამდენმა მავნებელმაც არ უნდა სცადოს ჩვენი დარწმუნება იმაში, რომ სუსტები ვართ, რომ არაფერი შეგვიძლია, რომ რომელიმე ძლიერი მფარველის ფრთის ქვეშ უნდა ვიყოთ (რუსეთუმეები და მედასავლეთეები), მათ არაფერი გამოუვათ. სულ მცირე 3000 წელია ჩვენს მოდგმას სხელმწიფო გააჩნია და თუ ღმერთმა ინება და ჩვენც გავისარჯეთ, კიდევ დიდხანს იარსებებს. მთავარია ასეთებს (,,ჩვენ ყველაზე ცუდი ერი ვართ'', ,,ღმერთო, მეტეორი გვესროლე'' და ა.შ. ) არ ავყვეთ, თვითრწმენა და ბრძოლისუნარიანობა შევინარჩუნოთ, რთულია, მაგრამ ვალდებულები ვართ და თუ არ დავნებდებით, მომავალში კიდევ ბევრი ,,დიდგორი'' გვექნება. გილოცავთ და მრავალს დაესწარით!

?
0

ბევრი რამ ვიცით დიდგორის გმირულ ბრძოლაზე,მაგრამ ალბათ თქვენ არ იცით,რომ იმ ბრძოლაში გამორჩეული იყო თვით ბიძინა ივანიშვილი და მისი "დენშიკი"ირაკლი ღარიბთუხუცესი,მაგრამ მათ ბრძოლას აზრი არ ექნებოდა რომ არ დახმარებოდათ ალეკო ელისაანთბიჭი თავი ტყვიამრფქვევით.დაახლოებით ასეთ ზღაპრებს გვიყვებიან ქოცბანდის დამფუძნებლები.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

დიდგორის 900 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სამხედროები პრემიერის ინიციატივით შექმნილი სპეციალური მედლით დაჯილდოვდებიან

დიდგორის 900 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სამხედროები პრემიერის ინიციატივით შექმნილი სპეციალური მედლით დაჯილდოვდებიან

"დიდგორობის დღესასწაული წელს განსხვავებულად და განსაკუთრებულად აღინიშნება", - ამის შესახებ :"ინტერპრესნიუსს“ ღონისძიების ორგანიზატორმა, თათა სვანიძემ განუცხადა. მისი განმარტებით, ღონისძიების განსაკუთრებულობა, უპირველეს ყოვლისა, უკავშირდება დიდგორის 900 წლის იუბილეს და, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ის კოვიდრეგულაციების სრული დაცვით ჩატარდება.

დიდგორის 900 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სამხედროები პრემიერის ინიციატივით შექმნილი სპეციალური მედლით დაჯილდოვდებიან. დიდგორობის დღესასწაულს სატელევიზიო პროექტის სახე ექნება და 20:00 საათზე პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

"წელს, დიდგორობის დღესასწაული იქნება განსხვავებული და განსაკუთრებული, პირველი რიგში, თარიღიდან - 900 წლის იუბილიდან გამომდინარე. ეს იქნება არაჩვეულებრივი სატელევიზიო პროექტი, რომლითაც, დარწმუნებული ვარ, მაყურებელი დიდ სიამოვნებას მიიღებს. ღონისძიების რეჟისორია ბასა ფოცხიშვილი, რომელმაც სპეციალურად დიდგორობისთვის, შექმნა როგორც ახალი მუსიკალური, ასევე ძალიან საინტერესო ქორეოგრაფიული ნომრები. დიდგორი თავისთავად არის ერთიანობის სიმბოლო და ღონისძიების კონცეფციაც არის გამარჯვება, ის ერთიანობა და ერთიანი საქართველო, რომელიც ჩვენთვის იმ დროის დანატოვარია“, - განაცხადა თათა სვანიძემ.

პროექტის დამდგმელი მხატვარია თამარ ფოცხიშვილი.

დიდგორობის დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები დაესწრებიან.